ნეტგაზეთი • RU

მედეა ვასაძის განცხადებას ჯაბა ანანიძის წინააღმდეგ ქარტია პრესკაფეში განიხილავს

 

 კვირას, 21 სექტემბერს ბათუმში, პრესკაფეში გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრები განიხილავენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის განცხადებას ჯაბა ანანიძის და ირმა ზოიძის წინააღმდეგ.  

 

სადავო ჟურნალისტური პროდუქტია ფილმი: „უმაღლესი კომფორტით“, რომელიც ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ მოამზადა.

სხდომა გაიმართება  ბათუმში, მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2, „პრესკაფე“.

სხდომა დაიწყება 11:00 საათზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"