ცხრა სკოლა პირველკლასელის გარეშე მაღალმთიან აჭარაში

 

მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია ბოლო წლებში რომ გაიზარდა, ამას საჯარო სკოლებში პირველკლასელთა სტატისტიკაც მოწმობს. წელს აჭარის მაღალმთიანეთში ცხრა საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველკლასელთა რაოდენობა თითქმის 53%-ით არის შემცირებული.

საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს


საკანონმდებლო ცვლილების მოლოდინში

 

მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემა სვანეთში ისევ გადაუჭრელი რჩება. კერძოდ, 2012 წლამდე მესტიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ადგილობრივი მოსახლეობა საგრძნობლად დააზარალა; მოსახლეობას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფომ მცირე კომპენსაციებით ან სრულიად უსასყიდლოდ იძულებით ჩამოართვა. იმ დროს შექმნილი კანონმდებლობის გამო კი, ადგილობრივები დღემდე ვერ ახერხებს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას.

თუმცა, მესტიელების და მთის რეგიონების პრობლემა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადაიჭრას – საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, რაც მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას შესაძლებელს გახდის.

45 ათასი ლარი საბაევის სახლის სარეაბილიტაციო პროექტისთვის

 

ბათუმში საბაევის სახლის რეაბილიტაციისთვის 45 000 ლარი გამოყეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვაზე.

 

 

უგულავას ადვოკატი: ფარსი, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ჩაერთო

 

საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება იმის გამო ვერ გამოაცხადა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავა, როგორც სასამართლოს განცხადებაშია მითითებული, ავად გახდა. გიორგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილიამ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უწოდა ფარსი, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოც ჩაერთო:

მთავრობის მიერ გაყიდული ქუჩის ბედი გაურკვეველია

 

ბათუმში, ახალ ბულვართან, აჭარის მთავრობის მიერ გზის ნაწილის გაყიდვას მოსახლეობა დღემდე აპროტესტებს. გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის გაგრძელებაზე ის მონაკვეთი, რომელიც ადრე გზა იყო და დღეს ინვესტორის საკუთრებაშია, ამ დასახლებას კაჩინსკების ქუჩასთან აკავშირებს.  მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სამომავლოდ ქუჩები შეერთდება, თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ჩანს,  ლორთქიფანიძისა და კაჩინსკების ქუჩების შეერთება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. ბათუმის მერიამ „ქალაქის ქუჩების დაგეგმარების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“  გამარტივებული ტენდერი 10 სექტემბერს გამოაცხადა.

წვიმის გამო UNESCO-ს საიუბილეო გალა-კონცერტი პიაცადან მუსიკალურ ცენტრში გადაიტანეს

 

„მუსიკა მშვიდობისათვის“ – ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გალა-კონცერტი დღეს, 15 სექტემბერს გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოსალოდნელი წვიმის გამო ფესტივალის დახურვის გალა-კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრშია გადატანილი. ფესტივალი, რომლის დამფუძნებელია ცნობილი პიანისტი, UNESCO-ს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 10 სექტემბერს გაიხსნა. 

 

საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს აცხადებს

 

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული აღკვეთი ღონსიძიების გამოყენების ფორმა პატიმრობაში მყოფი პირისთვის – ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით თბილისის ყოფილმა მერმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვის წინ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 17:00 საათზე გამოაცხადებს დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის ყოფილი მერის საკონსტიტუციო სარჩელს.

 

პეტრე ზამბახიძე: „არჩილ ხაბაძეს პირდაპირი ეთერის შეეშინდა“

 

დღეს, 15 სექტემბერს, უმაღლეს საბჭოს ბიუროს სხდომაზე კენჭი უყარეს 17 სექტემბრის დღის წესრიგს, რომელშიც პირველ საკითხად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა და შეკითხვების დასმაა შეტანილი. დღის წესრიგს მხარი ბიუროს 9 წევრმა დაუჭირა, მათ შორის მმართველი კოალიციიდან. არჩილ ხაბაძემ კი გუშინ განაცხადა, რომ უმაღლეს საბჭოში მისვლას არ აპირებს.

ავტოავარია მსხვერპლით – სოფელი გზებზე დამცავ ჯებირებს ითხოვს

 

გასულ კვირას სოფელ დიდაჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაიღუპა ერთი ადამიანი, 25 წლის ხვიჩა ხოზრევანიძე, ხოლო მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი მგზავრი დღემდე საავადმყოფოშია მოთავსებული. სოფელში მიაჩნიათ, რომ დიდაჭარა-ღორჯომის მონაკვეთის მოასფალტების შემდეგ არსებული ვიწრო გზა კიდევ უფრო დავიწროვდა. სწორედ ამიტომ, სოფელი სახიფათო უბნებზე დამცავი ჯებირების გაკეთებას ითხოვს.

შსს-მ ბათუმში ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 

 ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რუსლან დ. დააკავეს.

15 სექტემბერი – დოკუმენტური ფილმი ემი უაინჰაუსის შესახებ, გასპარ ნოეს ”სიყვარული” და სხვა ფილმები

 

დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე, კინოთეატრს „აპოლოში“ ნახავთ: 

26 წლის პატიმრის დედა სახელმწიფოს შვილის იძულებით მკურნალობას სთხოვს


26 წლის ბექამ,  რომელიც სასჯელს მე-7 დაწესებულებაში იხდის, 11 სექტემბერს თვითდაზიანება ყელის არეში მიიღო. პატიმრის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბექა ადვოკატმა ციხეში მოინახულა, ის პროტესტის ნიშნად მკურნალობაზე უარს ამბობს. დედა სახელმწიფოს საკუთარი ხარჯებით ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვს და იძულებით მკურნალობას მოითხოვს. სასჯელაღსრულების სამინისტრო ირწმუნება, რომ ბექას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.   

ოთარ იოსელიანის მასტერკლასი – ბათუმის კინოფესტივალის II დღე

 

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში დღეს, 15 სექტემბერს, სასტუმრო “დივანში” გაიმართება შეხვედრა ცნობილ ქართველ რეჟისორ ოთარ იოსელიანთან. 

დასაწყისი 13 საათზე. 

ლევან ლეფსვერიძე – Cannes Lions-ის ბრინჯაოს ლომის მფლობელი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე

 

ლევან  ლეფსვერიძე, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და თანამფლობელი, AdBlackSea-ის სემინარული პროგრამის ფარგლებში ისაუბრებს ახალგაზრდა კრეატორების მნიშვნელობაზე სარეკლამო ინდუსტრიაში. მისი თემა  – “Smells Like Team Spirit“  ფესტივალის მონაწილეებს  მოუთხრობს, რომ თინეიჯერებს შესაძლოა აკლდეთ გამოცდილება, მაგრამ  გააჩნიათ უნარი იპოვონ მოკლე გზა სასურველი შედეგის მისაღწევად. 

“ოცნების ქალაქი”, პრობლემები და პერსპექტივები

 

„ოცნების ქალაქი“ აჭარის რეგიონში დაახლოებით სამი წელია არსებობს, ყოფითი პრობლემებითა და პერსპექტივებით. აქ სახელდახელოდ აგებულ ქოხებში ცხოვრობენ მიგრანტები  –  სოციალური, ეკოლოგიური, შრომითი, უკუმიგრირებული; ისინი ცხოვრობენ უკანონოდ, უშუქოდ, უწყლოდ, უკანალიზაციოდ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, დაკავებული ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. სწორედ მიგრანტთა გაუსაძლისი პირობები გახდა პროექტის `მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ წინაპირობა, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი `ინტელექტი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

დაკავებულია კანონიერი ქურდის ოთხი ახლობელი

 

გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში სამი მამაკაცი დააკავეს. ისინი კანონიერი ქურდის – მინდია გორაძის (მეტსახელად „ლავას-ოღლი“) ახლობლები არიან. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ბათუმის საქალაქო  სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს.

არჩილ ხაბაძე და დეპუტატები „შინაურულ“ ატმოსფეროში

 

დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.  შეხვედრას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წევრები. დახურული შეხვედრის შემდეგ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციების დეპუტატებმა კომენტარები გააკეთეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოს ეწვია.

გრანტები მიგრანტებისთვის

 

თუ ხარ ეკოლოგიური ან შრომითი მიგრანტი და გინდა გაიუმჯობესო ცხოვრების პირობები; თუ გინდა იცხოვრო დამოუკიდებლად,სახელმწიფო შემწეობის გარეშე, პროექტი ,,მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში’’ სწორედ შენთვისაა!

ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი

 

დღევანდელი ჩემი მოსაზრება ეხება ქართული პოლიტიკის უკიდურეს არათანმიმდევრულობას.  ჩვენი პოლიტიკის მთავარ პრობლემად რჩება მიზანთა არათანმიმდევრულობა და არამემკვიდრეობითობა. ჩვენი წინა თაობის ამოცანა იყო დამოუკიდებლობას მოპოვება და მათ ეს მოახერხეს, დღევანდელი დღის  ამოცანა კი მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის დაცვაა. 

BATUMI MusicFest -ს ორი გამარჯვებული ჰყავს

 

 

დღეს 14 სექტემბერს, ბათუმში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძოს მიერ დაარსებულ ფესტივალზე  – BATUMI MusicFest, ახალგაზრდა ტალანტების კონკურსში ილია ლომთათიძემ [პიანისტი] და მარიამ ობოლაშვილმა [ვიოლინო] გაიმარჯვეს. ფესტივალზე მხოლოდ ერთი პრიზი იყო დაწესებული, თუმცა კონცერტის შემდეგ ჟიურის გადაწყვეტილებით პრიზი გაიყო.  საპრიზო თანხა ათასი ლარია. 

არჩილ ხაბაძე უმაღლესი საბჭოს წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდება

 

ამ წუთებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მინისტრები აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიციაში შემავალი ფრაქციების წევრებს ხვდებიან. 

ახალი შენობა ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლისთვის

 

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ცეცხლაურში N2 საჯარო სკოლა გაიხსნა. ცეცხლაურში სკოლა 1952 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა იგი  არატიპიურ სკოლის ნაგებობას წარმოადგენდა, რადგან თავიდანვე საავადმყოფოსთვის იყო აშენებული. ცეცხლაურში ახალი სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. 

პროექტი ”უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით”

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეუძლებელია ინკლუზიის ერთიანი ეროვნული მოდელის შემუშავება.  ინკლუზია მოითხოვს თითოეული სკოლის, საზოგადოების, მთელი ერის ძალისხმევას ინკლუზიის პროცესში ინდივიდუალური მიდგომის განსახორციელებლად. 

„აპოლოში” საკონკურსო ფილმების ჩვენება დაიწყო

 

დღეს,14 სექტემბერს  კინოთეატრ „აპოლოში” საფესტივალო ფილმების ჩვენება დაიწყო.

 

Ad Black Sea – საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი

 

24-27 სექტემბერს ბათუმში პირველად გაიმართება რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი – Ad Black Sea. ოთხი ინტენსიური დღის განმავლობაში რეკლამის სპეციალისტები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, გაერთობიან წვეულებებზე, ხოლო საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე დაჯილდოვდებიან. ფესტივალის დირექტორმა ვატო ქავთარაძემ დაწვრილებით გვიამბო ფესტივალის შექმნის იდეის, სემინარული და კულტურულ-გასართობი პროგრამის შესახებ. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობას საქართველოს სარეკლამო-საკომუნიკაციო სფეროს განვითარებისათვის. 

მუსიკა მშვიდობისთვის – ელისო ბოლქვაძე დევნილი ბავშვების დასახმარებლად

 

დღეს 14 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „დივანი“-ში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, „იუნესკოს ხელოვანი მშვიდობისთვის“ ტიტულის მფლობელმა ელისო ბოლქვაძემ და იუნესკოს გენერალური მდივნის მოადგილემ ერიკ ფალტმა პრესკონფერენცია გამართეს. ერიკ ფალტი საქართველოში იუნესკოს 70-იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება. ის მუსიკალური ფესტივალის BATUMI MUSIC FEST-ს დახურვასაც დაესწრება, რომელიც ხვალ მუსიკალურ ცენტში საღამოს რვა საათზე გაიმართება. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა სირიიდან დევნილი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას მოხმარდება. 

