„გაქცეულია, მაგრამ პოლიციამ იცის ვინ არის“- ბათუმში დაჭრილი კაცის მამა

22 ივლისს ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ბაჩო ბერიძის მდგომარეობა, მძიმეა.

როგორც დაჭრილის მამა „tv პირველთან“ საუბარში ამბობს, მის შვილს და სავარაუდო ბრალდებულს, სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონიათ მანამდე.

„წალაპარაკება იყო მათ შორის, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, რაზე. კაფეში იჯდა ჩემი შვილი, როცა მოტოციკლით ჩამოირა და ესროლა პირდაპირ.

არც უჩხუბიათ და არც რაიმე შელაპარაკება ჰქონიათ [იმ დღეს].  ხელდახელ არ ყოფილა ჩხუბი. გაქცეულია, ჯერ არ არის დაკავებული. პოლიციამ იცის ვინ არის ეს პირი, ასეთ შემთხვევებზეა გასამართლებული და ციხეშიც იყო ეს პირი“- ამბობს დაჭრილი კაცის მამა.

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

31 წლის კაცს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის ბოლოში გუშინ, 22 ივლისს ესროლეს.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

 

„ყოველი დღე ჩვენი გამარჯვებით სრულდება, სანამ არ დავნებებულვართ“ – ზუგდიდელი აქტივისტის წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ზუგდიდელი აქტივისტი, ალექსანდრე ჩილაჩავა ციხიდან წერილს ავრცელებს. მის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ალექსანდრე ჩილაჩავა პროტესტის მონაწილეებს და ოპოზიციას მიმართავს.

„გამარჯობა მეგობრებო, თანამებრძოლებო, ყველას მაგრად გაფასებთ… ყველაფერში ვგრძნობ თქვენ თანადგომას, რაც მთავარია – საერთო ბრძოლაში. მაბედნიერებს თქვენი არსებობა. არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლა, როცა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთი იდეისთვის ვიბრძვით.

მე ვიცი როგორია გარედან და შიგნიდანაც არდანებება. ორივე შემთხვევაში სირთულეებს შეიცავს. ყველამ ერთად, ერთიანი ბრძოლით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ბრძოლას იმიტომ ჰქვია ბრძოლა, რომ ის აპრიორი სირთულეებს ნიშნავს.

ყოველი დღე ჩვენი გამარჯვებით სრულდება და იწყება, სანამ არ დავნებებულვართ. ჩვენ ყველა წინააღმდეგობა გადავლახეთ დღემდე და მომავალშიც ეგრე იქნება, საბოლოო გამარჯვებამდე.

​ვისაც არაფრის არ ეშინია, იმან ისიც არ იცის, რისთვის იბრძვის. მე ჩემი სამშობლოს დაკარგვის შიში მამოძრავებს, ძალას მმატებს. მაძლიერებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ისევ ვღელავ თქვენსავით, არ ვნებდები. თქვენი ბრძოლა აიმედებს ხალხს. რაც არ უნდა მომივიდეს არ ვნაღვლობ, როცა თქვენისთანა ხალხი მეგულება გარეთ, ვინც არაფრით არ დაუთმობს ქვეყანას მოღალატეებს.

მე არც 5 წელი მაშინებს და არც 25, თუ ეს ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ. მაგრამ ისეთ ბრძოლასაც არ ვემხრობი, ველოდო ესენი თავისით როდის ჩამოიშლებიან… ხუთი წელი თუ ესენი დარჩნენ, ჩემ გამოსვლას რა აზრი აქვს? თუ “სვაბოდაზე” გავედი, რაღად მინდა… ეს თავისუფლება არ იქნება. მე “სვაბოდის” გამო კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძვი. თავისუფლება მაშინ იქნება, როცა ქვეყანა გაიმარჯვებს. თუ არა და რა მნიშვნელობა აქვს გარეთ ვივლი თავდახრილი, თუ ციხეში ვიქნები გამოკეტილი? უფრო მეტიც, მირჩევნია ვიჯდე, ან საერთოდ არ ვიყო, ვიდრე გარუსებულ საქართველოში ამოვყო თავი.

​ჩემი ციხიდან გამოსვლა კი არა, საქართველოს გათავისუფლებაა მთავარი, ამ გარუსებისგან, ეგ რბილად რომ ვთქვათ. ვიცი, არ გაგიჭირდებათ ჩემი პათოსის გაგება.

არ ვიცი გახსოვთ თუ არა, სულ ვიძახდი ამათ თამაშში აყოლა არ შეიძლება, ჩვენ ჩვენი პროცესი გვაქვს და ეს ქვეყნის გათავისუფლებაა. არა ვიღაც კონკრეტული ადამიანების… საპროცესოებით და ბოდიშებით, შეწყალებით, თავის დახრით გამარჯვება არ მოდის.

​ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობ და მაწუხებს, თქვენ გვერდით რომ არ ვარ, ვერაფრით გეხმარებით. გავიგე სოფლებში გასულხართ ხალხთან, რასაც ყოველთვის ვემხრობოდი, ვფიქრობ დაგვიანებული არ არის.

…​ამბობენ: საკუთარ თავს ზემოთ ძალა არ არისო… მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ის ძალები უნდა მოვიხმოთ საკუთარ თავში, რომლის დანახვა არ გვინდა, საკუთარ თავზე მაღლა უნდა დავდგეთ…

… ​მე პარტიული ინტერესი არასდროს მამოძრავებდა და არც ვყოფილვარ მათ რიგებში. მე პარტიებს არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ რასაც ვხედავ ის არის, რომ პირველ რიგში პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გაქრობის ეშინიათ და ყველაფრის ფასად უნდათ ხალხს თავი არ დაავიწყონ.

ასეთი ბრძოლით მართლა გაქრებით. ჯერ ქვეყანა გამოვგლიჯოთ მტერს და მერე იბრძოლეთ ერთმანეთში, ჯანსაღ საარჩევნო ბრძოლას ვგულისხმობ.

​”პირის” გატეხას თავის გატეხა ჯობს, და თუ ერთს იტყვით და მეორეს გააკეთებთ, ამას უღირსობა ჰქვია…

უღირსები ნუ გახდებით, თუ გინდათ ხალხმა თქვენი დაიჯეროს და გამოგყვეთ. თქვენი გაუქმება ვერ მოხდება, რამდენადაც არ უნდოდეთ ამ გარუსებულებს, თუ ხალხმა თქვენი გულწრფელობის დაიჯერა…

​მიყვარხართ ყველა, ვინც არ ნებდება და ისევ ღელავს!“ – წერს ალექსანდრე ჩილაჩავა.

ალექსანდრე ჩილაჩავა 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული. მას 5 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა.

ალექსანდრე ჩილაჩავას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თუმცა პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ ის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლის ეზოში გადადის და ერთ წუთში უკან გადმოდის და რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას არ ახორციელებს.

ალექსანდრე ჩილაჩავა 4 ოქტომბრის საქმის იმ პატიმრებს შორისაა, რომელთაც უარი თქვეს საპროცესოს გაფორმებაზე.

„კაფეში ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს“ – ძარცვის 2 საქმე ბათუმის სასამართლოში

22 ივლისს ძარცვის ორი საქმე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მტკიცებით, კაცი კაფეში გაძარცვეს – ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს, მეორე შემთხვევაში კი, თურქეთის ორ მოქალაქეს წაართვეს ქუჩაში პირადი ნივთები, მათ შორის, მაჯის საათი.

„როდის გამომკითხეთ, ყველაფერი რომ გადაწყვიტეთ მერე?“ – მიმართა სასამართლო სხდომაზე პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა ბექა თ.-მ გამომძიებელს. სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს გამომძიებელმა ლევან ამირანაძემ ჩვენება მისცა.

გამომძიებლის თქმით, მან 2026 წლის 31 მარტს ოპერატიული ინფორმაცია მიიღო დანაშაულის ჩადენის შესახებ. დაზარალებულად მიჩნეულმა პირმა კი, ფოტოსურათით ბრალდებულის სკამზე მყოფი პირი ამოიცნო.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ბელარუსის მოქალაქეს, ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში ოქროს ნივთები წაართვა. ამ დროს დაზარალებული ალკოჰოლის ძლიერი მოქმედების ქვეშ იყო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზარალის ოდენობა 9400 ლარია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის [სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილი].

„საქმეში პროკურატურას მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება აქვს და ფოტოსურათით ამოცნობა, სხვა მტკიცებულება არ არის,“ – ამბობს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

„გამოვკითხეთ, მაგრამ არ აღიარებდა დანაშაულს…“ – განაგრძო ჩვენების მიცემა გამომძიებელმა და ბრალდებულს გახედა.

„როგორ აღმოჩნდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის განყოფილებაში?“ – ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა.

„ტელეფონით დავურეკეთ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ფოტოსურათით ამოიცნო… მას [ბრალდებულს] გამოკითხვაზე უარი არ უთქვამს“, – აღნიშნა მოწმემ.

„რატომ მიიყვანეთ პოლიციის განყოფილებაში პოლიციის მანქანით, როცა ის თანახმა იყო შეხვედრაზე?“ – ჩაეკითხა გამომძიებელს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

„დრო რომ დაგვეზოგა, ამიტომ“ – თქვა გამომძიებელმა ლევან ამირანაძემ.

„არაფერიც არ დაგირეკავთ თქვენ ჩემთვის,“ – ფეხზე წამოდგა და ნერვიულობა დაეტყო ბრალდებულს. – „მოვიდნენ პირდაპირ ჩემთან, ბინაში პოლიციელები, დამაჯინეს მანქანაში და მიმიყვანეს მე-2 განყოფილებაში. მთელი საღამო იქ ვიყავი, დილით დამაკავეს. როდის დამაკავეთ?“ – მიმართა ისევ გამომძიებელს ბრალდებულმა.

„არ მახსოვს, მითითებული იქნება ოქმში,“ – ბრალდებულს მზერა აარიდა გამომძიებელმა.

„ბევრს აკავებთ, ვიცი, მაგრამ საქმის ირგვლივ რაც არის, ხომ უნდა იცოდეთ?“ – გაღიზიანება დაეტყო ბრალდებულს.

„აქ შენიშვნას მე ვიძლევი მხოლოდ,“ – ბრალდებული შეაჩერა მოსამართლემ.

„არადამაკმაყოფილებელი პასუხებია,“- ჩაილაპარაკა ბრალდებულმა.

კიდევ ერთმა მოწმემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივმა, გიორგი მოწყობილმა კი, მოსამართლეს უთხრა, ბრალდებული „მშვიდ გარემოში“ დავაკავეთ, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიაო. ამ სამართალდამცველმა დააკავა ძარცვაში ბრალდებული კაცი.

„დაკავების საფუძველი რა იყო?“ – ჰკითხა დეტექტივს ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.

„ჩადენილი დანაშაული… პროცედურა მიმდინარეობდა მანამდე ძარცვასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მოწმემ.

ძარცვის მეორე საქმე კი, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს უნდა განეხილა. სასამართლოს დიდი დარბაზი თითქმის სრულად შეივსო ბრალდებულების ახლობლებით, ორივე ბრალდებული გამოცხადდა ადვოკატებით, მაგრამ პროკურორმა ამ საქმისთვის ვერ მოიცალა.

პროკურატურის ვერსიით, თურქეთის ორი მოქალაქე გაძარცვა საქართველოს ორმა მოქალაქემ. გამოძიების ვერსიით, 2026 წლის იანვრის ერთ დღეს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბათუმში სტუმრად მყოფ თურქეთის მოქალაქეებს ბრალდებულები ქუჩაში გაეცნენ. დაზარალებულად მიჩნეული პირების თქმით, მათ ბრალდებულმა სხვადასხვა პირადი ნივთი წაართვეს, მათ შორის, მაჯის საათი.

დაცვის მხარის მტკიცებით, თურქეთის მოქალაქემ თავად აჩუქა ქუჩაში გაცნობილ კაცს მაჯის საათი.

იმის გამო, რომ დაზარალებულებს ამ ეტაპზე ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ აქვთ, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა ბრალდებულები ისევ დუმილის უფლებით სარგებლობენ. საპროცესო შეთანხმების მიღწევის მთავარი პირობა წარდგენილი ბრალის აღიარებაა.

ორი ბრალდებულიდან ერთი პატიმრობაშია – ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო სავარაუდოდ მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენის დროს, მეორე კი, გირაოთია გათავისუფლებული. „ბათუმელებმა“გირაოში მყოფ ბრალდებულთან გამოლაპარაკება სცადა, თუმცა ძარცვაში ბრალდებულმა კაცმა გვითხრა, რომ დუმილის უფლებას სასამართლო სხდომის მიღმაც შეინარჩუნებს.

14 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 10 წელი მიუსაჯეს

14 წელს მიუღწეველი მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ადევნებაში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯეს.

პროკურატურის ცნობით, გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო.

„დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებულს ბრალდება ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ადევნება).

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმში ქალმა 59 წლის ასაკში შვილი გააჩინა

19 წლიანი ლოდინის შემდეგ, ოზურგეთელ წყვილს, ნანა ურუშაძესა და გენადი ხომერიკს შვილი შეეძინათ.

ნანა ურუშაძე-ხომერიკმა პირველი შვილი 59 წლის ასაკში გააჩინა.

„ქალბატონი ნანა რეპროდუქტოლოგის მიერ დროულად იქნა გადმომისამართებული ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, სადაც ორსულობა მესამე დონის ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში მიმდინარეობდა,“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საკეისრო კვეთა ორსულობის 34-ე კვირაზე, 16 ივლისს ჩატარდა.

„მედინა“ ავრცელებს თავად დედის წერილსაც.

„არსებობს ოცნებები, რომლებიც წლების განმავლობაში გულში ცხოვრობენ იმედით, ლოდინითა და რწმენით.

19 წელი დედობის მოლოდინში გავატარე. ეს იყო გზა სავსე იმედით, ლოცვითა და დიდი სურვილით, რომ ერთხელ მაინც გამეგონა ძვირფასი სიტყვა „დაიბადა“.

დღეს კი, 59 წლის ასაკში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ პროფესიონალი და მზრუნველი გუნდის დახმარბეით ეს ოცნება ახდა,“- წერს ნანა ურუშაძე.

როგორც „მედინა“ წერს, ორსულობას მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯუმბერ უნგიაძე და მეან-გინეკოლოგი ხათუნა სამნიძე მართავდნენ.

კლინიკის ცნობით, დედა და ახალშობილი კლინიკიდან სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერნენ.

 

 

შსს აცხადებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში თავად გამოცხადდა

შს სამინისტრო აცხადებს, რომ კომიკოსს [სთენდაფერ] ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა და ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, იკითხება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

23 ივლისს, საღამოს, სტენდაფერ კომიკოსს, ონისე ოქრიაშვილს 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ გზავნილით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მწერალ ნოდარ დუმბაძეს.

ამ ამბავს თავად ონისე ოქრიაშვილის გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას აშავებენ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ნოდარ დუმბაძე, ანუ ის, ვინც შეუძლებელია გეზიზღებოდეს.

ამავე თემაზე: 

ქეთი დუმბაძის კომენტარი ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე

ბათუმში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

31 წლის კაცს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის ბოლოში გუშინ, 22 ივლისს ესროლეს.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

აღნიშნულ ფაქტზე არის თუ არა ვინმე დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ამ დრომდე [10:10 სთ, 23 ივლისი] არ გაუვრცელებია.

შემთხვევის ადგილი / 22.07.2026

 

 

23 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 434 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 191 ერთეული [+28]
  • ჯავშანტექნიკა – 24 994 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 46 570 ერთეული [+78]
  • MLRS – 1 961 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 515 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 438 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 423 588 ერთეული [+1 688]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 994 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 124 243 ერთეული [+541]
  • სპეცტექნიკა – 4 453 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 936 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ კრასნოდარსა და სტავროპოლში Wildberries-ის საწყობებზე იერიში მიიტანა. დაშავდა მინიმუმ 5 ადამიანი
კრასნოდარსა და ნევინომისკში (სტავროპოლის მხარე) მდებარე ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების შესახებ კომპანია RWB-ის ხელმძღვანელმა ტატიანა კიმმა განაცხადა. მისი თქმით, საწყობებიდან თანამშრომლების ევაკუაცია ოპერატიულად მოხერხდა, თუმცა არიან დაშავებულებიც.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სარფის 8 კმ გვირაბის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება“ – თუმცა ჯერ ხელშეკრულება არ არის დადებული

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში გვირაბის მშენებლობა დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, გზის მშენებელ კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

„სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება სარფის 8-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა“, – ეს განცხადება „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ 21 ივლისს გააკეთა. 

„ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით, გაფორმდა თუ არა უკვე ხელშეკრულება ბათუმი-სარფის[თურქეთის საზღვარი] ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან და რომელ კომპანიასთან დაიდო შეთანხმება.

„ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები დონორი ორგანიზაციის [ADB] შესყიდვის წესებით“, – მოგვწერეს დღეს, 22 ივლისს, გზების დეპარტამენტიდან.

პროექტის მიხედვით, ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია 7,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა, რომელიც სოფელ ახალსოფელში დაიწყება და სოფელ სარფში ზღვის სანაპიროსთან [ჩანჩქერთან], ბათუმი-სარფის არსებულ გზასთან გამოვა.

ვრცლად ამ თემაზე: ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე – ხელშეკრულების გაფორმებიდან], ხოლო მომდევნო დაახლოებით 3 წელი [1080 დღე] – „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.

„ჩვენ უკვე წელს გახსნილი გვექნება თბილისიდან ბათუმამდე მთლიანად მაგისტრალი ერთი, სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გარდა“, – განაცხადა „ოცნების“ მინისტრმა.

„სამტრედიის ხიდის მონაკვეთი“ ის 9,5 კილომეტრიანი მონაკვეთია [სამტრედიიდან ჯაპანამდე], სადაც მდინარე რიონზე ახალაშენებული ხიდი ჩაინგრა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ხიდის დასრულება დაგეგმილია 2027 წელს. შესაბამისად, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილ 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის გახსნაც მომავალ, 2027 წელს [წლის პირველ ნახევარში] არის დაგეგმილი.

თბილისიდან-ბათუმამდე კიდევ ერთი, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთია დაუსრულებელი, რომელიც გრიგოლეთთანაა და მდინარე სუფსას კვეთს. თუმცა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთის გახსნა მიმდინარე, 2026 წელს არის დაგეგმილი.

ზოგადად, ამ დრომდე თბილისიდან-ბათუმამდე მაგისტრალის „მთლიანად გახსნას“ ხელი სამტრედია-გრიგოლეთის გზამ შეუშალა, რომელიც 4 ლოტად შენდებოდა. ამ გზის შემადგენელია სწორედ „სამტრედიის ხიდის მონაკვეთი“. ამავე გზის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი კი 5 დღის წინ, 18 ივლისს გაიხსნა.

  • „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით, არათუ თბილისიდან-ბათუმამდე, არამედ მთლიანად „აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ [სარფიდან-წითელ ხიდამდე] მინიმუმ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

რას ითხოვს ბათუმის მერია „გრანდ მოლისგან“, რომლის შენობაც ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა

ბათუმის მერია თანახმაა შპს „გრანდ მოლს“ პირდაპირი წესით და პირობებით შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდოს. მიწა დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაგრამ მას პირდაპირი წესით ვერ განკარგავს, ქონება ჯერ აჭარის მთავრობას უნდა გადაეცეს, მთავრობა კი „გრანდ მოლს“ გადასცემს.

57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აჭარისთვის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 2026 წლის 24 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს. განკარგულების პროექტი საკრებულოში ქალაქის მერიამ შეიტანა.

თუმცა, აღნიშნული ნაკვეთით „გრანდ მოლი“ უკვე წლებია სარგებლობს. უფრო ზუსტად, ეს ნაკვეთი „გრანდ მოლის“ იმ ტერიტორიაში შედის, სადაც კომპანიის სავაჭრო ცენტრის შენობა დგას.

57 კვადრატული მეტრი მიწის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ „გრანდ მოლმა“ შემდეგი პირობები უნდა შეასრულოს:

  • ბათუმის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 281 ათას 127 ლარი
  • თავისი ტერიტორიიდან უნდა გამოყოს 120 კვადრატული მეტრი მიწა და 72 კვადრატული მეტრი შენობა [სატრანსფორმატორო] და საკუთრებაში გადასცეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“
  • ამასთან, „გრანდ მოლმა“ ბათუმის ტერიტორიაზე 7 სხვადასხვა სატრანსფორმატორო პუნქტი უნდა გაარემონტოს [„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებით].

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბათუმის მერიაში 2026 წლის მაისსა და ივლისში შევიდა „გრანდ მოლის“ წერილები, რომლებიც ძველი სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული 57 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „გრანდ მოლისთვის“ პირდაპირი ფორმით საკუთრებაში გადაცემას ეხება. ამ საკითხზე მერიაში შესულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილიც.

აღნიშნული ნაკვეთი [რომელზეც „გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრის შენობა უკვე დგას] ბათუმის საკუთრებად 2026 წლის მაისშია დარეგისტრირებული. ბათუმის მერიის დაკვეთით კი, ნაკვეთის საბაზრო ღირებულება – 281 127 ლარი – სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ამავე წლის მაისში დაუდგენია.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და შპს „გრანდ მოლის“ ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია „გრანდ მოლიმ“ სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა განახორციელოს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სატრანსფორმატორო პუნქტის მიერ დაკავებული 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე 72 კვ.მ შენობა-ნაგებობის გამოყოფა და მისი ენერგო -პრო ჯორჯიასთვის საკუთრებაში გადაცემა.“ – წერია მერიის განმარტებით ბარათში.

ამ ჩანაწერით ირკვევა, რომ სავაჭრო ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული დღემდე არ არის.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ გახდა აუცილებელი 57 კვადრატული მეტრი მიწის „გრანდ მოლისთვის“ პირდაპირი მიყიდვით გადაცემა დღეს, როცა ამ მიწაზე კომპანიას შენობა უკვე აშენებული აქვს? ასევე, როგორ განისაზღვრა პირობები, რაც „გრანდ მოლს“ წაუყენეს? რის საფუძველზე ააშენა შენობა კომპანიამ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ იყო მის საკუთრებაში? რატომ არ მოხდა მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა მაშინ, როცა ტრანსფორმატორი გადაიტანეს?

ბათუმის მერიისგან ამ კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია [მიღების შემთხვევაში მერიის პასუხს აქვე მოგაწვდით].

მერია განმარტებით ბარათში იმასაც წერს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიიღო.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურები. რაც მოიცავს მიწის ადგილმონაცვლეობისა და სატრანსფორმატორო პუნქტის „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გადაცემის საკითხს“, – მხოლოდ ეს მოგვწერეს დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

მშენებარე გრანდ მოლი 2020 წელს. სატელიტის ამ ფოტოზე ჩანს ძველი სატრანსფორმატორო შენონობა [წერტილი – 1], რომელიც გადაიტანეს წერტილ – 2-ში. მარჯვენა ფოტოზეა ახალი სატრანსფორმატორო შენობა, რომელიც დღეს წერტილ-2-შია განთავსებული. ძველი სატრანსფორმატოროს ადგილია სწორედ ის 57 კვ.მ მიწა, რომელიც „გრანდ მოლს“ ახლა უნდა მიყიდონ. ახალი სატრანსფორმატორო კი „გრანდ მოლის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა და ის კომპანიამ [120 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად] საკუთრებაში უნდა გადასცეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“
„ბათუმელები“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, არის თუ არა სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ ექსპლუატაციაში მიღებული. პასუხი ამ დრომდე ვერც მუნიციპალური ინსპექციისგან მივიღეთ.

მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ანალოგიური შეკითხვით 2023 წელსაც მივმართეთ, თუმცა პასუხი არც მაშინ გაგვცეს. ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრში მაშინ ესკალატორზე ცხრა წლის ბავშვი დაშავდა.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის“  შენობა ექსპლუატაციაში მიღებული ნამდვილად არ არის.

ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით დამატებით გადაუმოწმებიათ სავაჭრო ცენტრის საბოლოო მდგომარეობის შესაბამისობა თავის დროზე შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან.

ვინაიდან საჯარო რეესტრში არქიტექტურული პროექტის შუა ნაწილში მოქცეული დაურეგისტრირებელი, ყოფილი სატრანსფორმატორო პუნქტით დაკავებული მიწის ნაკვეთი [57 კვ.მ.] ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირეს, შესაბამისად, შენობა განლაგებული აღმოჩნდა ორ საკადასტრო კოდზე: აქედან ერთი – 57 კვ.მ. დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მეორე – 12 971 კვ.მ. კი – „გრანდ მოლის“.

ამასთან, ვინაიდან პროექტი თავიდანვე შეთანხმებული ყოფილა სრულ ნაკვეთზე, შესაბამისად, საჭირო იქნება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა უკვე გაერთიანებულ ნაკვეთზე [57 კვ.მ. + 12 971 კვ.მ.].

„გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრის ის ნაწილი, რომელიც აშენებულია იმ 57 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეც, რომელიც კომპანიას ახლა უნდა მიჰყიდონ პირდაპირი წესით და პირობებით / 21.07.2026

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „გრანდ მოლსაც“. გვინდოდა გვეკითხა, რატომ თხოვენ 57 კვ.მ მიწის ნაკვეთში 281 127 ლარს, დამატებით 120 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს [„ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გადასაცემად, 70 კვ.მ ფართობის სატრანსფორმატოროს შენობასთან ერთად, რომლის მონაცვლეობაც თავის დროზე თავად „გრანდ მოლმა“ განახორციელა] და კიდევ 7 სატრანსფორმატოროს გარემონტებას.

კომპანიაში ამაზე საუბარი არ მოისურვეს.

„მოლის“ შიგნით დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი რომ არ გვქონოდა, მერიას ჩვენ თვითონმივ მართეთ… როგორც ვიცით, ნაკვეთი სამხარაულის ბიუროს მიერ არის შეფასებული. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ინტერესშია „მოლთან“ დაკავშირებული დოკუმენტური ნაწილის სრულფასოვნად მოწესრიგება, გვაქვს მზაობა, რომ ეს მიწის ნაკვეთი შევიძინოთ [მოექცეს ჩვენს საერთო მიწის ნაკვეთში] და ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დარეგულირდეს.

ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ეს პირდაპირ კავშირში არაა. ამ კუთხითაც პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. ყველა საჭირო პროცედურა გავლილია და, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ეს ექსპლუატაციის საკითხიც თავიდან ბოლომდე დასრულდება“ – გვითხრეს „გრანდ მოლში“.

სროლა ბათუმში – დაჭრილია 1 ადამიანი

დღეს, 22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 31 წლის კაცი.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.

ბათუმელების ინფორმაციით, მინიმუმ 7 ტყვიაა გაისროლეს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან უბანში

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტრო მომხდართა დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერს აცხადებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, დაჭრილს უტარდება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მუცლისა და ქვედა კიდურების არეში.

შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

„ცენზურის შექმნის კიდევ ერთი მაგალითი“ – საია ვახო სანაიას ფეისბუქის პოსტისთვის დაპატიმრებაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას 14 დღით ადმინისტრაციულ დაპატიმრებას ფეისბუქ პოსტებით შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს.

იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული ოცნებისა და შსს-ს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და არასწორად წარმოაჩენენ“ – აცხადებს საია. 

ორგანიზაცია მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალზე, მათ შორის, მეოთხე სექციის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ”, რომელსაც, ორგანიზაციის შეფასებით, მანიპულაციურად ციტირებენ და განმარტავს, რომ:

„თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფლად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვაონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან;

ეროვნულმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ ჩარევის აუცილებლობა და გადაწყვეტილება უნდა გაამყარონ საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე მითითებით;

დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.

დაუშვებელია არაძალადობრივი გამოხატვის, თუნდაც გაუმართლებელი შეურაცხყოფის საპასუხოდ, საპატიმრო სასჯელების, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.

დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას “მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან.

საია ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ 2025 წლიდან მოყოლებული, აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ სანქციებს სოციალურ ქსელებში გამოხატვისთვის.

„პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა 2026 წლის 1 ივნისიდან, როდესაც შსს-ში ახალმა სტრუქტურულმა ერთეულმა, ე.წ. „ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” დაიწყო სოციალური ქსელებში გამოხატვის სისტემური მონიტორინგი.

მიუხედავად სამმართველოს დასახელებისა, ნაცვლად სიძულვილის ენის მონიტორინგისა, მისი საქმიანობა ძირითადად მწვავე პოლიტიკური გამოხატვისთვის ადამიანთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ წარმოებას მოიცავს“ – აცხადებს საია. 

ორგანიზაციის განცხადებაში მითითებულია, რომ შსს და სასამართლო სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხატვის დასჯადობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს იყენებენ. ესენია:

  • 17316 მუხლი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის აწესებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის დასაწყისში, შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველ სხვა ნორმებთან ერთად გაჩნდა.

„ეს ნორმა გააკრიტიკა, მათ შორის, ეუთო ოდირმა, რომლის მიხედვითაც მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“ მითითება რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე და ეს იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას“ – განმარტავს საია.

  • როდესაც გამოხატვის ადრესატი პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე არ არის, შსს და სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლს („წვრილმანი ხულიგნობა“), რომელიც სანქციად 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო სახდელდადებული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში – 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

„ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შესაძლოა უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს.

გამოყენებული სანქციების სიმძიმე, გამოხატვის კონტროლის მასშტაბი და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოხატვის კონტექსტისა და პოლიტიკურ დისკუსიაში მისი როლის უგულებელყოფა საზოგადოებაში ცენზურის ფონს ქმნის, მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება და უხეშად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას“ – წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლის, ვახო სანაიას პატიმრობა მედიის მიმართ შემზღუდავი და რეპრესიული გარემოსა და კონკრეტულად “ფორმულას” წინააღმდეგ მიმართული ისეთი რეპრესიული ზომების ფონზე ხდება, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული (SLAPP) სამოქალაქო სარჩელი/სასამართლო გადაწყვეტილება და იმავე საქმეზე, პარალელურად, ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) სისხლის სამართლის გამოძიების წარმოება „ფორმულას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს, 22 ივლისს შეუფარდა.

ამავე თემაზე: 

ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო

Vakho Sanaia Becomes First Journalist Ordered to Detention Over Facebook Posts

Journalist and Formula TV anchor Vakho Sanaia has been ordered to serve 14 days of administrative detention over Facebook posts, following a case brought against him over alleged insults directed at public officials. He becomes the first journalist in Georgia to be ordered into detention over social media posts.

Sanaia’s detention comes after he was previously fined 6,000 GEL over another Facebook post, which he wrote sarcastically in response to a newly established devision within the Ministry of Internal Affairs tasked with monitoring social media content and initiating administrative proceedings over allegedly offensive posts. The division is officially called ” Division for Combating Hate Speech, but critics call it “scroll-screening division”, saying people employed there have to scroll the social media and make screenshots of posts, to start administrative cases.

The original post, which resulted in the fine, was a sarcastic message in which Sanaia urged people “not to call Shalva Papuashvili and Lado Bozhadze d*cks.” The post was written in response to the creation of the new monitoring mechanism, which critics have dubbed the “scroll-screening division.”

After receiving the fine, Sanaia published additional posts commenting on the case and mocking the decision. In one of them, he suggested ironically that “the court’s ruling implied that Papuashvili and Bozhadze were, in fact, d*cks”.

Those follow-up posts became the basis for a new administrative case against the journalist.

During the court proceedings, the Ministry of Internal Affairs argued that Sanaia’s posts represented an “ironic and concealed form of insult.” The ministry also cited the fact that Sanaia had already been fined in a previous case involving alleged insults toward a political officeholder and requested administrative detention instead of another financial penalty.

The court granted the request and ordered Sanaia to serve 14 days of administrative detention.

Sanaia did not attend the court hearing. Following the ruling, he continued commenting on the case on social media, saying that neither fines nor detention would force him to limit his freedom of speech or stop expressing his views.

The case comes amid growing concerns among media freedom and civil society groups over the use of administrative laws to penalise speech in Georgia.

According to Transparency International Georgia’s latest updated list, there are currently 90 political prisoners in the country. Critics argue that recent legislative changes and enforcement practices have increasingly been used against protesters, activists, journalists and government critics.

The Ministry of Internal Affairs’ new social media monitoring unit, officially known as the Division for Combating Hate Speech, has already submitted dozens of cases to courts, many of which have resulted in financial penalties.

კურორტ გომისმთაზე 3 სახლი დაიწვა

გურიაში, კურორტ გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა წუხელ, 21 ივლისს მოხდა.

როგორც სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ, ხანძრის ჩაქრობა ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთიდან კურორტზე ავიდა სახანძროს მანქანაც, თუმცა მოქალაქეების თქმით, ამ დროს ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო.

