ნეტგაზეთი • RU

აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

 

2015 წლის 30- 31 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს, ბათუმში, 12 : 00 საათზე, ყინულის სასახლეში, კომპანია GEONET EXPO–ს ორგანიზებით გაიმართება მე-5 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა – Agro Batumi 2015.

 

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. 


ღონისძიება 30 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება ყინულის სასახლეში. ცერემონიას გახსნიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, აჭარის მოქმედი საკონსულოების გენერალური კონსულები, ქალაქ ბათუმის მერი. 


გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია 12-დან 18 საათამდე. 


Agro Batumi 2015 მეხუთედ იმართება.   მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად რეკლამირებაც გაუწიონ.


გამოფენის თანაორგანიზატორები არიან: აჭარის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის ტელევიზია. 

 



მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.