ქედაში მცენარეების დაავადებები გამოავლინეს

 

დღეს, 15 ივლისს, ქედის მუნიციპალიტეტში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სპეციალისტები ქედელ ფერმერებს მცენარეების დაავადების გამოსავლენად და პრევენციული ღონისძიების გასატარებლად კონსულტაციებს უწევენ.

სასამართლომ ბათუმის მერიას „ნაცმოძრაობის“ წევრის სამსახურში აღდგენა დაავალდებულა

 

საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიას ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურება დაავალდებულა. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ირაკლი მოდებაძე თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ის მერიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. 

შსს: ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ნიკა შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

ქართველ ჟურნალისტებს თურქეთში, საავადმყოფოს ეზოში, სცემეს

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს დაუმტვრიეს კამერა და დაუწვეს კასეტები, რომლებზეც მასალა ჰქონდათ გადაღებული.

 

 

 

ბათუმში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს

 

დაახლოებით 20 საათზე ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, 22 წლის მამაკაცი დაჭრეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანა. ამ წუთებში დაზარალებულს  ოპერაცია უტარდება.

“ბათუმელების” ინფორმაციით, პოლიციაში რამდენიმე ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს. 

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები ”დევისის” თასზე

 

 

  ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ივლისს სან-მარინოში „დევისის თასის“ ევროპის მესამე ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრება. ნაკრებში ოთხი  ჩოგბურთელია: ნიკა ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი. ისინი შეეცდებიან გადალახონ მესამე ლიგა და გადაინაცვლონ მეორეში.

ხუთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ბათუმში

 

რა ფასად შეიძლება ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენება? – ფასები ტურისტული სეზონის დაწყების წინ ყველა სასტუმრომ მინიმუმ 50 დოლარით გააძვირა. ტურისტულ სააგენტო „კალიფსოს“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ხუთეული ასე გამოიყურება:

ავარია თურქეთში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული საქართველოს მოქალაქე


აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის ინფორმაციით, დღეს თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა და ერთი დაიღუპა. 

რას ნიშნავს ტყის ინვენტარიზაცია

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ტყის ინვენტარიზაციას იწყებს. ინვენტარიზაციის პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში ივლისიდან დაიწყება. რას ითვალისწინებს ტყის ინვენტარიზაცია და შეუქმნის თუ არა სამუშაო პროცესი პრობლემას მოსახლეობას სათბობი თუ სამასალე მერქნის დამზადებისას? – ამ საკითხებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ქედის სატყეო ადმინისტრაციის მთავარი მეტყევე თეიურაზ პაპუნიძე გვესაუბრა.

ბათუმში პატრულმა ნარკოტიკის შემცველი 43 200 აბი ამოიღო

 

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბულგარეთის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კრასიმირ დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოავლინეს.

ვაჟა ტუღუშისა და ბენდის კონცერტი კოლონადებთან

 

დღეს, 14 ივლისს, 21 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ბათუმელი მუსიკოსის, ვაჟა ტურუშისა და ბენდის კონცერტი გაიმართება.  

საქართველოს ფეხბურთის კლუბები ევროასპარეზობას გამოეთიშნენ

 

 

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში წელს ასპარეზობის უფლება თბილისის „დინამომ“ (საქართველოს ჩემპიონი) ბათუმის „დინამომ“ (ვიცე-ჩემპიონი) და ცხინვალის „ცხინვალმა“ მოიპოვეს. თუმცა მათ პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწიათ ევროასპარეზობისთვის დამშვიდობება. 

ხვალ სტუდენტები არქიტექტურის სპეციალობაში სადიპლომო ნაშრომებს დაიცავენ

 

 

15 ივლისს, 16:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტურის სპეციალობის პირველი გამოშვების სტუდენტები სადიპლომო ნაშრომებს დაიცავენ. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტოზური პროგრამა ონკოპაციენტებისთვის

 

„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე 315 პაციენტს ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა დაუფინანსა. პაციენტების ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის პროგრამის ბიუჯეტიდან 220 107 ლარი გამოიყო.

სასამართლომ მზესუმზირის ქუჩაში დაყრის გამო აბიტურიენტი სამართალდამრღვევად ცნო

 

დღეს, 14 ივნლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ერთ-ერთი აბიტურიენტის მიმართ ბულვარის ადმინისტრაციის საჩივარი განიხილა. ბულვარის ადმინისტრაცია აბიტურიენტის 80 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. მოსამართლემ ის მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო.

 

ზღვაში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს

 

დღეს, 14 ივლისს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა სამი დღის წინ გაუჩინარებული 15 წლის უჩა ქედელიძის ცხედარი იპოვეს. უჩა ქედელიძე მეჯინსწყალზე ცხოვრობდა. 

ოჯახის დაგეგმვა – ბავშვი სასურველ დროს

 

ოჯახის დაგეგმვას, რაც კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების დახმარებით არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებისა და ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა, სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო ბევრი თავს არიდებს. საქართველოში საზოგადოების ნაწილი კონტრაცეპტივების გამოყენებას დღემდე დემოგრაფიის ზრდის შემაფერხებელ პირობად განიხილავს, თუმცა მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი გოგი ცერცვაძე ამბობს,  რომ კვლევების თანახმად, საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენების გაზრდასთან ერთად, ხელოვნური აბორტის ჯამური მაჩვენებელი ერთ ქალზე 3.7-დან 1.67-მდე შემცირდა და ამავე პერიოდში საგრძნობლად იმატა შობადობის მაჩვენებელმაც.

რვა ვაკანსია კონკურსის შემდეგ ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი და ატესტაცია ჩატარდა. გამგეობაში დასაქმებულმა ოთხმა თანამშრომელმა ატესტაცია ვერ გაიარა. რაც შეეხება კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების მსურველი ყველა პოზიციაზე იყო, კონკურსის დასრულების შემდეგ 23 თანამდებობიდან რვა ისევ ვაკანტური დარჩა.

ტრაილერებით ჩახერგილი უბანი

 

ბონში, ბაზრის მიმდებარე უბანში, მოსახლეობა სატვირთო მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. აქ სატვირთო მანქანები მოძრაობას დილის 5 საათიდან იწყებენ, ტვირთის დაცლის შემდეგ კი, უბნის შიდა ქუჩებზე ჩერდებიან, რის გამოც მოძრაობა იზღუდება. ქართველ იუნკერთა ქუჩასთან ამკრძალავი ნიშანი დგას, თუმცა ტრაილერები ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩისკენ მაინც უხვევენ. ტრაილერები დგას ამკრძალავ ნიშნებთანაც. ადგილის სივიწროვის გამო ტრაილერები ზოგჯერ კორპუსების შიდა ეზოებშიც შედიან. მოსახლეობა ამბობს, რომ უბანში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

მძღოლები მერიისგან თვითნებური ავტოსადგურების გაუქმებას მოითხოვენ

 

დღეს, 14 ივლისს, დილიდან ბათუმის მერიის წინ ცენტრალური ავტოსადგურის მძღოლები საპროტესტი აქციას მართავენ. ისინი მერიისგან ქალაქში არსებული თვითნებური ავტოსადგურების გაუქმებას მოითხოვენ.

კომპანიები, რომლებსაც არჩილ ხაბაძემ მერიასთან უშუამდგომლა

 

იმ კომპანიებიდან, რომლებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის მერიასთან პროექტის K2-ის ანუ სიმაღლის გაზრდის თაობაზე უშაუმდგომლა, ბევრი ახალდაფუძნებულია. კომპანიებსა და მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე  ინფორმაციას „ბათუმელები“ ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

 

 

ახალგაზრდები და სოლიდარობა

 

თბილისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ასობით მოხალისეს გამოჩენამ სოლიდარობის მნიშვნელობა აქტუალური გახადა. სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა ინფორმაცია, თუ როგორ რიცხავდნენ სკოლის მოსწავლეები ექსკურსიებისთვის, გამოსაშვები საღამოებისთვის გადადებულ თანხას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. როდის ხდება სოლიდარობა შესამჩნევი და რატომ იყო საზოგადოების ნაწილისთვის მოულოდნელი ახალი თაობის რეაქცია? ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს ესაუბრა.

ბათუმის საბაგიროს ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა

 

ბათუმის საბაგიროს ვიზიტორების რაოდენობა,  გასული  წლის ტურისტულ სეზონთან შედარებით, 40 პროცენტით შემცირდა. 

დღეს ბულვარში Black Sea Band-ი დაუკრავს

 

დღეს, 13 ივლისს, ბათუმის ბულვარში  ფესტივალ „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, კოლონადებთან ღია სცენაზე ორი ჯგუფი: „ბლექ სი ბენდი“ და „სი საითი“ დაუკრავს.

სტუდენტები სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე [ვიდეო]

 

როგორია სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობა აჭარაში? რა სამოქალაქო ინტერესები ამოძრავებთ და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს სტუდენტები? 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეების მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და სახელმწიფოს როლზე.

დღეს ბათუმში:მონოპიესა – წყლის პირას, მურყნის ჭალაში

 

ბათუმში მონოპიესების ფესტივალი გრძელდება. დღეს, 13 ივლისს, 21.00 საათზე, სასტუმრო „კემპინსკის“ შენობაში წარმოდგენილი იქნება  რეჟისორ პაატა ციკოლიას დადგმა პოეტ ლია ლიქოკელის მონოპიესის მიხედვით – „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“. სპექტაკლს წარმოადგენს მსახიობი ანი ცეცხლაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხვალ ბათუმში ჩამოვა

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი  საქართველოს პრეზიდენტის,  გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოდის. საქართველოში მოწვევა გიორგი მარგველაშვილის ბრიუსელში  ვიზიტის დროს მიიღო. იგი 14 ივლისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  ჩამოფრინდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  ბათუმში  ერთი დღით დარჩება.  დონალდ ტუსკთან შეხვედრა 5:00 სათზე სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება.

