არჩილ ხაბაძე:პრობლემას ვერ ვხედავ ამ კადრების გავრცელებაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე კომენტარი დღეს მედიასთან გააკეთა. 

მთავრობის თავმდჯომარის შეფასება იხილეთ ვიდეოში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წამების კადრების გავრცელებაზე

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე კომენტარი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

იხილეთ ვიდეო

”ხელისუფლებამ თვალნათლივ დაინახა თავისი გაკოტრების რეალური სურათი”

 

22 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისთან განცხადება გააკეთა მიხეილ მახარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ. 

მთავრობის ინფორმაციით, ხიმშიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება

დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გაეცნენ. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა. 

აჭარის განათლების მინისტრი მისი მოადგილის მიერ წამების კადრების გავრცელებაზე

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მისი მოადგილის ლადო მგალობლიშვილის მიერ სოციალურ ქსელ  facebook-ში  პატიმრების წამების ამსახველი კადრების გაზიარების შესახებ კომენტარი „ბათუმელებთან“ გააკეთა. 

გაზეთ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” მიმართვა პროკურატურასა და ხელისუფლებას

 

2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას აშანტაჟებენ პირადი  ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით.

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე წამების კადრებს აზიარებს

 

წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც გუშინ უკრაინულ საიტზე აიტვირთა, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა გააზიარა შემდეგი კომენტარით: “ყველა, ვინც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს, ცალსახაა ამ მეთოდების დაბრუნებას უჭერს მხარს. რუსთავი 2-ის თითქოს (დაცვის კამპანია) ზუსტად ამ მიზნის შესრულებას ემსახურება საბოლოოდ. სააკაშვილი ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში ის აუცილებლად დაბრუნდება ქართულ ციხეში”. რა არგუმენტები აქვს მინისტრის მოადგილეს, როცა ადამიანის წამების ამსახველ კადრებს ავრცელებს, მით უფრო, რომ არ არის გამორიცხული მისი პოსტები სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლეებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი? – „ბათუმელების“ კითხვებს ლადო მგალობლიშვილმა უპასუხა.

”საქათმე” – წარწერა ენმ-ის ბათუმის ოფისზე

 

გუშინ, ღამის 4 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისს წითელი საღებავი შეასხეს და შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაწერეს. პარტიის ოფისებს საღებავები შეასხეს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

ბათუმის ახალი საზღვრები

ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი გაფართოვდა, ამჯერად ქალაქის ფართობი 6 ათასი ჰექტარია, სიგრძე კი 87 კილომეტრი.  ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოვებამდე ბათუმის  ფართობი 1600 ჰექტარს შეადგენდა.

დაკავება ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლაშა კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა პირველი ნოემბრისთვის მზად უნდა იყოს

 

საქართველოს მთავრობამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა და საბჭოს დებულება დაამტკიცა.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა 2015 წლის პირველ ნოემბრამდე უზრუნველყოს „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის საბჭოსთვის წარდგენა. მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას კი, საბჭოს წინადადებით, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

207 ათასი ლარი თოჯინების თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის

 

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასასრულებლად 207 111-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 

ბათუმის მერი კოლორადოს შტატის ქალაქ გოლდენის დელეგაციას შეხვდა

 

21 ოქტომბერს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აშშ-ს კოლორადოს შტატის ქალაქ გოლდენის დელეგაციას შეხვდა.

„დაუჭერელის ყოფნა“ – გამოფენა ბათუმში

 

„დაუჭერელის ყოფნა“ –  პეტერბურგული პერფორმანსის 20 წელიწადი“, – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“  29 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.

მერაბ ხალვაში: „უნივერსიტეტის დაარსებას ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა“

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 80 წლის იუბილე აღნიშნა. ამ უნივერსიტეტის როლი რეგიონის საგანმანათლებლო ცხოვრებაში უდიდესია. სწორედ აქედან გამომდინარე რეგიონის მცხოვრებ ბევრ ადამიანს უნივერსიტეტთან დადებითი ემოცია აკავშირებს. ძირითადად უყვართ ეს უნივერსიტეტი და ზოგჯერ აკრიტიკებენ კიდეც. ბოლო წლებში უნივერსიტეტი არ ზოგავს ძალისხმევას, თავი დაიმკვიდროს როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრმა.

