2015-11-24 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე


სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს, ამ დროისთვის ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 427 ადამიანია დაჯარიემბული.

ოთხი ქორწინება და ერთი იძულებით გათხოვების მცდელობა

 

 

2015 წელს აჭარაში არასრულწლოვანთა ქორწინების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, ერთი კი  – იძულებითი ქორწინების მცდელობის. ხუთივე  შემთხვევა არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდება. რა ცვლილებას გეგმავს სახელმწიფო არასრულწლოვანთა ქორწინების შესაჩერებლად?

შსს-ს განცხადება: სავიზო კონტროლი გამკაცრდა

 

შს სამინისტრომ დღეს, 24 ნოემბერს, სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 17 პირი დააკავა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც დღეს გავრცელდა, სარფში,  საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, 17 პირი დააკავეს. განცხადებას ამის შესახებ შს სამინისტრო თავის ვებგვერდზე ავრცელებს:

ტარიელ ნაკაიძე: ეს საკმაოდ სახიფათო ვიდეოა, ამ თემაზე მხოლოდ აღშფოთება საკმარისი არ არის

„ეს საკმაოდ სახიფათო ვიდეოა, რადგან ყურანის ციტირებისას თავისებურ ინტერპრეტაციას ოსტატურად იყენებს და ძალადობისკენ მოუწოდებს. ეს საკმაოდ რთული კონცეფციაა და ამიტომ მნიშვნელოვანია სერიოზულად დაუპირისპირდნენ მას სწორი ციტატებით მუსლიმი წინამძღვრები. ამ თემებთან მიმართებაში მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება საკმარისი არ არის. მუსლიმი თემი და განსკაუთრებით წინამძღვრები პროცესში ქმედებებით უნდა ჩაერთონ, რათა მრევლს ინფორმაცია მიაწოდონ და სწორად აუხსნან წმინდა წერილის სიტყვები. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც…”, – ასე ეხმაურება „ნეტგაზეთთან“ საუბარში ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ISIS-ის ოფიციალური არხით გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას.

ერთ-ერთი პირი, რომელიც საქართველოს ISIS-ის სახელით ემუქრება ხვიჩა გობაძეა

დღეს, 23 ნოემბერს, ქართულ ენაზე გავრცელებულ ვიდეოში, რომლითაც საქართველოს მოქალაქებს სისხლისღვრით ემუქრებიან, მოსაუბრეთაგან ერთ-ერთი პირი ხვიჩა გობაძეა.

სარაგბო კლუბი „ბათუმი“

 

რატომ რაგბი?

ბოლო წლებში ქართული სპორტის წარმატებაზე თუ ვინმე ისაურებს, აუცილებლად ახსენებს იქ ქართული რაგბის მიღწევებსაც. 

პარტნიორობა ენების სრულყოფილი სწავლებისათვის

 

უცხო ენის შესწავლა ყველა დროში აქტუალური იყო. ენა კომუნიკაციის საშუალებაა როგორც კერძო, ასევე კულტურის, ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროებში. გარდა ამისა, უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული კარიერისათვის დღევანდელ მსოფლიოში. სხვა ენათა გვერდით გერმანული ენის ცოდნა განსაკუთრებულ უნარად მიიჩნევა. ვინც გერმანული ენის შესწავლაზე აკეთებს არჩევანს, მას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობები, მიაღწიოს წარმატებას. გერმანულენოვან ქვეყნებს უმდიდრესი ტრადიციები გააჩნიათ განათლების დარგში. ისინი მსოფლიოში განთქმული არიან სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით.  

ილია გოგიტიძე ჩემპიონია

 

ოქროსფერვარსკვლავებიანი წითელი ხალიჩა, საზეიმოდ მორთული ფოიე, მეგობრები სპეციალურად მომზადებული პლაკატებითა  და ქართული დროშებით, გამარჯვების ჰიმნის ფონზე წარმატებების ამსახველი ფოტომასალა სლაიდზე, ღიმილი,  გაბრწყინებული თვალები და ოვაციები – მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა სკოლაში დილით მისული ილია გოგიტიძისათვის.  დაბნეული, გაოცებული  თვალებით  იცქირებოდა ქეთ-იქით და როცა მეგობრები გულწრფელი სიყვარულით შემოეხვივნენ მორიგი გამარჯვების მისალოცად, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ყველაფერი  მისთვის იყო მოწყობილი. საქმე ისაა, რომ მან რამდენიმე დღის წინ სლოვენიაში ფიგურულ სრიალში გამართულ საერთაშორისო  რეიტინგულ ტურნირზე – Celje  2015 პირველი ადგილი მოიპოვა. 

გამგებლის მოადგილის ვაკანტური თანამდებობა

 

გასული წლის ივლისიდან გამგებლის მოადგილის პოზიცია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურია. საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული პოზიცია კონკურსს არ ექვემდებარება და გამგებლის მოადგილის დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება ერთპიროვნულად მუნიციპალიტეტის გამგებელს აქვს.

 

ვინ და როგორ მართავს სტიქიას აჭარაში

 

სოფლის რწმუნებული უკავშირდება საგანგებო შტაბს, რომელსაც მუნიციპალიტეტი სტიქიური მოვლენების გამომწვევ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით ქმნის. დამატებითი ძალების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის შტაბი საქმის კურსში აყენებს სამთავრობო შტაბს, რომელიც სიტუაციის გაკონტროლებას მთელი რეგიონის მასშტაბით ცდილობს. რეგიონში მოქმედი ყველა სამაშველო სამსახური კი, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ექვემდებარება. 

„მწოლიარე პოლიციელებს“ რადარებით არ ჩაანაცვლებენ

 

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე წლის განმავლობაში ყოველთვის ხდება რამდენიმე ისეთი ავტოავარია, რომელიც ადამიანების მსხვერპლით სრულდება. ავარიები, ძირითადად, გადამეტებული სიჩქარით არის გამოწვეული. გასულ წელს მაგისტრალზე 36 სიჩქარის შემანელებელი, ეგრეთ წოდებული „მწოლიარე პოლიციელი“ მოაწყო სახელმწიფომ. მათი დიდი ნაწილი უკვე აყრილია. ქედის გამგეობა ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე მათ ნაცვლად რადარების დამონტაჟებას გეგმავდა, თუმცა წელს ამ პროექტის განხორციელებას ვეღარ ახერხებენ.

ნარჩენები და დასაწყობებული ურნები სოფლებში

 

ხელისუფლებას სოფლებში ნარჩენების მართვაზე კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს გაწერილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კი, მწირი ბიუჯეტის გამო, პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებენ. ვიდრე ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას დაიწყებს, მოსახლეობა ნაგავს სოფლის მდინარეებსა და ხევებში ყრის.

25 748 ლარი შვიდი სალონური საღამოსთვის ბათუმში

 

მუსიკოსები – ზვიად ბოლქვაძე, რევაზ კიკნაძე, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, სპორტული ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი, მხატვარი ნინო ნიჟარაძე, მწერალი სანდრო ბერიძე და ახალგაზრდა პოეტები იმ სალონური საღამოების სტუმრები იქნებიან, რისთვისაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. მუსიკალურ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ატარებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ხასიათს  და მათი წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია. 

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

 

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ხასანას“ სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. სასტუმროს მეპატრონე  ზაზა ართმელაძე პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა. 

სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

 

მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სასწავლებლად დაფინანსების მოპოვების მსურველებს გაცნობებთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა, რომელიც მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში და არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი მსოფლიოში, დაიწყო განაცხადების მიღება 2016/2017 აკადემიური წლისათვის 50 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში:

გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი AUBG ბულგარეთში

 

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი AUBG ბულგარეთში აცხადებენ მიღებას 2016-2017 აკადემიური წლისათვის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

ნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიო ჩემპიონია

 

  ქართველმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 74 წლის ასაკში.

ახალშენში ხანძარია

 

22 ნოემბერს, საღამოს, სოფელ ახალშენში ხანძრის კერა გაჩნდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“  ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგნგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ დაუდასტურა. 

რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

 

ლიტერატურული კლუბი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში 2008 წლიდან არსებობს. კლუბის კურატორია ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც კლუბის წევრებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარება. 2012 წელს კლუბმა სასკოლო კლუბების შეჯიბრში გაიმარჯვა და პრიზად აღებული სამი ათასი ლარით ისტორიული ტაო-კლარჯეთი მოინახულა. ცოტა ხნის წინ კი კონკურსის „წიგნი ხე“-ს გამარჯვებულები გახდნენ და კახეთში ლიტერატურულ ფორუმზე გაემგზავრნენ. რა შეცვალა მოზარდებში ლიტკლუბმა და როგორ ყალიბდება მათი ლიტერატურული გემოვნება? 

დაგირავებული ”ინტურისტი” და ჰოლდინგი ”მეტრო”

 

 

  სასტუმრო „ინტურისტში“ რამდენიმე დღის წინ პროექტ „მეტრო სითის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში ახალ ბულვართან ახორციელებს. ამ კომპანიის მფლობელმა – თურქულმა „მეტრო ჰოლდინგმა“ კი, რამდენიმე თვის წინ, „ბათუმი ინტურისტის“ 50% წილი შეიძინა. სასტუმრო „ინტურისტთან“ დაკავშირებული კომპანიები საჯარო რეესტრში ცვლილებებს ვერ არეგისტრირებენ, ვინაიდან მთელი ქონება იპოთეკითაა დატვირთული.

ბათუმის მერია შადრევნებს არემონტებს

 

 

  ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმთან მდებარე შადრევნების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შადრევნები მუზეუმის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მდებარეობს.

ხილის გამოფენა ღია ცის ქვეშ

 

 

  22 ნოემბერს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში (ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე), ღია ცის ქვეშ, ხილის გამოფენა გაიმართება.

ქობულეთის ”შუქურას” ვალები

 

 

  ქობულეთის „შუქურაში“ ფეხბურთელებს ხელფასები ოთხი თვის დაგვიანებით,  ოქტომბერში ჩაერიცხათ. კლუბის დირექტორის განმარტებით, ამის მიზეზი „წყვეტილი დაფინანსებაა“. კლუბს აღარც დეკემბრის გასაცემი ფული აქვს. გარდა ამისა, „შუქურას“ მასპინძელი თურქეთის, საქართველოს ფედერაციისა და ბრაზილიური კლუბის ვალიც დაუგროვდა. საერთო ჯამში, ეს თანხა 330 000 მეტი ლარია.  გარდა ბრაზილიული კლუბის ვალისა, რომელიც 21 ათას დოლარს შეადგენს, კლუბი ამ თანხას ისევ მთავრობისგან ითხოვს.

2015-11-21 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ამ დროისთვის ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 142 ადამიანია დაჯარიმებული. 

პაატა შამუგია: დღეს მხოლოდ სკეპტიკოსი შეიძლება იყოს მართალი


“ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” – ასე ეწოდება მხატვარ ლია უკლებას ნახატს, რომელიც თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა ნამუშევრებთან ერთად გამოიფინა და ჯერ სტუდენტების ერთი ჯგუფის, შემდეგ კი საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. თემას გამოეხმაურა საპატრიარქოც, ილიამ მეორემ ნახატს „სარწმუნეობის შეურაცხყოფა“ უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოში მსგავი ტიპის პროტესტს ვხვდებით. პაატა შამუგიას „ანტიტყაოსანი“, ლაშა ბუღაძის „პირველი რუსი”, ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობა“ – ეს ის ნაწარმოებებია, რომლებმაც საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია მათი გამოქვეყნებისთანავე. რა არის მსგავსი მიუღებლობის მიზეზი და რატომ არის აუცილებელი ხელოვანი საზოგადოებრივი გავლენებისგან თავისუფალი იყოს მუშაობისას – ამ თემაზე “ბათუმელები” ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატს, პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა. 

სპორტის ახალი სახეობა საქართველოში

 

 

  13 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში აჭარის ღია პირველობა ჩატარდა ფუტნეტში. მასში 10 გუნდი და სულ, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან 50-მდე მოთამაშე მონაწილეობდა. პირველი ადგილი გუნდმა „აჭარლებმა“ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა „ბენზე“. ტურნირი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა 3000 ლარით დააფინანსა. ფუტნეტის აჭარის პირველ ღია პირველობას კი საქართველოს ფუტნეტის ასოციაცია უწევდა ორგანიზებას. „ბათუმელები“ ფუტნეტის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტს ირაკლი ღლონტს ესაუბრა.

გადარჩენილი შველი მტირალას პარკში გაუშვეს

 

 

 გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოცელ ქედქედში მოქალაქეებმა წყალმიმღებთან ჩავარდნილი შველი იპოვეს. 

სოციალურად დაუცველ ოჯახს ოთხი თვეა დახმარება არ მიუღია

 

 

  ცოლ-ქმარი ჯამბულ ბერიძე და ლიკა სანიკიძე ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“, ბარაკ #97-ში ცხოვრობენ. ისინი სოციალურად დაუცველთა სიაში არიან, თუმცა, როგორც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგზე განაცხადეს,  ოთხი თვეა სოციალური დახმარება არ მიუღიათ, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. 

2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა შუახევის საკრებულოში

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილა.

რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

 

ლიტერატურული კლუბი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში 2008 წლიდან არსებობს. კლუბის კურატორია ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც კლუბის წევრებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარება. 2012 წელს კლუბმა სასკოლო კლუბების შეჯიბრში გაიმარჯვა და პრიზად აღებული სამი ათასი ლარით ისტორიული ტაო-კლარჯეთი მოინახულა. ცოტა ხნის წინ კი კონკურსის „წიგნი ხე“-ს გამარჯვებულები გახდნენ და კახეთში ლიტერატურულ ფორუმზე გაემგზავრნენ. რა შეცვალა მოზარდებში ლიტკლუბმა და როგორ ყალიბდება მათი ლიტერატურული გემოვნება?

ახალი ავტობუსები ბათუმისთვის იბიარდის სესხით

 

ახალ ავტობუსებს ბათუმის მერია იბიარდის დახმარებით შეიძენს. მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდასთან ერთად კი, ქალაქში შესაძლოა სამარშრუტო ხაზების რაოდენობაც გაიზარდოს. თბილისისა და ბათუმისთვის ავტობუსების პარკის გასაახლებლად _ დაფინანსების მოზიდვის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) კონსულტაციებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მართავს. ავტობუსების პარკის განახლებაზე მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმშიც დაწყებულია.

3 კვარტალის მონაცემებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 94%-ით შესრულდა

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სამი კვარტალის მონაცემებით, პროგრამული ბიუჯეტი 94,5 %-ით შესრულდა. სამინისტროს 2015 წლის 9 თვის ნაერთი ბიუჯეტი 6, 616, 978 ლარით განისაზღვრებოდა. საიდანაც ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი შეადგენდა 4,789,867 ლარს. საანგარიშო პერიოდში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით 37 422-მა  ბენეფიციარმა ისარგებლა.

სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტები

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე 25 სუბიექტს შორისაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმის პორტი და საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“. სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 18 ნოემბერს დაამტკიცა.  

2015-11-20 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დღეის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 03:00 საატისთვის სულ 431 ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის 383 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 26 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 2 კი  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

Exit mobile version