ბათუმში მოსამართლე სასამართლო პროცესს ვერ იწყებს

 

დღეს, 8 ივლისს, ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილო სასამართლოს პროცესს ვერ იწყებს. მან სასამართლოს დარბაზი დატოვა. 

სოზარ სუბარი: წლის ბოლომდე აჭარაში 134 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ბინას

 

დღეს, 8 ივლისს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტებისთვის აშენებული 12-ბინიანი სოციალური სახლი მოინახულა. 

პიერ ბათუმი დააჯარიმეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზღვის სანაპირსოთან ახლოს მდებარე რესტორანი “პიერ ბათუმი” 400 ლაით დაჯარიმდა.

ვის შეუძლია მიიღოს გამგეობის ერთჯერადი სტიპენდია ხელვაჩაურში

 

ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით  ხელვაჩაურის გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სტიპენდია ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  A კატეგორიის სტუდენტებზე (ქულებით 91 და მეტი)  გაიცემა, რომლებიც  საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის პროგრამაზე სწავლობენ. 

დისკრიმინაციულია თუ არა შშმ პირებისათვის უფრო მაღალი ფასი დელფინებთან ინტერაქტივში

 ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან 15 წუთიანი ინტერაქტივის ფასი 3–დან 16 წლამდე პირთათვის  100 ლარი,  16 და ზემოთ – 150 ლარი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველაზე ძვირი, – 160 ლარია.  ორგანიზიებში, სადაც ადამიანის უფლებებების საკითხებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ შშმ პირთათვის უფრო ძვირი სერვისი შესაძლოა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდეს. 

დღეს საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

 

 

  8-14 ივლისს ბათუმში, ბულვარში მდებარე ქვიშის მოედანზე საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს რიგით მეორე ჩემპიონატი ჩატარდება.

პარლამენტარი საბაჟოს ინციდენტზე: სახელმწიფომ არც ერთ ფაქტს არ უნდა წაუყრუოს

 

საქართველოს მოქალაქე თემურ აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 30 ივნისს ისინი თურქმა მებაჟეებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. აბაშიძეებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქცია გამართებს. თურქი მებაჟეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტებზე ხშირად იწერება სოციალურ ქსელებში, თუმცა ქვეყნის საგარეო უწყება არც ბოლო და არც მანამდე მომხდარ ფაქტებს არ გამოხმაურებია. სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ეს საკითხი ანუ მებაჟეებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური საუბრის თემას სცდება და „ის უფრო ლოკალური პრობლემაა“. იმ მიზეზით, რომ კონსული ადგილზე არ იმყოფება, ფაქტის შეფასებაზე უარი განაცხადეს ბათუმში, თურქეთის საკონსულოში. არსებული მდგომარეობის შესაფასებლად „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტის წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ანი მიროტაძეს დაუკავშირდა.

ბათუმში ერთ დღეში 11 ძროხა დააკავეს

 

6 ივლისს მერიის სანდასუფთავების სამსახურმა ბათუმის ქუჩებში 11 ძროხა დააკავა და ადლიაში, სპეციალურ ფარეხში გადაიყვანა. დაკავებული ძროხის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარამდე ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ საქონლის დაკავება ხშირად უწევთ. 

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

 

მთავრობის განკარგულებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას დაევალა მოახდინოს ახალციხიდან ბათუმამდე 220 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (ქონების) სარეგისტრაციო თანხის ანაზღაურება, საჭირო მიწის ნაკვეთების და ქონების გამოსყიდვა და სხვა სახის კომპენსაციის გაცემა. 

”მაჭახელა” ფეხბურთელებისთვის კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს შეისყიდის

 

 

  ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბი „მაჭახელა“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 23 ფეხბურთელზე გათვალისწინებულ კვებით მომსახურებასა და საწვრთნო შეკრებებისთვის ტრანსპორტირების ხარჯებს შეისყიდის. 

დეპუტატი: დღეს გაცილებით გამოცდილი არჩილ ხაბაძე გვყავს

 

მერაბ აბაშიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით „ეროვნული ფორუმის“ კვოტით აირჩიეს. რიგითი დეპუტატის პოზიციიდან რამდენიმე თვის წინ აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე გადავიდა. რა გააკეთა დღემდე, როგორც რიგითმა დეპუტატმა და რა გეგმები აქვს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს? – გასულ კვირას მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

 

პასუხობს თუ არა ქალაქის ზრდის მასშტაბებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის ის სისტემები, რომელთა რეაბილიტაციაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს? რამდენადაა  ადაპტირებული მშენებარე მაღლივი კორპუსები ქალაქის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, რომელიც მთელ რიგ უბნებში არც არსებობს? 

ვის შეუძლია სახელმწიფოსგან 5, 10 და 15 ათასი ლარის მიღება

 

საქართველოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა მოქალაქემ შეიძლება თავისი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად სახელმწიფოსგან 5, 10 ან 15 ათასი ლარის თანადაფინანსება მიიღოს. კომპანია „ჯი ემ სი ჯი“ ერთ-ერთია იმ ოთხ ორგანიზაციას შორის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობი პროექტს ახორციელებენ. პროექტის შესახებ  „ბათუმელების“ კითხვებს  შპს „ჯი ემ სი ჯი“-ს დირექტორი და პროექტის კოორდინატორი აჭარაში, მაია შიშნიაშვილი პასუხობს.  

აქცია ქობულეთში – „აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას“

 

დღეს, 7 ივლისს, ქობულეთში, იმ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმი მრევლი რელიგიური სასწავლებლის გახსნას გეგმავდა და ამაში მოქალაქეებმა შეუშალეს ხელი, ბათუმის საქალაქო სასმართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე იმყოფებოდა. აქცია ტრანსპარანტებით „აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას თურქეთის დაფინანსებით“ – სწორედ მის დასახვედრად გაიმართა.

სახლს ვაჟა-ფშაველას 13-ში და სინაგოგას ბათუმში ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ბათუმში, 9 მარტის #6-ში მდებარე სინაგოგას [სახეობა: არქიტექტურის, მე-19-მე-20 სს-ის მიჯნა] და ასევე, ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს [სახეობა: ქალაქთმშენებლობის, ურბანული; მე-19-მე-20 სს-ის დასაწყისი].

არჩილ ხაბაძემ პროფესიონალ მყვინთავებს სერტიფიკატები გადასცა

 

დღეს 7 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და საგანგებო სააგენტოს მართვის დირექტორმა ზვიად წაქაშვილმა პროფესიონალ მყვინთავებს პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს და ტურისტული სეზონის გახსნა მიულოცეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ივნისის თვის დაიჯესტი

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ივნისის თვის დაიჯესტს აქვეყნებს. „გთავაზობთ დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, ისე ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვლენებს, ვიდეო რგოლებსა თუ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს“ – აღნიშნულია დაიჯესტში.

თამარ მექვაბიშვილი – მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული

 

 

  9 წლის თამარ მექვაბიშვილი მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ტურნირი – „2015 Istanbul Rhythmics Cup“-ი 26-27 ივნისს თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა. შეჯიბრი ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 

”დინამო” კვიპროსში გაემგზავრა



  ბათუმის „დინამო“ დღეს დილით კვიპროსში გაემგზავრა. 9 ივლისს „დინამო“ კვიპროსის „ომონიასთან“ საპასუხო შეხვედრას გამართავს. 

ბათუმში შსს-ს მიერ ადამიანის დაკავების ფორმა გააპროტესტეს

 

6 ივნისს, საღამოს 11 საათისთვის, ბათუმში, შს სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოსთან 100-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ყოროლისწყლის მცხოვრებლები პოლიციის მიერ ადგილობრივი ახალგაზრდის დაკავებას აპროტესტებდნენ.  „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირის დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევასაც ჰქონდა ადგილი. 

ბათუმის ცენტრალურ უბანში კატამ ელექტროენერგია გათიშა

დღეს, 7 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ უბანში, მემედ აბაშიძის გამზირსა და მის მიმდებარედ რამდენიმე წუთია ელექტროენერგია გათიშულია. როგორც “ბათუმელებს” “ენერგო-პრო ჯორჯიას” აჭარის ფილიალის სადისპეტჩეროში უთხრეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი კატა გახდა. 

 

შეხვედრა ბათუმში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით

 

ხვალ, 7 ივლისს, 10:00 საათზე, ბათუმში „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში,  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური პროგრამის დირექტორი თამთა მიქელასძე და ამავე პროგრამის სისხლის სამართლის ადვოკატი თამარ იაკობაძე საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

„რომეო და ჯულიეტა“ ბათუმის ხელოვნების ცენტრში

 

9 და 10 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილი იქნება ჟერარ პრესგურვიკის მუსიკალური სპექტაკლის პრემიერა, „რომეო და ჯულიეტა“, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი წარმოადგენს.  

