დღეს, 27 მარტს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი დირექტორი აირჩიეს. ღია კენჭისყრის შედეგად, ცხრა ხმით, დირექტორის თანამდებობა პაატა დუმბაძემ დაიკავა.
სულ წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატი: გიორგი ჩხეიძე, პაატა დუმბაძე და ბიძინა ბიბილეიშვილი. კენჭისყრაში საკრებულოს 17-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადაა. ახალი დირექტორის არჩევის საკითხი მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების გაფიცვის შემდეგ გახდა აქტუალური. 400-მდე მძღოლი ხელფასების გაზრდას და ძველი დირექტორის გიორგი ლორიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდა, რამდენიმე მძღოლემა კი შიმშილობა დაიწყო.