ოზურგეთის მერიის პრესცენტრში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კურორტზე მუშაობენ სახანძრო სამსახურის, ასევე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მორიგე ჯგუფები, ოზურგეთიდან კი, ადგილზე დამატებითი ჯგუფი ავიდა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით [ნივთის დაზიანება, ან განადგურება]

სქრინი ფეისბუქჯგუფში „გომის მთა“ გავრცელებული ვიდეოდან

სარფსა და ფოთში იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ იარაღის შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიებზე, ავტომობილების დათვალიერებისას, „ნივთმტკიცებად ამოიღეს 500-მდე საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი.

დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-236-ე და 19-214-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 433 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 163 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 982 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 46 492 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 958 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 513 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 438 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 421 900 ერთეული [+1 610]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 981 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 123 702 ერთეული [+355]
  • სპეცტექნიკა – 4 450 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 933 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ კრასნოდარსა და სტავროპოლში Wildberries-ის საწყობებზე იერიში მიიტანა. დაშავდა მინიმუმ 5 ადამიანი
კრასნოდარსა და ნევინომისკში (სტავროპოლის მხარე) მდებარე ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების შესახებ კომპანია RWB-ის ხელმძღვანელმა ტატიანა კიმმა განაცხადა. მისი თქმით, საწყობებიდან თანამშრომლების ევაკუაცია ოპერატიულად მოხერხდა, თუმცა არიან დაშავებულებიც.

ვინ არის მიხაილო დრაპატი, უკრაინის ახალი მთავარსარდალი

„უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო ბრძანება… ქერჩის ხიდი დაუტოვეს რუსებს გასაქცევად“ – ინტერვიუ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვინ არის მიხაილო დრაპატი, უკრაინის ახალი მთავარსარდალი

21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ალექსანდრ სირსკი და ამ პოსტზე მიხაილო დრაპატი დაინიშნა.

43 წლის მიხაილო დრაპატი გენერალ-მაიორია, მიღებული აქვს სამხედრო განათლება. მან ოფიცრის წოდება დამოუკიდებელ უკრაინაში მიიღო.

უკრაინული მედიის ცნობით, ჯერ კიდევ 2014 წელს დრაპატი მონაწილეობდა მიიღო ოკუპირებული მარიუპოლის განთავისუფლებაში. მისი ბრძანებით, უკრაინულმა ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებმა 9 მაისს გაარღვიეს ოკუპირებულ ქალაქში საკონტროლო პუნქტები და თავად დრაპატი იმყოფებოდა პირველ ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანაში, რომელმაც ბარიერები გადალახა.

ვიდეო, როგორ შეიჭრა ოკუპირებულ მარიუპოლში საბრძოლო მანქანა, მაშინ ვირუსული გახდა.

YouTube video player

უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის მარტში დრაპატი ხელმძღვანელობდა კრივოი როგის დაცვას, სადაც უკრაინულმა ძალებმა წარმატებით შეაჩერეს ოკუპანტები.

ასევე, დრაპატი მეთაურობდა ხერსონის ოპერატიულ ჯგუფს, რომელმაც გაათავისუფლა ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო მიმდინარე ომის დროს.

2024 წლის თებერვალში დრაპატი დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ. ხოლო მაისში, ხარკოვის ოლქში რუსული შეტევის ფონზე, იგი ასევე გახდა ხარკოვის ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაური.

ხარკოვში მიღწეული წარმატების შემდეგ მან გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

2024 წლის იანვრის ბოლოს დრაპატი ასევე დაინიშნა ხორტიცის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურად, პარალელურად კი – სახმელეთო ჯარების მეთაურად. მოკლე ხანში, 2024 წლის ნოემბერში, დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური გახდა.

ერთი წლის წინ, 2025 წლის ივნისში, მიხაილო დრაპატიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა – ამის მიზეზი გახდა რუსეთის სარაკეტო შეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ქვედანაყოფზე, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა.

იმავე დღეს დრაპატიმ თქვა, რომ მეთაურის რანგში მან ვერ შეძლო ბრძანებების სრულად შესრულება და თანამდებობას ტოვებდა, თუმცა ზელენსკიმ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და იგი გაერთიანებული ძალების მეთაურად დანიშნა.

21 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე დანიშვნას დრაპატი ფეისბუქზე გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ზელენსკის – ნდობისთვის და თავდაცვის ძალებს – ახალი ეტაპისთვის.

„უკრაინის სამსახურში ყოფნა ჩემთვის ყოველთვის პატივი იყო და დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ეს აბსოლუტურ პასუხისმგებლობას ნიშნავდა.

მადლობელი ვარ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის, უკრაინის არმიის გაძლიერებისადმი მისი თანმიმდევრული შრომისთვის. მე ამ არმიაში გავიზარდე.

ვიმუშავებ პასუხისმგებლობით, მიზანმიმართულად და პატივისცემით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას იცავენ.

დიდება ერს. სიკვდილი მტრებს“ – წერს დრაპატი ფეისბუქზე.

მიხაილო დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მთავარსარდალია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის პირობებში. მისი წინამორბედები იყვნენ ვალერი ზალუჟნი და ალექსანდრ სირსკი.

ამავე თემაზე:

აქციები უკრაინაში, რა ხდება იქ სინამდვილეში – ინტერვიუ

რას მოუტანს საქართველოს თურქმენეთის განათლების სისტემასთან თანამშრომლობა – ინტერვიუ

16 ივლისს საქართველოს განათლების სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრთან შეხვედრები გამართა და მხარეებმა „სამომავლო მიზნები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს“.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ და თურქმენეთმა უნდა ითანამშრომლონ როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებაზე, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებასა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოებაზე.

საქართველო წლებია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას ცდილობს. რით არის გამორჩეული განათლების თურქმენული მოდელი, რომელიც მკაცრი ცენტრალიზაციითა და იდეოლოგიური წნეხით, დასავლური განათლების სისტემის ანტიპოდია? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიის მასწავლებელს, შალვა მინდაძეს ესაუბრა.

  • ბატონო შალვა, ამ ბოლო დროს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად დადის ვიზიტებით შუა აზიის ქვეყნებში. ერთი კვირის წინ სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქმენეთთან აპირებენ მჭიდრო თანამშრომლობას. როგორც ირკვევა, ამ ქვეყნის განათლების სისტემა საბჭოთა და იდეოლოგიზებული ჰიბრიდია, რადიკალურად ცენტრალიზებული. რას მოგვცემს ასეთ სისტემებთან თანამშრომლობა?

აკადემიურ სფეროში თანამშრომლობა რომელიმე ქვეყანასთან, ზოგადად, არ არის პრობლემა, ცხადია, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ძალიან ხშირად, ეს „გამოცდილების გაზიარება“, რომლითაც ფუთავენ ხოლმე ასეთ ურთიერთობებს, ბუნდოვანია საზოგადოებისთვის. არ ვიცით რას ნიშნავს „გამოცდილების გაზიარება“ და კონკრეტულად რომელ გამოცდილებას ვიზიარებთ.

შალვა მინდაძე

თურქმენეთსაც აქვს 12-წლიანი სკოლა, სახელმწიფო, ფაქტობრივად, აფინანსებს გარკვეულ სფეროებში ინფრასტრუქტურას. ამავე დროს, მმართველობის მოდელი ძალიან ცენტრალიზებულია, შეიძლება ითქვას უკიდურესად ცენტრალიზებული და ამ კონტექსტში ძალიან გაუმჭვირვალე.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, ანუ თავიანთი თავი გამოთხარეს ფაქტობრივად, რადგან ამ ქვეყანასაც ნაკლებად გამჭვირვალე რეფორმები აქვს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და პოლიტიკურად კონტროლირებადია.

თავისუფლების თვალსაზრისით ძალიან დიდი პრობლემაა. ის მემორანდუმები, რაც გააფორმა სამინისტრომ თურქმენეთთან, მოიცავს შეთანხმებებს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, არქიტექტურის და მშენებლობის კონტექსტში – საზღვაო აკადემიასთან… ეს ყველაფერი გასაღებულია განათლების მოდელის კონტექსტში, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ განათლების სახელით სხვა შინაარსის შეთანხმებებს აწერენ ხელს?

შესაძლებელია.

Freedom House-ს აქვს ჩატარებული თურქმენეთის აკადემიური თავისუფლების და განათლების პოლიტიკის ინდოქტრინაციის კვლევა, რომელშიც არის გამოკვეთილი თავისუფლების კომპონენტი და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ 4-იდან 0 ქულა აქვს თურქმენეთს მინიჭებული. ანუ ფაქტობრივად, არ არსებობს თავისუფლების კომპონენტი.

ამავე ანგარიშშია მითითებული, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვისას ქრთამის აღების ბევრი შემთხვევაა.

  • რომელი წლის კვლევაა ეს?

2025 წლის კვლევაა.

ასევე, არსებობს BTA-ს დასკვნა, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ თურქმენეთში განათლების სისტემა ძირითადად არის იდეოლოგიზებული. აი, მაგალითად ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში ისტორიის წიგნებზე აკეთებენ და ფაქტობრივად მალავენ სახელმძღვანელოებს. მინისტრის მოადგილის, მახარაშვილის დონეზე რომ ვიცით მხოლოდ სახელმძღვანელოების ზედაპირული შეფასებები, ეს არის.

კვალიფიციური მასწავლებლები და მეცნიერულად გამართული სასწავლო მასალები თურქმენეთში დეფიციტშია და ამასვე ადასტურებს BTA-ს კვლევა. ამიტომ, ამ კონტექსტში, ვფიქრობ, თურქმენეთთან მიმართებით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი სწორედ ეს არის.

ასევე, იუნესკოს აქვს პირდაპირ მითითებული, რომ თურქმენეთში მოსწავლეთა რაღაც ნაწილი აღწევს მინიმალურ კომპეტენციას მათემატიკასა და კითხვაში და სკოლაში ყოფნას ფაქტობრივად აზრი ეკარგება, მაშინ როცა სკოლაში ყოფნა უნდა ნიშნავდეს ხარისხიან განათლებას.

ინტერნეტი თურქმენეთში პედაგოგიური მიზნებისთვის სკოლების დაახლოებით 37%-ისთვის არის ხელმისაწვდომი.

ასევე, წარმოიდგინეთ, შშმ პირთა ინფრასტრუქტურა 0.9%-ზეა ადაპტირებული, რა განათლებაზე ვსაუბრობთ საერთოდ.

  • როგორც ვიცი, არც PISA-ს კვლევებში მონაწილეობს თურქმენეთი და ინტერნეტში რასაც გადავხედეთ წყაროებს, საუბარია იმაზე, რომ სკოლების ინფრასტრუქტურას აშენებენ, თუმცა ტექნოლოგიებზე მოსწავლეებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. როგორც ჩანს, ფასადურია ესეც?

თურქმენეთში არსებობს სისტემა, რომელიც ფორმალურად, საყოველთაო სასკოლო განათლებას უზრუნველყოფს, მაგრამ საბაზოს შემდგომ ქმნის ძალიან ვიწრო, ეგრეთ წოდებულ „ბოთლის ყელს“, რის გამოც ახალგაზრდების უმრავლესობისთვის უმაღლესი განათლება ფაქტობრივად ხელმისაწვდომი აღარ არის.

