ქუჩაში გამოფენილი ქოლგები და იდეის ავტორები

 

ბათუმში, მაზნიაშვილისა და კოსტავას ქუჩებში თითქმის ყველა გამვლელი ჩერდება და ფოტოს იღებს.  მიზეზი ქუჩის გასაყართან შენობების თავზე გამოკიდული ფერადი ქოლგებია.  იდეა  იქვე გახსნილ ღვინის მარნის მეპატრონეს შალვა ცერცვაძეს და მის მეგობარს ეკუთვნის.

ნაკლებად მწვანე ბათუმი და სკვერების გაყიდვის სამთავრობო პოლიტიკა

 

რატომ არის აუცილებელი ქალაქში გამწვანება, რამდენადაა დაცული ბათუმში ხე -მცენარეები, მაშინ, როცა მთავრობა ყიდის სკვერს, გამწვანებულ ადგილებს და გზასაც კი? ქალაქის ტერიტორიის რა ნაწილი უჭირავს მწვანე საფარს და რამდენად აკმაყოფილებს ეს საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს? – გასულ კვირას „ბათუმელები“ ამ კითხვებზე პასუხის მიღებას შეეცადა. 

ჯაზ-ფესტივალის მეორე დღე – ენერგიული Liv Warfield და NPG Hornz

სოულის სენსაცია, ასე წარადგინეს ჯაზ-ფესტივალის სცენაზე ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ლივ ვორფილდი. შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის მეორე დღის შემსრულებელი სწორედ ლივ ვორფილდი იყო მუსიკოს პრინცის ბენდთან – NPG Hornz-თან ერთად.

პრივილეგირებული და დაჯარიმებული ინვესტორები – აჭარის მთავრობის ორმაგი სტანდარტი

 

 

2013-2014 წლებში აჭარის მთავრობამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 35 ინვესტორი დააჯარიმა. თუმცა ჯარიმა 12 კომპანიას გადაახდევინეს, რამდენიმეს პირგასამტეხლო ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს. სხვები მთავრობამ ჯარიმისგან ვალდებულების ახალ ვადაში შესრულების პირობით გაათავისუფლა. ჯარიმებით შარშან ბიუჯეტში ხუთ მილიონამდე ლარი და ამდენივე დოლარი შევიდა. აჭარის ფინანსთა სამინისტროს წარდგენით, ინვესტორისთვის დარღვევის პატიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია. მას კანონი უფლებას აძლევს, სუბიექტური მოსაზრებებითაც კი იხელმძღვანელოს. იურისტის განმარტებით, გადაწყვეტილებას, რომელიც კანონზე დაყრდნობით მიიღება და უსამართლობის განცდას აჩენს, საკანონმდებლო კაზუსამდე მივყავართ. ვის რატომ პატიობს არჩილ ხაბაძე ჯარიმებს და ვის – არა. 

პრესკაფე აქციას გამართავს

 

26 ივლისს, დღის 14:30 საათზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შენობასთან  „პრესკაფეს“ ორგანიზებით  საინფორმაციო აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში მოხალისეები მოყვარულ მუსიკოსებთან ერთად  მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.

აქცია  მუსიკალური პერფომანსით დასრულდება.

 

ჯაზის დღეები ბათუმში გრძელდება

 

დღეს, 25 ივლისს ბათუმის კორტებზე, ჯასფესტივალის ფარგლებში Lisa Stansfield  იმღერებს. კონცერტი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. 23:00 საათზე კი კონცერტს GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS – გააგრძელებს.

<!** Image 1 align="" width="400" height="300" >

დისკომფორტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უშუქობის გამო

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები „ბათუმელების“ რედაქციას დაუკავშირდნენ და საავადმყოფოში უშუქობის გამო შექმნილი პრობლემებით დაინტერესება სთხოვეს. მათი თქმით გუშინ და გუშინწინ ღამით საავადმყოფოში შუქი რამდენჯერმე გაითიშა. 

ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ბათუმში ვიზიტის შესახებ არ ადასტურებენ

 

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს, ბათუმში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი იგეგმება აჭარის მთავრობის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

აჭარის მთავრობის იურისტი: ყველაფერი არც შავია და არც თეთრი

 

პარასკევობით გვაქვს ყოველკვირეული შიდა შეხვედრები. ამ დროს ვწყვეტთ, როგორ მოიქცეს მთავრობის აპარატი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. პრობლემები უმეტესწილად დარგობრივია. სანამ ეს საკითხები დარგობრივ სამინისტრომდე ან თუნდაც თვითმმართველობის ორგანოებამდე მიაღწევს, ვცდილობთ, გავარკვიოთ რაშია პრობლემა. პირობითად, თუ ფინანსთა ან ჯანდაცვის სამინისტროში ვერ გადაწყდა პრობლემა, ვიცოდეთ რა მოხდა, რადგან უკმაყოფილო მოქალაქე ისევ ჩვენთან მოვა. 

ტყვედ გაყიდული ქართველების ისტორიები

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არის სოფელი, რომელსაც მუხაესტატე ჰქვია. ერთ-ერთი ვერსიით სოფლის სახელის ეტიმოლოგია ტყვეთა სყიდვის პერიოდს უკავშირდება. დედას ერთადერთი შვილი ჰყოლია – ესტატე, რომელიც ტყვედ გაყიდვის მიზნით გაუტაციათ. შეყრილა სოფელი და დაუწყიათ გატაცებული ბიჭის ძებნა. გამტაცებლებს შეშინებიათ და გაქცეულან, ბიჭი კი მუხაზე მიბმული დაუტოვებიათ ტყეში. ბევრი ძებნის შემდეგ ბიჭი იპოვეს, თუმცა მკვდარი. გადმოცემის თანახმად ამ ამბის შემდეგ უწოდეს სოფელს მუხაესტატე. 

ტურიზმი წვიმაში

 

ბათუმში ტურისტული სეზონის გასული თვე-ნახევარი უმეტესად წვიმიანი იყო.  სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალი თვეც მეტ-ნაკლებად წვიმიანი იქნება. „რა ვაკეთოთ, როცა ბათუმში წვიმს?“, – ეს ქალაქში ჩამოსული ტურისტების მთავარი კითხვაა. თუ ბათუმში სტუმრობის მთავარი მიზეზი მხოლოდ ზღვა და რუჯის მიღებაა, მაშინ უნდა მოითმინოთ – წელს მზე აჭარას დიდად არ სწყალობს. მაგრამ თუ კულტურული ტურიზმით ხართ დაინტერესებული, წვიმაშიც კარგად შეძლებთ დასვენებასა და გართობას. 

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის პირველი დღე – George Clinton & Parliament Funkadelic

 

შავი ზღვის 2015 წლის რიგით IX ჯაზ-ფესტივალი 23 ივლისს ამერიკელი ფანკ-მუსიკოსის, ჯორჯ კლინტონისა და ბენდის Parliament Funkadelic კონცერტით გაიხსნა.

ადგილი, სადაც ტურისტებს „ქალები იტაცებენ“

 

ცხენით გასეირნება გინდა, – დაუყოვნებლივ მოგგვრიან, გინდა ეწვიო გერგეტის სამებას, რომელიც ბრიტანული „ტელეგრაფის“ აზრით, მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის ერთ-ერთია – სათანადო ტრანსპორტი იქვეა, „მაღალი ზრახვების მეფეს“ – მყინვარწვერს გინდა შეეხო საკუთარი ფეხით, ეგეც შესაძლებელია – ახალგაზრდა გერგეტელები, რომლებიც ადრე სპორტს მისდევდნენ, ახლა ტურისტებს ეხმარებიან ოცნების ასრულებაში. მთავარია, ქალაქისგან ცოტა ხნით მაინც თავის დაღწევა მოინდომო.

ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები ოჯახებისთვის ბათუმში ახალი სახლი აშენდა

 

ლერმონტოვის ქუჩაზე 5 სართულიან, 42-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში ორ კვირაში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გადავა. სახლი კომპანია „ატუ“-მ ბათუმის მერიის დაკვეთით ააშენა. მთავრობის ინფორმაციით სახლი სრულად კეთილმოწყობილია – ”ბინებში შეყვანილია წყალი, გაზი და ელექტროენერგია. ასევე მოწყობილია სველი წერტილები. დამონტაჟებულია სამზარეულოს ონკანები, აბაზანები და წყლის გამათბობლები. მოპირკეთებულია სამზარეულო და საპირფარეშოები. იატაკზე დაგებულია ლამინატი და ჩასმულია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები. ყველა სახლს და სადარბაზოს აქვს რკინის კარები.

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი შენდება

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმს მალე საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი ექნება. მოედანი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს. სტადიონს რამდენიმე მოედანი ექნება – ძირითადი მოედანი 2500 მაყურებელზეა გათვლილი, ხელოვნურ საფარიანი მოედანი  – 500 მაყურებელზე, მესამე – ქვიშის მოედანი კი ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის იქნება განკუთვნილი.

’’ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი’’ სტუდენტებისთვის

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი „ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკში“ მოხვედრის მსურველი სტუდენტების რეგისტრაციას იწყებს. პროექტის ფარგლებში კონკურსის სახით შეირჩევა 50 სტუდენტი, რომლებიც 10 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით ახალციხის მუნიციპალიტეტში-აწყურში გაემგზავრებიან.

აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პირველი სამუშაო შეხვედრა

 

დღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. პრეზენტაცია დონორმა ორგანიზაცია GIZ-მა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-მ გამართეს. 

ოჩხამურში ახალი წყალსადენი სისტემა მოეწყობა

 

სულ მალე, დაბა ოჩხამურის 1700-ზე მეტი ოჯახი სასმელ-სამეურნეო წყლით შეუფერხებლად წყლის პრობლემა ოჩხამურის მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.

’’უსაფრთხოება იწყება ბაღიდან’’ – სადემონსტრაციო ღონისძიება ბათუმის საბავშვო ბაღში

 

23 ივლისს, ბათუმის მე-15 ბაღში ღონისძიება ”უსაფრთხოება იწყება ბაღიდან” ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და თანამშრომლების მონაწილეობით მიწისძვრის სიმულაციური თამაში მოეწყო.

კინოჩვენება თანამედროვე ხელოვნების ცენტრში – ’’ტაშკენტი პურის ქალაქი’’

 

ხვალ. 7 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, რეჟისორის შუხრატ აბასოვის ფილმის “ტაშკენტი პურის ქალაქის” ჩვენება გაიმართება.

აჭარის საპატრულო პოლიციის 150-მდე თანამშრომელმა სამგზავრო დოკუმენტების გამოსავლენად სწავლება გაიარა

 

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის, გამოვლენის და მეორადი ინსპექტირების სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

ხელვაჩაურში გზების დაბეტონება ორ თვეში დასრულდება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გზები ბეტონდება. 2015  წელს პროგრამის ფარგლებში გზების მოსაწესრიგებლად მილიონ 14 ათასი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში 26 კმ. გზის მონაკვეთი უნდა დაიგოს.

გაქვთ თუ არა მზის ალერგია

 

ზოგჯერ ზღვაზე გასარუჯად გასულ ადამიანებს მზის ალერგიის, ანუ ფოტოდერმატიტის გამო დისკომფორტი ექმნებათ.  ”ინტერკლინიკის” ექიმის, დერმატოლოგ-ვენეროლოგ ია ბაბილაშვილის თქმით, მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ამ დაავადებასთან. ექიმის განმარტებით, ”მზის ალერგიას” უწოდებენ დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანს მზეზე გასვლისას კანზე წვრილი, მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარი უჩნდება, აღენიშნება ლორწოვანი გარსის შეშუპება, ეწყება ტკივილი და  ქავილი, რის გამოც იძულებული ხდება მზის სხივებს მოერიდოს.

AltConvention – ფინანსური ტექნოლოგიების კონფერენცია ბათუმში

 

8-10 ოქტომბერს ბათუმში ბიზნესის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების სამდღიანი კონფერენცია _ AltConvention-ი გაიმართება, რომელიც, ორგანიზატორთა განმარტებით, ფინანსურ ტექნოლოგიურ ინოვაციებზეა ორიენტირებული. 

 

ყაჩაღობაში ბრალდებულები

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯგუფურად ყაჩაღობაში ბრალდებულების საქმე გადაეცა განსახილველად. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულებს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების არსი და მათი უფლებები გააცნო. სამივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ახალი სკამები ბათუმში

 

ბათუმში ახალ სკამებს დადგამენ. პირველ ეტაპზე სკამებს ვარდების სკვერში, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ, ასევე, ინასარიძისა და  გამსახურდიას ქუჩებზე არსებულ სკვერებში განათავსებენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 50  ახალი დიზაინის სკამი ძველ სკამებს ჩაანაცვლებს. სკამები ეტაპობრივად გამოიცვლება ქალაქში არსებულ სხვა სკვერებშიც.

ხეები ბათუმის ახალ კაფეში [ფოტო]

 

ბათუმის  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უკანა მხარეს მდებარე გალერეაში, მეორე სართულზე მდებარე ღია კაფე გაიხსნა. მუზეუმის პატარა სკვერში მდებარე კაფესა და გალერიაში ხეებია შენარჩუნებული.   

ბათუმის ”დინამოში” პორტუგალიელი ლუის ალბერტო ვიერია მედინა ითამაშებს



  2015-2016 წლის სეზონისთვის ბათუმის ”დინამომ” განახლება დაიწყო. კლუბის ოფიციალურ ვებგვერზე გამოყვეყნებული ინფორმაციის თანახმად გუნდში პორტუგალიელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო ვიერია მედინა მომავალი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

უფასო სამედიცინო კონსულტაცია მემთეურებს

 

 

  დღეს, 23 ივლისს, ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის თემის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალმა, სოფელ მეძიბნის მთა ნაკონაღვარზე მყოფი მოიალაღე ქრონიკული პაციენტები მოინახულა და  სამედიცინო მომსახურება გაუწია.

პიანინოს დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

 

 როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს,  მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, აღიარებს ბრალდებას და იღებს  დაზიანებული პიანინოს შეკეთების ვალდებულებას.  

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა   ზიანი მიადგა პიანინოს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. “რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.”

 
ბათუმის ბულვარში, ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს განთავსებული პიანინო გუშინ, 22 ივნისს, საღამოს საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა წააქცია.  

ბათუმის ქუჩებში,  პროექტ „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში, 10 ფერადი პიანინო დადგეს. პიანინოები ქუჩებში ორი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასზე დაკვრა.

ბათუმის მერია სტუდენტების დასაქმებას იწყებს

 

3 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით 300 სტუდენტი ბათუმის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დასაქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბულვარში მამაკაცმა პიანინო წააქცია

 

ბათუმის ბულვარში, ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს განთავსებული პიანინო, გუშინ, 22 ივნისს, საღამოს საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა წააქცია. დაცვის პოლიციამ გამოიძახა პოლიცია და “ბათუმელების” ინფორმაციით, მამაკაცი დააკავეს. 

 როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაცვის პოლიციამ დაკავებული პოლიციის მე-6 განყოფილებას  გადასცა. უწყების ცნობით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, აღიარებს ბრალდებას და იღებს ვალდებულებას დაზიანებული პიანინო შეაკეთოს. ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის, ეს დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა   ზიანი მიადგა პიანინოს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. “რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.”

 

ბათუმის ქუჩებში,  პროექტ „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში 10 ფერადი პიანინო დადგეს. პიანინოები ქუჩებში ორი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასზე დაკვრა.

სასტუმროს ნომრები, ახალი სცენა და ლიტერატურული კაფე დრამატულ თეატრში

 

ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათვალიერეს დღეს აჭარის მთავრობის წევრებმა. 

ჯორჯ ქლინტონმა მაჭახელას ხეობაში ითევზავა

 

დღეს, 23 ივლისს  ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება. რიგით მეცხრე ჯაზფესტივალი ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება და მასში მსოფლიო მასშტაბით ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ჯაზის მოყვარულებისთვის, ფასიანი კონცერტების გარდა, ფესტივალის დღეებში ბათუმის ბულვარში ამერიკული New York Brass Band-ი დაუკრავს.

 

  

ბათუმის დელფინარიუმში ორი სელაპი დაიბადა

 

ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით,  ორი სელაპი დაიბადა. 

აგროსერვისცენტრმა მოცვის 300 ნერგი ხულოში მცხოვრებ ფერმერს უსასყიდლოდ გადასცა


აგროსერვისცენტრი აგრძელებს მაღალმთიან აჭარაში ახალი კულტურების შეტანასა და დანერგვას. 21 ივლისს ორგანიზაციამ ხულოში მცხოვრებ ფერმერ თეიმურაზ შავაძეს, რომელმაც მოცვის ნაკვეთი გასულ წელს პროექტ „ემპარდ აჭარას”  ფარგლებში გააშენა, მეურნეობის გაფართოების მიზნით 300 მოცვის ნერგი უსასყიდლოდ გადასცა.   ფერმერი მოცვის ნაკვეთზე 3-4 წლის შემდეგ 7-8 ტონამდე მოსავალს მიიღებს. 

Exit mobile version