 

ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სტამბულში

 

სტამბულში 12 ბათუმელი მხატვრის 130-მდე ნამუშევარი გამოიფინა. გამოფენა სამ ივლისს გაიხსნა და 13 ივლისამდე გაგრძელდება.

ქობულეთის პანსიონის პრობლემებს სასამართლო ადგილზე შეისწავლის

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“(EMC) ინფორმაციით, ხვალ 7 ივლისს, 16 საათზე, EMC-ის მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის შენობას ადგილზე დაათვალიერებს და პანსიონატის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის შენობაში შესვლისა და პანსიონატის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს ადგილზე შეისწავლის.  

პრემიის გარეშე დარჩენილები საბიუჯეტო ორგანიზაციებში

 

აჭარის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ინფორმაციით, მათი კუთვნილი პრემიები თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ისე გადარიცხეს, რომ ამ ადამიანებს არ შეუთანხმეს. მუსიკალური ცენტრის თანამშრომლებმა პრემიების დარიცხვის მოთხოვნით უკვე მიმართეს მთავრობას. პრემიებს ელოდებიან დრამატულ თეატრშიც. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელი ოთარ გოგოლიშვილი ამბობს, რომ მისი თანამშრომლების თანხმობით გადაირიცხა პრემიები დახმარების ფონდში. 

ბათუმის ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე თანამდებობას ტოვებს

 

ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ   ვიცე-მერის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.  ვიცე-მერს  განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა ის, რომ სამსახურის შეცვლას ნამდვილად აპირებს, „ბათუმელებთან“ ადასტურებს. 

ქობულეთის გამგეობა ამფითეატრის რეაბილიტაციას იწყებს

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ქობულეთის ცენტრალურ პარკში არსებულ  ამფითეატრის რეაბილიტაციისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

შშმ პირები დასასვენებლად არაადაპტირებულ გარემოში გაუშვეს

 

მოქალაქე ნინო მიქელაძის არასრულწლოვანი ბავშვები, რომელიც ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,  ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში, კურორტ კეჩხობში ისვენებენ. ბავშვების დედა აცხადებს, რომ პროგრამის მიხედვით, შშმ ბავშვები მერიას ბორჯომში უნდა დაესვენებინა, თუმცა ისინი კეჩხობში, შშმ პირებისთვის არაადაპტირებულ გარემოში აღმოჩნდნენ.  მერიის  პროგრამის ფარგლებში ამ დროისთვის კეჩხობში 25 შშმ ბავშვი და მათი მშობლები იმყოფებიან. 

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს 200 ათას ლარს სთხოვს

 

დღეს, 6 ივლისს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა,  2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „PS“-ში  გასული სიუჟეტის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის – მედეა ვასაძისა  და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. ირაკლი ჭეიშვილი ამ პირების წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოშიც ხვალ, 7 ივლისს შეიტანს. საკრებულოს თავმჯდომარე, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს 200 ათას ლარს სთხოვს. 

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

 

 ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად დღეს, 6 ივლისს გაიხსნა. ტურისტული სეზონი პროგრამა „ჰით ბათუმი 2015“-ის ოფიციალური პრეზენტაციაც დღეს  სასტუმრო „ჰილტონში“ შედგა.   საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, თიკო სამყურაშვილმა ტურისტული სეზონის პროგრამა – „აქ ყოველდღე რაღაც ხდება“, ამ სახელწოდებით წარმოადგინა.  

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო

 

2014 წლის  სექტემბერში საქართველოს მთავრობის  ინიციატივით პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის  განვითარებას გულისხმობს.

გემი „BERRA G“ 50 ათასი ლარით დააჯარიმეს

 

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა), კომორის კუნძულების დროშით მცურავი გემი „BERRA G“ დააკავეს.

პატრულის ორი თანამშრომელი დაშავდა

 

 პატრულის ავტომანქანა, რომელსაც ცალი მხარე მთლიანად დაზიანებული აქვს  რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.

 

მოკრივეები აჭარაში ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევას ითხოვენ



  აჭარის სამოყვარულო კრივის ფედერაციაში მოკრივეები პრეზიდენტის რამაზ სოფრომაძის გადადგმომას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ახალი სადგური ბათუმში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გახსნა. მისი თქმით, ინვესტირება საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს რკინიგზამ ერთობლივად განახორციელეს.

 
Exit mobile version