Batumelebi | ბათუმში მესხის ქუჩის კეთილმოწყობა ნოემბერში დასრულდება ბათუმში მესხის ქუჩის კეთილმოწყობა ნოემბერში დასრულდება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში მესხის ქუჩის კეთილმოწყობა ნოემბერში დასრულდება

 

ბათუმის მერიის ცნობით, მესხის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. გათვალისწინებულია მესხის I ჩიხისა და I შესახვევის მოასფალტება და გარე განათების მოწყობა. ქუჩაზე შესრულდა გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები და დამონტაჟდა გარე განათების 19 ბოძი. I ჩიხში დაიგო ასფალტის საფარი და ჩატარდა მოსამზადებელი ღონისძიებები მესხის I შესახვევში, სადაც ამჟამად ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

ქუჩის კეთილმოწყობა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო და 20 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზები“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 262 ათასი ლარია.


მესხის ქუჩა. ფოტო ბათუმის მერიის ვებგვერდიდან
მესხის ქუჩა. ფოტო ბათუმის მერიის ვებგვერდიდან


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"