2,3 მილიონი ლარი ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩებისთვის

ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოების სამუშაოებში ბათუმის მერია მაქსიმუმ 2 მილიონ 387 ათას 151 ლარს გადაიხდის. მწვანე კონცხის დასახლებაში გაფართოვდება ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი [როგორც ბათუმის, ასევე ჩაქვის მხრიდან] ქუჩები და პარალელურად ტერიტორია ახალი ორშრიანი დეკორატიული ფილებით კეთილმოეწყობა. ფილების ფერი კი მერიასთან მოგვიანებით შეთანხმდება. მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა  წინადადებების მიღება 2015 წლის 26 დეკემბერს …

კანონიერი ქურდი ოჯახში სიკვდილის უფლებისთვის სასამართლოში დავობს

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც კანონიერი ქურდობის გამო იხდის სასჯელს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას ოჯახში ითხოვს. პატიმარი, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოში უჩივის, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული.  მისი ადვოკატი ამბობს, რომ სხვა პატიმრებთან შედარებით ფოცხვერია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ის ვერც ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობს და ვერც …

კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური ინსტიტუტებისათვის

ორგანიზაცია „საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO www.iwoev.org) საერთაშორისო პარტნიორთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI www.civilin.org) ბათუმის ფილიალთან ერთად აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში. კონკურსის მიზანია ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გავრცელებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ძლიერი პუნქტი, რათა დაეხმარონ ბინათმესაკუთრეებს, ჩამოაყალიბონ და მართონ …

ორი შვილის მამას არასრულწლოვანზე ქორწინებისთვის ასამართლებენ

ნადიმ პაქსაძე ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მან ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაია სოლომონიძე 19 წლის ასაკში ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო და მე-9 კლასში სწავლობდა. ნადიმ პაქსაძე აცხადებს, რომ გოგონას მოტაცების დროს, არც სახელმწიფოს და არც ოჯახს პრეტენზია არ გამოუხატავთ. ნადიმ პაქსაძის წინააღმდეგ გამოძიება სამი წლის შემდეგ, მეორე შვილის შეძენიდან მეორე დღეს …

ტურნირი ნარდში

დღეს, ქობულეთის კულტურის სახლში, ნარდში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში 50-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ტურნირის  I, II და III ადგილზე გასულებს  ორაგანიზატორებისგან ფულადი ჯილდო, სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე შეირჩა 8 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც იანვრის თვეში რესპუბლიკურ ტურნირში გააგრძელებენ ასპარეზობას. ტურნირი ნარდში „საქართველოს ნარდის ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით მოეწყო.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ბათუმში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

  შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, თბილისის და ბათუმის ბაზებზე, თბილისის 43-ე საჯარო სკოლის, ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ქობულეთის, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს უმასპინძლა. შეხვედრა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. შსს-ს ცნობით, თბილისში, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს და ბათუმში, …

ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვების საჭიროებები აჭარაში

აჭარაში მცხოვრები ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე 700-მდე ბავშვისათვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგამას ახორციელებს. პროგრამებში ბათუმში არსებული ექვსი სარეაბილიტაციო ცენტრია ჩართული, სადაც ბენეფიციარები აჭარის მუნიციპალიტეტებიდანაც გადიან მკურნალობას. რაიონებს შორის, ბენეფიციარების მგზავრობის ხარჯებს მხოლოდ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები აფინანსებენ.  აჭარაში მცხოვრები 700-მდე ბენეფიციარიდან, 400-მდე ბავშვი ჩაქვში, “ევექსის” ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში გადის თერაპიას. ცენტრის ნევროლოგი მედეა ცხომელიძე …

რა ღირს სასტუმრო და კოტეჯი კურორტ “გოდერძიზე”

5 დეკემბერს, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, გოდერძის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გახსნა. კურორტზე საბაგირო გზის ყველაზე მაღალი სადგური 2 350 მეტრზე მდებარეობს. ხულოს გამგეობის ცნობით, კურორტზე ორი სახის საბაგიროა – გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე კი 8 კილომეტრია. კურორტის ზონაში აიგო და კეთილმოეწყო 380 კვ.მ ფართობის სასტუმროს ტიპის ხის კოტეჯები. კურორტ ,,გოდერძიზეზე” სასტუმროს ტიპის …

ქედაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტის ცნობით, მეორე დღეა ქედაში, აჭარის საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები ერთდროულად 16 მიმართულებით მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელის ადმინისტაციულ ცენტრამდე იქნება მოძრაობა აღდგენილი. რაც შეეხება საუბნო გზებს, გაწმენდითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმში ახალი შენობა ექნება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის განკუთვნილ შენობას საძირკველი, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად, დღეს ჩაუყარა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციის 104 თანამშრომლისთვის თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო მოეწყობა, რაც მომსახურების ხარისხის გაზრდასა და დარგის განვითარებას უზრუნველყოფს. შენობა, ისევე როგორც საზღვაო ნავსადგური და ტერმინალი, ბათუმის შემოსასვლელში აშენდება. მას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია …

ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

5 დეკემბერს ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ალექსანდრე მანთაშევი ცნობილი სომეხი კომერსანტი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ბათუმშიც ფლობდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. საბავშვო ცენტრში, რომელიც ბაღისა და სომხური ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის გარდა, ახალგაზრდულ განყოფილებასაც მოიცავს, ახალგაზრდებს შეეძლებათ შეისწავლონ მუსიკა და ცეკვა. ცენტრში ასევე იმოქმედებს დეკლამაციის წრეები, ჩატარდება ელექტრონული მედიის გაკვეთილები. გარდა ამისა …

ბათუმში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – ფაბლაბი გაიხსნა

5 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბი გაიხსნა. იგი ულტრა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას აძლევს. ფაბლაბის ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება. ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ექნება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან …

ბახმაროსთან ახლოს ჩარჩენილ 7 ადამიანს ვერტმფრენით გადმოიყვანენ

ღორჯომის ხეობაში მცხოვრები 7 ადამიანი ბახმაროსთან ახლოს, სოფელ ზოტიყელშია ჩარჩენილი. შეტყობინება დახმარების თხოვნით გამგეობაში გუშინ საღამოს შევიდა, თუმცა უამინდობის გამო მთაში ასვლა აქამდე ვერ მოხერხდა. ხულოს გამგებლის ინფრომაციით, სამაშველო ვერტმფრენი დაახლოებით 20 წუთის წინ გაფრინდა მათ გადმოსაყვანად. ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მთაში ჩარჩენილი ადამიანები იაილებზე, ქარით დაზიანებული სახლების შესაკეთებლად წავიდნენ, შემდეგ გაუთოვდათ და უკან ვეღარ …

ხულოში გზის და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხულოში, წუხელ განვითარებული უამინდობის გამო შეფერხდა საავტომობილო გზებზე მიმოსვლა და ელექტროენერგიის მიწოდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე  ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა სოფლების უმეტესობა კვლავ დენის გარეშე რჩება – “ორი დღე შუჩერებლად თოვდა, ამიტომ დაზიანებები ბევრია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ნელ-ნელა აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან”. ხულოს მუნიციპალიტეტში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში …

ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნება

2016 წელს, ბათუმში,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნება – “ახალ ცენტრში,რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალის სახით დაიწყებს ფუნქციონირებას დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები უზრუნველყოფენ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტენტებისთვის გადამზადების სხვადასხვა პროგრამა შეიქმნება და სტუდენტები საჯარო სექტორში დასაქმებისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან” – განაცხადა აჭარის ფინანსთა და …

გელაძეების მკვიდრი სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს ითხოვს

ხულოს სოფლის, გელაძეების მკვიდრი ლელა ირემაძე სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, სახლი რომელთანაც ოთხი წლის წინ მიწას ნაპრალი გაუჩნდა, დღეს საცხოვრებლად კიდევ უფრო საშიშია – “ვითხოვთ რომ გადაგვიყვანონ დროებით თავშესაფარში. ჰესების მშენებლობების გამო, ახლა უფრო დაჩქარდა პროცესი, იზრდება ნაპრალი. ბათუმში მეორე ბავშვს ვახლავარ ექიმთან, გუშინ დამირეკეს სახლიდან, 80 წელს გადაცილებულ ბებიასთან ერთად, ჩემმა მეუღლემ და შვილმა …

ცხმორისის ტყეში დიდთოვლობის გამო ორი ადამიანია ჩარჩენილი

დიდთოვლობის გამო, ქედაში, ცხმორისის ტყეში ორი ადამიანია ჩარჩენილი. ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილას აფარებენ თავს – “იქ მთის იაილებია და თავს აფარებენ  ერთ-ერთ ქოხში, სადაც საკვებიც იყო და გათბობაც. თუმცა, შემდეგ ალბათ ტელეფონები დაუჯდათ და დღეს უკვე მათთან კონტაქტზე გასვლა ვეღარ მოხერხდა”. ამ ეტაპზე სოფლის მოსახლეობასთან ერთად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ტყეში შემავალ გზას …

დეპუტატი ქედაში ინერტიული მასალის მოპოვების პროცესის შეჩერებას ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ დღეს, სოფელ დოლოგანში, მდინარე აჭარის წყალზე ინერტიული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ინეტრიული მასალის მოპოვება აქ კანონდარღვევით ხდება, მისი განცხადებით მაღალი გამავლობის ავტომობილების ხშირმა გადაადგილებამ შიდა სასოფლო გზა მწყობრიდან გამოიყვანა, დეპუტატი ინერტიული მასალის მოპოვების შეჩერებას და სასოფლო გზის მოწესრიგებას მოითხოვს. „სოფელ დოლოგანში მდინარე აჭარისწყალთან …

ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17-18 დეკემბერს ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა “BATUMBUILD 2015″  მეხუთედ გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობენ  როგორც  ადგილობრივი,  ისე  უცხოური  კომპანიები.  გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი,  სომხეთი, პოლონეთი,  უკრაინა, რუსეთი და სხვა. წინასწარი ინფორმაციით, წელს პირველად გამოფენაში საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც  კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ. გამოფენაზე წარმოდგენილი …

აჭარის საარქივო სამმართველო მინივენს ყიდულობს

 

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველომ ერთი მიკროავტობუსის [მინივენის] შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის  ღირებულება 26 090 ლარია. მინივენი უნდა იყოს ნებისმიერი ფერის გარდა წითელისა და ყვითელისა, გამოშვების წელი – არანაკლებ 2004, საჭე – მარცხნივ, საწვავის ტიპი – დიზელი,  გარბენი – არაუმეტეს 200000 კმ.

2015-11-25 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს, 6 საათის მონაცემბით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 382 ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის ყველაზე მეტი, 327 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა, 6 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 26 – ნიშანში დგომისთვის, 17 – ტროტუარზე დგომისთვის, 3 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ლაპარაკობენ ბავშვები

 

ისინი „ბათუმელებს“ საგანგებოდ არ უძებნია – მათ დასახლების ნებისმიერ ქოხში შეხვდებით. ამ ბავშვებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ. ხელისუფლებამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ მათი მშობლების უმრაველსობა თაღლითია, ამიტომ თანადგომას არ საჭიროებენ. „ოცნების ქალაქში“ ცოტა ხნის წინ 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა, ასაკთან შეუთავსებელი წონით. ვინ უნდა აიღოს პასუხისგებლობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვებზე, სადაც მათი მდგომარეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარს უახლოვდება?

ფოტორეპორტაჟი ხულოს მუნიციპალიტეტიდან

 

ფოტოები გადაღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში.

 

ლია ლიქოკელის ”დევის ცოლის სიცილი” შვედურ ენაზე ითარგმნა

 

თანამედროვე ქართველი პოეტის ლია ლიქოკელის „დევის ცოლის სიცილი”  შვედურ ენაზე ითარგმნა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.   

