სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა საწვავს გამარტივებული წესით იყიდის

01.08.2015
ქედის  მუნიციპალიტეტის გამგეობა საწვავს გამარტივებული წესით იყიდის

 

საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, გამარტივებული წესით საწვავის შესყიდვა კორუფციას გამოიწვევს, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად საკითხი 13 ხმით მაინც გავიდა.

 

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ საწვავის მომარაგებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ქედის მუნიციპალიტეტში ავტოგასამართი სადგური არ აქვს, რისთვისაც საწვავის ჩასასხმელად სამსახურის უფროსები ბათუმში ჩადიან, გამარტივებული წესით საწვავის შეძენის გადაწყვეტილება კი თანხების დაზოგვის მიზნით მიიღეს.

 

„საწვავის ჩასახმელად სამსახურის უფროსები ბათუმში ჩადიოდნენ, რადგან „ლუკოილ-ჯორჯიას“ ქედაში ავტოგასამართი სადგური არ აქვს, ეს კი გაცილებით მეტ ხარჯებს მოითხოვდა. არსებობს კანონი – იმ შემთხვევაში,  თუ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას  15 კილომეტრ რადიუსში ავტოგასამართი სადგური არ აქვს, გამგეობა უფლებამოსილია საწვავის შესაძენად ხელშეკრულება ახლომდებარე ავტოგასამართ სადგურთან გააფორმოს. რაც შეეხება კორუფციას, ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავ“ – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 

კითხვაზე, რატომ არ დაზოგა თანხა ქედის თვითმართველმა ორგანომ დღემდე თუ ამის შესაძლებლობა იყო, ამირან ცინცაძეს პასუხი არ აქვს.

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: