წამების კადრების გავრცელებით არღვევს თუ არა „ობიექტივი“ კანონს?

 

ტელეკომპანია „ობიექტივმა“ თავის ეთერში წამების კადრების გაშვება დააანონსა და ამ კადრებს ავრცელებს კიდეც. საკითხის შესწავლის თხოვნით არასამათავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს. ჯერჯერობით კომისიას  ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია. მედიასამართლის სპეციალისტი, იურისტი ნათია კაპანაძე განმარტავს, რამდენად კანონიერი და ეთიკურია მსგავსი კადრების ეთერში გაშვება.

ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებით

 

გენდერული თანასწორობა – იყო გასულ კვირას მაღალმთიანი აჭარის სოფელ ღორჯომში ჩატარებული დისკუსიის თემა. დისკუსია გენდერზე `თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ჩატარდა.

ბათუმში თერმოინდუსტრიას შოურუმი გაიხსნა

 

 ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა # 32/34- ში „თერმოინდუსტრიას” პირველი შოურუმი ოფიციალური პრეზენტაციით გაიხსნა. გაყიდვების ოფისში ფართოდაა წარმოდგენილი უახლესი ევროპული  წარმოების  გათბობის, წყალმომარაგებისა და კონდიცირების სისტემები. ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: იტალია და გერმანია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ: იტალთერმის, ეი-ჯი-ას, ვისმანის, კარლო პოლეტის, რადიატორი 2000-ის, ფორმულის და სხვა წამყვანი ევროპული ბრენდების პროდუქცია.

 

„თერმოინდუსტრიას“ მაღალკვალიფიციური ოსტატები და კონსულტანტები ნებისმიერ მსურველს ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს, კვალიფიციურ კონსულტაციას, სისტემის უფასო პროექტირებას და გარანტირებულ ხარისხს პირდებიან.

 

ლაშა სირაბიძე: „ბათუმის წყლისა“ და მერიის ხელმძღვანელებს საკრებულოში დავიბარებთ

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა „ბათუმის წყლის“ საქმიანობა, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის კანონთან შეუსაბამო ფინანსური დარღვევები. „ბათუმის წყალი“ არის ბათუმის მერიის შპს, სადაც ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს ბათუმის მერი. „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე, ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელებს საკრებულოში დაიბარებენ:

ახალი სალარო აპარატები ბაზარზე

 

საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას ამიერიდან განახორციელებს ნებისმიერი კომპანია, რომელიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბაზარზე მონოპოლისტური გარემო იყო და მხოლოდ ერთი კომპანია – „ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ ოპერირებდა. ბაზარზე ახალი აპარატების შემოტანის მიუხედავად, მეწარმეებს მუშაობის გაგრძელება  „ძველი“, ანუ მოქმედი აპარატებითაც შეეძლებათ. 

გოგი თოფაძე: ცოტა ხანში სტალინის სურათი ყველგან დაიკიდება

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ დეპუტატს, მრეწველობის ლიდერ გოგი თოფაძეს მიაჩნია, რომ სტალინი მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველია. მან ამის შესახებ 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქშოუ „ფაქტორში“ ისაუბრა. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა

 

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი, 170-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი 22 ოქტომბერს დასრულდა. მასში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ტენდერში, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარი იყო, ყველაზე დაბალი შეთავაზება 22 172 764 ლარი დაფიქსირდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტი ტენდერის დასრულების მეორე დღეს  გამარჯვებულად დაასახელა, თუმცა კომისიას ამ კომპანიის ტექნიკური  დოკუმენტაცია შესწავლილი არ ჰქონდა. ამისთვის კომისიას 5 სამუშაო დღე აქვს, რაც პირველი ეტაპია ხელშეკრულების დადებამდე.

მუსლიმთა დავა ბათუმის სასამართლოში – ღორის თავი მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე(ვიდეო)

 

 

„ქართველ მუსლიმთა ერთობა“ , მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის თანამშრომლები და მშობლები დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
მოპასუხე მხარე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირია. ქართველი მუსლიმანები შს სამინისტროს დისკრიმინაციის შემწყნარებლობაში ადანაშაულებენ. მუსლიმები სახელმწიფოს საკუთრების, განათლების უფლების დაცვის მიზნით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ. საქმე ეხება ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პანსიონზე ღორის თავის მიჭედებისა და პანსიონატის გახსნისთვის ხელშეშლის ფაქტებს,რომელიც უკვე წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს.  “ბათუმელების” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაიტაცეს სამასი ლარი, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  

ხელბურთის ნაკრები 2017 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება

  

  5-7 ნოემბერს ხელბურთში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება თელ-ავივში. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ისრაელის, პორტუგალიისა და ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი Agro Batumi 30 ოქტომბერს გაიხსნება

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მე-5 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2015” ბათუმში, ყინულის სასახლეში სამ დღეს: 30- 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გაიმართება.  ფესტივალი  კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით გაიმართება.   

ბათუმის მერია ერთი მილიონი ლარის საახალწლო აქსესუარებს ყიდულობს

 

ბათუმის მერიამ,  ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, 2016 წლისთვის, ერთი მილიონ 419 ათას ლარად საახალწლო აქსესუარები შეისყიდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აჭარგანათებაა“.

პრემიერის განცხადება – ორასი ლარი მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე მთაში

 

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე  განაცხადა, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე – ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას; ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან; პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20%, სოციალური პაკეტი 20%-ით გაიზრდება, – ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კანონი „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აწესებს.

სასჯელი მარიხუანას მოხმარება/შენახვისთვის – რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება

 

გასულ კვირას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რის საფუძველზეც, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა, შენახვისთვის პირი „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 12-წლამდე“. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებისთვის არის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და, შესაბამისად, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი. საჩივრის ავტორის იურისტ ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეხება მოხმარებისთვის პატიმრობის აკრძალვას და არა სასჯელის სხვა ფორმებს.

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შეურაცხმყოფელი პლაკატები მიაკრეს

 

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, შეურაცხმყოფელი პლაკატებია მიკრული.  პარტიის წევრის რაულ თავართქილაძის განცხადებით, პლაკატები დილის 6 საათზე ორმა პირმა გააკრა. 

ქუჩები, რომელიც ათ დღეში გაიხსნება

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამ ქუჩაზე  საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, ჭავჭავაძის ქუჩიდან გოგებაშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩებამდე მოძრაობა შეფერხებულად ხორციელდება. 

რა სიახლეს გეგმავს „ბათუმიველო“ მომხმარებლისთვის?

 

ბათუმის ველოპარკი 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა და როგორც „ბათუმიველოს“ ადმინისტრაციაში ამბობენ, უახლოეს მომავალში ახალი ველოსიპედების შეძენა არ იგეგმება. ველოპარკში ამ დროისთვის ფრანგული წარმოების 370 ველოსიპედია, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ 23 ტერმინალში დგას. დაარსებიდან დღემდე „ბათუმიველოს“ 31 ათასზე მეტი აბონენტი ჰყავს დარეგისტრირებული. აქედან 1500-ზე მეტი აქტიური მომხმარებელია. „ბათუმიველომ“ ყველაზე მაღალი შემოსავალი – 197 ათასი ლარი, 2013 წელს მიიღო.

ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე საჯარო ლექციებს გამართავს

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 29 – 31 ოქტომბერს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციები გაიმართება. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ექიმებს შეხვდება

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 26 ოქტომბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი  ბათუმის და მუნიციპალური სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან (თერაპევტები, ემერჯენსის/მიმღების ექიმები, პედიატრები) შეხვედრებს გამართავენ. 

სასაზღვრო პოლიციამ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისa და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „MUHAMMET GUMUSTAS-4“ დააკავეს.

ხულოში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეამცირეს

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამების დაფინანსება შეამცირა. მუნიციპალიტეტის მმართველების გადაწყვეტილებით, შემცირდა ეპილეფსიით დაავადებულთა მედიკამენტებით დახმარების, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილთა დაკრძალვისთვის ერთჯერადი დახმარებისა და იმ ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამები, რომლებსაც 4-5 და მეტი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. 

ვიდეოგაკვეთილი – მასწავლებლის ახალი ვალდებულება

 

საკლასო დაკვირვება – ასე ჰქვია მასწავლებლის შეფასების ახალ ინსტრუმენტს, რომელზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს. პროექტის მიზანია ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით მეორე კატეგორიის მასწავლებელთა შეფასება. პედაგოგები მომავალი სასწავლო წლიდან ვალდებულები იქნებიან ორი ვიდეოგაკვეთილი ჩაატარონ, რომელსაც სპეციალური კომისია შეაფასებს. დადებითი შეფასების შემთხვევაში, მასწავლებელი ხუთ კრედიტს მიიღებს. კატეგორიის შესანარჩუნებლად პედაგოგებს სამი წლის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება მოუწევთ. ვიდეოგაკვეთილების ჩატარების ვალდებულება მხოლოდ უფროსი კატეგორიის მასწავლებლებს აქვთ. 

„შესაძლო გადაცდომასა“ და კორუფციაზე გარემოსდაცვით ზედამხედველობის სამსახურში

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსს ვახტანგ ღოღობერიძეს 23 სექტემბრის შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უწყების თანამშრომელთა ერთი ჯგუფის, მათ შორის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით, კერძო კომპანიები უკანონო გზით ინერტულ მასალებს – ქვიშა-ხრეშს მოიპოვებენ. საუბარია მდინარეებიდან ინერტული მასალების უკონტროლოდ და უკანონოდ ამოღებაზე. „ბათუმელების“ ამ ინფორმაციას გარკვეულწილად ადასტურებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

საჭადრაკო კლუბი ”ნონა” მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

 

 

  რამდენიმე საათის წინ დასრულდა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც საქართველოდან ერთადერთმა მონაწილე კლუბმა, ბათუმის „ნონამ“ მოიგო და მეორეჯერ დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონობა.

მარიხუანას მოხმარებისთვის მოქალაქეებს აღარ დააპატიმრებენ

 

24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიღო გადადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ 

საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

 

24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე – ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ. ბექა წიქარიშვილის სარჩელი, რომელიც მარიხუანას გამო საპატიმრო სასჯელის, დაბალი ნაკროტიკული შემცველობის მარიხუანას მექანიკური შეწონვის და 7-14 წლამდე სასჯელის არაკონსტიტუციორობას ეხებოდა. 


ანსამბლი ”ხორუმი” ფოლკლორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „ხორუმმა“ სამხრეთ კორეაში ფოლკლორის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა.   „ხორუმი“ გახდა ფესტივალის გრანპრის მფლობელი, გადაეცა მთავარი პრიზი და ფულადი ჯილდო.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეები ხიჭაურის უნივერსიტეტის ეზოში არ შეუშვეს

 

24 ოქტომბერს, 14 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები ხიჭაურში, უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლაში დისკუსიას მართავენ თემაზე: „რა არის დემოკრატია”. 

 

 

ოპერაციები გახდომის მიზნით – ბარიატრიული ქირურგია

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ორ მილიარდამდე ადამიანს ჭარბი წონა აქვს, მათგან 600 მილიონზე მეტს სიმსუქნე აწუხებს. მიიჩნევა, რომ საქართველოში ჭარბი წონის მქონე 100 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც წონის დასაკლებად ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. კლინიკა „ავერსის“ ქირურგი კახა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ასეთი ოპერაციები სულ უფრო ხშირია მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში კი მათი რაოდენობა ყოველწლიურად რამდენიმე ათეულს აღწევს. „იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვაც აფინანსებს, იგი უფრო ხელმისაწვდომი გახდა ბევრი პაციენტისთვის. ბოლო წლებში ასეთი 70 ოპერაცია მაინც კეთდება წელიწადში“, – ამბობს კახაბერ ხაჭაპურიძე. ქირურგის თქმით, ბოლო დროს საგრძნობლად გაახალგაზრდავდა ასეთი პაციენტების ასაკიც და საქართველოში ეს ზღვარი 18 წლიდან იწყება.

ბათუმის მერიამ წლის ანგარიშის სარეკლამო ვიდეორგოლის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა

 

ბათუმის მერიამ საინფორმაციო-სარეკლამო რგოლის დამზადებაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის ერთიანი სისტემის შექმნა, რაც ბათუმის განვითარების ფონდმა ტენდერით შეისყიდა, ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების დაფარვით შესწავლას არ გულისხმობს. ტენდერი მხოლოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გადაცემულ მისამართებზე და მათ მიმდებარედ არსებული შენობების შესწავლას ითვალისწინებს. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ძეგლის სტატუსის მატარებელი შენობების რიცხვი შემცირდება. ძეგლის ნიშნის მატარებელი რომელიმე შენობა კი შესაძლოა ამ სამუშაოს შემდეგაც სტატუსის გარეშე დარჩეს. დამკვეთსა და შემსრულებელს შორის შეთანხმების დეტალებზე „ბათუმელებს“ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გეოგრაფიკის“ დირექტორი გიორგი გოცირიძე ესაუბრა.

57 წლის ნათელა, ძროხის, მიწისა და შემწეობის გარეშე

 

ნათელა შაინიძე 57 წლისაა. ის აჭარის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში, თხილვანაში ცხოვრობს. მარტოა მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდაეცვალა. ნათელას შვილები არ ჰყავს, მას ოჯახის წევრები ვერ გამოუცვლიან სახლის სახურავს, რომელიც ყავრითაა გადახურული და უკვე იმდენად არის მომპალი, რომ „როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნით“. მართალია, ჰყავს მეზობლები, მაგრამ მათ ხარჯზე რომ იცვამს და იკვებება, ესეც ძალიან აწუხებს და სახურავის გამოცვლა ვის უნდა სთხოვოს?! ეგეც რომ არ იყოს, სოფელში ყველა უჭირს თავის გატანა. 

ბრალდებული ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ რ.ჯ-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა ექიმების რეკომენდაციით იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა. ყოფილი პატიმარი 6 თვის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იქნება მოთავსებული.

რუსუდან გორდეზიანის შეჩერებული რეკორდი

 

 

 რუსუდან გორდეზიანს წელს ცურვაში მსოფლიო რეკორდი უნდა დაემყარებინა. მას სურდა 250 კილომეტრი შეუჩერებლად გადაეცურა თურქეთის ქალაქ ესპიედან სარფამდე.

2015-10-23 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფრომაციით, ამ დროისთვის ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 160-მდე ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის ყველაზე მეტი – 136 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 6 – ნიშანში დგომის, 13 – ტროტუარზე დგომის და 2 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო.

დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადება ტელეკომპანია”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ელეკომპანია”რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ თემაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

Exit mobile version