საქველმოქმედო მაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის

ბათუმში ონკოპაციენტთა მზრუნველობისთვის საქველმოქმედო მაღაზია გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის გამოუსადეგარი, მაგრამ სხვისთვის სასარგებლო ნივთი უსასყიდლოდ ჩააბაროს, ნივთების გაყიდვიდან აღებული თანხა კი პაციენტების პალიატიურ მზრუნველობას მოხმარდება. მაღაზიაში ნივთის ჩასაბარებლად ოპერატორს უნდა დაუკავშირდეთ, რომელიც ნივთის ზომის გათვალისწინებით ან თავად მოგაკითხავთ, ან შეხვედრის ადგილზე შეგითანხმდებათ. საწყის ეტაპზე, საქველმოქმედო მაღაზიის დახლები ფეისბუქზე განთავსდება.   პალიატიური მზრუნველობა აქტიური, …

”ნუ გაათხოვებ” – აქცია ბათუმში [ფოტო]

 

25 ნოემბერს ბათუმში, ვარდების სკვერში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. იგივე იდეის მხარდასაჭერად ადამიანები საქართველოს  12 ქალაქში დღეს, წინასწარ განსაზღრულ ადგილებზე შეიკრიბნენ. 

 

 



1 მილიონზე მეტი ლარი ბათუმში სანიაღვრე არხების მოვლისთვის

 

ბათუმის მერია მომავალ, 2016 წელს, ქალაქის სანიაღვრე არხების მოვლა-ექსპლუატაციისთვის მაქსიმუმ  1 მილიონ 154 ათას 357 ლარს გადაიხდის. სანიაღვრე არხების მოვლა ზაფხულის პერიოდში მათ სანიტარულ-ჰიგიენურ დამუშავებასაც გულისხმობს. სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.

18 წლის თურქეთის მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 25 ნოემბერს თურქეთის მოქალაქის საქმე განიხილა. ის პოლიციელებმა ბათუმში, სუპერმარკეტ „იალჩინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 23 ნოემბერს დააკავეს. პოლიციის თქმით, მას „ჰეორინი” აღმოაჩნდა. 

თბილისი კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ძალოსნობაში

 

 

  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წელს ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება. 

აჭარის პირველობა ჭაბუკთა შორის კალათბურთში

 

 

  ბათუმის სასპორტო სკოლაში მიმდინარეობს აჭარის პირველობა კალათბურთში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. 

მგლების ბუნებიდან ამოღების უფლება ხულოს გამგეობას

 

ხულოს გამგეობას, აუცილებლობის შემთხვევაში, 8 მგლის ბუნებიდან ამოღების უფლება მიეცა. მგლებისა და დათვის ბუნებიდან ამოღებაზე ნებართვა გამგეობამ მიმდინარე წლის ზაფხულში ითხოვა, თუმცა მუნიციპალიტეტისთვის ასეთი უფლების [ამჯერად მხოლოდ მგელთან მიმართებაში] მინიჭებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ ნოემბერში გასცა. რაც შეეხება დათვს, მუნიციპალიტეტს მისი ბუნებიდან ამოღების ნებართვას მხოლოდ დროის იმ პერიოდისთვის აძლევენ, როცა დათვს, ფაქტობრივად, სძინავს.

შემოდგომა სოფელ კირნათში [ფოტო]

 

ფოტოები გადაღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში:

მინი-ფეხბურთის კლუბი ”ახპიური”

 

 

  23 ნოემბერს, ბათუმში, რესტორან „პორტო ფრანკოში“ გაიმართა სომხური დიასპორის მიერ დაარსებულ ფუტზალის კლუბის „ახპიურის“ (FC Akhpiur – ქართულად „წყარო“) Facebook გვერდის, გერბისა და ჰიმნის პრეზენტაცია.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი

 

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი დაამტკიცა,  რომელიც 2015 წლის 24 ნოემბრიდან ამოქმედდა. სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

ბათუმის კორპუსი ენმ-ის წევრების სამსახურში აღდგენაზე: შეიძლება ჩვენ გავმართლდეთ

 

აიპი „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის ზურა ნაკაიძის თქმით, მას ჯერ არ ჩაბარებია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე. ზურა ნაკაიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე დავა ჯერ არ დასრულებულა – მას იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო აიპის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ბათუმის წყალი“ ინტერნეტმომსახურებაში 36 556 ლარს გადაიხდის

 

მაქსიმუმ 36 556 ლარს გადაუხდის შპს „ბათუმის წყალი“ კომპანიას, რომელიც ინტერნეტმომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვებს. „ბათუმის წყალი“ ამ თანხას 2016 წლის საკუთარი ბიუჯეტიდან დაფარავს.  ინტერნეტის მიწოდება მომავალ წელს 6 ადგილას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

Exit mobile version