გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით 19 ნოემბრიდან ბათუმში გამოიდარებს და დათბება. 19 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა ბათუმში +4 , +16 გრადუსი იქნება, შაბათ-კვირას კი [21-22 ნოემბერი] +9 , +20 გრადუსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით უნალექო ამინდი ბათუმში 25 ნოემბრამდე შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს.
დღეის მონაცემებით ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +10,+12 გრადუსია. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ბათუმში ხვალაც, 18 ნოემბერს.
18-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხელვაჩაურში. ჰაერის ტემპერატურა +10-დან +17 გრადუსს მიაღწევს.
წინასწარი მონაცემებით, 18 ნოემბრიდან გამოიდარებს ქედაშიც. 18 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სააგენტოს მონაცემებით, ქედაში უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ, ჰაერის ტემპერატურა +12,+17 გრადუსამდე გათბება.
უნალექო ამინდებია მოსალოდნელი შუახევშიც. წინასწარი მონაცემებით, 18 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე შუახევში ჰაერის ტემპერატურა +10, +17 გრადუსი იქნება.
18-დან 25 ნოემბრამდე მზიანი ამინდებია მოსალოდნელი ხულოში. წინასწარი პროგნოზით ჰაერის ტემპერატურა აქ +10, +17 გრადუსი იქნება.