შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 2015 წლის ივლისის თვეში 737 696 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 %-ით მეტია.
ბათუმელები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 2015 წლის ივლისის თვეში 737 696 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 %-ით მეტია.
კრივის ევროპის კონფედერაციის მიერ (EUBC) ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში 6-16 აგვისტოს კრივში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. მასში ევროპის 37 ქვეყნის 241 მოკრივე იასპარეზებს. ჩემპიონატს 107 მსაჯი ეყოლება.
ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი გაყიდეს უცხოეთში საქართველოდან, არ არსებობს. ცხადია, ყველა ტყვედ გაყიდულის შემდგომი ცხოვრებაც არ არის ცნობილი, თუმცა ოსმალურმა არქივებმა შემოინახა ისტორიები იმ ქართველებისა, რომლებიც სულთნების კარზე უმაღლეს თანამდებობაზე დაწინაურდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართველები ოსმალეთის იმპერიის მაღალ თანამდებობებზე მე-16 საუკუნიდან ჩნდებიან. მეჰმედ ფაშა (1535-1625 წ.წ.) იყო პირველი ქართველი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი გახდა. ეს თანამდებობა მან სულთან მუსტაფა I-ის დროს მიიღო.
ბათუმის მერიის მიერ ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაზე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი ისევ უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „ენერგოსექტორმშენი“ მონაწილეობდა, რომელმაც მერიას ბაზის აშენება 5 276 700 ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა.
ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში, დღეს, 2 აგვისტოს, სახალხო დღესასწაული „შუამთობა 2015“ იმართება. ბეშუმში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სხვა ოფიციალური, ასევე სასულიერო პირები. დღესასწაულთან დაკავშირებით ბეშუმში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება და სანახაობა იმართება.
<!** Image 2 align="" width="600" height="538" >
„მინდა აღვნიშნო აჭარლებისა და ზემომთიანი აჭარლების განსაკუთრებული კეთილშობილება. ვიცი, რომ თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები, გამორჩეული ქართველები, თქვენი გულით, თქვენი სიყვარულით, თქვენი სიკეთით. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ უკვე მეორე წელია თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღესასწაულს, შუამთობას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
<!** Image 1 align="" width="600" height="538" >
<!** Image 3 align="" width="600" height="538" >
<!** Image 4 align="" width="600" height="538" >
<!** Image 6 align="" width="600" height="538" >
<!** Image 5 align="" width="600" height="538" >
<!** Image 7 align="" width="600" height="538" >
<!** Image 8 align="" width="600" height="538" >
გუშინ, პირველ აგვისტოს, სოფელ გრიგოლეთში მომხდარ ავტოავარიებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 3 პოლიციელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2008-2014 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა 37 943 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, რომლის დროსაც დაიღუპა 4 449 და დაშავდა 55 900 ადამიანი.
საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობამ 2014 წელს 33 500 შეადგინა. აბორტების რიცხვი ქალების ასაკის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 15 წლამდე ასაკის – 20 აბორტი, 15-19 წელი – 1387 აბორტი, 20-44 წელი – 31 850 აბორტი და 45 და მეტი წლის ასაკის ქალებში 212 აბორტი.
1-ელი აგვისტოდან ძალაში შევიდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რამაც შესაძლოა რძის პროდუქტების ღირებულება 20 თეთრით ან [ამას ემატება ელექტროენერგიის გაძვირებაც], მეტით გაზარდოს. ტექნიკური რეგლამენტით, თუ რძის პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმებს, მას უნდა ეწეროს „რძის შემცველი“ და არა „რძის პროდუქტი“. საქართველოში წარმოებული „რძის პროდუქტების“ თითქმის 50%, ანუ ქსელში არსებული პროდუქტის ნახევარი კი, საერთოდ არ შეიცავს რძეს და ის მცენარეულ ცხიმებზეა დამზადებული.
დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, ბავშვებისთვის ბათუმის „თითების თეატრის“ წარმოდგენები გაიმართა. ბავშვები და მშობლები მონაწილეობდნენ სახალისო თამაშებშიც, გამარჯვებულ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 1 მილიარდ 81 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23,8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, 2015 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში იმპორტირებულია 3 მილიარდ 679 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარის საქონელი, რაც 8,7 %-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბალანსზე არსებული ოთხი ავტომობილისთვის 2625 ლიტრ ბენზინს ყიდულობს. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შ.პ.ს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ნაცვლად, გამგეობა ბენზინს გამარტივებული წესით ქედაში არსებულ „სოკარი“-ს ავტოგასამართ სადგურზე იყიდის. ქედის საკრებულომ ამ გადაწყვეტილებას 31 ივლისს გამართულ მორიგ სხდომაზე დაუჭირა მხარი.
ბათუმი ფესტივალ ოდესა-ბათუმის ფოტო დღეების მეორე ნაწილისათვის ემზადება. ფესტივალის უნიკალურობა გამოიხატება იმაში რომ ფესტივალი ტარდება ორ ქვეყანაში და ყოველ ჯერზე ივსება ახალი პროგრამით. სტარტი დაძმობილებული ქალაქების ფესტივალმა წელს, აპრილში აიღო უკრაინის ქალაქ ოდესაში.
31 ივლისს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ჯემ ფესტი“ გაიხსნა. საღამოს ათ საათზე მთავარ სცენაზე, ქართველი DJ NUERA გამოვიდა, რომელიც ორ საათში W&W-მ შეცვალა. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერის, ჰოლანდიელი DJ არმინ ვან ბურენის გამოსვლა ღამის ორი საათისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა არმინის სეტი ნახევარი საათით ადრე დაიწყო. 2007 წელს, DJ Magazin-ის მიერ საუკეთესო დიჯეიდ დასახელებული არმინის გამოსვლა სიურპრიზებით იყო სავსე. ერთსაათიანი სეტის მანძილზე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო სცენისთვის თვალის მოშორება. საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი ვიდეო ინსტალაციები, რომელიც უზარმაზარ ეკრანზე გადიოდა, მსმენელს შემოქმედებით პროცესში რთავდა. დიჯეის მიერ მუდმივი კონტაქტი კი მსმენელთან, გიჩენდა განცდას რომ იმ კონკრეტულ მომენტში, ის მხოლოდ შენთვის უკრავდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყოველდღიურად 1 მილიონი ადამიანი ინფიცირდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (სგგი), თუმცა ზოგიერთი სგგი მხოლოდ სქესობრივი გზით როდი ვრცელდება. ინფიცირების მიზეზი შესაძლოა დაავადებული ადამიანის სისხლთან და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ახლო კონტაქტიც გახდეს, ან თუ კანი გაქვთ დაზიანებული (მცირედი ნაკაწრები, წყლულები) სგგი თავისუფლად შეიძლება ინფიცირებულ მიდამოსთან უშუალო კონტაქტითაც გადაგედოთ.
„ელდორადოს“ წინ, თხელი, ზოლებიანი მაისურით ახალგაზრდა გოგონა დგას, რომელიც ტურისტებს ზღვაში გასასეირნებლად მეგაფონით ეპატიჟება. ეს გოგონა 21 წლის თეონა შერვაშიძეა, ის ბათუმის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტია და აკადემიაში ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს.
დღეს 1 აგვისტოს, „ჰიტ ბათუმის“ პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
დღეს, 31 ივლისს, ხელვაჩაურის პროკურატურისა და შსს ქედის სამმართველოს თანამშრომლები, ქედის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, სოფელ ორცვასა და ძენწმანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და ტრეფიკინგის თემაზე ესაუბრეს.
აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად, დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნენ.