ძეგლის სტატუსი სვანურ მარილს, ხორუმსა და ”ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნას

 

ცეკვა „ხორუმი“, კახური „მრავალჟამიერი“, „ლაღიძის წყლების“ დამზადების ტექნოლოგია, ქართული პოლიფონია და სვანური მარილი – ეს ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესული ელემენტებია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციასაც მიანიჭა. რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ვინ და როგორ წყვეტს ამ საკითხს? –  ამის შესახებ „ბათუმელები“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის არამატერიალური მემკვიდრეობის განყოფილების უფროსს მაკა თაქთაქიშვილს ესაუბრა.

დედა შვილის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსებისთვის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

 

26 წლის ომარ მიქელაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. ოპერაციისთვის  100 000 ლარია საჭირო. ოპერაციას 10-10 ათასი ლარით საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროები აფინანსებენ, 10 000-ლარიანი დახმარება კი ოჯახს, ომარის დედის, მირანდა თავდგირიძის თქმით, აჭარის მთავრობაში დაპირდნენ. ოპერაცია ნოემბერში უნდა ჩატარდეს, მანამდე კი ოჯახმა 70 000 ლარის შეგროვება უნდა შეძლოს, რისი საშუალებაც ოჯახს არა აქვს. 26 წლის ომარის დედა შვილის ოპერაციისთვის თანხის შესაგროვებლად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.   

ბიზნესიდეა და შანსი – 870 მოქალაქე დაფინანსების მოლოდინში

 

წელს პირველად სახელმწიფო მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის ან არსებულის გაფართოებისა და განახლების მიზნით ახორციელებს მიზნობრივ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. დაფინანსების მოსაპოვებლად აჭარის მასშტაბით სააგენტოში 491 განაცხადი შევიდა.

მოახლოებული ციტრუსის სეზონი – ენესს კვლავ მთავრობა შეისყიდის

 

არასტანდარტული მანდარინის, ე.წ. „ენესის“ 1 კილოგრამში სახელმწიფო მიმდინარე წელსაც 10 თეთრს გადაიხდის, რომელსაც ასევე 10 თეთრს დაუმატებს ციტრუსის სუბსიდირების პროგრამაში ჩართული გადამამუშავებელი საწარმო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის დაფინანსებაზე ამჯერად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან და გადამამუშავებელ საწარმოებთან.

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ბათუმის მერიას უჩივის

 

“იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში” ქალაქ ბათუმის მერიას საქალაქო სასამართლოში უჩივის, დავის საგანია ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩის #38-ში მდებარე მშენებარე კორპუსი. რელიგიური ორგანიზაცია ქალაქის მთავრობას მშენებარე კორპუსის პროექტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და უკანონო ღიობების დემონტაჟს სთხოვს. იეჰოვას მოწმეებმა მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ასევე გამოძიების დაწყების თხოვნით სამართალდამცავებს მიმართეს.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მალთაშუა დისკის მკურნალობა მინიინვაზიური მეთოდით დაიწყეს

 

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მალთაშუა დისკის პროტრუზიოს მკურნალობა დაიწყეს მინიინვაზიური მეთოდით – მალთაშუა დისკექტომია ლაზერით – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს. 

„ბათუმში ზამთარში დენი იქნება, თუმცა ავარიებიც არ გამოირიცხება“

 

ბოლო თვეების განმავლობაში ბათუმის რიგ უბნებში პერიოდულად ითიშება ელექტროენერგია. ზოგჯერ თითქმის მთელი ქალაქი რჩება დენის გარეშე, რის გამოც მოსახლეობაში გაჩნდა შიში, რომ ზამთარში ამ მხრივ სერიოზული პრობლემები იქნება. რამდენად გამართულია ქალაქის ელექტროსისტემა, რა მიზეზით ითიშება შუქი და რამდენადაა დაზღვეული მოსახლეობა ზამთარში უშუქობისგან  – „ბათუმელების“ შეკითხვებს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის დირექტორმა კახა ქიტესაშვილმა უპასუხა.

რა ელის ჯვარს ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე

 

ქონების გადაცემაზე ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის განკარგვასთან დაკავშირებით 2015 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა. საკრებულომ ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის აშენების მიზნით, ქალაქის ქონება რვამილიონიანი ტრანსფერის მიღების პირობით გადასცა აჭარის მთავრობას. 

ბათუმში ოლიმპიური სტადიონი აღარ აშენდება

 

 

აჭარის მთავრობა ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა რიგი პრობლემების გამო მთავრობა ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონს დასჯერდება. ამის შესახებ დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ განაცხადა. 

