ნეტგაზეთი • RU

სახალხო დამცველი აჭარის მოსახლეობას ხვდება

 

 

სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში, უჩა ნანუაშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.

 

 

 

უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ელოდება ხულოს სოფელ ღურტის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი. ისინი ღურტასთან მშენებარე ჰესისა და 8 მარტის ინციდენტის შესახებ აპირებენ მასთან საუბარს.

 

სახალხო დამცველი აჭარაში დღეს ჩამოვიდა და შეხვედრებს მოსახლეობასთან ხვალაც გამართავს. ის ასევე მოინახულებს და პირადად გაეცნობა, ციხეში გარდაცვლილ გიგა ფარტენაძის ოჯახს.


პრესსამსახურის ინფორმაციით სახალხო დამცველი შეხვედრას გამართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთანაც.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი