დღეს, 5 ივლისს, მოქალაქე თენგიზ ხალვაში გონიოს პოლიციამ იმასთან დაკავშირებით გამოკითხა, რომ ის საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთის დროს, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე მებაჟემ ფიზიკურად შეურაცხყო.
ბათუმელები
დღეს, 5 ივლისს, მოქალაქე თენგიზ ხალვაში გონიოს პოლიციამ იმასთან დაკავშირებით გამოკითხა, რომ ის საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთის დროს, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე მებაჟემ ფიზიკურად შეურაცხყო.
7 და 8 ივლისს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI–G), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI ACCESS) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდებიან და მათთან ერთად იმ საკითხებზე ისაუბრებენ, რომლებიც მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს, მათ კეთილდღეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს და ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის ზურაბ ჩიხლაძის ინფორმაციით, გუშინ პარკში გულ-მკერდის არეში დაჭრილ გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით დღეს ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგონას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 20 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა ზესტაფონში დააკავეს.
ბათუმი, ხიმშიაშვილის პირველ ნომერში ხვალიდან უკვე შეგიძლიათ ესტუმროთ “ფორუმის” ფილიალს. ფილიალი ბათუმში დღეს გაიხსნა. ამ მისამართზე იყიდება როგორც ინტერიერისთვის, ისე სახლის ექსტერიერისთვის განკუთვნილი მსოფლიო ბრენდების ავეჯი, განათება და აქსესუარები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს ბათუმის №3 დაწესებულებაში იმყოფებოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონდიცირების ახალი სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა და პატიმართა სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო. „ბათუმელების“ კითხვებს მინისტრმა მე-3 დაწესებულებაში უპასუხა:
დღეს, სასჯელაღსრულების №3 დაწესებულებაში სამედიცინო აქციის ფარგლებში მედიატური ჩატარდა.
ბათუმში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, ბრალდებულის იდენთიფიკაცია უკვე მოახდინეს და სამართალდამცველები მას ეძებენ.
ექიმების ინფორმაციით გოგონას გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანის დროს გოგონას გონება დაკარგული არ ჰქონდა და იყო კონტაქტური.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დიპლომატიურ სამსახურს ასრულებს და აშშ-ში ბრუნდება. ელჩი მეუღლესთან ერთად ბოლო ათი დღის განმავლობაში აჭარაში იმყოფებოდა. “ბათუმელები“ რიჩარდ ნორლანდს გასულ სამ წელსა და სხვა თემებზე ესაუბრა.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ დაიწყო ახალი პროექტის – „HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ განხორციელება. პროექტის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში სასურსათო და ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში არსებული სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საშუალებით.
4 ივლისს, 16:00 საათზე, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ გალერეაში (ბათუმი, გორგილაძის ქუჩა #8) პროექტის „ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახეები“ დახურვა გაიმართება. გამოიფინება ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენობების ამსახველი 25 ძველი და მათი შესაბამისი 25 ახალი ფოტო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის მერია დეველოპერებს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდაზე ნებართვას აძლევს. გარდა ამისა, სამთავრობო პროგრამა მათ უსახური საცხოვრებლების ათვისების სანაცვლოდ ბათუმის ფასიან ზონაში კოეფიციენტის გაზრდის ანუ სიმაღლის გადასახადისგან ათავისუფლებს. შარშან ამ გადასახადმა ბათუმის ბიუჯეტს მილიონზე მეტი ლარი შემატა. ვის ინტერესშია ინვესტორის ხეირის გაორმაგება ბიუჯეტის დაზარალების სანაცვლოდ და რა ნიშნით ირჩევს არჩილ ხაბაძე დეველოპერებს, როცა ზოგიერთს შუამდგომლობაზე თანხმდება, ზოგიერთს კი უარს ეუბნება.
შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, გ. მ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, შ. ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
მშრალი ანგარიშით დაამარცხა ბათუმის ”დინამომ” ნიქოზიის ”ომონია”. გოლი მეორმოცე წუთზე დინამოს დებიუტანტმა გიორგი გაბედავამ, საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ბათუმში თურქეთის საკონსულოს კვერცხები დაუშინა მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც “საქართველოს ანტიკორუფციული ცენტრის” ხელმძღვანელია.
ბათუმში, სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში – „სუბტროპიკ სიტiში“ იყიდება 64 კვ.მ ბინის შავი კარკასი. ფასი 37 ათასი აშშ დოლარი. ID 9452
მობ: 577 07 11 85
577 07 11 87
ფოტოები გადაღებულია დღეს, 2 ივლისს. ბათუმში ნურიგელის ტბასთან.