ყოფილი ქალაქის თავის დოკუმენტები საჩუქრად ბათუმს

 

დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  ნოე ჟორდანიას მთავრობის ხაზინადარის – ვასო წულაძის შთამომავალმა, ნინო ტარასაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საჩუქრად გადასცა კონსტანტინე საბახტარიშვილის დაბადებისა და ნათლობის მოწმობა, გიმნაზიის ატესტატი და ჟენევის უნივერსიტეტის დიპლომი, რაც, მფლობელის თქმით, ბათუმის ისტორიის მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი მასალაა. 

”მე გავაზიარე” – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრების წამების ამსახველ კადრებზე

 

დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძემ  პატიმრების წამების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებაზე გააკეთა განცხადება და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას კადრების გავრცელება. მისი აზრით, წამების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელება  NDI – ის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას „საეჭვოდ დაემთხვა დროში”: „ნუ გამოვიყენებთ ამ კადრებს, მე მგონი არავის სიამოვნებს ამის ყურება“ – განაცხადა ჯაბა ბერიძემ სხდომაზე. განცხადებას მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარისა და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის დაპირისპირება მოჰყვა. 

”ბოთლი მიუტანეთ ბედუკაძეს” – აქცია ენმ-ის ბათუმის ოფისთან

 

“ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან დაანონსებული აქცია მიმდინარეობს – პარტიის ოფისის წინ შეკრებილი 30-მდე ადამიანი აცხადებს, რომ პარტიის ოფისის სამუზეუმო სივრცეში  სურთ განათავსონ ბოთლი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო“. აქციაზე იმყოფება არასრულწლოვანიც, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი წარწერით: “აიკრძალოს მებოთლეების პარტია”.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბათუმის ”ნონამ” რუსეთის კლუბი დაამარცხა

 

 

  მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ჭადრაკში მიმდინარე  ევროპის ქალთა მე-20 საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართა, ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ რუსეთის სახელით მოასპარეზე კლუბი „შსმ  ლეგესი სქვეა“( SHSM Legacy Square) დაამარცხა ანგარიშით 2,5-1,5. „შსმ ლეგესი სქვეა“ ჩემპიონატში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს და მონაწილე გუნდებს შორის, სარეიტინგო ქულის მიხედვით პირველ ადგილზეა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორად ნატა ძველიშვილი აირჩიეს

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, გუშინ, 19 ოქტომბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომაზე, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორად ჟურნალისტი ნატა ძველიშვილი აირჩიეს.

„ოცნების“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი ენმ-ის საწინააღმდეგო აქცების შესახებ

 

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქციები განახლდა. უკავშირდება თუ არა ეს აქციები NDI-ის  კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“? ხომ არ აზარალებს მსგავსი ტიპის აქციები სახელისუფლო გუნდის რეიტინგს? „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს ლაშა სირაბიძე – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბათუმის საკრებულოს წევრი.

“თუ მოვლენ, აქ დავხვდებით” – ბათუმში ენმ-ის ოფისთან აქციას აანონსებენ

 

დღეს, 20 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ დღეს პარტიის ოფისში შესვლას გეგმავენ. 

ჭაობის დასახლებაში გზების კეთილმოწყობაზე ტენდერი დასრულდა

 

ელექტრონულ ტენდერში 5 პრეტენდენტი მონაწილეობდა. ყველაზე დაბალი შეთავაზება –  16 მილიონ 70 ლარი თურქულ კომპანიას ჰქონდა. გამარჯვებულს ბათუმის მერია უახლოეს დღეებში გამოავლენს. ბათუმში, ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“, ქუჩების გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისთვის ქალაქის მერიას 20 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. სამუშაოები სამი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

სათამაშოები და ატრაქციონები ქობულეთის სამი სოფლის ბაღებისთვის

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – კვირიკეს, ქვედა კვირიკესა და მუხაესტატეს საბავშვო ბაღებისთვის საქანელებსა და ატრაქციონებს (14 ერთეული) შეისყიდის. გამგეობამ 32 410 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.

145 000-ლარიანი ტენდერი 3D რუკის შესასყიდად

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს ტენდერს, რომლის ღირებულებაც 145 000 ლარია. ტენდერი ითავლისწინებს გონიოს ციხეში 12-15-წუთიანი ქრონომეტრაჟის 3D მეპინგის (რუკის) შესყიდვას თავისი აპარატურით. 

კერძო ვილაზე ესაჭიროებათ დაცვის თანამშრომელი

 

ქობულეთში, კერძო ვილაზე გვესაჭიროება დაცვის თანამშრომელი.

 

Exit mobile version