სიახლეები

რეგიონული მედიიის ასოციაციამ ბათუმში არჩევნების თემაზე ტრენინგი ჩაატარა

01.11.2015
რეგიონული მედიიის ასოციაციამ ბათუმში არჩევნების თემაზე ტრენინგი ჩაატარა

 

ბათუმელ სტუდენტებს რეგიონული მედიის ასოციაციის იურისტმა პაატა ცნობილაძემ, მოწვეულ ტრენერთან – ქეთევან მამამთავრიშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზები (რა არის დემოკრატია, არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი), არჩევითი ორგანოების ფორმირება და ქვეყანაში არსებული საარჩევნო კანონმდებლობა გააცნო.

 

ტრენინგის პირველი დღე წინასაარჩევო კამპანიას, პოლიტიკური პარტიებისა თუ სუბიექტების უფლებამოსილებას, საარჩევნო უბნის გახსნიდან დახურვამდე არსებული პროცედურების გაცნობას დაეთმო.


ტრენინგი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა ბათუმში, იმიტირებული საარჩევნო პროცესით დასრულდა. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს არჩევნების იმიტაციაში და ყველა ის პროცედურა შეასრულეს, რაც საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის პერიოდამდე გრძელდება.

 

ნათია მამულაძე, სტუდენტი:  „საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული ტრენინგი იყო, ვფიქრობ, მსგავს ტრენინგებს შეუძლია შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება არჩევნებისადმი და ისე სკეპტიკურად არ შეხედონ, როგორც ახლა არის. არჩევნებზე მოქალაქეების პასიურობასაც ხომ მეტ-ნაკლებად ეს  განაპირობებს. ტრენინგზე გავიგე, რა უფლება მაქვს მე, როგორც ამომრჩეველს და რა უფლება აქვთ კომისიის წევრებს. გადავწყვიტე სამომავლოდ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო არა მხოლოდ როგორც ამომრჩეველმა, არამედ როგორც კომისიის წევრმა“.

 

ანა გოგუაძე:  „არჩევნების თემაზე ტრენინგი არასდროს გამივლია. 19 წლის ვარ და არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია, შესაბამისად ყველა ის დეტალი, რაც არჩევნებს უკავშირდება, ჩემთვის საინტერესო იყო“ .

 

ტრენინგი „რეგიონული მედიის ასოციაციის“ პროექტის – „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის“ – ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ აფინანსებს.

 

მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ.


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.