საბაჟოზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

 

შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე თბილისის აეროპორტში დააკავეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე – სარფის ტერიტორიაზე. ამოღებულია 9 კილო და 700 გრამი გამომშრალი მარიხუანა  და 560 აბი Actifed.

ვის ირჩევენ უსკოს წევრებად

 

უმაღლესმა საბჭომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამი ახალი წევრი ორ კვირაში უნდა აირჩიოს. მთავრობის თავმჯდომარემ თითო ვაკანსიაზე ორი, სულ ექვსი კანდიდატი წარადგინა. უსკოს წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 11 დეპუტატი მაინც. ასეთი უმრავლესობა კი, უმაღლეს საბჭოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰყავს. უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად კონსულტაციები იწყება მაშინ, როცა არაოფიციალურად უსკოს ახალი წევრების საკითხი გადაწყვეტილია. 

ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი – მოწინავე იურიდიული კომპანია ბაზარზე

 

საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს დასავლური სტილისა და სტანდარტების იურიდიული მომსახურება, რომელსაც არა კონკრეტული იურისტები ახორციელებენ, არამედ იურიდიული კომპანიები. შესაბამისად, იურიდიული მომსახურების ბაზარი სწრაფად ვითარდება საქართველოში.

 

გამგებელმა სამსახურიდან ფეხმძიმე ქალი დაითხოვა

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოში მოქალაქე გულნაზ ღლონტი უჩივის. გულნაზი მოსამართლეს სამსახურში აღდგენას სთხოვს. ის სამსახურიდან გამგებლის ნადიმ ვარშანიძის ბრძანების საფუძველზე ფეხმძიმობის პერიოდში, დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას გაათავისუფლეს.

C ჰეპატიტის უფასო ტესტირება ბათუმის კოლონადებთან

 

დღეს 29 ივლისს და ხვალ 30 ივლისს, 10:00-დან 17:00 საათამდე ბათუმში ბულვარის კოლონადებთან კარავი დაიდგმება, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ადგილზე ჩაიტაროს c ჰეპატიტის უფასო ტესტიტება და მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია.

”ადამიანური რესურსების შერჩევა და მენეჯმენტი” – დავით გოგიჩაიშვილის მასტერკლასი [Audio]

 27 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავით გოგიჩაიშვილმა მასტერკლასი ჩაატარა თემაზე -“ადამიანური რესურსების შერჩევა და მენეჯმენტი”. 

ბათუმი – კაზინოებით მიმზიდველი ადგილი რუკაზე

 

ივნისში ბათუმში ორი ახალი კაზინო გაიხსნა, ერთიც აგვისტოში გაიხსნება. აქამდე ბათუმში რეგისტრირებული 6 კაზინო იხდიდა ბიუჯეტში გადასახადს. კიდევ 8 ახალი კაზინოს გახსნა აქვს სახელმწიფოს დავალებული სხვადასხვა კომპანიისთვის. გარდა ამისა, არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც საკუთარი ინიციატივით აწყობენ კაზინოს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ბათუმში მინიმუმ 20 კაზინო იქნება. რას ნიშნავს 160-ათასიანი ბათუმისთვის კაზინოების  ქალაქად გადაქცევა და შეიცავს თუ არა კაზინოების ამ ფორმით არსებობა საფრთხეს? 

რა ელის მოსახლეობას დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ?!

 

რეგიონის მოსახლეობას დენის ტარიფი 22-დან 43 პროცენტამდე გაუძვირდება, რადგან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფომ 1-ელი აგვისტოდან ტარიფებს გაზრდის უფლება მისცა. როგორ აისახება ელექტროენერგიის გაძვირება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რა პოლიტიკის გატარებას აპირებს სახელმწიფო? ამ თემაზე „ბათუმელები“ ენერგეტიკის სპეციალისტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელს ლევან გობაძეს ესაუბრა.  

აჭარა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტურისტულ მარშრუტში

 

ხვალიდან სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლები ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმში, ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ერთ-ერთ საკითხად განიხილება კულტურული ტურსიტული მარშრუტი, რომელზეც აჭარაში არსებული რამდენიმე ტურისტული ობიექტიც იქნება დატანებული.

ბათუმის ნავთობტერმინალს ყადაღა მოეხსნა

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ნავთობტერმინალს ყადაღა მოეხსნა. სასამართლო დავა ნავთობტერმინალსა და მის ყოფილ პარტნიორებს შორის ამ წლის მარტში, ანუ მას შემდეგ დაიწყო, როცა ტერმინალის დირექტორი, მილიარდერი ტალგატ ბაიტაზიევი გადადგა და მასთან ასოცირებულ კომპანიას ბათუმის ნავთობტერმინალმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. მხარე ნავთობტერმინალს 62 მილიონ დოლარს ედავებოდა.

ბათუმის მერის მოადგილეები ახალ შენობაში

 

ბათუმის მერის მოადგილეები ლუკა ასათიანის ქუჩიდან, სამუშაოდ, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გადავლენ. ყოფილი კონტროლის პალატის შენობა მერიის ადმინისტრაციისთვის რემონტდება, რომლის დასრულების შემდეგ მერიის ადმინისტრაცია ფაქტობრივად სამ – ლუკა ასათიანის, მიხეილ ლერმონტოვისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე მდებარე შენობაში იქნება განთავსებული.

ხუთი ვაკანსია და 220 კანდიდატი – ახალი კონკურსი ბათუმის საკრებულოში

 

დღეს ბათუმის იუსტიიცის სახლში დაიწყო კონკურსი ბათუმის საკრებულს ვაკანტურ თანამდებობებზე. კონკურსს ექვემდებარება ხუთი პოზიცია, ხოლო ამ პოზიციების დასაკავებლად 220 მოქალაქე იბრძვის. კონკურსი სამ დღეს გაგრძელდება. 

ბახმარო – კურორტი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე [ფოტო]

 

კურორტი ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროში სეზონი ივნისის ბოლოს იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, თუმცა დამსვენებლები ბახმაროს ყველაზე ხშირად აგვისტოში სტუმრობენ. 19 აგვისტოს ბახმარო ყველაზე ხალხმრავარია, ამ დღეს კურორტზე დოღი იმართება. კურორტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 60 ათასი ლარია. 


ბახმარო და გომისმთა – ღრუბლებზე მაღლა

დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას

 

საკუთრების დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და ზოგადად, განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, ისევე, როგორც მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას, კანონის არასწორი გამოყენებით ან ინტერპრეტაციით შელახონ საკუთრების უფლება.

შსს: აჭარაში სამართალდამცავებმა ბუპრენორფინის შემცველი 52 აბი ამოიღეს

 

შს სამინისტროს ცნობით აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ჯემალ მ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ხოლო 1976 წელს დაბადებული დავით ზ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

ზღაპრის გმირები ბავშვებთან ბულვარში

 

დღეს 27 ივლისს, ბათუმში ზღვისპირა პარკის კოლონადებთან, თოჯინების მსვლელობა  მოეწყო. ლომი, აფთარი, ჟირაფი, მაიმუნი და სხვა ცხოველები, პატარებთან ერთად თამაშობდნენ.  საღამოს კოლონადებთან დაგეგმილია მიუზიკლი – „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“, რომელიც ასევე კოლონადებთან გაიმართება. 

 

  

 

ქვიშის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: „კაცი კომედიას გადაიღებდა“

 

ქვიშის რაგბის ფესტივალის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ბათუმელების“ კითხვებს ქვიშის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ დუგლაძემ უპასუხა.

 

რატომ გახდნენ იძულებული ბრიტანელი სპორტსმენები რაგბის მოედანი დაელაგებინათ ბათუმში

 

ქვიშის რაგბის ფესტივალი ბათუმში მერიის პატრონაჟით უნდა ჩატარებულიყო, ამისთვის ბიუჯეტში 40 000 ლარი გაითვალისწინეს. ფესტივალის ფარგლებში მოწვეული სტუმრების ჩამოსვლის დღეებში კი გაირკვა, რომ თანხა შესყიდვების დოკუმეტში არ ასახულა, შესაბამისად ვერც მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადდა ტენდერი. უკვე დაფინანსებული ტურნირისთვის  და  იმისთვის, რომ ჩამოსული სტუმრები დაებინავებინათ, საქართველოს ქვიშის რაგბის ეროვნული ფედერაცია იძულებული გახდა ხარჯები საკუთარ თავზე აეღო. 

როგორ შეიქმნა „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“

 

„აქ არის ადგილი, სადაც შეიძლება შემოხვიდე და ვთქვათ, ლურსმანი ჩააჭედო კედელში, შემდეგ შეღებო ან რაიმე ფორმა მისცე და ამ ფორმით გამოხატო შენი სათქმელი“, – ასე გვიხსნის თანამედროვე ხელოვნების სივრცის არსს ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე. ის ხუთიდან ერთ-ერთია, რომელიც ბათუმში სახელოვნებო სივრცის ალტერნატიული გარემოს შექმნაზე ზრუნავს. რას გვთავაზობს და რას გეგმავს თანამედროვე ხელოვნების სივრცე და შეძლო თუ არა მან განსხავავებული ნიშის  დაჭერა ბათუმში? 

სად გაიმართება საბავშვო დღეები ბათუმში – ღონისძიებების პროგრამა

 

„ჰით ბათუმი” 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ბავშვებისათვის ღონისძიებებს ჩაატარებს.   „ბათუმელები“ დღევანდელი და ხვალინდელი საბავშვო ღონისძიებების პროგრამას გთავაზობთ. 

შშმ პირმა ატესტატი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, გიორგი გურგენიძემ საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი  „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის –  „შშმ პირი ატესტატის ძიებაში“ შემდეგ  მიიღო. ის წლების განმავლობაში ცდილობდა ატესტატის აღებას, თუმცა სკოლა საბაზო ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარს აცხადებს, მიზეზად დირექტორის მიერ მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ბრძანების არარსებობა სახელდებოდა.  

მარწყვის წარმოებით მეგრული კოოპერატივები დაინტერესდნენ

 

აგროსერვის ცენტრის მარწყვის წარმოებით მეგრული კოოპერატივები დაინტერესდნენ. აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ორგანიზაციის გამოცდილება მარწყვის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით, მარწყვის მწარმოებელი კოოპერატივების წარმომადგენლებს გააცნო.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გეგმები აჭარის მთის მხარდაჭერაზე

 

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის მთაში „შუახევიჰესის“ პროექტს ახორციელებს. კომპანიაში უპირველეს მნიშვნელობას აჭარის განვითარების ხელშეწყობას ანიჭებენ. კომპანიის მიერ სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე ხელმძღვანელობს. მან კომპანიის პრიორიტეტებზე ისაუბრა:

შსს: პოლიციამ ბულვარში დაკარგული 3 წლის ბავშვი იპოვა

 

26 ივლისს, შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ ახალგაზრდა ქალმა მიმართა, რომელმაც განუცხადა, რომ 3 წლის შვილი დაეკარგა და პატრულს დახმარებას სთხოვდა. 

რენტგენის გადაღება ბინაზე გამოძახებით

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ რენტგენის სურათის გადაღება, ეს სერვისი უკვე სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება მიიღოთ. 

გამოიწერე ,,გაზეთი ბათუმელები”და საჩუქრად მიიღე წიგნი – ბათომი

 

„გაზეთმა ბათუმელებმა“ ხელმოწერის კამპანია დაიწყო. გაზეთ „ბათუმელების“ გამოწერა როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკურ პირებისთვის, ბათუმის გარდა თბილისშიც არის შესაძლებელი.  ის, ვინც გამოიწერს ,,გაზეთს“, საჩუქრად გადაეცემა წიგნი – „ბათომი“. 

წიგნი ქალაქზე, რომელიც შეიძლება ძალიან გიყვარდეს და მაინც ყოველდღე კარგავდე

 

„ამბავი ქალაქზე, რომელსაც სხვა სახელი ჰქვია. ქუჩებზე, რომლებსაც სხვა აბრები აქვთ. სახლებზე, რომლებიც ამ ქუჩებზე იდგა. ადამიანებზე, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობდნენ. ამბავი ქალაქზე, რომელიც იყო და აღარ იქნება“ – ავტორის ეს მოკლე და სევდიანი ჩანაწერია წიგნში, რომელსაც „ბათომი“ ჰქვია. სევდიანი ჩანაწერის მიღმა კი არანაკლებ სევდიანი, თბილი და მრავლისმთქმელი ამბებია ბათუმის შესახებ. იმ ბათუმისა, რომელიც ჯერ კიდევ 137 წლის წინ, მილიარდ ორას მილიონ მანეთს დამატებულ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მეტს ფასობდა.

ბათუმის ფასიანი პლაჟი

 

მაქვს თუ არა იჯარით გაცემულ პლაჟზე გადაადგილების და იქვე ბანაობის უფლება? – ამ კითხვის პასუხად მოქალაქეებს ბათუმის პლაჟზე ეუბნებიან, რომ – არა. რამდენად კანონიერია ეს უარი და როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, როცა მათ კერძო კომპანიების წარმომადგენლები პლაჟის გარკვეულ მონაკვეთზე ზღვაში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ?

ჰედერ რეჯერსის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია ბათუმში

 

ხვალ, 27 ივლისს, 18 საათზე, „წიგნები ბათუმში“ (მისამართი: მემედ აბაშიძის გამზირი N60) ჰედერ რეჯენსის წიგნის „ ხვალამდე გაქრება: ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“ – თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.

ტენდერში გამარჯვებისთვის დაბალი ფასი შესაძლოა გადამწყვეტი აღარ იყოს

 

ახალი კანონპროექტით, გამარტივებულ შესყიდვაზე გადაწყვეტილება შემსყიდველმა ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა შეუთანხმოს შესყიდვების სააგენტოს, ხოლო თანხმობის მოსაპოვებელი მიმართვა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს. სხვა ინიციატივით კი, რომელიც კანონპროექტის სახით ჯერ ინიცირებული არ არის, ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული დაბალი ფასი გადამწყვეტი აღარ იქნება.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აღწერენ

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ბათუმის მერიის განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ფასი 100 000 ლარია.  ტენდერი 21 ივლისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება ხვალ,  27 ივლისს, დასრულდება. 

დოპინგკონტროლი კონტროლის გარეშე



  საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს 5 სპორტსმენს დაუდგინდა დოპინგის მოხმარება, მიმდინარე წელს კი აკრძალული ნივთიერების მოხმარებაში ერთი სპორტსმენია გამოვლენილი. როგორც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე თეიმურაზ უკლება ამბობს, „ეს რაოდენობა ჩვენნაირი ქვეყნისთვის ცოტა არ არის.“

ვინ ააშენებს ანგისის სპორტულ ბაზას

 

ბათუმის მერიამ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ხელახალი, ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა, რაზედაც თანხმობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღო. შესაბამისად, ტენდერი შეზღუდულ ვადებში ჩატარდა – წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყო და ორ დღეში, 22 ივლისს დასრულდა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 5 მილიონ 330 ათასი ლარი იყო. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „ენერგოსექტორმშენი“ მონაწილეობდა, რომელმაც მერიას ბაზის აშენება 5 276 700 ლარად შესთავაზა.

ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობობა ჯერ კიდევ ვაკანტურია

 

ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობა ისევ ვაკანტურია, ყოფილმა მოადგილემ  ზურაბ ბერიძემ ეს თანმდებობა 13 ივლისს , სხვა სამსახურში გადასვლის მიზეზით დატოვა. 

იტალიელი სტუმრების შესრულება ბათუმის ქუჩის პიანინოსთან {video}

 

 

იტალიელი სტუმრების  მიერ ბათუმის ბულვარში განთავსებულ პიანინოსთან შესრულებულ სიმღერას სოციალურ ქსელ ფეისბუქში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეო ფეისბუქ გვერდზე visitbatumi.travel – ზე გავრცელდა.

Exit mobile version