ძლიერმა ქარმა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მოსახლეობას სახურავები და სათბურები დაუზიანა.
Author Archives: ბათუმელები
”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ”
„ჩემს გაუსაძლის მდგომარეობაზე გიამბობთ, რაშიც მიწევს ცხოვრება. ძნელია ყველაფერი მოგიყვეთ, მაგრამ მოთმინებას და გაურკვევლობასაც თავისი ზღვარი აქვს. სამართალი აღარ არსებობს?! 21-ე საუკუნეში არაადამიანურ მდგომარეობაში მიწევს ცხოვრება. ადგილი, სადაც ვცხოვრობ, ძროხის სადგომს ჰგავს. ორივე მუხლზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამის გამო სოფლის საპირფარეშოს მსგავს შენობაში ვერ დავდივარ და ბუნებრივ მოთხოვნილებას ბოთლში ან ცელოფნის პარკში ვიკმაყოფილებ. ვიცი, მძიმე წასაკითხია, მაგრამ ჩემი რეალობა ასეთია, წლებია ასე მიწევს ცხოვრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ, ფაქტიურად გავნადგურდი ადამიანი. დევნილი ვარ, ყოველ დღე მესმის რადიოთი, რამდენი ბინა გაიცა. ხომ შეიძლებოდა ერთი მცირე ზომის ბინა ჩემთვისაც მოეცათ. ყოველ ღამე ვზივარ და ვტირი. ალბათ კიდევ არსებობენ გულისხმიერი ადამიანები, წაიკითხავენ ამ წერილს და დამიკავშირდებიან. იქნებ წლის ბოლომდე მეც მეშველოს და ახალ წელს ახალ სახლში შევხვდე. სიტყვები არ მყოფნის ჩემი მდგომარეობის აღსაწერად, მრცხვენია ასე რომ ვარ, გაითვალისწინეთ ჩემი საცოდავი მდგომარეობა.“ – ეს წერილი გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში ომარ როდონაიამ მოიტანა.
წამების კადრები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი
რატომ არის მიუღებელი წამების ამსახველი კადრების გავრცელება, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და როგორ აისახება ჩვენს საზოგადოებაზე წამების კადრების ტირაჟირება, მაშინ როცა ქვეყანაში არ მომხდარა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია და დამნაშავეების დასჯა? ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, იურისტ თამარ გურჩიანს ესაუბრა.
გორგილაძის ქუჩაზე იყიდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა
იყიდება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ოროთახიანი, 35 კვ.მ ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით.
ფასი: 36 ათასი აშშ დოლარი. ID 5510
მობ.: 593 44 24 08
577 07 11 85
დიმა დარჩია: „ფრაქციას სხვაგვარი მუშაობა სჭირდება“
ბათუმის საკრებულოს წევრის დიმა დარჩიას განმარტებით, საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავჯდომარე თამაზ თურმანიძე ნაკლებად აქტიური მუშაობისთვის გაათავისუფლეს.
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გაათავისუფლეს
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის მიმართვა პრემიერს
უპირველესად ძალიან დიდ მადლობას გიძღვნით ქართველი მუსლიმების მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. თქვენ ეს გამოავლინეთ მუსლიმებისთვის ბათუმში მიწისა და შენობა-ნაგებობის გადმოცემით, რომელიც გამოიყო სამუფთო სამმართველოს რეზიდენციისა და სასწავლებლის მოსაწყობად. ამასთან, ბატონო პრემიერო, გეტყვით, რომ არ შესრულდა თქვენი მითითება უკვე გადმოცემული ფართობის მიმდებარედ არსებული კიდევ ერთი მიწის გადმოცემის საკითხზე, რაც თქვენ ბატონ არჩილ ხაბაძეს დაავალეთ. ეს ჩვენს მიზნებს ხორცს შეასხამდა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე
ის ყოფილი „რესპუბლიკელია“. ამ პარტიიდან აჭარის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის მურმან დუმბაძის გარიცხვის შემდეგ, მურმან დუმბაძე აირჩია – პარტია დატოვა და გარიცხული ლიდერის ახალ ორგანიზაციას შეუერთდა. მურმან დუმბაძემ მას ერთგულება დაუფასა კიდეც – 2012 წელს, როცა ის ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყო, ლაშა სირაბიძეს კოალიციის ბათუმის ორგანიზაცია ჩააბარეს. ახლა კი მის ბიოგრაფიაში, რომელიც საკრებულოს ვებგვერდზეა ატვირთული, წერია, რომ 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ამბობენ, რომ აქვს ამბიცია გახდეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ან მომავალ არჩევნებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პირველ ნომრად თუ არა, პირველ სამეულში მაინც ჩაეწეროს. გასულ კვირას ლაშა სირაბიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა. მან „ბათუმელების“ კითხვებს ახალ ამპლუაში უპასუხა.
”იაფი სახლის” კრიტერიუმების შესამუშავებლად მერიას ექვსი თვე აქვს
“იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დასადგენად სპეციალური კომისიის შექმნის ბრძანებას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ხელი 6 ივლისს მოაწერა. კრიტერიუმების დამდგენი კომისია ბრძანებაზე ხელის მოწერიდან ექვსი თვის შემდეგ, – ხუთ ნოემბერს შეიკრიბა. რაზე იმსჯელა და რა ვადა განისაზღვრა “იაფი სახლის” მოსარგებლეთა საბოლოო კრიტერიუმების დასადგენად? – “ბათუმელებს” საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე ესაუბრა, რომელიც კრიტერიუმების დამდგენი კომისიის თავმჯდომარეა. “იაფი სახლის” მშენებლობაზე ტენდერი უკვე დასრულდა. სატენდერო თანხა 4 279 990 ლარია.
წამების კადრების გავრცელების მომხრეებისა და მოწინააღმდეგების არგუმენტები [ვიდეო]
“თქვენ, ხელისუფლებას, შეგწევთ თუ არა ძალა გამოიძიოთ ადამიანების წამების ფაქტები?”, “გაიზიარეთ თუ არა ადვოკატის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია”, “გაავრცელებთ თუ არა ისევ წამების ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში?”, “რამდენი ადამიანი დაისაჯა, რომლებიც წამებაში იყვნენ ბრალდებულები”- ეს კითხვები დისკუსიის მონაწილე ადვოკატებმა და სტუდენტებმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს დაუსვეს, როელიც დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო და რომელმაც საჯარო წამების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გააზიარა.
არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში ანგარიშით წარდგენას 17 დეკემბერს გეგმავს
აჭარის მთავრობის პრესსამსახური დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმში, უმაღლესი საბჭოს წევრის, პეტრე ზამბახიძის ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის და ამიტომაც, ოქტომბერში დაანონსებული შეხვედრა, რომელზეც ხაბაძეს 9 თვის ანგარიში უნდა წარედგინა, არ შედგა. პეტრე ზამბახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხაბაძემ უნდა დააზუსტოს, მივა თუ არა დეკემბერში უმაღლეს საბჭოში.
კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 5 ვაკანსიაზე
ფინანსთა ეკონომიკის სამინისტრო 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით 5 თანამდებობაზე აცხადებს ვაკანსიას. სამინისტრომ კონკურსი 9 ნოემბერს გამოაცხადა და დოკუმენტების მიღება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გაფრთხილება სკოლის მოსწავლეებს – ყურადღება არ შეეხოთ
„ყურადღება არ შეეხოთ, სიცოცხლისთვის საშიშია“, – ამ შინაარსის განცხადება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის კედელზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კარადაზეა მიკრული. ფურცელზე ამობეჭდილი განცხადება, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეებს აფრთხილებს.
რეზო ტაკიძე: პოლიციაში ცემის შემდეგ ფეხზე ვერ ვდგები
რეზო ტაკიძე, რომელმაც 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ქობულეთის პოლიციაში სცემეს, ამბობს, რომ ამ ცემის შედეგად თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ჯერ კიდევ საწოლში წევს. “თავი მტკივა საშინლად, ფეხზე ვერ ვდგები”, – ამბობს 20 წლის მამაკაცი.
დისკუსია წამების კადრების გავრცელების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის
პატიმართა წამების ამსახველი კადრების საჯაროდ (ტელევიზია, სოციალური ქსელი/მედია, საჯარო ჩვენება) გავრცელება – ამ თემაზე დღეს, 10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი (PRI) და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დისკუსიას მასპინძლობენ.
ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა 5,85 მილიონ დოლარად არ გაიყიდა
ბათუმში, ევროპის მოედანთან, მ. აბაშიძისა და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, მდებარე შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე 5 850 000 აშშ დოლარად ჰქონდა გატანილი. ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული შენობით არავინ დაინტერესდა და შესაბამისად, აუქციონიც არ შედგა.
10 ვაკანსია ქობულეთის გამგეობაში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 10 პოზიციაზე გამოცხადდა.განაცხადების მიღების ვადაა 18 ნოემბერს იწურება.
ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები მაღალმთიან აჭარაში
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი, „ენპარდ აჭარა“-ს პროექტის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში ნივრის სადემონსტრაციო-საკვლევი ნაკვეთების გაშენებას იწყებს. გასული კვირის ბოლოს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ აბულაძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის თავმჯდომარე მერაბ აბაშიძე ნივრის დარგვის პროცესს ხულოში, ფერმერ ბიძინა შავაძის სადემონსტრაციო ნაკვეთზე დაესწრნენ, სადაც 1 500 მ2 მიწის ფართობზე 250 კგ ნიორი დაითესა. ფერმერი მომავალ წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 ტონამდე ნივრის მოსავალს აიღებს. ბიძინა შავაძის, გარდა ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები ქედა, შუახევსა და ხულოში 6 ფერმერს უშენდება.
ბათუმისა და ”ბენზეს” საოჯახო მედიცინის ცენტრები გაიყიდა
თამარის დასახლებასა და ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 388 ათას აშშ დოლარად გაყიდა. ახალმა მესაკუთრემ ორივე დაწესებულებაში დამატებით 800 ათასი ლარის ინვესტიციაც უნდა განახორციელოს. მანვე უნდა უზრუნველყოს მოქმედ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის 100%-ით შენარჩუნება ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ ორი წლის ვადით, ხოლო ორივე დაწესებულებას სამედიცინო პროფილი უწყვეტად 20 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს.
სტუდენტების წარმოდგენა – ”იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ”
10 ნოემბერს, 19:00 სათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში „ხელოვანთა კლუბი“ გამართავს წარმოდგენას – „იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“.
პარლამენტის შუამდგომლობას მოსამართლეების აცილებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში უპასუხეს
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნა შუამდგომლობა, სადაც ის ორი მოსამართლის – კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის საქმიდან აცილებას მოითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ პარლამენტის შუამდგომლობა წერილობითი ფორმით არ მიუღიათ.
პრემიერის განცხადებას უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე ბათუმში გამოეხმაურნენ
დღეს 9 ნოემბერს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა რომ ათი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც 2010 წელს წინა ხელისუფლებამ მაშინდელ მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვა, ძველ მეპატრონეებს დაუბრუნდათ. თამაზ ბაკურიძის განცხადებით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებიდან, მხოლოდ ავტომობილების დაბრუნება არ არის სამართლიანობის აღდგენა და ხელისუფლების წინგადადგმული ნაბიჯი.
რექტორი და სტუდენტები ახალი ვალდებულებების შესახებ
ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტები ვალდებული არიან ლექციების 50 პროცენტს დაესწრონ. ახალი რეგულაციის მიხედვით, სტუდენტებისთვის სავალდებულო გახდა სასემინარო მუშაობაში ჩართვა და შეფასების მიღება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სტუდენტების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. რაში ხედავენ სტუდენტები პრობლემას და რატომ მიიღო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება? გთავაზობთ რექტორისა და სტუდენტების მოსაზრებებს.
არქეოლოგი ქალი აჭარიდან
არქეოლოგ ნინელი ვაშაკიძეს არქეოლოგიური მუზეუმის ერთ პატარა ოთახში შევხვდით. მაგიდასთან იჯდა, წინ კი უამრავი ფოტო ეწყო და ათვალიერებდა. „მთელ ცხოვრებას გადავავლე თვალი. ვფიქრობ, საინტერესო ცხოვრება მქონდა. იმდენად საინტერესო, ხელმეორედ რომ დამეწყო ცხოვრება, ისევ არქეოლოგიას მოვკიდებდი ხელს“, – ამბობს ქალბატონი ნინელი. ის ერთ-ერთი პირველი არქეოლოგი ქალია აჭარაში.
დაწყებითის 2 191 -მა პედაგოგმა საგნობრივი გამოცდები ვერ ჩააბარა
ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი გამოცდების შედეგების მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბევრმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა. დაწყებითი საფეხურის (I-IVკლასი) მასწავლებლებიდან უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში 2 191 მასწავლებელი ვერ გადავიდა. მეორე კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მიღება მხოლოდ 90-მა პედაგოგმა შეძლო. რამ განაპირობა დაწყებითი საფეხურის პრაქტიკოსი პედაგოგების ეს შედეგი და რაში ხედავენ სპეციალისტები გამოსავალს? თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა – მანანა რატიანმა და ნინო ლაბარტყავამ ისაუბრეს.
საერთაშორისო კონფერენცია A Soul for Europa ბერლინში იმართება
2015 წლის 7-9 ნოემბერს ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია ,,A Soul for Europa” იმართება. კონფერენცია ევროპარლამენტის პატრონაჟითა და კულტურის ფონდის ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა – ,,პერიფერიები, როგორც ევროპის ინსპირაცია“ და ,,ქალაქი – ინოვაციისა და ინკლუზიის ცენტრი და სამოქალაქო განათლების ახალი მოდელი“. კონფეენციაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე მონაწილეობს, რომელიც ბერლინის ხელოვნების აკადემიის ვიცე პრეზიდენს ნელე ჰერთლინგს, ASFE-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს სტივ ოსტინს და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვოლკერ ჰესემერთს შეხვდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი მთავრობას პირდაპირი შესყიდვების გამო აკრიტიკებს
დღეს, 9 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობას სახელმწიფო შესყიდვების დიდი ნაწილი არა ტენდერით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აქვს განხორციელებული, რაც კორუფციის ნიშნებს აჩენს.
ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღიდან აღმზრდელი ბავშვის შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლეს
ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღში ინცინდენტი მოხდა. საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ნატალია ზაქარეიშვილის განცხადებით, ბაღის აღმზრდელმა 4 წლის ბავშვს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შემთხვევა ამავე ბაღის თანამშრომელმა მობილურით გადაიღო და დირექტორს წარუდგინა რეაგირებისთვის.
ვაკანსია სპორტის სპეციალისტის თანამდებობაზე
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს.
შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მირიან თოფურია თანამდებობიდან გადადგა.
მომავალ წელს ბათუმის მიმართულებით რუსული ავიაკომპანიის ფრენები იგეგმება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, აეროპორტ პულკოვოს ბიზნესცენტრში, ავიაკომპანია „Ural-Airlines“-ის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აეროპორტ პულკოვოს კომერციული დირექტორი, ადგილობრივი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. საქართველოდან კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა, ასევე ქართული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. შეხვედრის დროს განხილული იქნა ავიაკომპანია „Ural-Airlines“-ის ფრენების აღდგენის საკითხი რუსეთის ფედერაციიდან საქართვლოს მიმართულებით, მათ შორის მომავალი წლის ზაფხულის პერიოდისათვის ბათუმის მიმართულებით.
გათბობის პრობლემების გამო აგრარული მიმართულების სტუდენტები სხვა შენობაში ისწავლიან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების 189 სტუდენტი ზამთრის განმავლობაში ლექციებს სხვა შენობაში მოისმენს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ სტუდენტების სხვაგან გადაყვანის მიზეზი სარემონტო შენობააა, სადაც არ ფუნქციონირებს გათბობის სისტემა. გარდა ამისა, სტუდენტებს აქვთ ტრანსპორტის პრობლემაც, რადგან სასწავლებლის შენობა მწვანე კონცხზე მდებარეობს.
ბათუმში ახალგაზრდული ცენტრის მშებელობა იგეგმება
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბათუმში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას გეგმავს, ამის თაობაზე მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქონების ეროვნულ სააგენტოს ოფიციალურად აცნობა და მშენებლობის დასაწყებად ბათუმში ადგილის გამოყოფა სთხოვა.
ხელბურთელები თელ-ავივში გაემგზავრებიან
საქართველოს ხელბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომ ემზადება, „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ამჟამად უკვე ცნობილია საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილე ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან გელაშვილმა დააკომპლექტა. ნაკრების ხელბურთელები შვიდი სხვადასხვა კლუბის მოთამაშეები არიან, მათ შორის ექვსი ხელბურთელი ბათუმიდანაა.
ქართველმა ძიუდოისტმა აბუ-დაბიში გრან სლემი მოიგო
27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართული ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი – „გრან სლემი“ მოიგო.
ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას დაფინანსება გაეზარდა
ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას 14 100 ლარით გაეზარდა დაფინანსება. საკრებულომ ეს გადაწყვეტილება სხვა რვა საკითხთან ერთად 29 ოქტომბერს, სხდომაზე განიხილა.