ნეტგაზეთი • RU

ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი საგზაო ნიშნები დაიდგმება

 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. უკვე დასრულდა ასფალტის დაგება, ამჟამად კი ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთასთან ე.წ. კუნძულების მოსაწყობად მიმდინარეობს სამუშაოები.

 

კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ  აქ ახალი საგზაო ნიშნები დაიდგმება. ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე,  წრიულთან დამონტაჟდება დეტექტორული შუქნიშანი, რომელიც კამერის საშუალებით დაარეგულირებს მოძრაობის ნაკადს. 

 

კუნძულებისა და წრიულის მოწყობის სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზა” ასრულებს.  წრიულის რეკონსტრუქციის სამუშაოები 61 407 ლარს შეადგენს. 

 

მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, რომლითაც ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე ასფალტის დაგებისა და წრიულის მოწყობის სამუშაოები არის გათვალისწინებული, დაახლოებით 3 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"