„მეკითხებიან პრემიერს თუ მივმართე – არ მიმიმართავს. რატომ? – მან თქვა, რომ არ უნდა დაისაჯონ მკვლელები, არამედ დამკვეთი. როცა ეს მოვისმინე, ყველას ვურეკავდი, მომესმა თუ ნამდვილად ასე თქვა.. შემდეგ მისი ფოტო ვნახე შვილთან ერთად და ვფიქრობდი, ჩემი ქმარიც ხომ ვიღაცის შვილი იყო? რატომ არ უნდა დაისაჯონ მკვლელები, აბა ჩვენ უნდა დავისაჯოთ?“ – ამ კითხვებზე წამებით მოკლული ბათუმელი სერჟანტის, როინ შავაძის ცოლს პასუხები არ აქვს. მკვლელობიდან შვიდი წლის შემდეგ ციცინო შავაძე ისევ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე საუბრობს და სახელმწიფოსგან რეაგირებას ელის.