ნეტგაზეთი • RU

შავი ზღვის IV ღია ჩემპიონატი – სილქნეტის თასი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?

 

დღეს, 14:00 საათზე, სასტუმროში შერატონში ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ შავი ზღვის IV ღია თასის გახსნა გაიმართება.
ტურნირში, რომელსაც საქართველო 2 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს, მონაწილეობენ საქართველოს, გერმანიის, სომხეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბალტიისპირეთის და უკრაინის მოაზროვნეები, სულ – 55 გუნდი. 

 

 

 

ორგანიზატორების ინფორმაციით ტურნირში ითამაშებენ 10 ქვეყნის ელიტარული ტელე-კლუბების წევრები: მაქსიმ პოტაშევი, ილია ნოვიკოვი, ელენა ორლოვა, ვლადიმერ სტეპანოვი, ბალაშ კასუმოვი, გიორგი ბაქრაძე, ია მეტრეველი, ოთარ საბაშვილი, დავით რაფავა და სხვები.

 

ჟიურის წევრები იქნებიან ცნობილი მოაზროვნეები: ალექსანდრ რუბინი (მოსკოვი), ალეს მუხინი (მინსკი), ალექსანდრ ანდროსოვი (ოდესა).

 

შავი ზღვის მეოთხე ღია თასის ფარგლებში ასევე გაიმართება ბრეინ-რინგის ტურნირი (2 აგვისტო, 12:00 სთ, კლუბი „Take Five“ ბათუმის ბულვარში (Sheraton Batumi Hotel-ის გასწვრივ).

 

ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია „SILKNET“.

 

ფესტივალის დახურვა და დაჯილდოება გაიმართება 2 აგვისტოს 15:00 საათზე კლუბში „Take Five“ ბათუმის ბულვარში (Sheraton Batumi Hotel-ის გასწვრივ).

„შავი ზღვის ღია თასმა“, უკვე ოთხი წელია, რაც ჩაანაცვლა სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი, რომელსაც 1998-2011 წლებშიც აჭარა მასპინძლობდა.

2013 წელს, შავი ზღვის თასის გათამაშებაში გამარჯვება იზეიმა მოსკოვის გუნდმა „აფინა“ (კაპიტანი – მაქსიმ პოტაშოვი). 2014 წელს გაიმარჯვა დნეპროპრეტროვსკის გუნდმა „პრიმატები“ (უკრაინა, კაპიტანი – არსენ მალინოვსკი).

 

საქართველოში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ იმართება 1991 წლიდან. სპორტულ ვერსიაში ყოველწლიურად მონაწილეობს 200-ზე მეტი გუნდი და 10 000-ზე მეტი მოაზროვნე.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.