სიახლეები

რძის ნაწარმი შესაძლოა გაძვირდეს

02.08.2015
რძის ნაწარმი შესაძლოა გაძვირდეს

 

საქართველოში, ვინაიდან ნატურალური, ნედლი რძე ძალიან ცოტაა, რძის პროდუქტების წარმოების ორი ხაზი არსებობს – ნატურალური რძისგან დამზადება (ასეთი პროდუქტი შედარებით ძვირია) და მცენარეულ ცხიმებზე დამზადება, რომელიც ფაქტობრივად, არ არის რძის პროდუქტი.  

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ  „რძის პროდუქტები, რაც იწარმოება საქართველოში, უმეტესობა დამზადებულია მცენარეულ ცხიმებზე, მაგრამ აწერია, მაგალითად, „არაჟანი“, „ხაჭო“ და ა.შ. ამიტომ, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, თუ პროდუქტს აწერია „რძის პროდუქტი“, ის უნდა იყოს აუცილებლად ნატურალური რძისგან ან უმაღლესი ხარისხის რძის ფხვნილისგან წარმოებული, ხოლო თუ პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმებს ან სხვა ცილებს (რაც არ არის აკრძალული), ანუ არ არის უშუალოდ რძისგან წარმოებული, მას აუცილებლად უნდა ეწეროს – „რძის შემცველი“.

 

ეს ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: ყველი, ხაჭო, შედედებული რძე, იოგურტი და ა.შ. ნაყინის გარდა. არაჟანს არ შეიძლება ეწეროს „არჟანი“, თუ ის ნატურალური რძისგან ან რძის ფხვნილისგან არ არის ნაწარმოები (შესაძლოა ნატურალური რძისა და რძის ფხვნილის შერევაც) და თუ მასში შერეულია სხვა, რძისგან განსხვავებული, ცილა ან ცხიმი, უნდა ეწეროს – „რძის შემცველი“.

დღეს საქართველოში რძის ფხვნილი არ იწარმოება. რძის ფხვნილიც და მცენარეული ცხიმებიც უცხოეთიდან შემოაქვთ. ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებით კი, როგორც სააგენტოში აცხადებენ, შესაძლოა რძის პროდუქტების ღირებულებამ 20 თეთრით მოიმატოს, „ვიდრე ფასებს ბაზარი დაარეგულირებს“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: