დღეს, 12 ივლისს საზღვაო მაშველებმა დილიდან განაახლეს 15 წლის ბიჭის ძებნა ბათუმის სანაპიროზე, თუმცა ამ დრომდე მისი პოვნა ვერ შეძლეს.
ბათუმელები
დღეს, 12 ივლისს საზღვაო მაშველებმა დილიდან განაახლეს 15 წლის ბიჭის ძებნა ბათუმის სანაპიროზე, თუმცა ამ დრომდე მისი პოვნა ვერ შეძლეს.
დღეს, 11 ივლისს, მაშველები ბათუმში რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ 15 წლის მოზარდს, რომელიც ახლობლების თქმით ზღვაში შევიდა და არ გამოსულა. ამ დროისათვის მყვინთავებმა და მაშველებმა სამუშაოები შეწყვიტეს, საძიებო-სამაშველო სამუშაოები ხვალ, დილის ექვსი საათიდან განახლდება.
აჭარაში არსებული 32 ფედერაციიდან „ბათუმელები“ 20-ს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ მათგან გენერალური სპონსორი არც ერთს არ ჰყავს. იმ ერთეულ შემთხვევებს კი, როცა კერძო ბიზნესი სპორტის ამა თუ იმ სახეობას აფინანსებს, ქველმოქმედების სახე უფრო აქვს, ვიდრე საქმიანი ურთიერთობის, რასაც სპონსორობა მიღებული სარგებელი ჰქვია.
ბენზეს დასახლებაში, ყოფილი „ბიტმაშის“ უბანში, მდინარე ყოროლისწყლის ორივე ნაპირზე დაახლოებით 150-200 ოჯახი ცხოვრობს. მათგან თითქმის 30 ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ეს მდინარე მისთვის დამახასიათებელი ღვარცოფით მოვარდება. ამ ოჯახებს ყოროლისწყლისგან დღემდე არაერთხელ მიუღიათ მატერიალური ზარალი. 1971 წელს კი, ღვარცოფად მოვარდნილმა ყოროლისწყალმა იქ განლაგებული საბჭოთა ჯარის ნაწილი წალეკა. მაშინ ნაწილის ტერიტორიაზე მყოფი 11 ჯარისკაციდან ვერც ერთი ვერ გადარჩა. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლი ყოფილა, რაც ამ დასახლებაში ახსოვთ.
კომპანიას, რომელიც სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, აჭარის მთავრობა პირგასამტეხლოსგან ათავისუფლებს. ამის პარალელურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მასშტაბების გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობს. ცოტა ხნის წინ საკრებულოში იმაზეც დაობდნენ, რომ ახალი რეგულაცია სწორედ ამ ინვესტორს მოარგეს.
აჭარის მთვარობის ვებგვერდის ცნობით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლებმა აჭარის ტყეების დაცვის, აღდგენისა და მდგრადი გამოყენების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან. თანამშრომლობის მიზანია, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლების ტაბახმელასა და ბოძაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუბალპური ტყეების აღდგენა და დაცვა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის ხუთ თვეში აჭარას 4,34%-ით მეტი ტურისტი ეწვია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. დეპარტამენტი აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებს ეყრდნობა. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკას, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში ორ მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015 წლის ბიუჯეტი 4 მლნ 839 ათასი ლარია. როგორ ხვდება აჭარა ტურისტულ სეზონს, რა ახალ სერვისებს სთავაზობს და რამდენად არის მზად რეგიონი ტურისტების მისაღებად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა.
თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ხორუმი საბრძოლო ცეკვაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, აჭარა-გურიაში სრულდებოდა. ხორუმი თითქმის ყველა სახელმწიფო ანსამბლის რეპერტუარშია. როგორც ქორეოგრაფები ამბობენ, ეს არის ერთგვარი საჯილდაო ქვა ანსამბლისთვის, ყველაზე რთულად შესასრულებელი ცეკვა, რომელშიც ყველა დეტალი გათვლილია და ყველა მოძრაობას თავისი ახსნა აქვს.
ოჯახის დაგეგმვას, რაც კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების დახმარებით არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებისა და ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა, სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო ბევრი თავს არიდებს. საქართველოში საზოგადოების ნაწილი კონტრაცეპტივების გამოყენებას დღემდე დემოგრაფიის ზრდის შემაფერხებელ პირობად განიხილავს, თუმცა მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი გოგი ცერცვაძე ამბობს, რომ კვლევების თანახმად, საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენების გაზრდასთან ერთად, ხელოვნური აბორტის ჯამური მაჩვენებელი ერთ ქალზე 3.7-დან 1.67-მდე შემცირდა და ამავე პერიოდში საგრძნობლად იმატა შობადობის მაჩვენებელმაც.
ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე იყიდება 56 კვ.მ ფართობი, სამოთახიანი, გარემონტებული ბინა, ავეჟით. ფასი: 46 ათასი აშშ დოლარი. ID 9807
მობ: 577 07 11 85
577 07 11 87
<!** Image 3 align="left" width="350" height="575" ><!** Image 2 align="left" width="350" height="575" ><!** Image 1 align="left" width="350" height="575" >
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით ბათუმის ბულვარმა 130 ერთეული, ბულვარის ლოგოთი ბრენდირებული, ახალი საბაღე სკამი შეიძინა. საბაღე სკამები ბათუმის ბულვარში ეტაპობრივად გადანაწილდება. ამ დროისთვის 40 ახალი სკამი უკვე განთავსებულია.
„ბათუმელების“ მკითხველმა დღეს, 10 ივლისს ბათუმის ახალ ბულვარში, გონიო-კვარიათის მონაკვეთში გადაღებული ფოტოები მოგვაწოდა, სადაც ჩანს თუ როგორ სეირნობს პირუტყვი ბულვარის სასეინრო ბილიკზე, ხოლო ავტომანქანების მეპატრონეები ამ ბილიკს პარკინგის დანიშნულებით იყენებენ.
„გვინდა, პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 19 ივნისს, საერთაშორისო კონფერენციაზე. მინისტრის თქმით, ძალადობის პრევენციის მიზნით კანონში 20-მდე რევოლუციური ცვლილება იგეგმება, რაც არასრულწლოვან გოგონებს ფსევდო-ტრადიციების სახელით ჩადენილი ძალადობისგან დაიცავს. რატომ ქორწინდებიან სრულწლოვანი კაცები 14-15 წლის გოგონებზე, რატომ არ ამბობს უარს საზოგადოება ძალადობადქცეულ ტრადიციაზე და რა შედეგს იღებს სახელმწიფო არასრულწლოვანი გოგონების ქორწინებით?
ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ექვსი თვით თავისუფლბის აღკვეთა და 6-თვიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს ორგანიზმში ნარკოლოგიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. ბრალდებული ნასამართლევია, ის გასულ წელს ასევე ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების გამო გაასამართლეს.
33 წლის ქალი მულის ცემაშია ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.
ბათუმის ზოოკუთხე 6 მაისის პარკში მდებარეობს. ზოოკუთხეში ამ დროისთვის 110 ბინადარი ცხოვრობს. მათგან 39 ჩლიქოსანია, 37 – პრიმატი, 19 – ფრინველი. ჰყავთ ბოცვრები და ზღვის გოჭი.
ბათუმის ზოოკუთხეში ამ დროისთვის 110 ბინადარი ცხოვრობს. მათგან 39 ჩლიქოსანია, 37 – პრიმატი, 19 – ფრინველი. ჰყავთ ბოცვრები და ზღვის გოჭი. ზოოკუთხის განყოფილების უფროსი ამირან მურვანიძე ამბობს, რომ ზოოკუთხისთვის განკუთვნილი ფართობი სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა „ორ-სამ წელიწადში თუკი ნამატი ერთ ვოლიერში 20-ს აღემატება, ცხოველებისთვის ალტერნატიული ფართობის გამოძებნა აუცილებელი გახდება“.
ბათუმში არქიტექტურას ხელოვნების უნივერსიტეტში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიან. ორივე სასწავლებელში აცხადებენ, რომ არქიტექტურის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება გაიზარდა. რატომ გახდა არქიტექტურა მოთხოვნადი პროფესია, რას სწავლობენ და ვისგან იღებენ სტუდენტები ცოდნას და როგორ მუშაობს ორი უნივერსიტეტი სტუდენტების არქიტექტორებად ჩამოყალიბებაზე?
უნდა ჰქონდეს თუ არა სისხლის სამართლებრივი იმუნიტეტი თვითმართველობის არჩეულ თანამდებობის პირებს – ამის შესახებ კვლევა აჭარის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზაცია ”ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს” წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა. კვლევის ფარგლებში საქარათველოს რვა თვითმმართველ ქალაქში საკრებულოების 300-მდე წევრი და მესამე სექტორის წარმომადგენლები გამოკითხეს. კვლევის დასკვნითი ნაწილის პრეზენტაცია ორ კვირაში გამოქვეყნდება, მანამდე კი კვლევა სამოქალაქო საზოგადოებას და საკრებულოს წევრებს გააცნეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან.
ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
49 წლის ქალი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ ცნო რძლის ცემაში. დაზარალებული ბრალდებულის შვილის ცოლია.
ბათუმის დელფინარიუმი სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შშმ პირებისათვის დელფინებთან ინტერაქტივის განსხვავებული, უფრო მაღალი ფასის შესახებ, ფეისბუქზე გამოეხმაურა. „ბათუმელები“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთვაზობთ.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) საქართველოს ოთხ ქალაქში დემოკრატიის განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის სკოლები, პოლიტიკური განათლების ცენტრები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში ფუნქციონირებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 9 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა.