დღეს, 16:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფროსი იურისტი ეკა გორდაძე და საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ოთარ ჩახუნაშვილი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
აჭარის და სილეზიის (პოლონეთი) რეგიონის მთავრობების თამანშრომლობის ფარგლებში, დღეს პოლონეთში კვალიფიკაციის კურსის ასამაღლებლად ბათუმიდან ორი მედიკოსი, რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე და იმუნოლოგი ლეილა ახვლედიანი გაემგზავრებიან.
თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩის 6 ნომერში მდებარე ძაფის თურქული საწარმო GEOFIBRE-ს თანამშრომლებმა საწარმოში არსებული არასათანადო სამუშაო პირობები გააპროტესტეს. კერძოდ კი, საწარმოსთან შეკრებილი 50-მდე თანამშრომელი არაადამიანურ მოპყრობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებს.
17 სამუშაო წელი და 5000-მდე ახალშობილი – ეს კლინიკა “ინ ვიტროს” გამოცდილებაა. “ინ ვიტრო”, როგორც დამოუკიდებელი კლინიკა, 2010 წელს გაიხსნა, თუმცა საქმიანობა მათ გაცილებით უფრო ადრე – 1997 წელს, ჟორდანიას ინსტიტუტში დაიწყეს და საქართველოში პირველი “სინჯარის ბავშვის” დაბადებაც სწორედ მათი გუნდის დამსახურებაა. “ინ ვიტროს” ფილიალი 2015 წლის მარტიდან უკვე ბათუმშიც ამოქმედდა, სადაც ყველა ის ძირითადი მიმართულება არსებობს, რაც თბილისის IVF კლინიკაში აქვთ. “ინ ვიტროს” სერვისების შესახებ კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნატალია ხონელიძე გვესაუბრა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა საგანმანათლებლო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა.
დღეს, 14:00 საათზე, სასტუმროში შერატონში ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ შავი ზღვის IV ღია თასის გახსნა გაიმართება.
ტურნირში, რომელსაც საქართველო 2 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს, მონაწილეობენ საქართველოს, გერმანიის, სომხეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბალტიისპირეთის და უკრაინის მოაზროვნეები, სულ – 55 გუნდი.
ამ ეტაპისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა ერთდროულად სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში მიმდინარეობს, მალე სამშენებლო სამუშაოები დაბა ჩაქვშიც დაიწყება. ქობულეთში 2015 წელს კიდევ სამი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.
ხვალ, 31 ივლისს, ბათუმში “ლაღიძის წყალი” იხსნება. კაფეს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ უგემრიელესი ლაღიძის წყალი და ხაჭაპური სასიამოვნო გარემოში.
“ლაღიძის წყალი” გოგებაშვილის ქუჩაზე, ყოფილ „ჩაის სახლში“ განთავსდება.
იმერეთში მოგზაურობა ქუთაისიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. მდინარე რიონის ორ მხარეს გაშენებული ძველი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი დღეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს ატარებს.
რა შეგიძლიათ ნახოთ ქუთაისში?
როდესაც ქუთაისში ჩახვალთ, შეგიძლიათ თეთრ ხიდზე გაისეირნოთ, მერე იქვე, ხიდთან, ძველ უბანში მდებარე პატარ-პატარა მყუდრო კაფეებში ჩამოსხდეთ და ყავა ან ჩაი დალიოთ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ოქროს ჩარდახში _ იმერეთის მეფეთა რეზიდენციაში შეიაროთ, იქვე საუკუნოვანი ჭადრის ჩრდილში მოისვენოთ, შემდეგ ჯაჭვის ხიდზე გადახვიდეთ და კიბეებით ბაგრატის ტაძართან ახვიდეთ. 1003 წელს მეფე ბაგრატ მესამეს მიერ აგებული ბაგრატის ტაძარი დღეს იერშეცვლილია და თანამედროვე ელემენტებით გაფორმებული, თუმცა მისი მონახულება ნამდვილად ღირს. ბაგრატის ტაძრიდან ფეხით შეგიძლიათ გორის უბანში გახვიდეთ და რიონის მეორე სანაპიროზე, წითელ ხიდთან ჩამოხვიდეთ, ქალაქის ცენტრში.
პროექტ „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო ჩართულობის ამაღლების“ ფარგლებში, ბათუმში, 27-30 ივლისს, 12 ახალგაზრდას (მათ შორის 6 შშმ პირს), ჩაუტარდათ ტრენინგები არჩევნების ინსტიტუტის, მისი ფუნქციებისა და დანიშნულების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, წარმატებული შშმ პირი პოლიტიკოსების, გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციისა და საქართველოში მისი განხორციელების შესახებ. პროექტი მოძრაობა – „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ – ორგანიზებით ხორციელდება.
რატომ არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ბათუმში დასვენება კომფორტული და რატომ ურჩევნიათ მათ განვითარებულ ქვეყანაში დაისვენონ? „ბათუმელების“ ექსპერიმენტი და მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო დაწესებულებებზე არ ასახულა.
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნის ბოლო ვადა ზუსტად 2 თვეში იწურება. მოქალაქეებს, ვისაც დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვა სურთ, შესაბამისი დეკლარაციის წარდგენა ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით 30 ივლისის 11 საათისთვის მთლიანობაში დაბრუნებულია 124 მილიონ 264 ათასზე მეტი ლარი.
ბათუმის ანბანის კოშკი ინვესტორს აჭარის მთავრობამ ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში, კოშკის შენობაში გასართობი ობიექტების გახსნის პირობით გადასცა. ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში გაფორმდა. ამ დროისთვის კოშკის ირგვლივ ყვითელი ლენტია შემოვლებული. ეს იმის ნიშანია, რომ შენობაში შესვლა არ შეიძლება, ამის მიზეზი კი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 2015 წლის 28 ივლისის სხდომის გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია 12 ოჯახს მიეცა.
ქობულეთში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის დედა გვრიტუნა ჯაფარიძე თაღლითობისთვის უჩივის საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც სამი წლის მანძილზე მისი შვილის სახელისა და ფოტოს გამოყენებით დახმარებას სთხოვდა საზოგადოებას, შეგროვებულ თანხას კი ოჯახს არ აძლევდა. გვრიტუნა ჯაფარიძემ დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტს“ მიმართა.
დღეს, დილის ათი საათიდან, ბათუმის კოლონადებთან C ჰეპატიტის სკრინინგი მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ასამდე მოქალაქემ მიიღო აქციაში მონაწილეობა. აქედან, დაახლოებით რვა დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. აქციის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საბოლოო შედეგები რვა აგვისტოს გახდება ცნობილი.
ბახმაროს ზემოთ, დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით მემთეურების დასახლებაა, რომელსაც შედრეკილს უწოდებენ, კიდევ უფრო მაღლა, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 300 მეტრზე კი მემთეურების კიდევ ერთი სოფელი, ზოტიყელი მდებარეობს. ამ სოფლებში ოზურგეთიდან, შუახევიდან და ხულოდან ჩამოსული ოჯახები 2-3 თვის მანძილზე რჩებიან, საქონელს აძოვებენ და კარტოფილი მოჰყავთ. ზოგიერთ ოჯახს რძის ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები დილაობით ბახმაროში მიაქვს გასაყიდად. ბახმარომდე გზას მემთეურები ძირითადად ცხენით ან ფეხით გადიან. ბახმაროში დამსვენებლებს შორის ყოველთვის პოპულარული იყო მემთეურების მაწონი, კაი მაღი, მთაში დაკრეფილი მოცვი და მარწყვი, ნაძვის კევი, ასევე ხელნაკეთი სათამაშოები: აკვანი, ე.წ. „საგორიალა” და ა.შ.
მემთეურების სოფლებში ოჯახები ბავშვებთან ერთად ჩადიან. სოფლებში არის მაღაზია, თუმცა აქ პურს თითქმის ყველა სახლში აცხობს. ზოტიყელსა და შედრეკილში სამარშუტო ტაქსიც დადის.