როგორ იცვამდნენ ძველად აჭარაში

 

შალის მოკლე ზედატანი, შალის ფართოუბიანი შარვალი, საყელოიანი ახალუხი  და განიერი სარტყელით, წელზე შემოსახვევად – ტანსაცმელს, რომელსაც აჭარაში ყოველდღიურად ატარებდნენ მამაკაცები, ჩაქურა ჰქვია.  ჩაქურა აჭარის გარდა  გავრცელებული იყო გურიასა და სამეგრელოში.

 

„აჭარელს, ყველაფერი რაც აცვია, მოკლეა და ტანზე მჭიდროდ დამდგარი. აქაური შალის ჩოხა წელს ქვემოთ ოდნავ ცდება და ჩატანებულია შალისავე ძიგვაში (შარვალი). ჩოხას ქვემოთ ზუბუნი (სახელოებიანი ჟილეტი) აცვიათ. ზუბუნი ჩითისაა და საზამთროდ დაბამბულია, ხოლო საზაფხულოდ იგივე ზუბუნი უსახელო და დაუბამბავია, სახელად ელეგი ჰქვია. ძიგვა საჯდომთან ძალიან დანაოჭებულია, სიარულს და ძირს დახრას საერთოდ არ უშლის. ბოლოში ვიწროვდება, წვივებს მჭიდროდ ადგას და ფეხებზე პაჭანაგით (საკოჭურით) არის მიმაგრებული. 

აჭარის კრივის ფედერაცია ახალი პრეზიდენტის მოლოდინში

 

 

   აჭარაში კრივის ექვსი ფედერაციაა რეგისტრირებული. მათგან სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ ერთი – ის იღებს, რომელსაც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია აღიარებს. როგორც განათლების სამინისტროში სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა მინდია ქათამაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი აჭარის სამოყვარულო კრივის ფედერაციასთან თანამშრომლობს, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. კრივის საზოგადოება ფედერაციის პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა და ახალ პრეზიდენტის არჩევას ითხოვს.

კონფერენცია „სიცოცხლის პირველი 1000 დღე“ დასრულდა

 

ექიმთა კონფერენცია “სიცოცხლის პირველი 1000 დღის”, რომელიც ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“  რამდენიემ დღე მიმდინარეობდა, დღეს 18 ივლისს დასრულდა. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სოფლის ექიმი შვებულების გარეშე

 

ქედის მუნიციპალიტეტის თემების ადმინისტრაციულ ცენტრებთან არსებულ ამბულატორიებში დასაქმებული მედპერსონალი ანაზღაურებად შვებულებას ითხოვს. ოჯახის ექიმებმა საკითხის მოგვარება გასულ კვირას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო შეხვედრაზე მყოფ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ლევან გორგილაძეს სთხოვეს. ექიმების განცხადებით, დამსაქმებელი მათ ხელშეკრულებას ექვსი თვით უფორმებს, შვებულება კი ხელშეკრულებაში გაწერილი არ არის.
 

აჭარა, კახეთი და თბილისი „ევრონიუსზე“

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2015 წელს, „ევრონიუსზე“ 30-წამიანი რეკლამის განთავსებისათვის 353 016 ევრო აქვს გათვალისწინებული. სარეკლამო ბიუჯეტის ნახევარი ათვისებულია – ზაფხულის სეზონზე საქართველოს საიმიჯო რეკლამა „ევრონიუსზე“ უკვე გავიდა 159-ჯერ.  რეკლამის გაშვება დაგეგმილია ზამთრის სეზონზეც. 

XVII საუკუნის ციხეზე მიშენებული სახლი ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გამაგრებას საჭიროებენ.  დღემდე შემორჩენილი 45 ისტორიული ძეგლიდან 35-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

სახლი – კინოჩვენება თანამედროვე ხელოვნების ცენტრში

 

დღეს 18:00 საათზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის ლუკ ბესონისა და ველური ბუნების ცნობილი ფოტოგრაფის იან არტრუს-ბერტრანის ერთობლივი დოკუმენტური ფილმი  –  „სახლი“.

პატრულმა დაკარგული გოგონები იპოვა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, პატრულმა ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე 12 წლის დაკარგული უცხოელი გოგონები იპოვა. 

„სოფლის ღირსება“- განახლებული დადგმა

 

სამშაბათს, 21 ივლისს 13:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილი  იქნება პიეტრო მასკანის ერთმოქმედებიანი ოპერა „სოფლის ღირსება“. განახლებული დადგმა. 

ბათუმში ქორწინების სახლი განახლდა

 

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელიში არსებული ზვიგენის თვალის ფორმის ქორწინების სახლი, განახლდა. 

