ხულოს სამუფთოს წარმომადგენლები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძეს შეხვდნენ. ისინი ქობულეთში მომხდარ ფაქტს აპროტეტებენ.
ბათუმელები
ხულოს სამუფთოს წარმომადგენლები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძეს შეხვდნენ. ისინი ქობულეთში მომხდარ ფაქტს აპროტეტებენ.
გირავდება ჭავჭავაძის და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში სამოთახიანი ბინა საშუალოდ გარემონტებული. ფასი: 15 ათასი დოლარი.
გირავდება მერაბ კოსავას ქუჩაზე სამოთახიანი ბინა. ფასი: 30 ათასი დოლარი.
გირავდება ინასარიძის ქუჩაზე საშუალოდ გარემონტებული ოთახნახევრიანი ბინა. ფასი: 18 ათასი დოლარი.
გირავდება სასტუმრო რედისონთან საშუალოდ გარემონტებული სამოთახიანი ბინა. ფასი: 30 ათასი დოლარი
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გირავდება სამოტახიანი გარემონტებული ბინა ავეჯით. ფასი: 35 ათასი დოლარი
მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კორუფციაში დაადანაშაულა. მედეა ვასაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
წიგნების მაღაზია „წიგნები ბათუმში“ სტივენ კინგის მოყვარულთათვის კონკურსს მართავს. 21 სექტემბერს სტივენ კინგის დაბადების დღეა. სწორედ მწერლის დაბადების დღეს ეძღვნება კონკურსი.
ახმეტელის ქუჩაზე (თეატრის წინ) ქირავდება ორ ოთახიანი გარემონტებული ბინა ქალაქის ცენტრში, თორმეტსართულიანი სახლის მე-5 სართულზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბინის ზაფხულამდე გაქირავება.
ფასი შეთანხმებით
მობ.: 579 106999
დღეს ქობულეთში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ლერმონტოვის ქუჩა #13-ში მუსლიმანური სასწავლებლის, მედრესეს მშენებლობა გააპროტესტეს.
ვახტანგ მაკარაძე სოფელ ფერიაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობს. ის ახლა 90 წლისაა. ვახტანგ მაკარაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც გადასასახლებლად გამზადებულ ოჯახებში საბჭოთა მთავრობის ავისმომასწავებელი ცნობა მიჰქონდა.
აპარატის რეორგანიზაცია, ორი ახალი დეპარტამენტის დამატება და საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა აჭარის მთავრობის აპარატის ახალი უფროსის უახლოეს გეგმებშია. რუსლან ქორიძეს საბანკო სექტორში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს. ბანკში მუშაობას უკავშირდება მისი არჩილ ხაბაძესთან ნაცნობობაც. ბათუმის საზღვაო ბანკში მას საოპერაციო განყოფილება, არჩილ ხაბაძეს კი საკრედიტო განყოფილება ებარა. გასულ წელს მას ბათუმის ვიცე-მერის პოსტი ჩააბარეს, დაახლოებით ერთი თვის წინ კი, არჩილ ხაბაძის აპარატის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
მარიამი და ეკატერინე ფიქრობენ, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან და თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობენ. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს, ისინი მთავრობას სამართლებრივი რეგულაციების მიღებას სთხოვენ. როგორია ძალადობის მსხვერპლი ადამიანების სტატისტიკა ქვეყანაში, რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და როგორ იცავს მოძალადისგან მსხვერპლს. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, სახელმწიფოს პასუხი და ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები, „ბათუმელები“ ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით გიამბობთ, რომელ რეგიონში არის ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის პროდუქტს სთავაზობს. აჭარის რეგიონში ფერმერებთან პირველ საინფორმაციო შეხვედრას „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად 12 სექტემბერს, დღის ორ საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალშენში, კულტურის სახლის ეზოში გამართავს.
დღეს ბათუმში ანტირუსული აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა იყო. პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქციაზე ქაღალდზე ამობეჭდილი რუსეთის დროშა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფოტო დაწვეს.
„ახალგაზრდები შევიკრიბეთ და ვაკეთებთ ანტი რუსულ აქციას. გვინდა ვთქვათ რომ არ დავუშვებთ რუსული იმპერიალური პოლიტიკის გატარებას საქართველოში და მის პოპულარიზაციას. რუსეთი არის ოკუპანტი,“- ამბობს აქციის მონაწილე, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი თორნიკე ხალვაში.
