Batumelebi | შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – Batumelebi
RU | GE  

შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმში ორი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. 

 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  [მუხლი 108. განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.  [მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება]. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"