ნეტგაზეთი • RU

სასჯელი – საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვა

 

ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ექვსი თვით თავისუფლბის აღკვეთა და 6-თვიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს ორგანიზმში ნარკოლოგიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. ბრალდებული ნასამართლევია, ის გასულ წელს ასევე ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების გამო გაასამართლეს. 

 

 

ბრალდებულს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აეკრძალა 3 წლის განმავლობაში ავტომანქანის მართვა, ექიმის, პედაგოგის, ფსიქოლოგის პოზიციებზე და საჯარო სამსახურში მუშაობა. 

 

პროკურორმა ქეთევან ადამიამ თქვა, რომ მხარეები საპროცესო გარიგებაზე ვერ შეთანხმდნენ.

 

საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავდა.

 

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ უფლება აქვს პრეზიდენტს მიმართოს შეწყალების თხოვნით.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.