ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება


ხელვაჩაურში მაღაზიის გამყიდველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს სახელმწიფომ ბრალი დაუმძიმა, მას 20 წლამდე ანუ უვადო  პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ვერსიით, ახალგაზრდა ქალი ბრალდებულმა იმიტომ მოკლა, რომ ის ლუდის ნისიად მიცემას არ დასთანხმდა. ბრალდებულმა უარი თქვა ნაფიც მსაჯულებზე. მის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

რა გახდა სოციალურად დაუცველი 9 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

 

3 ნოემბერს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 9 წლის ლუკა ბერიძე გარდაიცვალა. ლუკას ოჯახი სოციალურად დაუცველია და ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ოჯახის წევრების თქმით, ღებინებითა და მაღალი სიცხით ბავშვი პირველად 30 ოქტომბერს მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გადასხმა გაუკეთეს. მშობლების თქმით, ბავშვს სათანადო კვლევები არ ჩაუტარეს.  „თქვეს, არაფერი არა აქვს სისხლშიო, ვირუსი აქვს შენს შვილსო. თავის დროზე რომ ბავშვისთვის სერიოზულად გადაეხედა [ექიმს] და მე რამდენიც ვთხოვე შემოსულიყო, ხომ დააკვირდებოდა ბავშვის რეაქციას“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.  რა გახდა 9 წლის ლუკას გარდაცვალების მიზეზი? – „ბათუმელები“ დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმს, ვახტანგ აფხაზავას ესაუბრა.  

მუსიკალური საღამო საზღვაო ჰოსპიტალის ორგანიზებით

 

საზღვაო ჰოსპიტალი 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით წარმოადგენს მუსიკალურ საღამოს “ექიმები არ ხუმრობენ”. კონცერტზე მონაწილეობენ თბილისელი და ბათუმელი ექიმები.

 

 

108 000 ლარი ახალშობილი ტყუპების ოჯახებს


ახალშობილი ტყუპების 53 ოჯახს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ  ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 9 თვის განმავლობაში ჯამში 108 000 ლარი გადასცა.  

ხელვაჩაურში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

 

დღეს, 4 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დაზიანებული გზის მონაკვეთის შეკეთებას ითხოვს.  

რის დაფინანსებას გეგმავს ბათუმის მერია კულტურისა და განათლების პროგრამით 2016 წელს

 

3 ნოემბერს ბათუმის მერიაში განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ქორწილში ნათესავმა ნათესავი დაჭრა

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 3 ნოემბერს ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, მამაკაცმა მამაკაცი დაჭრა. ბრალდებული და დაზარალებული ნათესავები არიან და ისინი ტაბიძის ქუჩაზე ქორწილში იმყოფებოდნენ. ჩვენივე ინფორმაციით, ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შელაპარაკების ნიადაგზე კი ბრალდებულმა დაზარალებულს – თავისივე ბიძაშვილის ქმარს – ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

აჭარის მთავრობა გიორგი კირთაძეს პასუხობს (ვიდეო)

 

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი კირთაძემ იმაზე ისაუბრა, რომ აჭარის მთავრობას, კონკრეტულად კი მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს 1 ლარად გაცემული აქვს 200 ერთეული ნაგებობა და მიწის ნაკვეთი. გიორგი კირთაძის თქმით, არჩილ ხაბაძემ ქონება 1 ლარად მისცა თავის ნათესავებსა და მეგობრებს. აჭარის მთავრობამ გიორგი კირთაძეს განცხადებით გამოეხმაურა, რომლის შინაარსსაც უცვლელად გთავაზობთ:

შს სამინისტროში არ ამბობენ, გამოკითხეს თუ არა პირი, რომელიც პოლიციაში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

 

გუშინ 20 წლის რევაზ ტაკიძემ აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქობულეთის სამმართველოს პოლიციელებმა ის ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს.  რევაზ ტაკიძე ასახელებს კონკრეტული პოლიციელების სახელებსა და გვარებს, ვინც მასზე იძალადა. 

 

ბენზეს დასახლებაში ოჯახი გაძარცვეს

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, 3 ნოემბერს, გამთენიისას, ბათუმში, ბენზეს დასახლებაში ოჯახი გაძარცვეს. ნიღბიანები ორსართულიან სახლში შევიდნენ და ფული და ოქროულობა მოითხოვეს. 

ნათია ზოიძე: ფორსმაჟორულად თანხის გამოყოფა აჩენს ეჭვებს კორუფციაზე

 

ბათუმის მერიამ წელს 350 ათასი ლარი ბათუმობის აღნიშვნაზე დახარჯა. შემოდგომის ბოლოს 400 ათასი ლარი მოულოდნელად გაჩნდა ბიუჯეტში სარეკლამო ფესტივალისთვის. ასევე, 120 ლარი გამოიყო სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე. არასამთავრობო სექტორი არ მიესალმება ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამ მოცულობის თანხის ხარჯვას პროექტებში, რომლებიც მათი შეფასებით, არაეფექტურია. ნათია ზოიძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, რეგულარულად ესწრება ბათუმის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვას. „ბათუმელები“ ამჯერად სწორედ მის შეფასებას გთავაზობთ. 

ტენდერი ოთხჯერ – ანგისის სპორტული ბაზის ასაშენებლად

 

 

  ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა დაიწყო. ამისთვის ბათუმის მერიას ოთხჯერ დასჭირდა ტენდერის გამოცხადება. სპორტული ბაზის მშენებლობისთვის ბათუმის მერია 4 899 998 ლარს დახარჯავს. მშენებლობა 2016 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

20 მილიონამდე დოლარი სესხი ბათუმში ნაპირგამაგრებისთვის

 

რამდენიმე დღის წინ ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის  სასესხო ხელშეკრულებას [„მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4“], რომლითაც გათვალისწინებულია 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფა. როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნული თანხით, ძირითადად, ქალაქ ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები დაფინანსდება.

გიორგი კირთაძე: არ ვიცი რა ხდება, ხაბაძეს ან არ ახსოვს, ან დაიღალა

 

დღეს, 3 ნოემბერს, გიორგი კირთაძემ, წინა მოწვევის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბრიფინგი გამართა და არჩილ ხაბაძე გააკრიტიკა. ოპოზიციონერის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მას 1 ლარად არც ერთი ქონება არ გაუცია, რადგან, მისივე ინფორმაციით, არჩილ ხაბაძეს  200 ერთეული შენობა და მიწის ნაკვეთი აქვს 1 ლარად გაცემული. 

„ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემა და ცვლილება კანონში

 

2015 წლის 3 ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილებით კანონიდან ამოღებული იქნა ის პუნქტი, რომელიც სავაწრო პალატას ანიჭებდა „ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემის ან/და დამოწმების უფლებას. „ევრო-1“  სერტიფიკატი საჭიროა ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით პროდუქციის იმპორტირებისას.

რა უნდა ისწავლონ სკოლების ფასილიტატორებმა

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ფასილიტატორის ტრენინგების ციკლი დაიწყო. ტრენინგის მონაწილე ფასილიტატორები გაეცნობიან მასწავლებლის თვითშეფასების მეთოდებს, ასევე ისწავლიან, თუ როგორ დაეხმარონ კოლეგებს ამ ინსტრუმენტის გამოყენებაში.

საერთაშორისო ოლიმპიადა მკვლევარი და გამომგონებელი მოსწავლეებისთვის

 

VII-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც უყვართ ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა და მათემატიკა, აქვთ საკუთარი გამოგონება  ან ინოვაციური პროექტი, წელსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაში.  მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო ვებგვერდზე www.iyipo.ge

კონფერენცია შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით შშმ პირების უფლებებისთვის

 

5 ნომებერს, 11 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება კონფერენცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის, სამოქალაქო აქტივიზმის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, ინკლუზიური განათლების, ადრეული ინტერვენციის, მედიისა და სახელმწიფოს როლის მნიშვნელობის მიმართულებით.

კინოფილმ „მევლუდის“ 30 წლისთავი – მზადება ხულოში

 

ხულოს მუნიციპალიტეტმა კინოფილმ „მევლუდის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიებისთვის მუნიციპალიტეტს 4 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. დაგეგმილია ფილმში მონაწილე მსახიობების, მათ შორის მთავარი გმირის როლის შემსრულებლისა და შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეების დასწრება  ღონისძიებაზე.

აჭარაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარაში შემოტანილია 1551 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.


ვაქცინა სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ მაღალი რისკის ჯგუფებს. 

გაზარდეთ დანაზოგი 24%-მდე!

  სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MoneyMan.ge საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს 4 ქვეყანაში. ათასობით მომხმარებელი უკვე სარგებლობს კომპანიის მომსახურებით და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სულ ცოტა ხნის წინ კი,მანიმენმა კიდევ ერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა მომხმარებლებს. დღეიდან თქვენ არა მხოლოდ სესხის აღება, არამედ ინვესტირებაც შეგიძლიათ კომპანიაში.      MoneyMan სანდო ფინანსურ პარტნიორობას გაგიწევთ და თქვენს შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. ინვესტირება შეგიძლიათ …

ბათუმში ჰაერი მტვრითაა დაბინძურებული

 

 

  მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი და ავტომობილების გამონაბოლქვი – სპეციალისტების თქმით, სწორედ ეს ფაქტორები აბიძურებს ჰაერს ბათუმში ყველაზე მეტად.

განათლების სამინისტროს გრანტები სრულმენტრაჟიანი ფილმების წარმოებისთვის


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“  პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს აჭარის რეგიონში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დასაფინანსებლად.  ერთ კინომწარმოებელზე გაიცემა,  არაუმეტეს – 80 000 ლარი. 

განქორწინებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება [ინფოგრაფიკა]

 

2014 წელს საქართველოში 9119 განქორწინება დაფიქსირდა. აქედან ბავშვის გარეშე – 1524 განქორწინება, ხოლო 3132 შემთხვევაში არ არის მითითებული ბავშვების რაოდენობა. განქორწინებულთა საერთო ბავშვების რაოდენობამ [რაც მითითებული იყო], გასულ წელს, ჯამში 6814 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში განქორწინებათა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად იზრდება. 

„ბათუმის კორპუსი“ სტიქიით დაზიანებულ სახლებს აღადგენს

 

„ბათუმის კორპუსი“ შესყიდვების ეროვნული სააგენტოსგან 203 ათას 23 ლარის ფარგლებში  გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, ამ თანხით ქ. ბათუმში 2015 წლის 25-26 აგვისტოს წვიმის შედეგად მოქალაქეთა დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და სახურავები შეკეთდება. სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართებზე: ა. კალანდაძის 102, მ. შარაშიძის ქ.№44, თოდოგაურის ქ. №29, ყადირ შერვაშიძის ქ. №50, ბათუმგორის ქ. №8, ხულოს ქ. №8 და  მარკოზ აჭარელის მე-3 შესახვევი №6.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის კომენტარი არჩილ ხაბაძის განცხადებაზე

 

დღეს, 2 ნოემბერს, აჭარის უმღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მიერ ლევან ვარშალომიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, არჩილ ხაბაძე უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს და სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში იჭრება.

28 ერთეული ტრაქტორი და 85 აგრეგატი მუნიციპალიტეტებისთვის

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დაბა ჩაქვში შპს ,,მექანიზატორის’’ სერვისცენტრის მშენობლობის პროცესს გაეცნენ. სერვისცენტრი 48 ერთეულ ტრაქტორზეა გათვლილი. 

სალიბაურში შშმ პირთათავის ადაპტირებული სკოლა გაიხსნება

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტის მიხედვით სკოლის შენობა სამსართულიანია, დაკავშირებული ცალკე არსებულ სპორტულ დარბაზთან. შენობას სრული რემონტი ჩაუტარდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვისაც. სამინისტროს ინფორმაციით, მოეწყო პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები.

ქობულეთში რუსთაველის ქუჩა ერთ მილიონ ლარად დაიგება

 

ქობულეთის მინუციპალიტეტის გამგეობას რუსთაველის ქუჩის მოასფალტებაზე ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება  1 319 590 ლარს შეადგენს. ამ წუთებში მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების მიღება.

სად იგეგმება ახალი ბაღების მშენებლობა 2016 წელს ბათუმში

 

მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, მომავალ, 2016 წელს, ფერიის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც  ბიუჯეტში 2 მილიონ ასი ათასი ლარი იქნება გთვალისწინებული.

ახალი ბიუჯეტი ძველი პროექტებით – 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია მერიაში

 

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მომავალი,  2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების  პრეზენტაცია გაიმართა.  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალი წლის ბიუჯეტი 147 მილიონ 800 ათასი ლარითაა განსაზღვრული,  როგორც მერიაში აცხადებენ, აქედან „55 პროცენტი ანუ 81 მილიონზე მეტი, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის არის გათვალისწინებული“.

თერმოინდუსტრია ბათუმშია

 

“თერმოინდუსტრია” ახალგაზრდა, ამბიციური, მუდმივად მზარდი კომპანიაა. იგი 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 1000-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი ჰყავს. კომპანიის განსაკუთრებული სიამაყე მისი თანამშრომლები არიან. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი კომპანიის წარმატებისა და მუდმივი განვითარების საწინდარია.

„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი გახდა

 

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში „მის საქართველო 2015“-ის ფინალური შოუ გაიმართა.  „მის საქართველოს“ ტიტული 24 წლის ნუკა ყარალაშვილმა მოიპოვა. 

ახალი სისტემა გამარტივებული შესყიდვებისთვის

 

2 ნოემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული ტენდერების გვერდზე სისტემის ახალი, სპეციალური მოდული – SMP გაჩნდა. სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც სურთ განახორციელონ გამარტივებული შესყიდვა, თავიანთი გადაწყვეტილება სააგენტოს სწორედ ამ მოდულის გამოყენებით უნდა შეუთანხმონ. 

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში საკოორდინაციო შტაბი გახსნეს, რომელიც საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარებას შეუწყობს ხელს. შტაბის გახსნას საქართველოს და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც ესწრებოდნენ.   

საერთაშორისო ტურნირი კრივში [ფოტო]

 

 

  ბათუმის კრივის კლუბ „Fight Center“-ის ორგანიზებით ბათუმის ცირკში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში რვა წონითი კატეგორიის 18 მოკრივე მონაწილეობდა ბათუმიდან და თურქეთის ქალაქ ტრაპზონიდან, მათ შორის გოგოებიც, ბათუმიდან ლილი ჯეილი და ტრაპზონიდან ესრა დენიზლი. მათი შეხვედრა 50 კილოგრამ წონით კატეორიაში ლილი ჯეილის გამარჯვებით დასრულდა.

Exit mobile version