ლამარა რომანაძის ოჯახმა სამი ტონა ციტრუსი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 25 სექტემბერს დააზღვია. ამ ოჯახის ბაღი ფერდობზეა გაშენებული, მეწყერმა მათ 18 ძირი ნარგავი გაუნადგურა.

მეწყრული პროცესი რომანაძეების ბაღში
ზარალის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე რომანაძეებთან ზარალის დასათვლელად და შესაფასებლად „ჯიპიაის“ ექსპერტები ოპერატიულად მივიდნენ. ეს ოჯახი მალე მიიღებს ზარალის შესაბამის კომპენსაციას.
რომანაძეების მსგავსად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სადაზღვევო პაკეტის გარეშე კარსმომდგარი ზამთრისგან მოსალოდნელი რისკების შემცირება რთული არაერთი ოჯახისთვის იქნებოდა.
მაგალითად, ძალიან გაუმართლა აჭყვისთაველ კომახიძეების ოჯახსაც, როცა 27 სექტემბერს დააზღვია თავისი ციტრუსის ბაღი – სამი ტონა მანდარინის მოსავალი. დაზღვევიდან რამდენიმე დღეში მისი ბაღი დაიმეწყრა და ოცზე მეტი ნარგავი მეწყერმა ჩაიყოლა. ოჯახის მიერ მიღებული გონივრული გადაწყვეტილებით – დაეზღვიათ საკუთარი მანდარინის ბაღი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ – მათი ზარალი მინიმუმამდე დავიდა.
„აჭყვისთავი მთაგორიანი სოფელია, ხშირად წვიმს, მოდის სეტყვა და თოვლი. როცა გავიგეთ ციტრუსის დაზღვევის შესახებ, გადავწყვიტეთ „ჯიპიაი ჰოლდიგის“ პოლისით გვესარგებლა და დავაზღვიეთ სამი ტონა. ერთი კვირა არ იყო გასული, რომ ბაღში მეწყერი ჩამოწვა“, – ამბობს დალილი კომახიძე.
კომახიძეებს ბაღში ასევე მოჰყავთ ლიმონი, თხილი, ხურმა და სხვა კულტურები. ოჯახი ყოველწლიურად საშუალოდ 10 ტონა ციტრუსის მოსავალს იღებს.
დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შესასწავლად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სპეციალისტები დაუყოვნებლივ მიდიან იმ ადამიანებთან, ვისაც მათი დახმარება სჭირდება.
„წვიმამ მიაყენა ზარალი და მეწყერში მოყვა ციტრუსების ნარგავები. დაითვალა მანდარინის ხეზე ნაყოფი, რომლის რაოდენობა გადაანგარიშდა ძირობაზე – ამ გზით მივიღეთ კილოგრამობა. მიღებული კილოგრამობით ვადგენთ ტონობას, მონაცემი გადაეცემა კომპანიას… კომპანია ზარალს 10 დღის განმავლობაში აუნაზღაურებს დაზღვეულ ფერმერს“, – განმარტავს ექსპერტ-აგრონომი თამაზ ჯაფარიძე.
დაზღვეულების თქმით, თავდაპირველად გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ სტიქიის პირისპირ დარჩენილებზე, ანუ მათი მთელი წლის მოსავლის დაზღვევაზე ვინმე იზრუნებდა. ახლა კი მეტი იმედი გაუჩნდათ, რადგან უფრო დაცულად გრძნობენ თავს.
ციტრუსის დაზღვევა სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ფერმერებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს: ერთ ტონა მანდარინზე ფერმერის გადასახდელი თანხა შეადგენს 2.4 ლარს, დანარჩენ 90%-ზე მეტს სახელმწიფო ფარავს, ერთი ტონის სრული სადაზღვევო ღირებულება 112 ლარია.
„ჯიპიაი ჰოლდინგს“ ციტრუსის დაზღვევის მიმართულებით აჭარაში რამდენიმე ათასი ოჯახი ჰყავს დაზღვეული. კომპანია მიიჩნევს, რომ აგროდაზღვევის კულტურის ჩამოყალიბება რეგიონში მნიშვნელოვანია, რადგან არც ერთი ფერმერი არ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
„სადაზღვეო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში დაზღვეულები ჰყავს ხელვაჩაურსა და ქობულეთში. ორი კვირის წინ აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა ზარალი მიაყენა მოსახლეობას. დაფიქსირდა რამდენიმე განაცხადი ზარალის თაობაზე. ვცდილობთ მაქსიმალურად ოპერატიულად შევაფასოთ და ავანაზღაუროთ ზარალი“, – ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსი ნინო ფაცია.
რაც შეეხება ვადას – კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ და ნუ დაიჯერებენ იმას, რომ თითქოს სახელმწიფო პროგრამა ახალი წლის შემდეგ – იანვრამდე ან თებერვლამდე გრძელდება.
„ციტრუსის დაზღვევის ვადა მხოლოდ 10 დეკემბრამდე გრძელდება.
ყველას ვთხოვ ამ თარიღს მიაქციოს ყურადღება, მობრძანდეს ჩვენთან და დროულად დაეზღვიოს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რა უპირატესობა აქვს დაზღვევას – ნებისმიერ ზარალს, რომელიც შეიძლება ბუნებრივმა მოვლენებმა მიაყენოს ოჯახებს, სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პოლისით აგინაზღაურებთ“, – ამბობს ნინო ფაცია.
ამ ეტაპზე აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მზადაა მიიღოს ნებისმიერი ფერმერის განაცხადი დაზღვევის შესახებ, ასევე – ზარალის შემთხვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი დღეს დაეზღვევით და თქვენს ციტრუსს ათ დეკემბრამდე ბუნებრივი მოვლენა – ქარი, უხვი ნალექი ან სეტყვა დააზიანებს, ზარალი დაუყოვნებლივ აგინაზღაურდებათ.
ზოგიერთ ფერმერს დაუკრეფავი რჩება მოსავალი დეკემბრამდე – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მათ საშემოდგომო ყინვისგანაც სთავაზობს დაზღვევას.

მეწყრული პროცესი ციტრუსის ბაღში
მაშ ასე, იცოდეთ, რომ სახელმწიფო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 5 მილიონი ლარია. დაიმახსოვრეთ, რომ აგროდაზღვევის პოლისის მოქმედების ვადა 10 დეკემბრამდეა.