აქციის დასასრულს აქციის მონაწილეებმა ქუჩაში მდგარ ავტომანქანებს ფლაერები მიამაგრეს წარწერით „Путин хуйло“.
<!** Image 1 align="" width="540" height="1153" >
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2014 წელს, იანვრიდან აგვისტომდე აჭარაში შემოსული ტურისტების სტატისტიკას აქვეყნებს. დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტთა 10,41%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სტატისტიკა სასტუმროების მიერ მოწოდებული დატვირთულობის მონაცემების მიხედვითაა მომზადებული.
„თავისუფალი თეატრი“ ბათუმში გასტროლს მართავს. 10-13 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ოთხი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
გუშინ 10 სექტემბერს უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“ წარმოადგინეს, დღეს 11 სექტემბერს კი მაყურებელს ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ს ნახვა შეეძლება.
12 სექტემბერს თავისუფალი თეატრის“ დასი ითამაშებს ავთო ვარსიმაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“.
13 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება ავთო ვარსიმაშვილის რეჟისურით დადგმული ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“.
ბილეთის ფასი 10, 8, 6 და 5 ლარია.
<!** Image 1 align="" width="560" height="852" >
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 10 სექტემბერს ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. პრემიერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც გუშინ ქობულეთში მოხდა – ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება.
ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარის თქმით, ორგანიზაციამ ქობულეთში მომხდარ ინციდენტზე პოლიციაში განცხადება შეიტანა. ორგანიზაცია დამნაშავის გამოვლენას და მუსლიმანი მრევლისათვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
ქობულეთში ლერმონტოვის №13-ში მდებარე სამსართულიანი შენობის კარზე მიმაგრებული ღორის თავი ახლა ჩამოხსნილია. კარზე მხოლოდ ორი ლურსმანი და კიბეზე სისხლის ნაკვალევი დარჩა. სახლში, სადაც ადგილობრივების თქმით, მუსლიმანური სასწავლებელი უნდა გაიხსნას, არავინაა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ალექსანდრე ჩიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. განცხადების ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:
“ძალიან შეწუხებული და შეურაცხყოფილები ვართ, მუსლიმანი ხალხი აღელვებულია” – უთხრა “ბათუმელებს” საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ დღეს, ქობულეთში მომხდარი ფაქტის შესახებ.
ქობულეთში მოსახლეობამ დღეს სახლს, სადაც მათი მტკიცებით მედრესე უნდა აშენდეს, ღორის თავი მიამაგრა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის – არჩილ ხაბაძის წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუნდაც ეს ფაქტი უკვე არის უნდობლობის გამოცხადების კიდევ ერთი საფუძველი.
ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკს“ მკითხველი უკვე კარგად იცნობს. მისი „რომანტიკული ეგოისტი“ კი შედარებით ნაკლებად პოპულარულია, თუმცა წაკითხვად ნამდვილად ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ იგი ცნობილი მწერლის დღიურს წარმოადგენს. ბედგბედერი, ოსკარ დიუფრენზის ფსევდონიმს ამოფარებული, სრულიად გულახდილად მოგვითხრობს საკუთარი ცხოვრების შესახებ. ზოგ ადგილას ფსევდონიმი თითქოს ავიწყდება და მკითხველს ახსენებს, რომ დიუფრეზნი, სინამდვილეში, ფრედერიკ ბეგბედერია.
დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „INVEST GUARD“-ის დამფუძნებელმა ჯემალ ბერიძემ იმ ინვესტიცების შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, აჭარის მთავრობის მიზეზით ვერ მოხერხდა რეგიონში. ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ ამ ინვესტიციების ღირებულება ჯამში 1, 923, 290, 000 დოლარია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მიზნით, განმარტოს საკადრო ცვლილებების საფუძველი თითოეული გათავისუფლებული პირის მიმართ.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, 1946 წელს დაბადებული იოსებ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონში დააკავეს.
ახალი სასწავლო წლიდან აჭარის ექვსს საჯარო სკოლაში ექიმები იმუშავებენ. რა კრიტერიუმებით შეირჩა საჯარო სკოლები, რატომ შემცირდა დასვენების დღეები, ვინ მიიღეებს წიგნებს უფასოდ და რა ფუნქცია აკისრია აჭარის განათლების სამინისტროს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეების კითხვებს გადაცემაში „შეუზღუდავი სივრცე“ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი პასუხობდა.
გენერალურ ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ბათუმში პატრულის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მიეცა.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის შედეგად მამაკაცმა სახლს სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ ცეცხლი წაუკიდა.
ბათუმის ახლადგახსნილი თანამედროვე ხელოვნების სივრცე პირველ კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენცია სახელწოდებით „ხლებნიკოვის შემდეგ“ ბრიტანული ორგანიზაცია „დაშ არტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის კურატორია ჩარლზ მერივეზერი სინგაპურის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი.
პროექტში მონაწილეობას საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანები იღებენ საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყირგიზეთიდან.
კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. შედეგების საჯარო პრეზენტაცია 11 სექტემბერს 19 საათზეა დაგეგმილი.
„ვერ გავაკეთებ კომენტარს იმ კაცზე, რომელთანაც თანაზომადობა პრაქტიკულად არ არსებობს. ირაკლი ჭეიშვილი არის რვაკლასგანათლებული. რომელიც შემთხვევით მოხვდა ლევან ვარშალომიძის მთავრობის აპარატში. 2009 წელს უმსგავსი საქციელის გამო ის ლევან ვარშალომიძემ გამოაგდო სამსახურიდან, 2010 წელს ტირილით მოვიდა ჩემთან, მოძრაობაში მიმიღეო და 2012 წლის ოქტომბრამდე პარტიაში დასაქმებული იყო პლაკატების გაკვრით. მეტი ფუნქცია ირაკლი ჭეიშვილს პარტიაში არ ჰქონდა“ – უთხრა საქართველოს ვიცესპიკერმა მურმან დუმბაძემ „ბათუმელებს“, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადების შესახებ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა დღეს მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის წინააღმდეგ უმაღლესი საბჭოს მიერ ჩამოწყებული ინპიჩმენტის პროცედურის ავტორად მოიხსენია და ის და მისი გუნდის სხვა წევრები მთავრობაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა. „ბათუმელები“ მურმან დუმბაძეს ტელეფონით დაუკავშირდა.
არჩილ ხაბაძის განცხადების ტექსტს “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ:
“უმაღლესი საბჭოს და მისი წევრების მიერ 2012 წლიდან დღემდე მთავრობის აპარატში შემოსულ ყველა განცხადებას დროულად და სათანადოდ გაეცა პასუხი. ალექსანდრე ჩიტიშვილი ალბათ გულისხმობს მის მიერ აჭარის მთავრობის აპარატის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ჯემალ ბერიძისთვის პირადად მიწერილ წერილს, რომელიც ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული მთავრობის აპარატის კანცელარიაში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადება იწერება დაწესებულების ხელმძღვანელის ან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე, რის შესახებაც განემარტა ალექსანდრე ჩიტიშვილს, მიუხედავად ამისა, შესაბამისი განცხადება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი არ ყოფილა. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესი კანონმდებლებმა განსაკუთრებით კარგად უნდა იცოდნენ, მაგრამ ფაქტი საპირისპიროზე მეტყველებს.
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარდა სკოლის ექიმების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება;
განცხადების ტექსტს “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ:
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა დღეს მორიგი ბრიფინგი გამართა და მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთ არგუმენტად რეგიონში (ინვესტიციების) ბიზნესის განვითარების შეფერხება და დაკარგული სამუშაო ადგილები დაასახელა;
დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინ ერთკაციანი აქცია გაიმართა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის მსახიობმა მეგი კობალაძემ მსახიობებისათვის სახელფასო დანამატის მოხსნა გააპროტესტა. საკითხი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს და თანამშრომლებს თანაბრად ეხებათ, თუმცა პროტესტი მხოლოდ მეგი კობალაძემ გამოხატა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა უფასოა.
„არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი“ – ასე პასუხობს შორენა კითხვებს. ის იმდენად „გაახარა, გააკვირვა და დააბნია“ ბათუმის მერის გადაწყვეტილებამ, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს. შორენა მამულაძე ბათუმის მერის მრჩევლად დაინიშნა. დღეიდან ის გიორგი ერმაკოვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ურთიერთობის საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.