42 წლის თამარ ბოლქვაძე ქედაში ცხოვრობს, სოფელ წონიარისში. ის ქალი მეფუტკრეა. ამბობს, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ერთი ტონა თაფლი მოჰყავს. უნდა, რომ თავისი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად, მაგრამ არ იცის ეს როგორ გააკეთოს. საკუთარ თავს მეწარმეს ჯერ მაინც ვერ უწოდებს. კიდევე ერთ ქალს, 53 წლის ბულბული მახარაძეს ლურჯი მოცვის პლანტაცია აქვს. ჯერჯერობით არც ეს ქალი უწოდებს საკუთარ თავს მეწარმეს.
23-26 ივლისს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება. რიგით მეცხრე ჯაზფესტივალი ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება და მასში მსოფლიო მასშტაბით ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ჯაზის მოყვარულებისთვის, ფასიანი კონცერტების გარდა, ფესტივალის დღეებში ბათუმის ბულვარში ამერიკული New York Brass Band-ი დაუკრავს.
იყიდება უცხოური წარმოების მინი საკონდიტრო ღუმელი, თავისი სრული ინვენტარით, მაცივრებით და მოწყობილობებით, რაც საჭიროა მისი ფუნქციონირებისთვის. ფასი : 15000 აშშ დოლარი
მობ : 593 79 77 00
<!** Image 1 align="left" width="350" height="646" >
ხვალ, 10 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტში წარმოდგენილი იქნება მონოსპექტაკლი – “პუტინის დედა”.
ბათუმში, ანგისის 15 ნომერში, [„ვოქსის“ გვერდით], ახალ აშენებული სახლის მე-9 სართულზე იყიდება 109 კვ/მ ფართობი ბინის შავი კარკასი. კვადრატული მეტრის ფასი – 350 აშშ დოლარი.
მობ: 555 45 23 64 ან 577 30 28 36 [მაკლერის გარეშე]
აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელად თემურ კახიძე დაინიშნა. ახალ თანამდებობაზე მას ოფიციალურად დღეს, 9 ივლისს, 12:00 საათზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი წარადგენს. თემურ კახიძე 2007-2010 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
18 ივნისს ქობულეთში 29 წლის მამაკაცი გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, სასამართლოს ნებართვის გარეშე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას 32 კილოგრამი ტროტილი, 18 კაფსულ-დეტონატორი და 30 მეტრი ცეცხლგამტარი ზონარი ამოიღეს. სასამართლოში პროკურორი ქეთევან ადამია ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან 1500 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
8 ივლისს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ჩანიშნული სასამართლო პროცესის დაწყება ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე სასამართლო დარბაზში იყო, აღელვებული ხალხის დაწყნარება მან ვერ შეძლო. სასამართლო დარბაზში იყო კივილი, ყვირილი და გინებისა და მუქარის შემცველი შეძახილები პოლიციელების მისამართით.
8 ივლისს ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მიმართეს თურქეთის საკონსულოს, შეწყდეს თურქი მებაჟეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა საზღვარზე, რაც, მათი თქმით, უკვე წლებია ხდება. გასულ კვირას ორი ასეთი ფაქტის შესახებ განაცხადეს მოქალაქეებმა: თემურ აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 30 ივნისს ისინი თურქმა მებაჟეებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს, თენგიზ ხალვაშმა კი განაცხადა, რომ ის 4 ივლისს, საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთის დროს, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე მებაჟემ ფიზიკურად შეურაცხყო.
8 ივლისს გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლებასა და გადაწყვეტილების მიღების დროს ქალების ჩართულობაზე ქედის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი „გენდერის საათი“.
ივლისი ბათუმში წვიმიანი ამინდით დაიწყო. ქალაქის ქუჩებსა და ბულვარში ხშირად შეხვდებით თხელ ქურთუკებსა და ჟაკეტებში გამოწყობილ ადამიანებს, ღია კაფეებში ტურისტები პლედებს ითხოვენ, პლაჟზე კი დამსვენებლებს კანტიკუნტად თუ ნახავთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წვიმას არ უშინდებიან და მაინც ბანაობენ. დღეს, შუადღის 3 საათისთვის ჰაერის ტემპერატურა ბათუმში 21 გრადუსი იყო. იმ ვებგვერდების ინფორმაციით, რომლებიც ამინდის პროგნოზს ავრცელებენ, ბათუმში პარასკევს, 10 ივლისს გამოიდარებს, თუმცა 12 ივლისიდან ისევ იწვიმებს. წინასწარი პროგნოზით თვის მანძილზე საშუალო ტემპერატურა 24-32 გრადუსი იქნება.
მოუწესრიგებელი და ავარიული გზები, სასმელი წყლის უქონლობა, უმუშევრობა, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები – ეს ის საკითხებია, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში აწუხებთ.
7 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI–G), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI ACCESS) ხელმძღვანელებმა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.