დღეს, 2 ივლისს, დაახლოებით 18:40 საათზე ბათუმში ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთასთან ჩატარდა სპეცოპერაცია. როგორც “ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, დაკავებულია ერთი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით.
დღეს, 2 ივლისს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, საქართველოს სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან, თეიმურაზ ხარაშვილთან ერთად შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, პირველადი ჯანდაცვის სოფლის ექიმებსა და სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების ბინაზე მართვის საკითხები დეტალურად გააცნეს.
ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქში სავაჭრო ჯიხურების თვითნებურად დადგმისგან და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიმართონ შესაბამის სამსახურს.
„სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური და მსოფლო ჩემპიონებისთვის ემზადება და თან ზონდერი იყო, ასეთი რამ არ არსებობს, ეს სასაცილოა და ყველა ადამიანი, ვინც მათ აზრს იზიარებს, არის კლოუნი“, – განაცხადა დღეს, 2 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრის დროს მუხრან ვახტანგაძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა – მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძებ მუხრან ვახტანგაძე 2003 და 2007 წელს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში დაადანაშაულეს. დეპუტატებმა განცხადებები ვახტანგაძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გააკეთეს.
აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ სკოლაში დაფიქსირებული ფინანსური დარღვევების გამო ერგეს საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება.
ბათუმის „დინამოს“ 700 გულშემატკივარი ბათუმიდან 30 მიკროავტობუსით ზესტაფონში გაემგზავრა. ისინი დღეს, 20:00 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაესწრებიან, ერთმანეთს შეხვდებიან საფეხბურთო კლუბები _ ბათუმის „დინამო“ და ნიქოზიის „ომონია“ (კვიპროსი). მატჩი 2 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.
პირველად საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას ახორციელებს. დღეს სასტუმრო „Holiday Inn“-ში ამ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ბათუმის მესამე დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული გ.ჟ. ადვოკატის მეშვეობით ჟურნალისტებს წერილს უგზავნის და საჯაროდ მიმართავს ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, გადაიყვანონ საკანში, სადაც სხვა პატიმრები არიან განთავსებული.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა. შემოწმება სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა, რის საფუძველზეც ფინანსური დარღვევა გამოიკვეთა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლაში ფინანსური პოლიციაც შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ. დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.
ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული დილრაბო ა. ტრეფიკინგის ბრალდებით ბათუმში, გონიოს დასახლებაში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განაჩენი გამოუტანა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებს. ამ საქმეში სულ სამი ბრალდებულია – ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთიც 20 წლის გოგო. სამივე მათგანს სახელმწიფო ადამიანების ცემასა და სხეულის ნაკლებად მსუბუქ დაზიანებას ედავება.
ბათუმის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 935 აბიტურიენტიდან დღეს გამოცდაზე 28 აბიტურიენტი გამოცდას არ ესწრება.
ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებმა დღეს, პირველ ივლისს, ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ციხეს ორი საათის განმავლობაში ასუფთავებდნენ. აქციაში, საჯარო მოხელეებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ვაჟა ფარტენაძე აცხადებს, რომ ციხის ნაშთების კონსერვაცია აუცილებელია.
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო ხალვაში დღეს ასი წლის გახდა.
ჰაერის ხარისხის მხრივ ბათუმში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, საპანიკო არაფერია, მაგრამ ვერავის დავპირდებით, რომ ზაფხულში ჰაერი არ იქნება დაბინძურებული“, – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი ნუგზარ პაპუნიძე.
საქართველოს მოქალაქე თემურ აბაშიძე ამბობს, რომ გუშინ, 30 ივნისს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, ის და მისი ოჯახის წევრები თურქეთის საბაჟოზე სიტყვიერად და ფიზკურად შეურაცხყვეს თურქეთის საბაჟოს თნამშრომლებმა. დღეს მერაბ აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები ჟურნალისტებს ბათუმში, თურქეთის საკონსულოს წინ შეხვდნენ. საკონსულოში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართვას შეისწავლიან.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უკანა მხარეს მდებარე გალერეასა და მეორე სართულზე მდებარე ღია კაფეში მრავალწლოვანი ხეები ინტერიერის ნაწილია. მუზეუმის პატარა სკვერში ხეების შენარჩუნების იდეა ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელის, მხატვარ ნინო ნიჟარაძის გადაწყვეტილება იყო.