BTA-ის კვლევები რომ დავასახელე, იმავე კვლევებშივეა მითითებული, რომ მაგალითად, 2024-25 სასწავლო წელს თურქმენეთის უნივერსიტეტებში მხოლოდ 16 000 სტუდენტი ჩაირიცხა, მაგისტრატურაზე კი მხოლოდ 600 და დაახლოებით 90 000 სკოლის კურსდამთავრებულიდან, თითქმის ¾ ვერ აგრძელებს სწავლას უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში.

  • სხვათა შორის, ამ ნაწილში კობახიძის შეხედულებები ემთხვევა თურქმენეთის რეალობას, რადგან 14 000 სტუდენტი უნდა აბარებდეს ქართულ უნივერსიტეტებში ჩვენი კვლევითო – თებერვალში განაცხადა. 

თითქმის ემთხვევა რიცხვები. ფაქტობრივად შესწავლილი აქვთ და წარმოიდგინეთ იუნესკოს მაჩვენებლით, [თუ სწორად მახსოვს], მშპ-ს 4-6%-ია საორიენტაციო მაჩვენებელი, რომელიც განათლების სფეროზე უნდა გამოიყოს და თურქმენეთს აქვს 2.7%, 2023 წლის მონაცემებით.

ერთადერთი, რაც შეიძლება ამ თანამშრომლობიდან მივიღოთ არის ნავთობისა და გაზის ინჟინერია, ენერგეტიკული ტექნოლოგიები და ამის გაზიარება ავტომატურად ნიშნავს თუ არა მისი საგანმანათლებლო მოდელის გაზიარებას, ეს არ ვიცით.

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ან განათლების მართვის მიმართულებით საერთოდ არაფერი გვაქვს.

  • პროფესიული განათლება აქვთ კარგიო მიქანაძემ განაცხადა, იქნებ ამას გულისხმობდა?

უნივერსიტეტებს შეუძლიათ ითანამშრომლონ ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, არქიტექტურაში, კულტურაში, მაგრამ თურქმენეთის განათლების სისტემის მოდელის საქართველოში გადმოტანა რომ მივიჩნიოთ წარმატებად, სრული სიგიჟე იქნება.

პირველი იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, მათი განათლების სისტემა უკიდურესად ცენტრალიზებულია, სახელმწიფო განსაზღვრავს ყველა სტანდარტს თურქმენეთში: შინაარსს, მიღების წესს, ხარისხის კონტროლს და აკადემიური თავისუფლება 0-ზეა შეფასებული, როგორც ვთქვი.

საერთაშორისო ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ ეს ქვეყანა არის ორიენტირებული იდეოლოგიზებულ სწავლებაზე, კორუფციაზე, ქრთამის აღებაზე, უმაღლეს განათლებაზე შეზღუდულ წვდომასა და სწავლის შედეგების სანდო მონაცემების ნაკლებობაზე.

ამიტომ კითხვა არის არა ის, რატომ ვთანამშრომლობთ თურქმენეთთან, არამედ კონკრეტულად რას ვსწავლობთ მისგან.

საზოგადოებამ პირდაპირ უნდა მოითხოვოს ამ ე.წ. მემორანდუმის ტექსტების გასაჯაროება. რა უწერიათ იქ ისეთი, რაზეც ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი?! სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რატომ თურქმენეთი და არა სხვა ქვეყანა.

  • ყირგიზეთთანაც ხომ თანამშრომლობენ, უზბეკეთთან…

ერთიანი სტრუქტურა აქვთ ამ ქვეყნებს. უზბეკეთში პირადად ვარ ნამყოფი, ერთი წლის წინ ვიყავი და შოკი მქონდა. როგორი კონტროლირებულია ჩაცმა-დახურვაც კი, რომ ნახოთ როგორი სტილის ღონისძიებები აქვთ, მაშინვე ხვდებით, რომ ქვეყანა ავტორიტარულია. ამიტომ, იგივე თურქმენეთისგან საქართველომ ერთადერთი რაც შეიძლება ისწავლოს, კონკრეტული ტექნიკური გამოცდილებაა, განათლების მართვას ნამდვილად ვერ ისწავლის. ისწავლის მხოლოდ ტოტალიტარულ სისტემას. რაში ემთხვევა მათი გამოცდილება დემოკრატიული ქვეყნის სისტემას?

თუ რაიმეს პირდაპირ გადმოიღებენ, ეს იქნება ზუსტად იმ ვიწრო „ბოთლის ყელის“ მოდელი, რაზეც ისაუბრა კობახიძემ, რომ ვეღარ უნდა მიიღოს ყველამ უმაღლესი განათლება.

  • კრიტიკული აზროვნების განვითარებას არ ემსახურება თურქმენეთის მოდელი, როგორც ვიცით. აქ როგორ მოვა თანხვედრაში საქართველოსთან თანამშრომლობა?

ამაშია საქმე, რომ თურქმენეთში პირდაპირ აკონტროლებს ხელისუფლება განათლების ადმინისტრირებას, შინაარსს, მსოფლმხედველობას აკონტროლებს. იქ სწავლა გამოიყენება სახელმწიფო იდეოლოგიისა და მმართველობისადმი ლოიალობის გასამყარებლად.

ისტორია ავიღოთ. მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლება პირდაპირ ექვემდებარება ოფიციალურ ნარატივს, იმას, რაც პარტიულია. არ არსებობს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უნივერსიტეტები, თავისუფალი მედია, თუნდაც ძლიერი აკადემიური თვითმმართველობა. არსებობს მასწავლებლების, პროფესორების ძალიან მაღალი თვითცენზურა.

ელემენტარული კვლევები რომ ნახოთ საერთაშორისო ნაწილში, ნული ქულით არის შეფასებული განათლების პოლიტიკური ინდოქტრინაციის დაცულობა, ამაზე მეტი რაღა გინდათ?!

კლასიკური ტოტალიტარიზმია. ვერ ვიტყვი, რომ სტალინური ან ნაცისტური ტიპის, მაგრამ ეს არის ავტორიტარული განათლების მოდელი, რომელიც მკვეთრად გამოხატული ტოტალიტარული ნიშნებით ხასიათდება. შედეგები, რასაკვირველია, იქნება კრიტიკული აზროვნების ნაცვლად მორჩილების სამსახური, ადამიანი უბრალოდ ინფორმაციის გადამოწმებას ვეღარ შეძლებს, ავტორიტარისადმი კრიტიკული კითხვის დასმა ვეღარ მოხდება.

რეალურად, ხარისხი დაეცემა განათლების. ჯერ ხომ ისედაც არ გვქონდა ხარისხიანი განათლება და ახლა უარესად დაეცემა ხარისხი. ფაქტობრივად, აშენებული სკოლები, გამოცემული სახელმძღვანელოები გვექნება, მაგრამ დამოუკიდებელი შეფასების გარეშე და ალბათ უნივერსიტეტებიც დაკარგავენ ყველანაირ კვლევით ფუნქციას.

ნარატივი არის უარყოფილი მთლიანად, ოფიციალური ნარატივი იქნება სახელმწიფოსი და ამ ყველაფერმა შეიძლება კარიერა დააზიანოს ან ფორმალურ საქმიანობად გადაგვიქციოს ყველაფერი, რასაც მხოლოდ მორჩილების მანტია ექნება მორგებული.

საბოლოო ჯამში, ამას პირდაპირი კავშირი აქვს კორუფციასთან და 16 000 პირველკურსელს რომ მიიღებ, მაშინ როცა სკოლას დაამთავრებს 90 000, ეს იქნება ფაქტობრივად საზოგადოებრივი განათლების შეწყვეტა და ქვეყანა დაკარგავს ნიჭიერ ადამიანებს, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას.

ტვინების გადინება ხომ ისედაც დაწყებულია, პროფესიათა დეფიციტი ხომ ისედაც არსებობს, სამეცნიერო ჩამორჩენა ისედაც გვაქვს და საბოლოო ჯამში, უბრალოდ ეკონომიკა ვეღარ გარდაქმნის ცოდნას.

თურქმენეთთან თანამშრომლობა ნიშნავს განათლების იმგვარ მოდელს, რაც ტოტალიტარულ სისტემებს ახასიათებთ – სკოლა პოლიტიზებული გახდება, მასწავლებელთა თვითცენზურა კიდევ უფრო გაიზრდება.

  • როგორც ვიცი, გარეგნულადაც ძალიან იზღუდებიან თურქმენეთში ქალები. ეროვნული სამოსით და თავსაფრით დადიან სკოლაში. კანონის მიხედვით, ქალებს ავტომანქანის ტარება და კიდევ ბევრი სხვა რამ აქვთ შეზღუდული.

ამ ქვეყანას ევროპასთან საერთო არაფერი აქვს. მაშინ როცა, საქართველოს უმაღლესი განათლების საერთაშორისო აღიარება ეფუძნება ევროპულ ავტონომიას, ხარისხს და დამოუკიდებელ შეფასებებს და ეს გაქრება, თუ ამ ღირებულებებს დავკარგავთ.

თურქმენეთის განათლების სისტემა კი აქრობს აზროვნებას, ინოვაციას, თავისუფალ საზოგადოებას. ამზადებს მორჩილ ახალგაზრდობას და არა თავისუფალ მოქალაქეს.

რა თქვა მაშველმა ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობაზე – ბრალდებული მამა-შვილია

„ადიდებული არ იყო იმ დღეს მდინარე… ის მონაკვეთი, სადაც ჩააგდეს, ძალიან სწრაფი დინება იყო, მყვინთავი ვერ ჩავიდა საერთოდ. სადაც უკვე მდინარის დინება ნელდება, იქ ჩავიდა და დათვალიერება მოხდა წყალქვეშ ზღვის შესართავამდე,“ – ეს მაშველმა უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს „ხიდიდან ჭოროხში გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმეზე“.

ამ საქმეზე დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით მაშველს მოუსმინეს, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბერს გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე.

საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა შურისძიების მიზნით დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს. 2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე სტანისლავ სუხარევი, რომელიც 40 წლისაა და გამოძიებამ დაზარალებულად მიიჩნია, არავის უნახავს. არც მისი ცხედარი უპოვია გამოძიებას. პროკურატურის მტკიცებით, კაცი ბრალდებულმა მამა-შვილმა მოკლა.

„შეიძლებოდა, მაგალითად, რამეს მოჭიდებოდა, თუ ცურვა იცოდა და გაცურავდა?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. ცნობილია, რომ გაუჩინარებულმა კაცმა ცურვა კარგად იცოდა.

„შეიძლებოდა, იქ ქვაც იყო, ხეც და ხავსიც… ადიდებული არ იყო მდინარე,“ – აღნიშნა მაშველმა, ფრიდონ გორგილაძემ სასამართლო სხდომაზე, როცა მას ადვოკატებმა 10 დეკემბრის გამოძახების შესახებ ჰკითხეს. საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის მცდელობის დღესვე შევიდა 112-ში შეტყობინება: დავინახეთ, გონიოს გაუქმებული ხიდიდან, როგორ გადააგდეს კაცი მდინარეშიო.

იმ დღეს მაშველებმა მდინარეში გადაგდებული კაცი უშედეგოდ ეძებეს.

„მე გამიჩნდა შეკითხვა, ზღვაში რატომ არ ეძებეს? თუ დინება ძლიერი იყო, რატომ არ ეძებეს ზღვაშიც?“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გაუჩინარებული კაცის, სტანსილავ სუხარევის ყოფილმა მეუღლემ, ინგა უზუნოვამ. მას პროკურატურის ვერსიის სჯერა, რომ მისი ყოფილი ქმარი, ვისთანაც საერთო 12 წლის შვილი ჰყავს, „520 ლარის გამო მდინარეში გადააგდეს, როგორც ქვა“, – ამბობს ინგა უზუნოვა.

ბრალდებულების ადვოკატებმა კი, დღევანდელ პროცესზეც სცადეს იმის წარმოჩენა, რომ რადგან ცხედარი არ უპოვიათ, შესაძლოა, სტანისლავ სუხარევი გადარჩა, ცოცხალია და მიიმალა. ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კაცს წყალში ჩავარდნის დროს სავარაუდოდ ხელი და ფეხი შეკრული არ ჰქონდა. ეს ამბავი დილის საათებში მოხდა, დაზარალებულად მიჩნეულმა პირმა ცურვა კარგად იცოდა, ხოლო ადგილი, სადაც ის ჩააგდეს ქვიანი არ არის.

ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ მაშველს მდინარის სიღრმეზეც ჰკითხა კონკრეტულად იმ მონაკვეთში, სადაც სტანისლავი გაუქმებული ხიდიდან ჩააგდეს.

„იყო დაახლოებით 3-3.5 მეტრი სიღრმე, ჩვენ ნავით გავცურეთ… მხედველობა ძალიან ცუდი იყო წყალქვეშ,“ – აღნიშნა მოწმემ.

იგივე მაშველს შემთხვევის ადგილი 21 დეკემბერსაც დაუთვალიერებია – ეს ის დღეა, როცა პროკურატურის ვერსიით, კონკრეტულმა პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, მამა-შვილმა ბადრი და როლანდ უ.-ებმა ჩაიდინეს ეს მკვლელობაო.

„რას მიყურებ საერთოდ?“ – უცებ ხმამაღლა წამოიძახა დარბაზში გაუჩინარებული კაცის, სტანისლავ სუხარევის ყოფილმა ცოლმა, ინგა უზუნოვამ და მოსამართლეს ხანდაზმული ბრალდებულისკენ მიუთითა.

„მოწმეს უყურეთ, თუ შეიძლება,“ – ბრალდებულს მიმართა მოსამართლემ და მაშველისკენ მიანიშნა, თუმცა ბრალდებულმა მალევე თავი ისევ დარბაზისკენ მოატრიალა.

„გხედავთ,“ – ბრალდებულებს მიმართა ისევ მოსამართლემ.

მკვლელობის ამ საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მოწმე დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოწმეებს სასამართლოში აღარ დაკითხავენ.

დღესვე ბრალდებულების აღკვეთის შეცვლის საკითხი განიხილეს, თუმცა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამა-შვილი პატიმრობაში დატოვეს.

40 წლის სტანისლავ სუხარევი, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბრიდან გაუჩინარდა და პროკურატურის ვერსიით, მდინარეში გადააგდეს და მოკლეს, ეთნიკურად რუსია. სტანისლავ სუხარევი დაბადებით საქართველოს მოქალაქეა.

„ცოცხალი რომ იყოს, ის აუცილებლად მოვიდოდა შვილის სანახავად. გაშორებული ვიყავით, მაგრამ ის ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან. ჩვენი საერთო შვილი 12 წლისაა,“ – უყვება „ბათუმელებს“ ინგა უზუნოვა, დაზარალებულად მიჩნეული პირის ყოფილი მეუღლე.

ბინა გაგვიყიდეს წლების წინ, სტანისლავი დედასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებში ცხოვრობდა, მოხელედ მუშაობდა და ვალები არ ჰქონია. ახლა დედამისი თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან მე 40 კვადრატულში ვცხოვრობ ორ შვილთან ერთად და ფიზიკურად არ იყო ადგილი.

მეც გამიგია ვერსია ნარკოდანაშაულთან კავშირზე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ სტანისლავი ნარკოტიკს არ მოიხმარდა. მისი პრობლემა იყო მხოლოდ ის, რომ ყოველდღე სვამდა, ძირითადად ლუდს სვამდა… ნარკოტიკის რეალიზებაში რომ ყოფილიყო ჩართული, მაშინ ასეთი ღარიბი არ იქნებოდა.

მე მოვისმინე ის ხმოვანი, რომელსაც სტანისლავი უგზავნის თავის მეგობარს, ვინმე ნიკას 8 დეკემბერს [მკვლელობამდე 2 დღით ადრე]. ამ ჩანაწერში სტანისლავი ახსენებს ბადრის და როლანდს, თუმცა გვარს არ ამბობს. იგი ამბობს, რომ სასტიკად სცემეს და ახლაც ცხვირიდან სისხლი სდის. იმ ჩანაწერში უყვება ნიკას, 520 ლარს მთხოვენ და მე არაფერ შუაში ვარო. მე ვერ გავიგე ამ ჩანაწერიდან, რა ნივთის შეძენაზეა საუბარი, მაგრამ ჩანაწერში ჩემი ყოფილი ქმარი ამბობს: მე ჩამირიცხეს ფული, რომ სხვა პირს ნივთი მოეწოდებინა, მაგრამ ის სხვა პირი გაქრა, როგორც ჩანს, ბოტი იყო, თუ რა იყო, არ ვიცი.

ამ მამა-შვილს ჩაუთვლია, რომ ჩემმა ყოფილმა ქმარმა მოატყუა და თვითონ შეჭამა ეს 520 ლარი. ჩანაწერში ამბობს სტანისლავი, ქურდებზეც არის გადაცემული ჩემი საქმე, „სოჩიკი“ უკვე ჩართულია, ასე მითხრესო.

ჩემთვის იყო შოკი, როცა როლანდ უ. აღმოჩნდა ბრალდებული. ის ჩემს ყოფილ ქმართან მეგობრობდა, რამდენჯერმე ვარ შენახვედრი, ჩვენთან, ოჯახშიც იყო მოსული…

მითხრეს, რომ „დუბინკით“ სცემეს სასტიკად იმ დღეს და მერე მიიყვანეს მდინარესთან. ის მოისროლეს მდინარეში, როგორც ქვა.

მერე მეც ვიყავი გასული იმ ადგილას… ხის მსხვილი ტოტი გადავაგდე მდინარეში და წამში გაქრა, ძალიან სწრაფი დინებაა. ვერ გადარჩებოდა…,“ – გვითხრა ინგა უზუნოვამ.

___

ამ თემაზე:

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

სუს-ში დაარსების დღე უნდა იზეიმონ, რაშიც 80 ათას ლარს უტენდეროდ ხარჯავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუს-ი] დაარსების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებაში კი, ტენდერის გარეშე, 80 ათას 10 ლარს დახარჯავს – „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ საფუძვლით.

„ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონცეფციის ჩამოყალიბებას დასჭირდა დაგეგმილზე დიდი პერიოდი, ასევე გარკვეული პერიოდი დასჭირდა ბაზრის კვლევის პროცედურებს, პროცედურების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ შედგა კომუნიკაცია ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებთან, რათა საბოლოოდ დადასტურებულიყო, რომ კარგად იქნა აღქმული ტექნიკური დავალება და ღონისძიების ხარისხზე, მცირე ვადები ვერ მოახდენდა გავლენას.

ღონისძიების სპეციფიკიდან, მასშტაბებიდან და ვადებიდან გამომდინარე, შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა და შემდგომ ელექტრონული ტენდერის პროცედურებით განხორციელება შეუძლებელია.“ – წერს სუს-ი შესყიდვების სააგენტოს.

რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს? – შესყიდვების პორტალზე არსებულ ამ შეკითხვაზე პასუხად სუსი წერს:

„აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია მასშტაბური საზეიმო ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან საპატიო სტუმრები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ასევე გაიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია.“

პორტალის მიხედვით, ღონისძიების ჩატარების თარიღია 2026 წლის 1 აგვისტო [სუს-ი ცალკე სამსახურად 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან ფუნქციონირებს].

„ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, საზეიმო ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გვესაჭიროება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და სივრცის დეკორირება, კერძოდ:

გახმოვანების სისტემა, განათება, როგორც სასცენო ასევე სრული დარბაზის, ლედ-ეკრანები, ვიზუალური კონტენტის დამზადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააქტო დარბაზის დეკორირება-შეფუთვა ბრენდირებული მასალებით, სცენის მოწყობა და აღნიშნულ სცენასთან ვიზუალურად თავსებადი ტრიბუნის დამზადება. ასევე გვესაჭიროება არსებული ღონისძიების ვიდეო გადაღება სატელევიზიო ფორმატში“, – წერს სუს-ი.

სუს-ის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან

სუს-ი ასევე წერს, რომ მომსახურების შესყიდვა არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას და ღონისძიების ორგანიზება დაფინანსდება სუს-ისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში.

„უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო ბრძანება… ქერჩის ხიდი დაუტოვეს რუსებს გასაქცევად“ – ინტერვიუ

„რუსეთის ტერიტორიული სიდიდე გახდა მისი სუსტი წერტილი. ვერ ახდენენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას – ამხელა ტერიტორიის დაცვას. აღარ ჰყოფნით თავდაცვის საშუალებები და ამის გამო ჩნდება ე.წ. ღრიჭოები, რომელსაც კარგად იყენებენ უკრაინელები,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს ამჯერად უკვე ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა. გადამდგარი გენერალი გვიყვება, ქერჩის სრუტეში ხუთი ბორნიდან სამი გაანადგურეს უკრაინელებმა, ორი კი, ისეა მწყობრიდან გამოსული, ბუქსირით გადაჰყავთ აქეთ-იქეთო.

„უკრაინელებმა მნიშვნელოვანი დარტყმები განახორციელეს ვოლგა-დონის არხზეც. ტრანსპორტირებაზე ეს შეზღუდვა ეხება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს – ხორბალს. მოგეხსენებათ, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია. დაახლოებით 20%-ით შემცირდა უკვე ექსპორტის მაჩვენებელი. უკრაინის დარტყმების შემდეგ აზოვის ზღვაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 170-ზე მეტი გემია დაზიანებული,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ვახტანგ, 20 ივლისს უკრაინელებმა დაარტყეს მოსკოვში ლოჯისტიკის ცენტრს და ნავთობის ბაზას, რომელიც 400 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან, რუსებმა კი, დაარტყეს მარცვლეულის გემს ოდესასთან და 10 ადამიანი დაიღუპა… რას აჩვენებს ბოლო თავდასხმების მასშტაბი? 

ეს დარტყმები არის გაგრძელება იმ სტრატეგიის, რომელიც ორივე მხარეს აქვს – მოწინააღმდეგეს, რაც შეიძლება მეტი ზიანი უნდა მიაყენო. რუსებს დიდი არჩევანი არ აქვთ. ამიტომაც, ხშირად ეს დარტყმები მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული. უკრაინელები კი, უფრო სისტემურად მოქმედებენ: ფაქტობრივად, აღარ დარჩა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო რუსეთში, რომელზეც არ დაარტყეს უკრაინელებმა.

რუსებმა დაიწყეს ბოლო პერიოდში ბენზინგასამართ სადგურებზე ზემოქმედება უკრაინაში, მაგრამ ეს არაფრის მომტანი არ არის, ვინაიდან თუ არ ვცდები 2000-ზე მეტი ასეთი სადგურია უკრაინაში გაფანტული. თუკი ერთი განადგურდა, მისი აღდგენა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ეს გასამართი სადგურია, რომელსაც ერთი ტუმბო აქვს და გარკვეული მოცულობის შესანახი კონტეინერები მიწის ქვეშ. ასე რომ, ამით მნიშვნელოვანი ზემოქმედება რუსებს ნამდვილად არ გამოუვათ უკრაინელებისგან განსხვავებით, რომლებიც ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ რუსეთში.

რუსების დარტყმა ოდესასთან სამოქალაქო გემზე აღქმული იქნა, როგორც ტერორისტული აქტი. ფაქტობრივად, ასეცაა, ვინაიდან დაარტყეს საერთაშორისო ეკიპაჟს, სამოქალაქო გემს, რომელსაც გადაჰქონდა უკრაინული სიმინდი. რუსებმა სამი ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს ამ სავაჭრო გემს. ეკიპაჟში სირიელები იყვნენ, ინდოელები, უკრაინელიც იყო და მგონი, თურქებიც იყვნენ. დაიღუპა 10 კაცი.

უკრაინელებიც მნიშვნელოვან დარტყმებს ახორციელებენ რუსებზე – ჩაძირეს ხუთი ბორანი, რომელსაც ქერჩის სრუტეში გადაჰქონდა ტვირთი. ამ ხუთიდან სამი განადგურებულია, ორი ისეა გამოყვანილია მწყობრიდან, რომ თავისით გადაადგილება არ შეუძლია. ბუქსირით გადაჰყავთ აქეთ-იქით. ამას დავუმატოთ ის მნიშვნელოვანი დარტყმები, რომელსაც ახორციელებენ უკრაინელები.

  • ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინელების იერიში რამდენად მნიშვნელოვანი იყო? აქ უკრაინელებმა გაანადგურეს TU-95. 

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან მას ვერ აღადგენენ. ამ ტიპის თვითმფრინავს ვეღარ აწარმოებს რუსეთი დამოუკიდებლად და ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია მისთვის.

თუკი დიდ სურათს შევხედავთ, არის ორი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი: ტაჰანროგი აზოვის ზღვაში და ასტრახანი კასპიის ზღვაში. ვოლგა-დონის არხის საშუალებით მიეწოდება ტვირთები აზოვის ზღვაში განლაგებულ გემებს, რომელსაც ნაკლები წყალწყვა აქვს. აზოვის ზღვაში დიდი ზომის გემი ვერ შედის. მცირე ზომის გემებს გადააქვთ ტვირთი შავ ზღვაში. იქ ხდება გადატვირთვა უფრო დიდ ტანკერებზე, რომელიც გადის ყველა მიმართულებით.

უკრაინელებმა მოახერხეს ის, რომ შეზღუდეს აი, ამ არხის ფუნქციონირება – მნიშვნელოვანი დარტყმები განახორციელეს ვოლგა-დონის არხზე. ტრანსპორტირებაზე ეს შეზღუდვა ეხება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს – ხორბალს. მოგეხსენებათ, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია და დაახლოებით 20%-ით შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელი. უკრაინის დარტყმების შემდეგ აზოვის ზღვაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 170-ზე მეტი გემია დაზიანებული. ამან შეამცირა მნიშვნელოვნად ტვირთის გატანა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სანქციები რუსეთის მიმართ არ ეხება კვების პროდუქტებს. ამიტომაც, ხორბლის გატანის შესაძლებლობის შემცირება საკმაოდ მტკივნეულია რუსეთისთვის.

ასტრახანიც მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია კასპიის ზღვაში, სადაც მდინარე ვოლგიდან შეაქვთ ტვირთები, გადააქვთ სატრანსპორტო გემებზე და ირანის საშუალებით აგრძელებენ გზას დანიშნულების ადგილისკენ. უკრაინა კასპიის ზღვაშიც ახორციელებს დარტყმებს, თუმცა ნაკლები ინტენსივობით – ირანში არსებული ვითარების გამო, ეს მიმართულება ისედაც შეზღუდულია.

ამ დარტყმების მასშტაბი რუსეთში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან დღე-დღეზე გამოჩნდება უკვე ბალისტიკური რაკეტები, იგივე „ფლამინგოს“ მოდიფიკაციები, რომლებიც რუსეთის დიდ სიღრმეზე მიწვდება. აი, ამის მოლოდინში არიან რუსები. ჯერჯერობით, ეს რაკეტები მასიურად არ გამოიყენება. არ არის გამორიცხული, გარკვეული მარაგი იქმნება და შემდეგ იქნება მასიურად გამოყენებული.

ის უპირატესობა, რაც რუსეთს გააჩნდა თავისი ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, ხდება რუსეთის სუსტი და მოწყვლადი წერტილი, ვინაიდან ვერ ახდენენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას – ამხელა ტერიტორიის დაცვას. აღარ ჰყოფნით თავდაცვის საშუალებები და ამის გამო ჩნდება ე.წ. ღრიჭოები, რომელსაც კარგად იყენებენ უკრაინელები. კოსმოსური და თანამგზავრული დაზვერვა მათ მხარესაა, მოკავშირეების მხრიდან მიცემული ინფორმაცია მათ მხარესაა, სტარლინკი მათ მხარესაა და ასე შემდეგ.

ამას ძალიან კარგად იყენებენ უკრაინელები, რაც ეტყობა კიდეც ვითარებას რუსეთში.

  • თუმცა იზრდება დაღუპული მოქალაქეების რაოდენობა უკრაინაში – რუსები გამიზნულად ურტყამენ სახლებს, რომ მსხვერპლის იყოს მაღალი. უკრაინა კი ურტყამს ლოჯისტიკურ ცენტრებს… იკვეთება რამე ტენდენცია, რომ შეიძლება უკრაინა დათანხმდეს რუსეთის მოთხოვნებს, ან რუსეთმა შეწყვიტოს ცეცხლი და უკან დაიხიოს? 

ჩემი აზრით, რუსები მოსახლეობაზე დარტყმებით ვერ მიაღწევენ სასურველ შედეგს, ვინაიდან მოსახლეობის განწყობა აბსოლუტურად სხვაა, განსაკუთრებით კი, ბოლო თვეში, მას შემდეგ, როცა ომის დინამიკა შეიცვალა და შეიცვალა უკრაინელების სასარგებლოდ.

უკრაინა ცდილობს, აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. აქ არაა ომის დასრულებაზე ლაპარაკი, არც მშვიდობის დამყარებაზე. არც უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაზე. ამ ეტაპზე არის საუბარი მხოლოდ რუსეთის იძულებაზე – შეწყვიტოს ცეცხლი.

  • ამის ნიშნები არ ჩანს, რომ ცეცხლი შეწყდება? 

არა, ჯერ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დამსხდარან.

  • ეს უკრაინელების დარტყმების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინა რუსეთს? 

რა თქმა უნდა. ეს იქნება დამოკიდებული, როგორც ფრონტის ხაზის, ისე რუსეთის სიღრმეში მიყენებულ ზიანზე. უკვე გამოჩნდნენ უკმაყოფილო მოქალაქეები რუსეთში. მოსახლეობამ იგრძნო, რომ მათ შეეხო ეს ომი: საწვავის პრობლემებია, გამუდმებული საყვირების ხმა ისმის იმის მიუხედავად, რუსეთის რომელ ნაწილში ხარ. როცა ეს ომი დაიწყო, პუტინი ამბობდა, ეს იყო ოპერაცია და არ ელოდნენ, რომ ეს ომი მოუბრუნდებოდათ სახლში.

  • რა მდგომარეობა აქვთ რუსებს რესურსების, მათ შორის, ადამიანური რესურსების კუთხით? ღია წყაროების მიხედვით, მოქალაქეებს რუსეთში სამხედრო სამსახურის კონტრაქტზე ხელის მოწერას აიძულებენ. 

რუსეთს არ უნდა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს – ამან შეიძლება შიდა დაძაბულობა გამოიწვიოს. ჯერჯერობით ეყრდნობიან საკონტრაქტო სამსახურს და რომ უჭირთ, ეს ჩანს იქიდანაც, რომ აქტიურად ეძებენ მოხალისეებს აფრიკაში. ტყუილ-მართლით ჩაჰყავთ ეს მოხალისეები რუსეთში, იმათ უპირებენ წაყვანას მოიერიშე დანაყოფებში.

ბოლო პერიოდში გააქტიურდა არალეგალი იმიგრანტების დაჭერა ქუჩებში და მათი ფრონტზე გაგზავნა. ასევე, გაიზარდა  ჩამონათვალი დანაშაულებისა, რომლის ჩამდენი პირიც შესაძლოა ჩართონ საომარ მოქმედებებში, მაგალითად, მსხვილი რაოდენობის ნარკოტიკების გამსაღებლებიც შევიდნენ ამ სიაში, რეციდივისტები და ასე შემდეგ. ვინც გადარჩება  ფრონტიდან და დაბრუნდა უკან ამ რეციდივისტებს შორის, რუსეთს მოუწევს მათი რეაბილიტაცია, რასაც ის ვერ შეძლებს. ამ ომიდან დაბრუნებული პირები სხვადასხვა პრობლემით და კრიმინალური წარსულით მიუბრუნდება ისევ რუსეთს.

  • უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა იცვლება? რა ხდება, მაგალითად, კონსტანტინოვკაში, რომლის აღებაც რუსეთში რამდენჯერმე იზეიმეს, ხოლო ზელენსკიმ პუტინი სიმბოლურად სწორედ იქ მიიწვია სალაპარაკოდ.  

კონსტანტინოვკა, რა თქმა უნდა, არ აუღიათ, მიმდინარეობს ბრძოლები – სამი მხრიდან არიან რუსები შესული, მაგრამ აღებული არ არის. დაახლოებით 20-30% უკრაინელების კონტროლის ქვეშაა.

სამაგიეროდ, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონს შორის არსებულ ტერიტორიაზე უკრაინელების წინსვლა აქვთ – რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. კონტრშეტევის დინამიკა უკრაინელების მხრიდან ნამდვილად ჩანს. ბოლო დღეებში 42 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს დამატებით უკრაინელებმა. შესაბამისად, რუსებმა დაკარგეს დაკავებული ტერიტორიის 42 კვადრატული კილომეტრი.

2000 კილომეტრიანი ფრონტის მასშტაბზე, რა თქმა უნდა, ეს მცირე ზომაა, მაგრამ ტენდენცია არის ის, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინელების შეტევა საკმაოდ წარმატებულია იმ ფონზე, როცა რუსების წინსვლა ფაქტობრივად განულებულია.

