ნეტგაზეთი • RU

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩიდან გოგებაშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთამდე მოძრაობა შეზღუდულია

 

ბათუმის მერიის განცხადებით, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გამო, ათი დღის განმავლობაში, ჭავჭავაძის ქუჩიდან გოგებაშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთამდე მოძრაობა შეიზღუდება. 

 

მერიის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია გოგებაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცალმხრივი იქნება.

სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს.  




მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.