„გაიცანი საქართველო“ – ტურიზმის დეპარტამენტის ტური ჟურნალისტებისთვის

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჟურნალისტებისთვის სამდღიან ტურს მართავს. ტური გუშინ 17 ივლისს დაიწყო და დღეს და ხვალ  გაგრძელდება. მედია ტური სარეკლამო ხასიათს ატარებს და მისი მიზანი, აჭარის ცალკეული მხარეების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა. 

ბახმარო და გომისმთა – ღრუბლებზე მაღლა

 

სუფთა ჰაერი, ნაძვისა და სოჭის ტყეები, მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, სისხამ დილას დოსტების მიერ ჩამოტარებული რძე, მაწონი, კაიმაღი და საღამოობით პატარ-პატარა მოედნებზე აგიზგიზებული კოცონები – თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, გურიის მთებში, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ.

ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ახალი დეკანი ეყოლება

 

დღეს სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის ის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის თანახმადაც სტუდენტ გიორგი ბოლქვაძის საჩივარი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა და ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების მე-2 ტური დაინიშნა. მე-2 ტურის შედეგებით დეკანის თანამდებობაზე გამარჯვებულის კონკურენტი კანდიდატი – ქეთევან ბერიძე დაინიშნა.

 

კონფერენცია ’’სიცოცხლის პირველი 1000 დღე’’ ქობულეთში ხვალ დასრულდება

 

ხვალ, 15:30 საათზე, ქობულეთის სასტუმრო ”ჯორჯიან პალასში” კონფერენცია “სიცოცხლის პირველი 1000 დღის” დასკვნითი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ბათუმელი მხატვრები ’’ახალი სცენის’’ კედელს ხატავენ

 

ბათუმელი მხატვრები კამოს ქუჩაზე არსებული თეატრალური სივრცის ”ახალი სცენის” ექსტერიერს ხატავენ.

მერია უკანონო გარემოვაჭრეებისა და ავტოსადგურებისთვის განცხადებებს ავრცელებს

 

ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საერთო პარკირების ტერიტორიაზე, უკანონო ავტოსადგურების შესახებ განცხადება გააკეთა.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბათუმში „მოხალისეებს“ შეხვდა

 

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბათუმში, პროგრამა „მოხალისეს“ მონაწილეებს შეხვდა. ჯონი კვინიკაძემ და ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა თამარ სამსონიამ 140 „მოხალისეს“ სერტიფიკატები გადასცეს. ბათუმის იუსტიციის სახლის მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართული უფასო პირადობის მოწმობების აქციის განხორციელებაში, რომელიც 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.

როგორ გამოიყურება ბათუმში შარშან მოხატული კედლები დღეს

 

ასე გამოიყურება დღეს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გაკეთებული გრაფიტები, რომლებიც შარშან ფესტივან  „ სტრიტ არტ“-ის  ფარგლებში მოხატეს.

ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონგრესი ტარდება

 

17-18 ივლისს ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.

ექვსი თვით დაგვიანებული მომსახურება

 

მერიის შინმოვლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საწოლს მიჯაჭვულ 90 ბენეფიციარს ემსახურებიან, ექვსი თვის დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც გამოცხადებული ტენდერის ორჯერ ჩაშლა იყო. ტენდერების ჩაშლის შედეგად სატენდერო თანხა 170 ათასი ლარიდან 57 ათასამდე შემცირდა. რატომ ჩაიშალა ტენდერები და რა სტანდარტით მუშაობს მერიის შინმოვლის პროგრამა? 

მუსლიმები რამაზან-ბაირამს აღნიშნავენ

 

დღეს, მუსლიმი მრევლი რამაზან-ბაირამს აღნიშნავს. ბათუმის მთავარ მეჩეთში მუსლიმმა მრევლმა დილის ლოცვა შეასრულა.

როგორ გააკონტროლებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას ბაზარზე

 

გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე სპეციალური ნიშნის – GMO და MG დატანა უკვე აუცილებელი მოთხოვნაა. სპეციალიზებული მარკირების გარეშე პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში ბიზნესსუბიექტები 5 000 ლარით დაჯარიმდებიან. როგორ უნდა მოხდეს პროდუქციის მარკირება და რა მექანიზმებით გააკონტროლებს სახელმწიფო კანონის აღსრულებას? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტმა ბიძინა ჯიბლაძემ ისაუბრა. 

