1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს. გადაწყვეტილება სააგენტოსთან თანხმდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს.