ბათუმში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა კომისიამ განიხილა

 

დღეს ბათუმის მერიაში ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედი კომისია შეიკრიბა, რომელმაც ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა განიხილა. გეგმა ნარჩენების სეპარირებული მართვის საპილოტე პროგრამას მოიცავს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საპილოტე უბნად – ძველი ბათუმი განისაზღვრა. 

ყოველ პარასკევს – ულიმიტო ბუფეტი 35 ლარად ”ჰილტონ” ბათუმში


ყოველ პარასკევს, 20-დან 23 საათამდე „ჰილტონ” ბათუმში მდებარე რესტორან „პელიონში”, პირველ სართულზე, ქართული კერძების ულიმიტო ბუფეტი გელით.  

 

ტელეფონი: [0422] 22 22 99 

ახალი სახეები და ვაკანსიები აჭარის მთავრობაში

 

მერიიდან წასვლის შემდეგ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე  აუდიტორულ კომპანიაში „აჭარა ელიტ აუდიტში“ მუშაობს. დაახლოებით ერთი თვის  წინ მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ ახალ ვიცე-მერს უახლოეს დღეებში წარუდგენდა საზოგადოებას. ამ დრომდე ვიცე-მერის პოსტი არავის დაუკავებია. ბოლო ორი თვის განმავლობაში მერიიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში კიდევ ორმა თანამდებობის პირმა გადაინაცვლა. ვაკანსიების შევსებაზე კონკურსს სხვა სამთავრობო სტრუქტურებშიც აცხადებენ. 

რა ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში

 

ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება. სწორედ ამ ფონდის ბიუჯეტი  ხმარდება ოჯახში ძალადობის მხვერპლი ქალების თავშესაფრებს, რომლებიც ქვეყანაში სულ ოთხია. გასულ წელს თავშესაფრით 114-მა  ქალმა ისარგებლა, მათ შორის 67-მა არასრულწლოვანმა. მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფო დღეში 10 ლარს ხარჯავს. არასამთავრობო სექტორი პოზიტიურად აფასებს კანონში შესულ ცვლილებას, ომბუდსმენი კი მსხვერპლებისთვის თავშესაფარში მოთავსების ვადის გაზრდას ითხოვს. 

რატომ იზრდება ავტოავარიების რიცხვი? – 514 გარდაცვლილი ერთ წელიწადში

 

ნოემბრის მესამე კვირა ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. კონფერენციაზე, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში გაიმართა, შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რატომ იზრდება ავტოკატასტროფების რაოდენობა ქვეყანაში და რა არის გამოსავალი? – თემაზე „ბათუმელებს“ კონფერენციის ორგანიზატორი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია ქობალია ესაუბრა. 

ქედის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

 

 

  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოების საკითხი განიხილა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მომავალი წლის ქედის ბიუჯეტის გეგმა 8 მილიონ 638 500 ლარია. 

აქცია გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე წიგნების მაღაზიაში

 

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზიას ახალი შემოთავაზება აქვს: მყიდველს, რომელიც წიგნს შეიძენს, შეუძლია ამ წიგნის  ღირებულების 10%-ის ფარგლებში შეარჩიოს სხვა წიგნი ან მისთვის სასურველი საკანცელარიო ნივთი და მიიღოს იგი საჩუქრად. აქცია 19 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

აჭარის უმაღლესი საბჭო ავტომანქანას ყიდულობს

 

აჭარის უმაღლესი საბჭო მსუბუქი ავტომანქანის შესასყიდად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 400 ლარია. 

„კრიტიკული მეგობარი“ – რა ევალება ფასილიტატორს სკოლაში?

 

ფასილიტატორი სკოლებში არსებული მასწავლებელთა პროფესიული შეფასების ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი წევრია. მისი ვალდებულებების ჩამონათვალი ვრცელი და შრომატევადია. კონკრეტულად რა ევალება ფასილიტატორს და რა არის მისი მთავარი მოტივაცია კოლეგების პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვის პროცესში? „ბათუმელები“ ამ თემაზე მე-16 საჯარო სკოლის ფასილიტატორს, მასწავლებელთა სახლის ტრენერს, ია კუპრაძეს ესაუბრა. 

მერიის განმარტება აღმზრდელის გათავისუფლებაზე, რომელმაც ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

 

ბათუმის #6 ბაღის აღმზრდელის, ნათია ცინცაძის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გუშინ, 18 ნოემბერს, თავად ნათია ცინცაძეზე დაყრდნობით გაავრცელა. ნათია ცინცაძე მიიჩნევს, რომ ის ბავშვზე ძალადობის გასაჯაროებისთვის დასაჯეს. გუშინ ამ საკითხზე მერიას განმარტება არ გაუკეთებია. ბათუმის ვიცე-მერი, ალექსანდრე მითაიშვილი ამ საკითხზე „ბათუმელებს“ დღეს, 19 ნოემბერს, ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს ვიცე-მერთან, რომელიც მერიაში ბაღების კურატორია:

შსს-მ ქობულეთში მდებარე იმ სასტუმროს მეპატრონე დააკავა, სადაც სამი მოზარდი ხანძარს ემსხვერპლა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში ქობულეთში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინა, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა და ბრალდებული პირი დააკავა.

საკრებულოს თავმჯდომარეები ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებად

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის საქმიანობას შუახევსა და ქედის მუნიციპალიტეტში კვლავაც ყოფილი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ანუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარები შეასრულებენ. ეს გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა გუშინ, 17 ნოემბერს  ჩატარებულ პარტიულ ყრილობაზე მიიღეს. 

წყლის ახალი ონკანები ბათუმის ქუჩებში

 

ბათუმის მერია ბათუმში, ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის ონკანებს ამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალებს თავად მერია ავრცელებს.

ადაპტირებულია თუ არა სკოლები აჭარის მთიანეთში შშმ მოსწავლეებისათვის

 

მაღალმთიანი აჭარის სოფლის სკოლებში  სპეციალური საჭიროების მქონე 84 ბავშვი სწავლობს. მათი უმრავლესობა დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეა. რამდენად ადაპტირებული სასწავლო გარემოა ინდივიდუალური სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამით მოსარგებლე ბავშვებისთვის მაღალმთიანეთში და აკმაყოფილებს თუ არა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურა სტანდარტებს?

ორი იმპერიის სამართალი აჭარაში – ყადი მოსამართლედ

 

თუ მე-19 საუკუნის მოგზაურების მიერ შეგროვებულ ცნობებს დავუჯერებთ, იმ პერიოდში, როცა აჭარა ლაზისტანის საფაშოს შემადგენლობაში იყო, სამართალს აქ უფრო სამოქალაქო ინსტიტუტები ადგენდნენ, ვიდრე მოსამართლე, რომელსაც ყადი ეწოდებოდა. მოგზაურობით კი მაშინ აჭარაში საკმაოდ ბევრმა იმოგზაურა. იმოგზაურებდნენ, აბა რა – ყველას აინტერესებდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ახალშემოერთებულ ტერიტორიაზე რა და როგორ ხდებოდა. შესაბამისად, ჩანაწერებიც საკმარისად არსებობს. ამ ჩანაწერების ავტორთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის „თურქული ენა გამართულად მხოლოდ ვაჭრობის მიმდევარმა აჭარლებმა იციანო“.

გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

 

ბათუმის #6 საბავშვო ბაღში ძიძის მიერ 4 წლის ბავშვისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის დაწყებაზე მოკვლევა ბაღების გაერთიანებამ დაასრულა. პედაგოგი ნათია ცინცაძე, რომელმაც ტელეფონით გადაიღო და დირექტორს წარუდგინა ძიძის მიერ ბავშვის შეურაცხყოფის ფაქტი, დისციპლინურმა კომისიამ სამსახურიდან დაითხოვა. 

რას უპირებს მთავრობა აგრარულ უნივერსიტეტსა და უმაღლეს საბჭოს

 

არჩილ ხაბაძის თქმით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კონკრეტულად კი, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. სანაცვლოდ უნივერსიტეტი მიიღებს ჩაქვში მდებარე უმაღლესი საბჭოს შენობას, ხოლო უმაღლესი საბჭო სამუშაოდ ბათუმში დაბრუნდება, რისთვისაც აჭარის მთავრობა ახალი შენობის აშენებას გეგმავს.

ხაბაძე: არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპანიის უკან ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყოს

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 18 ნოემბერს დაადასტურა, რომ გასხვისდა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ტერიტორიის ნაწილი მწვანე კონცხზე, სადაც ახალი მფლობელი 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ეს ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. 

ამერიკელი ექიმები კოლეგებს ბავშვთა გულის მანკების მართვის გაიდლაინებს გააცნობენ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, 3 საათზე, ბათუმში დაიწყება სამდღიანი კონფერენცია, სადაც ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები განიხილავენ ბავშვებში გულის თანდაყოლილი მანკების მართვის წესებს უახლესი სამედიცინო გაიდლაინებით და ახალშობილებში ნევროლოგიური პრობლემების მენეჯმენტს. 

220 ათასი ლარი გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვისთვის

 

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 220 ათასი ლარი გადაეცემა. გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს დატოვა. აქედან 5 წლის შემდეგ კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი.


კვირის ბოლოს აჭარაში გამოიდარებს

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით 19 ნოემბრიდან ბათუმში გამოიდარებს და  დათბება.  19 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა ბათუმში +4 , +16 გრადუსი იქნება, შაბათ-კვირას კი [21-22 ნოემბერი] +9 , +20 გრადუსი.    

შსს-ს შეკვეთილი ვახშამი რესტორნებში და გაურკვეველი სტუმრები

 

შსს-ს ცენტრალური აპარატის მიერ 2013-2014 წლებში გაწეულია 2,9 მილიონი ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი, თუმცა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას ზოგიერთ შემთხვევებში გაურკვეველია სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. აუდიტის დასკვნით, მთელი რიგი შეუსაბამობებია სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვებისა თუ სხვა საქმიანობის დროსაც.

”არც არაფერი” – ვინ როგორ დაეხმარება ომარ როდონაიას

 

„არც არაფერი“ – ეს ბანკის მონაცემების დანიშნულების ველში ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩაწერა. სწორედ მან გადაურიცხა ომარ როდონაიას 150 ლარი, მას შემდეგ, რაც „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას გაეცნო. ომარ როდონაიას ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან. ვნახოთ, რას შეცვლის ეს გამოხმაურება თავად ომარისთვის.

ქაღალდზე დასრულებული პროექტები

 

ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხელახალი ტენდერის გამოცხადება ობიექტის ჩაბარების შემდეგაც ხდება საჭირო. კომისია ობიექტს იბარებს, რამდენიმე თვეში კი ტენდერი იმავე ობიექტის შესაკეთებლად ისევ ცხადდება და, შესაბამისად, თანხაც იხარჯება. საკრებულოს ოპოციზია გამგეობას აკრიტიკებს, თუმცა ქედის გამგეობაში პრობლემას ვერ ხედავენ.

ქონების კარუსელი აჭარის მთავრობაში – სასტუმრო მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე

 

მწვანე კონცხზე, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, რომლითაც  ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი სარგებლობდა, სასტუმრო კომპლექსი აშენდება. გამორიცხული არ არის ის ადგილიც გაიყიდოს, რომელზეც სასწავლებლის შენობა დგას. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ეს შენობა, სავარაუდოდ, ამორტიზებულია. სანაცვლოდ  აჭარის მთავრობა უნივერსიტეტს ჩაქვში უმაღლესი საბჭოს შენობას სთავაზობს. შენობათა გადანაცვლებაში ყველაზე გაურკვეველ სიტუაციაში უმაღლესი საბჭოა, რომელიც მთავრობას „ქალაქში გადმოყვანას“ სთხოვს. ტერიტორია, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ბიზნესჯგუფმა იყიდა.

შსს-მ ბათუმში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო

 

შს სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ლაშა კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

შსს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესში ერთვება

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო კი, სუბსიდიის სახით,  1 კგ-ზე 10 თეთრს გასცემს  იმ კომპანიებზე, რომლებიც 2016 წლის პირველ თებერვლამდე ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ მანდარინს 20 თეთრად შეისყიდიან. მთავრობა ენესის ჩაბარების ღონისძიებებისთვის 2 მილიონ ლარს გამოყოფს.

ფინანსთა სამინისტროს პასუხი 72 108 128 ლარის შემოწირულობაზე

 

„ბათუმელებში“ გამოქვეყნდა წერილი: „72 108 128 ლარი – კერძო პირების შემოწირულობა მთავრობას“, რომელიც ბიუჯეტში კერძო იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიერ შეტანილ თანხებს ეხებოდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია თუ ვის მიერ იქნა ბიუჯეტში აღნიშნული თანხები გადარიცხული და რას მოხმარდა ეს თანხა. ჩვენს  მიერ, 19 ოქტომბერს, ხელახლა გაგზავნილ წერილს სამინისტრომ 16 ნოემბერს უპასუხა.

ლიმიტი გაიზარდა – მიიღეთ 1200 ლარი 15 წუთში!

 

მანიმენი კიდევ ერთ სასიხარულო სიახლეს სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებლებს: დღეიდან, სხვა უპირატესობებთან ერთად, გაზრდილი ლიმიტითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ! თითოეულ ჩვენგანს განუცდია უხერხულობა მეგობრისთვის ფულის თხოვნისას და ხშირად საჭირო თანხის შესაგროვებლად რამდენიმე მეგობრის შეწუხებაც კი დაგვჭირვებია. ამიტომ, სანამ ფულის მიღების გზებზე ფიქრს დაიწყებდეთ, გაიხსენეთ, რომ არსებობს MoneyMan.ge, რომელიც ყოველთვის მზადაა სანდო ფინანსური მეგობრობა გაგიწიოთ და სასურველი თანხა 15 წუთში, საუკეთესო პირობებით ჩაგირიცხოთ. 

17 ქალი აჭარიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარიდან ქართულ ჯარში სულ 17 ქალი მსახურობს.  ჯარში ქალებისთვის მაღალი სამხედრო წოდებისა და თანამდებობის შეთავსება არ არის შეზღუდული. კაპრალი ნატო კობალაძე ამბობს, რომ მაღალი წოდების მქონე ქალები ქართულ ჯარშიც არიან, მაგრამ მათი რიცხვი მცირეა.

მალე ბათუმში ტერფის პრობლემების მქონე პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პოდიატრიული მომსახურება

 

არასამთავრობო ორგანიზაცია  “ველფეარ ფაუნდეიშენი”, დიაბეტის მსოფლიო ფონდის (WDF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება“, რომლის მიზანია საქართველოში დიაბეტური ტერფის პრევენცია, მისი მოვლისა და მკურნალობის გაუმჯობესება და ახალი სერვისის _ პოდიატრიული სამსახურის დანერგვა საქართველოს 6 რეგიონის 11 სამედიცინო დაწესებულებაში. მათ რიცხვში შედის ქალაქ ბათუმის 2 დაწესებულება: საზღვაო ჰოსპიტალი (მის: მელიქიშვილის ქ. 102) და ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრი (მის: პუშკინის ქ. 118).

ბათუმი – შავი ზღვის კულტურული პორტი

 

ბათუმი გასული წლიდან ჩართულია ევროკავშირის შავი ზღვის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის პროექტში – `ლიმენი. კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე“. ((Limen. Cultural Ports from Aegean to the Black Sea www.limenproject.net) პროექტი უნიკალურ სამომავლო შესაძლებლობას აძლევს ბათუმს, მოიპოვოს „შავი ზღვის კულტურული პორტის“ სტატუსი და რეგიონის კულტურული ტურიზმის ცენტრად იქცეს. პროექტის ორგანიზატორია ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი). 

ხელვაჩაურის ”მაჭახელას” ფეხბურთელი მოკლეს

 

 

  15 ნოემბერის გამთენიისას, თბილისში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთაში ხელვაჩაურის „მაჭახელას“ ფეხბურთელი თენგო ფერცელიძე მოკლეს. 

WADA-მ სპორტსმენებისთვის აკრძალული პრეპარატების სია განაახლა

 

 

  მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა 2015 წლის 16 სექტემბერს 2016 წლის აკრძალული პრეპარატების სია დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა. ეგრეთ წოდებული „აკრძალული სია“ აერთიანებს იმ პრეპარატების ჩამონათვალს, რომლებზეც მსოფლიო მასშტაბით დაწესებულია რეგულაციები, შეზღუდვა და აკრძალვა სპორტმსმენების მიერ მათ გამოყენებაზე. 

ბათუმელი საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში

 

 

  26 წლის საერთაშორისო დიდოსტატი მირანდა მიქაძე პატარაობიდან თამაშობს ჭადრაკს. შემდგომში თამაში გაგრძელების ერთ-ერთი სტიმული ნონა გაფრინდაშვილთან ყაიმით დამთავრებული შეხვედრა გახდა. ის აჭარის ნაკრების წევრი და ამავდროულად ორგზის ევროპის ჩემპიონი კლუბის – „ნონას“ მოთამაშეა.

სოფელი ნიგაზეული [ფოტო]

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგაზეული მესხეთის ქედის სამხრეთით, მდინარე აჭარისწყლის მარჯვნივ მდებარეობს. ის ზღვის დონიდან 800 მეტრზეა გაშენებული. სოფლიდან დაბა შუახევამდე მანძილი კი 13 კილომეტრია. სოფელში არის სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები.

Exit mobile version