უსაფრთხოების ზომების მისაღებად სასტუმროებს 15- დღიანი ვადა მიეცათ

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის სახლებში უსაფრთხოების ნორმების შესწავლისა და მათზე რეკომენდაციების გაცემის მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი ტურისტული ობიექტების მონიტორინგს აწარმოებს. ხანძრის გაჩენის თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სასტუმროებს დაურიგდათ რეკომენდაციები და მათ გასათვალისწინებლად 15-დღიანი ვადა მიეცათ. 

მთავრობის ინიციატივით თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო

 

  საქართველოს მთავრობის ინციციატივით, თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო. პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტო.

ჯაზ ფესტივალზე აკრედიტირებული ჟურნალისტები უფასოდ იმგზავრებენ

 

მათ, ვინც ჯაზ ფესტივალის გასაშუქებლად ემზადებით და გაქვთ მედიისთვის განკუთვნილი აკრედიტაცია TBC STATUS და საქართველოს რკინიგზა სიურპრიზს გიმზადებთ. 

ციხისძირში სახლს ცეცხლი გაუჩნდა

 

ციხისძირში საცხოვრებელი სახლის სახურავი, დაახლოებით 100 კვ. მეტრი დაიწვა. 

რიზეს გუბერნატორმა ქართველ ჟურნალისტებს მოუბოდიშა

 

თურქეთში მივლინებაში მყოფ  ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა რიზეს გუბერნატორმა ერსინ იაზიჯიმ. ჟურნალისტებს გუშინ ერთ-ერთი კლინიკის სიახლოვეს სცემეს.

სასამართლომ ბათუმის საკრებულოს კონკურსი შეაჩერა

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან  გათავისუფლებული საჯარო მოხელე, ლიანა დიასამიძე სასამართლოში დავობს:  “ეს დავა ცხადყოფს რამდენად პრობლემურია ჯერ კიდევ საჯარო სამსახურებში ატესტაციებისა და კონკუსების ჩატარება“-ამბობს საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი.   

 

საღებავგადაცლილი ველობილიკები ბათუმში

 

 

  ბათუმში ველობილიკების სავალ ნაწილს საღებავი მოშორდა. 

შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ძიება დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში  ჩატარებული   საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული შ. ბ. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულზე საქართველოს მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ გ. ბ-ს ბრალი წაუყენეს.

17 წლის გოგონას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული: ”პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი”

 

17 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვდნენ. ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა.

134 სისხლის სამართლის საქმე 14 დღეში – მოსამართლეები არათანაბარ პირობებში

 

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა 4 ივნისს – 17, ხოლო 5 ივნისს 19 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ერთი თვის განმავლობაში ამ მოსამართლემ 138 სისხლის სამართლის საქმის განხილვა მოასწრო, მათ შორის აღკვეთი თუ საგამოძიებო ღონისძიებები და საქმეების არსებითად განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის საქმე არც ერთ მოსამართლეს არ განუხილავს. ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სასამართლო პროცესები ზოგჯერ ამის გამო “უხარისხო და ფორმალურია”. ხარისხზე აქცენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც აკეთებს.

AJARA BUSINESS WEEK – ახალი გაზეთის პრეზენტაცია ბათუმში

 

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში ახალი გაზეთის – „AJARA BUSINESS WEEK“-ის პრეზენტაცია გაიმართა. გაზეთი ყოველკვირეულად გამოვა, რომლის ორი გვერდი – პირველი და ბოლო გვერდები, ფერადი იქნება. მთლიანობაში გაზეთი 12-გვერდზე გამოდის და უფასოდ ვრცელდება. 

აჭარის ფინანსთა მინისტრი სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ესპანურ კომპანიას პასუხობს

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ბათუმის სტადიონის პროექტის შესყიდვაზე კონკურსში გამარჯვებული ესპანური კომპანიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლო გასაჩივრებას და სამინისტროს მისამართით გამოთქმულ ბრლადებებს გამოეხმაურა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L. – სთან დადებული ხელშეკრულება ვადების დარღვევის გამო გააუქმა. კომპანია აპირებს სამინისტროს ამ შეფასების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივროს.

სტადიონის პროექტის ავტორი ანტიკორუფციული სამსახურის ზეწოლაზე

 

ბათუმის სტადიონის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მხარე  ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კი კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობს. სამინისტრო ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებს. კომპანია აპირებს სამინისტროს ამ შეფასების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივროს.

ბათუმის სატრანსპორტო სააგენტომ ახალი საჯარიმო აპარატები და უნიფორმები შეიძინა

 

 

  ბათუმის ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ 10 ახალი საჯარიმო აპარატი და თანამშრომლებისთვის უნიფორმები შეიძინა. 

Exit mobile version