Batumelebi | ტურიზმის დეპარტამენტი: აგვისტოში ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში 2 პროცენტით გაიზარდა ტურიზმის დეპარტამენტი: აგვისტოში ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში 2 პროცენტით გაიზარდა – Batumelebi
RU | GE  

ტურიზმის დეპარტამენტი: აგვისტოში ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში 2 პროცენტით გაიზარდა

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემების მიხედვით აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში (8 თვე) გასულ წელთან შედარებით ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება.

 

დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში  წელს განთავსების ობიექტების, ისევე როგორც განთავსების ადგილების, რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში რეგიონს 16 ახალი სასტუმრო (686 სასტუმრო ნომერი, 1200-მდე ადგილი) შეემატა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრირებული განთავსების ობიექტების სრული აღწერა და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა.

 

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 852 337-მა ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 10% პროცენტით აღემატება. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 2%-ით არის გაზრდილი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"