”აჭარისწყალი ჯორჯია” მთაში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების წარმოსაჩენად

 

ენერგოკომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია” ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს – ,,შუახევიჰესს” ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში. კომპანიის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ ქალები, ისინი წამყვან პოზიციებს იკავებენ როგორც კომპანიის მმართველ გუნდში, ასევე ხელმძღვანელობენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის: პროექტების მართვა, გარემოს საკითხები, ტექნიკური პროცესები. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ქართველ თანამშრომელთაგან უმეტესობა ქალია. პროცენტული მაჩვენებლები ასე ნაწილდება – 60% ქალი, 40% – მამაკაცი. ნინო დიასამიძე კომპანიის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელია, ის კომპანიის მიერ დაფინანსებულ სოციალურ პროექტებს მართავს.

აჭარის სამ სკოლაში სწავლა დაგვიანებით დაიწყება

 

რა პრობლემები მოაგვარა აჭარის განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ და რატომ ვერ ახერხებს მუნიციპალიტეტებში არსებული რამდენიმე სკოლა ახალი სასწავლო წლის სექტემბერში დაწყებას? ამ და სხვა საკითხებზე  „ბათუმელები“  აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს სულიკო თებიძეს ესაუბრა. 

BIAFF-ი გაიხსნა [ფოტო ვიდეო]

 

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი – BIAFF  – გაიხსნა. ოთარ იოსელიანის ფილმის, „ზამთრის სიმღერა”, ჩვენება ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეფერხდა.    

იარაღის ტარების უფლება სამსახურის უფროსის მრჩეველს

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზვერვის სამსახურის სისტემაში იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ერთით გაიზარდა. მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ამიერიდან დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარ მრჩეველსაც ექნება. დაზვერვის სამსახური სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია.

ლევან კობიაშვილი ბათუმში სტადიონის გახსნას დაესწრო

 

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი გუშინ, 12 სექტემბერს ბათუმში იმყოფებოდა. მან ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ჭეიშვილთან ერთად ერთ-ერთი მორიგი სტადიონი გახსნა.

ერთადერთი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

 

  თავისუფალ სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოსთვის ეს ერთადერთი ოქროს მედალი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელშიც საქართველო 16 მოჭიდავიდთ იყო წარდგენილი. რვა მოჭიდავე თავისუფალ სტილში, რვა კი – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 

ამირან მუჯირი ფეხბურთში რჩება

 

24-წლიანი თამაშის შემდეგ, 41 წლის ასაკში, ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელმა ამირან მუჯირმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მწვანე მინდორიდან მისი გაცილება 30 აგვისტოს ქობულეთში „ჩელე არენაზე“ შედგა. ამირან მუჯირმა ბოლო მატჩი 2014-2015 წლის სეზონის ბოლოს, მაისში ითამაშა, როცა ბათუმის „დინამო“ ქობულეთის „შუქურას“ ხვდებოდა. იმის შემდეგ „მუმუ“ გუნდში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. 

სასჯელი ავტომანქანის დაზიანებისთვის

 

სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია –  ამ ქმედებაში სახელმწიფო ლევან ბაჯელიძეს ადანაშაულებს. ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს მძღოლია. ლევან ბაჯელიძემ  სხვისი ავტომანქანა საჯარიმოზე  გადატანის დროს დააზიანა.   

18,2 მილიონი ლარი ბიუჯეტში სსიპ-ებისგან

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა 2015 წლის 1 დეკემბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 18 მილიონ 200 ათასი ლარი უნდა შეიტანოს. ამ თანხის მობილიზება კი უნდა უზრუნველყონ მათთვის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებით მიღებული სახსრებიდან.

ბათუმის კინოფესტივალი დღეს ოთარ იოსელიანის ფილმით გაიხსნება

 

დღეს, 13 სექტემბერს, 19.00 სთ.-ზე ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება ბათუმის კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია. ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2015 წლის 13-20 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი – ქ. ბათუმის მერია.

Exit mobile version