სახალხო დამცველი: შსს ვერ უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დაცვას ძალადობისგან

 

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2014 წელს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ არსებული ტრანზიტული ცენტრების, დღის ცენტრებისა და კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა არ არის სათანადოდ დაცული.

ფესტივალი ”ზე-კართან”

18-20 სექტემბერს მაღალმთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს “ზე-კართან” მესამედ უმასპინძლებს. ფესტივალი წელს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა თაობის პროზაიკოსები და პოეტები მაღალმთიან აჭარას სამი დღით ეწვევიან და მის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან. როგორც გასულ წლებში, წელსაც ფესტივალის ტრადიციული მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტი იქნება, თუმცა წლევანდელი ღონისძიებების მასშტაბები ცდება მის ფარგლებს და ნაწილობრივ შეეხება ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებსაც.
 
 

შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმში ორი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. 

ერიკ ჰაიშოლტი – Cannes Lions-ის გრანპრის მფლობელი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე

 

რეკლამის საერთაშირისო ფესტივალს – Ad Black Sea-ის, რომელიც ბათუმში 24-27 სექტემბერს გაიმართება, კიდევ ერთი განსაკუთრებული სტუმარი – ერიკ ჰაიშოლტი ეყოლება. 

ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს

 

ბათუმში 9 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, თამარის დასახლებაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც დანით ზურგის არეში არის დაჭრილი, საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს, “ბათუმელების” ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება. ჩვენივე ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.   ერთი ახალგაზრდა დანით, მეორე კი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში იქვე მყოფმა მოქალაქეებმა გადაიყვანეს. მეორე დაჭრილს, რომელსაც გულის არეში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა, რომლებიც სხვა გამოძახებაზე მიდიოდნენ, პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 


“ბათუმელები” შსს-ს კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მუშაობისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

 

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი რუსთაველის ქუჩაზე, ბორდიურების მოსაწყობი სამუშაოების შესრულებესას დაიღუპა, “ბათუმელების” ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა. 

ტურიზმის დეპარტამენტი: აგვისტოში ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში 2 პროცენტით გაიზარდა

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემების მიხედვით აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

ინფექციური დიარეა 48% პროცენტი – გადამდები დაავადებების სტატისტიკა

 

9 სექტემბერს სეზონური დაავადებების მართვისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში თანამედროვე მუზეუმის მოწყობა იგეგმება

 

აჭარის მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წელს გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის განვითარების პროგრამა  500 000 ლარით დაფინანსდა. პროგრამის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უზრუნველყოფს.

შუახევში სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სატყეო ადმინისტრაციის თანაშრომელი მალხაზ ბოლქვაძე დააკავეს.  

“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე დაუდასტურეს.

ბოლქვაძე ჭვანის სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობდა.  

 

ჯუმბერ აბულაძემ, აჭარის სატყეო  სააგენტოს უფროსის მოადგილემ, “ბათუმელებთან” საუბრისას თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უწყებას დღეს, 2015 წლის 9 სექტემბერს, მიმართა წერილობითი შუამდგომლობით და გამოითხოვა მალხაზ ბოლქვაძის სამსახურში დანიშვნის ბრძანების ასლი.


უწყებაში გაგზავნილი წერილიდან  ასევე ირკვევა, რომ მალხაზ ბოლქვაძის მიმართ მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის  კოდექსის იმ მუხლით, რაც  ქრთამის აღებას ნიშნავს. 

სამსახურის უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია ქრთამის აღების ბრალდებით სად დააკავეს ბოლქვაძე, ან რა თანხაზეა  საუბარი.



ბათუმში ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი იწყება

 

10 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება. BATUMI MUSIC FEST ცნობილი პიანისტის, „იუნესკოს“ მშვიდობის არტისტის, ელისო ბოქლვაძის მიერაა დაარსებული.  

კინოს 8 დღე სექტემბრის ბათუმში

 

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს მეათედ გაიმართება. როგორი იქნება ფესტივალის პროგრამა, რა სიახლეებია დაგეგმილი ფესტივალზე, ვინ იქნებიან ცნობილი სტუმრები? – „ბათუმელები“ ფესტივალის მენეჯერს ზვიად ელიზიანს ესაუბრა.

მედია და რელიგიური შეუწყნარებლობა

 

მოხსენება წაკითხულია დისკუსიაზე: „რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები“, რომელიც გაიმართა პროგრამის – „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში“ – ფარგლებში.

 

დეპუტატის ანგარიში სიძულვილის ენით [ვიდეო]


„როგორც მთელი ქართული საზოგადოება, მეც ვეკითხები ნაცებს, რატომ ვერ ბედავს მათი  ,,მართალი” ლიდერი საქართველოში შემოსვლას? მართალი კაცია? შემოვიდეს და დაუმტკიცოს  სასამართლოს სიმართლე და გაამტყუნოს მავანი, თუ მას რაიმეს აბრალებს.  თუმცა იმის ჭკუა კი აქვს  სომეხ სააკას, გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის  მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს…    

ბათუმში მესხის ქუჩის კეთილმოწყობა ნოემბერში დასრულდება

 

ბათუმის მერიის ცნობით, მესხის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. გათვალისწინებულია მესხის I ჩიხისა და I შესახვევის მოასფალტება და გარე განათების მოწყობა. ქუჩაზე შესრულდა გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები და დამონტაჟდა გარე განათების 19 ბოძი. I ჩიხში დაიგო ასფალტის საფარი და ჩატარდა მოსამზადებელი ღონისძიებები მესხის I შესახვევში, სადაც ამჟამად ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

როდის მიიღებენ კომპენსაციას მიწისძვრით დაზარალებულები

 

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ ოჯახებს,  რომელთა საცხოვრებელი სახლები 2012 წელს განვითარებული მიწისძვრის დროს დაზიანდა, დაპირებული კომპენსაცია ამ დრომდე არ  მიუღიათ.

2016 წლიდან მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურები ამოქმედდება

 

აგროსერვისცენტრს სომხური კომპანია „CARD“-ის ხელმძღვანელი გაგიკ სარდანიანი ესტუმრა. შეხვედრაზე, რომელსაც აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და „ენპარდ აჭარას“ პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ, განიხილეს პროექტი, რომლის განხორციელებასაც სომხური კომპანია რეგიონში გეგმავს. პროექტი, რომელიც 2016 წელს დაიწყება, მიზნად ისახავს აჭარის რეგიონში მეცხოველეობის, კონკრეტულად კი კერძო ვეტერინარული სამსახურების განვითარებას და ამ კუთხით აგროსერვისცენტრის შესაბამისი სერვისების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში ვეტერინარებისთვის დაგეგმილია სემინარ-ტრენინგების ჩატარება, რის შემდეგაც აჭარის მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურები ამოქმედდება.  

როცა ოჯახს საარსებო შემწეობა უწყდება

 

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება განახლებული დეკლარაციით მიმდინარეობს. კითხვარიდან, რომლითაც სარეიტინგო ქულის დათვლა ხდება, მართალია, ამოღებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა [მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, გაზქურა და ა.შ.], თუმცა, სანაცვლოდ ქულაზე გავლენას ახდენს ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება [სახლ-კარი, ბინის ფართობი, ოთახების რაოდენობა, მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი და სხვა]. ქედის მუნიციპალიტეტში ახალი დეკლარაციით გადამოწმებული 300 ოჯახიდან საარსებო შემწეობის მიღება 75 ოჯახს შეუჩერდა, აქედან 22 მარტოხელა პენსიონერის ოჯახია. ქედაში სულ 800 ოჯახი უნდა გადამოწმდეს. 

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნასტასია კინსკი ჩამოვა

 

ბათუმის საავტორო კინოს X საერთაშორისო ფესტივალზე ცნობილი მსახიობი, ნასტასია კინსკი ჩამოვა. კინოფესტივალზე მას პრიზს გადასცემენ მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.  

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ორკესტრი ბათუმში დაუკრავს

 

10 სექტემბერს 18:00 საათზე ბათუმის პიაცაზე,  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის სამხედრო-საჩვენებელი  ორკესტრი –  „The Salamanca Band & Bugles of The Rifles“ დაუკრავს. 

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული, შეწყვეტილი პროცესი და ექიმები სასამართლოში

 

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ექიმები ბრალდებულთან იმყოფებოდნენ. ბრალდებული შეუძლოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს გახდა. 

კიბოზე გამარჯვებული ქალები ბათუმში [ვიდეო]

 

ლანჩხუთიდან „ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულზე“ დასასწრებად ბათუმში ჩამოსული 8 ქალი თავს კიბოზე გამარჯვებულს უწოდებს. მათ ორგანიზაციასაც ასე ჰქვია – „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“. თუმცა, დღეს, 8 სექტემბერს, კვირეულის ფარგლებში გამართულ მარათონში არც თუ ისე ბევრმა ბათუმელმა მიიღო მონაწილეობა.

აგროსერვისცენტრის ტრენინგი სათევზე მეურნეობებისა და იხტიოლოგებისათვის

 

აგროსერვისცენტრში კოოპერატივებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ იხტიოლოგებს ისრაელიდან ჩამოსულმა იხტიოლოგებმა 7 სექტემბერს ტრენინგი ჩაუტარეს.  

სახალხო დამცველი: პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა

 

საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მაღაზიით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს.

სფფ-ს პრეზიდენტობაზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს

 

 

  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა დღეს დასრულდა. 

„შეაჩერე ტერორიზმი“- მაია ბარათაშვილი და ზაზა მარჯანიშვილი ბათუმში

 

„შეაჩერე ტერორიზმი“ – ამ სლოგანით 11 სექტემბერს  ბათუმის ხელოვნების ცენტრის  Art -Cafe  მომღერალ მაია ბარათაშვილის და მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის  შემოქმედებითი საღამოს წარმოგიდგენთ.

დელფინარიუმმა ასი ათასზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა

 

დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის დელფინარიუმმა იანვრიდან დღემდე,  დელფინების წარმოდგენების სანახავად, ასევე დელფინებთან ინტერაქტივის მსურველ 119 126  ვიზიტორს უმასპინძლა.  

ზვიად ლაზიშვილი: სპორტსმენების უმეტესობა წასვლაზე ფიქრობს

 

 

  ზვიად ლაზიშვილი შერეული ორთაბრძოლებისა სპორტსმენია. 2015 წლის მაისში, იტალიის ქალაქ ვერონაში ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა ორ სხვადასხვა სახეობაში და ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში. „მსოფლიოდან რაც ჩამოვედი, მოტივაციაც დამეკარგა. ახლა მშობლების ხარჯზე ვარ და ისინი მარჩენენ. რთულია ამდენი ენერგია ხარჯო, შედეგი გაქვს და მაინც არაფერი“, – მან „ბათუმელებს“ იმ გულისტკივილზე მოუთხრო, რაც არაოლიმპიური სახეობებების სპორტსმენებს აწუხებთ.

ქობულეთში დამსვენებელთა სიმრავლეზე საუბრობენ

 

„იმდენი ხალხი გამოჩნდა, რომ ტურისტული სეზონი ფაქტობრივად თავიდან დაიწყო“- ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ტურიზმის  განყოფილების ხელმძღვნელი ნათია ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში.  მისი თქმით,  ამ დროისთვის, გასულ წელთან შედარებით, ქობულეთში უცხოელ დამსვენებელთა რიცხვიც გაზრდილია.  

უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ბათუმში დაისვენებენ

 

19 უკრაინელი ბავშვი ორ მშობელთან ერთად ბათუმში სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა“-ს ბაზაზე დაისვენებს. ბავშვები ბათუმში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და რებილიტაციის კურსსაც გაივლიან.

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

 

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ „ბათუმობა 2015“-ის ოფიციალურ გახსნაზე რუსულ ენაზეც მიმართეს პუბლიკას და ჩამოსულ სტუმრებს. ჟურნალისტებთან მერმა ეს იმით ახსნა, რომ ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ქალაქში ბევრი სტუმარი იმყოფება, რომლებიც ამ ენაზე კარგად საუბრობენ. რამდენად მისაღებია მაღალი თანამდებობის პირების ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა? „ბათუმელებმა“ ამ თემაზე კომენტარი ისტორიკოსს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს სთხოვა.

მოსამართლის ტვირთი – ინტერვიუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან

 

დავით მამისეიშვილს მოსამართლეობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს. აჭარაში ის მივლინებით იმყოფება, თუმცა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ბათუმში საცხოვრებლად დარჩენას აპირებს. რა არ მოსწონს იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კანონპროექტში, რის გასაჩივრებას აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ აფასებს წინა წლებში მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, „ბათუმელების“ კითხვებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უპასუხა. 

”მე ვერ გადავცურე ზღვა”

 

ყოველთვის, როცა ტრაგედიას ვეჩეხებით, თვალები გვევსება ცრემლებით. ყველა ეპოქაში მსხვერპლის ტანჯვა გარე მაყურებელს თვალებზე სწორედ ცრემლებს გვრიდა, თუმცა ხშირად ცნობისმოყვარეობა და მოვლენის სისასტიკის დაუჯერებლობა მას ამავე დროს უფრო ფართოდ ახელინებდა თვალს, თითქოს ადამიანი ვერ იჯერებდა რეალობის მძიმე არსს და კიდე მეტ დადასტურებას ეძებდა. ასე იყო, როცა ჟღალთმიანებს კოცონზე წვავდნენ, როცა ჯადოქრობაში მხილებულებს აწამებდნენ და მათ შვილებსაც ზედ აყოლებდნენ, ან გილიოტინაზე პუდრმიყრილ პარიკებიანი დედოფლები აყავდათ. 

”ბათუმობა” 2015 – 6 სექტემბერი

 

5-6 სექტემბერს, ბათუმობის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის, თხუთმეტამდე ღონისძიება არის დაგეგმილი.

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია: ბრძოლა ცხოველთა უფლებებისთვის გრძელდება

 

“ბრძოლა ცხოველთა უფლებებისთვის გრძელდება”- საქართველოს ცხოველთა ფედერაცია, რამდენიმე დღის წინ, ბათუმის დელფინარიუმთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “სამწუხაროა, რომ გასული დღეების განმავლობაში ადგილობრივი და უცხოური პრესის გარკვეულმა ნაწილმა გაავრცელა დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებები. დამატებით გატყობინებთ, რომ ბრძოლა ცხოველთა უფლებებისთვის გრძელდება, კვლავ გაგრძელდება საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა სახით, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებებითა და მანიფესტაციებით” – ნათქვამია განცხადებაში.

Exit mobile version