სანდასუფთავების სამსახურის უფროსი: ბათუმში გველებთან ბრძოლის აუცილებლობა არ დგას

 

გასულ კვირას აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეცხრე სართულზე მოქალაქემ გველი აღმოაჩინა. ქვეწარმავალი სახლის მცხოვრებლებმა მოკლეს. გველი დაინახეს ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები ქალაქის სანდასუფთავების სამსახურს მიმართავენ, თუმცა შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ მათ ფუნქციებში ქვეწარმავლებთან ბრძოლა არ შედის. სამსახურს არც შესაბამისი პროგრამა აქვს და არც სპეციალისტი ჰყავს, სამსახური მხოლოდ კოღოებისა და მღრღნელების წინააღმდეგ ახორციელებს პროგრამას. „ბათუმელები“ ამ თემაზე „სანდასუფთავების“ სამსახურის უფროსს დავით ასამბაძეს ესაუბრა.

„ინსომნიას“ ფინალისტები გამოვლინდა

 

ლიტერატურულ ფესტივალ „ინსომნიას“ 7 ფინალისტი გამოვლინდა. წელს ფესტივალში მონაწილეობას დავით ბალიაშვილი, თაკო ფოლადაშვილი, ქეთი მეფარიძე, თინათინ მანია, ნინო ჭინჭარაული, თემუკა ზოიძე და  გიორგი ვაჩნაძე მიიღებენ.   

 

„ინსომნია“ 2015 წელს ბათუმში იმართება. ფესტივალს წიგნების მაღაზია „წიგნები ბათუმში“ უმასპინძლებს. 

ტრენინგი შშმ პირების უფლებების დასაცავად

 

ორდღიანი ტრენინგი რომელიც შშმ პირთა კონვენციის UN CRPD -ს არსსა და მიზანს, ძირითად პრინციპებს, შშმ პირთა უფლებების კონვენციისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შედარებით ანალიზს შეეხებოდა, დღეს 13 ივლისს დასრულდება.  

სოფლის მედპუნქტები დენის, წყლისა და საპირფარეშოს გარეშე

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამედიცინო პუნქტებს ელექტროენერგია წლებია არ მიეწოდება. უფუნქციოდაა დარჩენილი მედიკამენტებისთვის განკუთვნილი მაცივრებიც – ექთნები წამლებს კარადებში ინახავენ. ელექტროენერგიასთან ერთად ზოგიერთ სამედიცინო პუნქტს არც წყალი აქვს და არც საპირფარეშო.

10 ფერადი პიანინო ბათუმის ქუჩებში

 

ბათუმის ქუჩებში, პროექტ „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში 10 ადგილას, ფერადი პიანინოები დადგეს. პიანინოები ქუჩებში ორი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაკვრა.

ტენდერები, რომლებითაც პრობლემები არ გვარდება

 

ლეღვა, ხუცუბანი, სამება, კვირიკე – ქობულეთის ის სოფლებია, სადაც მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ბოლო ოთხ წელში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ამ სოფლებში 4 მილიონამდე ლარია დახარჯული. ტენდერს ძირითადად ერთი და იგივე კომპანია იგებს. ქობულეთის გამგებელი პრობლემის საფუძვლიანად მოგვარებას 2016 წლიდან აპირებს, როცა სოფლებისთვის მრავალმილიონიანი პროექტების შესყიდვას დაასრულებს. „ჩვენი მოსახლეობა უნიათოდ ხარჯავს წყალს… როცა გაკეთდება და გამრიცხველიანდება, იმდენი წყალი იქნება, შეიძლება თურქეთშიც გავყიდო“, – ამბობს სულხან ევგენიძე. 

რა კეთდება მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების შესაჩერებლად

 

მეწყრული პროცესები აჭარის მაღალმთიან სოფლებში ხშირი მოვლენაა. ბოლო წლებში კი იმდენად იმატა, რომ ბევრი ოჯახი იძულებულია საკუთარი სახლი მიატოვოს და უსაფრთხო გარემო ეძებოს. მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გეოლოგები პრევენციული ღონისძიების გატარების რეკომენდაციას იძლევიან. ითვალისწინებენ თუ არა მაღალმთიან სოფლებში გეოლოგებიის რჩევებსა და რას აკეთებენ მუნიციპალიტეტების თვითმმართველი ორგანოები მეწყრული პროცესების შესაჩერებლად? – ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები” გასულ კვირას შეეცადა.

Exit mobile version