საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურში ქობულეთის ჩელე არენაზე ბათუმის დინამო ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობდა. ანგარიში ფრედ დასრულდა ორივე გუნდმა თითო-გოლი გაიტანა.
ბათუმელები
საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურში ქობულეთის ჩელე არენაზე ბათუმის დინამო ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობდა. ანგარიში ფრედ დასრულდა ორივე გუნდმა თითო-გოლი გაიტანა.
12 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის მედიატურის ფარგლებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმსა“ და საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მასმედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ „მედიატურის მიზანია მედიის მეშვეობით საზოგადოების უკეთ ინფორმირება საგადასახადო სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი ტექნოლოგიური თუ პროცედურული სიახლეების შესახებ“.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობა აპრილიდან ვაკანტურია. პრორექტორს უნივერსიტეტის რექტორი ნიშნავს, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, სავარაუდო კანდიდატების სია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს არაოფიციალურად მაინც გააცნეს
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში წელს პირველად იმართება. მისი ბიუჯეტი ბათუმში აქამდე გამართულ ყველა ფესტივალს აღემატება. ფესტივალს, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სხვადასხვა დამფინანსებელი ჰყავს, თუმცა ფესტივალისთვის ყველაზე მეტი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ბათუმის საკრებულომ ფესტივალი 400 ათასი ლარით დააფინანსა, თანხა გამოყოფილია საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდანაც. ფესტივალის მთლიანი ღირებულება ოთხასი ათასი დოლარია. საია და ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ფესტივალისათვის ამ ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცებას ნეგატიურად აფასებენ.
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჟურნალისტებისთვის ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებაზე ტრენინგი მიმდინარეობს. სემინარში 28 ჟურნალისტი მონაწილეობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და იუნისეფის მხარდაჭერით ტარდება.
ვიდრე სარფში თურქეთის მხარე ახალ საბაჟო-გამსვლელ პუნქტს არ ააშენებს, მანამდე ავტომანქანების რიგების პრობლემა საბოლოოდ ვერ მოგვარდება – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, პარალელურად, ქართული მხარე, პრობლემის მოგვარების მიზნით, რიგების მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვაზე მუშაობს. მინისტრი დღეს სარფის საბაჟოზე იმყოფებოდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ზამბახიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭო მის მიერ მიღებულ დადგენილებას არ ასრულებს. დადგენილების მიხედვით, უმაღლეს საბჭოს წელს 12-მდე სტაჟიორი უნდა აეყვანა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა. სტაჟიორების მუშაობა ანაზღაურებადია.
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მკვლელობაში ბრალდებულ მ.შ-ს პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევის ადგილზე სამი დაჭრილი მამაკაციდან ექიმებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. შემთხვევა 9 სექტემბერს, ღამით ბათუმში მოხდა.
ბათუმში მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის განკუთვნილი ბიზნეს ტრენინგებით იწყება. ბიზნესის მხარდამჭერი მასშტაბური პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია საგრანტო პროგრამებისა და სასწავლო კურსების რამდენიმე ციკლი, ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბების და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული მასშტაბური ვებ-ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხები. პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის განმავლობაში ბათუმში 100-მდე სტაბილური სამუშაო ადგილის შექმნაა მოაზრებული. „ჯამში 80-მდე ბიზნეს გრანტი გაიცემა, მათ შორის 65 სტარტაპზე. ბენეფიციარები ისარგებლებენ უფასო საკონსულტაციო მომსახურებით 1 წლის განმავლობაში“.
დღეს, 12 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, აჭარისწყლის ხეობაში შემავალი სოფლების – მარადიდის, კირნათისა და მაჭახელას მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
22:38 წუთზე, ხიმშიაშვილის ქუჩის 33 ნომერში საცხოვრებელი სახლიდან ორი წლის ბავშვი მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ, 11 სექტემბერს მოხდა.
დღეს „ალი და ნინოს“ ქანდაკება ბათუმის ბულვარში ე.წ. „პანორამული ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ძეგლის ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძე დაესწრო.
დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს აკადემიაში დაახლოებით 600 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე – 346, ხოლო ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე – 195 სტუდენტი. კიდევ სამოცი სტუდენტი აკადემიამ მობილობით მიიღო.
აჭარის განათლების სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია გაიარა 179-მა კონკურსანტმა, აქედან დაფინანსება მიიღო 107-მა სტუდენტმა.
ბათუმის მერია სმენის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის და ახალშობილთა აუდიოლოგიური სკრინინგის პროგრამებს ახორციელებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე ბათუმში იმყოფება.
დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა ბათუმში დასასვენებლად მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების შვილები მოინახულეს. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ბავშვებს სპორტული ინვენტარი და საცურაო აღჭურვილობა გადასცა.
9 სექტემბერს ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რომან კ.დააკავეს.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე უკვე 500- მდე ადამიანია დაჯარიმებული.
ბათუმის საავტორო კინოს X საერთაშორისო ფესტივალი 13 სექტემბერს გაიხსნება საზაფხულო თეატრში ოთარ იოსელიანის ფილმით – „ზამთრის სიმღერა“, 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმების ნახვა შეგიძლიათ:
გუშინ ქობულეთში მომხდარი კონფლიქტის შედეგად ერთი პირი დაჭრეს, ხოლო მეორემ სხეულის დაზიანება მიიღო.
10 სექტემბერს, საქართველოს დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ და დალიანის მერმა, შენგფენგ სიაომ მოაწერეს ხელი.
2015 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 14%-ით ანუ 32 მილიონი ლარით მეტია დახარჯული, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ საგრძნობლად გაზრდილია ჰოსპიტალური სერვისების მოხმარება, განსაკუთრებით კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო ფონდის – “კურაციოს” ცნობით 314%-ით გაიზარდა. შეუქმნის თუ არა ეს გარემოება პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ჯანდაცვის სფეროში ხარჯების უკეთ გაკონტროლებისთვის? “ბათუმელების” კითხვებს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ უპასუხა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. პრევენციის მიზნით, 15 ჰექტარი ტერიტორიის შეწამვლა ერთჯერადად მოხდება.
8 სექტემბერს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფი, 1986 წელს დაბადებული ბადრი ი. დააკავეს.
8 სექტემბერს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული მინდია წ. დააკავეს.
აჭარის კანონმდებლები ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭოს 2016 წლის კანონპროექტს განიხილავენ. პროექტის მიხედვით, საბჭოს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 89 500 ლარით იზრდება, საიდანაც 86 583 ლარი უშუალოდ ხელფასებს მოხმარდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით 2012 წლიდან 2015 წლამდე 16 დიდი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო,რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 566 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. სამინისტრო მსხვილი პროექტების ჩამონათვალს ავრცელებს:
4 სექტემბერს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ქალის მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულს, 31 წლის მამაკაცს. მის უფლებებს სასამართლოში სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი იცავდა, რომელმაც ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა.
აჭარის განათლების სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის გეგმა 17 545 700 ლარს შეადგენს. მომავალ წელს დაგეგმილია 11 პროგრამისა და 31 ქვეპროგრამის განხორციელება. აჭარის განათლების სამინისტროსა და მას დაქვემდებარებული დაწესებულებების პროგრამული ბიუჯეტი გუშინ განიხილეს.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების დამტკიცებით, აჭარის მთავრობა, ფაქტობრივად, იხსნა. მთავრობა, კონკრეტულად კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სტადიონის მშენებლობისთვის გამოყოფილ 13 მილიონამდე ლარის გახარჯვას მიმდინარე წელს ვეღარ ახერხებდა, რის გამოც აუთვისებელი თანხის მაჩვენებელი მარტო ამ ერთი პროგრამიდან 10% იქნებოდა. თუ ამ წლის 6 თვის შესრულებასაც გავითვალისწინებთ, წლის ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ მთავრობამ გამოყოფილი თანხის მეხუთედი ვერ აითვისა. პარალელურად, უმაღლესი საბჭო თავისი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზეც მუშაობს, რომელიც 2016 წლიდან ისევ იზრდება.
საავტორო კინოს ბათუმის X საერთაშორისო კინოფესტივალი ოთარ იოსელიანის ფილმით ბათუმის საზაფხულო თეატრში 13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება.
9-12 სექტემბერს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 40 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს.
9-12 სექტემბერს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 40 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ვენეციის კომისიის ვიცე- პრეზიდენტებს და წევრებს; ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს.
დღეს, 10 სექტემბერს, კონფერენციის გახსნაზე სიტყვით იუსტიციის მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდნენ.
„საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტია; ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ყოველდღიურობაში გატარების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. ამ თვალსაზრისით, ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაღრმავდება.
კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის _ ის ხდება საზოგადოებრივი წრეების ინტერესის სფერო და კონსტიტუციური დებატები ინტენსიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნა კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლის ნაწილი იხილეთ ვიდეოში:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, მალხაზ ბოლქვაძე დააკავა.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მამუკა გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შუახევის რაიონში დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.