ნეტგაზეთი • RU

ამერიკელი ექიმები კოლეგებს ბავშვთა გულის მანკების მართვის გაიდლაინებს გააცნობენ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, 3 საათზე, ბათუმში დაიწყება სამდღიანი კონფერენცია, სადაც ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები განიხილავენ ბავშვებში გულის თანდაყოლილი მანკების მართვის წესებს უახლესი სამედიცინო გაიდლაინებით და ახალშობილებში ნევროლოგიური პრობლემების მენეჯმენტს. 

 

კონფერენციას მეიოს კლინიკის ნეონატოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ქრისტოფერ კოლბი, ასევე მეიოს კლინიკის ნეონატოლოგი ვილიამ ქერი გაუძღვებიან და ქართველ ექიმებს კრიტიკულ პაციენტებში თანდაყოლილი გულის მანკების მართვის საერთაშორისო გაიდლაინებს გააცნობენ.

 

სამდღიანი კონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება და მასში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ  ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თბილისისა და თელავის ნეონატოლოგები და ბავშვთა კარდიოლოგები.

 

კონფერენცია გაიმართება სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ორგანიზებით და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოცოციაციის ეგიდით. კონფერენცია 21 ნოემბერამდე გაგრძელდება.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები