ნეტგაზეთი • RU

ფრინველების მესამე საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში

 

15 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.  ფესტივალის ფარგლებში ტარდება გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან და თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.


ხუთშაბათს,  18 სექტემბერს, ფრინველებზე დაკვირვების მსურველები ბოტანიკურ ბაღში გაემგზავრებიან. 15:00  საათზე  მტირალას ეროვნულ პარკში, სოფელი ყოროლისთავში, ფრინველებზე დაკვირვების ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.  საღამოს 19:00 – 20:30 საათამდე კი სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ კონფერენცია გამართება, სადაც  დასწრება თავისუფალია.

 

პარასკევს, 19 სექტემბერს, მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება ქობულეთის მუნიციპალიტში მდებარე პეტრას ციხიდან მოხდება,  საღამოს 16:00 საათზე კი შეხვედრა შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და  დისკუსია სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

 

შაბათ, 20 სექტემბერს,  09:00  საათზე ფრინველებზე დაკვრვების მოყვარულები დასავლეთ საქართველოში, ქუთაისსა და წყალტუბოში გაემგზავრებიან.  

 

კვირას, 21 სექტემბერ დილის 9 საათზე გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება კვარიათი მოხდება.

 

აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია – ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა.  

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"