  • უკრაინელების ეს წინსვლა შეიძლება აისახოს ყირიმის გათავისუფლებაში? 

ყირიმზე ძირითადად მაინც საცეცხლო ბლოკირება ხორციელდება. უკრაინელებს ჩაუვარდათ ხელში რუსების საიდუმლო ბრძანება, რომლის თანახმადაც ყირიმში განლაგებული რუსეთის ჯარების ხელმძღვანელების ოჯახების მონაცემები უნდა იქნას გადაცემული შესაბამის ორგანოში, რომელიც განახორციელებს მათ ევაკუაციას ყირიმიდან. ეს ეხება ძირითადად სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ყირიმში მსახურობენ.

ყირიმში შუქი მხოლოდ პერიოდულობით ირთვება, წყალი პრობლემაა, საწვავი პრობლემაა, გამუდმებით ხდება დარტყმები. როგორც ბროვდიმ განაცხადა, იგივე მადიარმა – უპილოტო საფრენი აპარატების სარდლობის სარდალმა, ქერჩის ხიდს უტოვებს რუსებს, რათა მათ შეძლონ ყირიმის დატოვება, გაქცევა. როგორც მან განაცხადა, მხოლოდ ამ მიზნით არის ჯერჯერობით ქერჩის ხიდი ფუნქციური. როგორც კი გადაწყვეტენ უკრაინელები, რომ ეს ამოცანა შესრულებულია, ან აღარ სრულდება, რა თქმა უნდა, ეს ხიდიც იქნება დარტყმის ქვეშ.

თუმცა ყირიმს თავისი ნებით რუსები არ გადასცემენ უკრაინელებს – ეს გამორიცხულია. ეს იქნება თვითმკვლელობა პუტინის მხრიდან. უკრაინელებს კი ჯერ არა აქვთ ის ძალა, რომ ყირიმში შევიდნენ. ყირიმი იქნება მუდმივი დარტყმის ქვეშ და შემდგომისთვის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უკრაინელებმა იფიქრონ ყირიმის გათავისუფლებაზე. ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. საოპერაციო თეატრის ფორმირებაზეა საუბარი – ცდილობენ მაქსიმალურად მოკვეთონ ყირიმი მომარაგების ხაზებს მატერიკიდან.

  • გარდა იმისა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამს პერიოდულად რუსეთი უკრაინაში, შეიმჩნევა გააქტიურება, მაგალითად, საშემოდგომო კამპანიისთვის? შესაძლებელია, რუსეთი გააქტიურდეს ახალი მიმართულებით? 

გააქტიურება არ ჩანს, თუმცა უკრაინაში ფეოდოროვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „უკრაინსკა პრავდაში“ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფეოდოროვს დაემშვიდობნენ, იყო ისიც, რომ თუკი რუსეთი ვთქვათ 20-23 სექტემბერს გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზებას, ინოვაციებით და ტექნოლოგიური პროექტებით ვერ ვუპასუხებთ, ანუ ამას უნდა პასუხი გაეცეს საკუთარი უკრაინული მობილიზაციითაც. უკრაინა უკვე მობილიზებული უნდა იყოს ამ პერიოდისთვის. ფეოდოროვს ერთ-ერთ მინუსად ზუსტად ეს ე.წ. ტცკ-ს [ტერიტორიული კომპლექტაციის ცენტრი] რეფორმა დაუსახელეს, ანუ რეფორმის ვერ განხორციელება. უკრაინაში სამობილიზაციო სისტემის ეფექტიანობა არ არის იმ დონეზე, რის მოთხოვნაც არსებობს.

  • ეს ნიშნავს, რომ საშემოდგომოდ უკრაინა ელოდება რუსეთისგან ახალ კამპანიას? 

არ გამორიცხავენ ამას უკრაინაში. როცა კეთდება გეგმა და პროგნოზი, არსებობს სცენარი და არსებობს ყველაზე ცუდი სცენარი. ასეთი სცენარების გათამაშება და  მომზადება ყოველთვის განიხილება.

ერთ-ერთ სცენარია საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს რუსეთმა, თუმცა მე ამაში ეჭვი მეპარება.

  • ფეოდოროვის გათავისუფლება და სამთავრობო ცვლილებები როგორ აისახება ომზე, თქვენი დაკვირვებით? რა არის ცნობილი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის – ევჰენ ხმარას შესახებ? 

ცნობილია ის, რომ ის იყო საკმაოდ წარმატებულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. ცნობილი „აბლაბუდა“ მისი პროექტი იყო და მან განახორციელა ასევე სიღრმითი დარტყმები რუსულ ობიექტებზე წარმატებით. ევჰენი ხმარა საკმაოდ წარმატებულ მეთაურად ითვლება. მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“ – ის სამხედროა. თუ დემოკრატიის გზით მიდის უკრაინა, მაშინ მინისტრი უნდა იყოს სამოქალაქო პიროვნება. ამ ვითარებაში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვერ გეტყვით, თორემ, როგორც პიროვნება, იგი პროფესიონალია.

  • ბოლოს ირანზე მინდა გკითხოთ. რამდენიმე დღის წინ იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ირანელების დარტყმის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა. „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ აშშ და ირანი ფართომასშტაბიან კონფლიქტს მიუახლოვდნენ. თქვენი დაკვირვებით, საითკენ მიდის ირანთან დაკავშირებული პროცესი? 

ჩემი აზრით,  შეცდომა იყო ირანზე ინტენსიური ზემოქმედების შუა გზაში შეჩერება. ირანის დიპლომატიამ რაღაც ეტაპზე აჯობა ამერიკულ დიპლომატიას, უფრო სწორედ, ტრამპის დიპლომატიას. ალბათ უფრო მისი გადაწყვეტილებებით იყო ძირითადად მიღებული ეს არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები: პროცესი დაიწყო წარმატებულად, მიმდინარეობდა წარმატებულად. ისრაელი ჩართული იყო ამ დაპირისპირებაში და ამერიკა ინტენსიურად ურტყამდა ირანს,  იყო მნიშვნელოვანი ზარალი და შემდეგ უცებ შეწყვიტეს.

ეს პრობლემატურია სამხედროებისთვის. წარმოიდგინეთ, სამხედროები იღებენ დავალებას, რომ დაგეგმონ და განახორციელონ კამპანია, ითვალისწინებენ რისკებს, ხდება სამიზნეების შერჩევა, სამიზნეების დაზუსტება, ძალების გამოყოფა ამ სამიზნეების გასანადგურებლად, შემდეგ ამ ძალების გადასროლა დანიშნულების ადგილთან მიწვდომადობის ტერიტორიებზე. სამხედრო გეგმებში განიხილავენ მოწინააღმდეგის სავარაუდო მოქმედებებს. კეთდება ძირითადი გეგმა, სათადარიგო გეგმა და საგანგებო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მოულოდნელ ნაბიჯს გადადგამს.

ამ დროს ცვლილება მოდის შენი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან და მთელი დაგეგმილი პროცესი, გადაგზავნილი ძალები, გამოყოფილი რესურსები, ეს ყველაფერი ირევა. გაუგებრობა ყველაზე რთული მომენტია სამხედროებისა და მგეგმავებისთვის. ამას პირადი გამოცდილებითაც გეუბნებით, როცა პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი გადაწყვეტილებებია. ეს იწვევს ქაოსს ზოგად დაგეგმარებაში.

  • მ ეტაპზე რა ჩანს: რის მიღწევა სურს ტრამპს ხელახალი დარტყმებით? 

პუტინის არ იყოს, ტრამპის შესახებაც ძნელია რამის თქმა – არ ვიცით, რა იზამს. ტრამპი არაპროგნოზირებადი პიროვნებაა, თუმცა მან განაცხადა, რომ გადადის ქმედებაზე. ისრაელი ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია – გაცხადებული აქვს, რომ თუკი ერთი რაკეტა მაინც გამოფრინდება ისრაელისკენ, ისრაელი ჩაერთვება ამ დაპირისპირებაში. ისრაელი ცდილობს, ეს პერიოდი გამოიყენოს და ლიბანის პრობლემა გადაწყვიტოს.

ირანში ამჯერად ძირითადად დარტყმა ხორციელდება ხიდებზე, დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანში მოსახლეობის სადღაც 80%-ზე ქალაქებში ცხოვრობს. შესაბამისად, ხიდებს და მაგისტრალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დარტყმები ხორციელდება ახლად აღმოჩენილ სარაკეტო გამშვებებზე, რადარებზე, საზღვაო საშუალებებზე. ტრამპმა განაცხადა, რომ ხიდებს მოჰყვება შემდეგ ელექტრო გამანაწილებელი სისტემა. ალბათ შეეცდებიან, რომ ჩააბნელონ ირანი.

  • ამ გზით შეაჩერებს ირანი ურანის გამდიდრებას? რა მოლოდინი არსებობს? 

ცოტა ბუნდოვანია მიზანი. გასაგებია, რომ ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის წარმოებაზე, მაგრამ ირანი ახლაც იძახის, ბირთვულ იარაღს არ ვაწარმოებო. ვინ გააკონტროლებს იმას, რომ ეს ნამდვილად ასეა? რამდენად გარანტირებულად იქნება ეს მიღწეული, რომ ბირთვული იარაღის წარმოება აღარ განხორციელდება?

ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. ალბათ ყველაზე კარგი საშუალებაა არსებული ხელისუფლების შეცვლა ირანში, თორემ გაუთავებელი დაბომბვა – დავუშვათ, ქვის ხანამდე ჩაიყვანონ ირანი და შემდეგ ქვებით იბრძოლებენ ირანელები, იქნება ეს შედეგის მომტანი?

დარტყმების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს სხვა მოქმედებები. უნდა გამოჩნდეს გარკვეული ძალა. აქედან ძნელია თქვა, რა გეგმები აქვს ამერიკას, მაგრამ ალბათ გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ხელისუფლების შესაცვლელად.

TI Georgia’s Updated Political Prisoners List Includes 90 People, Saakashvili and Elisashvili Not Included at This Stage

Transparency International – Georgia has published an updated list of political prisoners, according to which the number of political prisoners in Georgia currently stands at 90.

According to the organisation, the list was compiled based on the criteria established by a resolution of the Parliamentary Assembly of the Council of Europe (PACE). Under these criteria, a person may be considered a political prisoner if their deprivation of liberty is connected to:

» a violation of fundamental rights
» detention for political reasons, where the alleged act has no connection to a criminal offence
»  a clearly disproportionate punishment
»  discriminatory treatment
»  the outcome of proceedings that are incompatible with the requirements of a fair trial

“There were more [people on the list], but, as you know, plea agreements were reached with some of them. Today, the number stands at 90. This is not simply a list of individuals who are considered political prisoners. There is a resolution of the Parliamentary Assembly of the Council of Europe that defines the concept of a political prisoner and establishes certain criteria. There are five such criteria, and if even one of them is met, a person may be considered a political prisoner. The overwhelming majority of these 90 individuals meet more than one criterion. Many of them meet all five criteria,” said Alesandre Baramidze.

The list begins with Mzia Amaglobeli and Elene Khoshtaria. All individuals included in the table, except for two, were punished in connection with exercising their rights to freedom of assembly and expression. The exceptions are former businessmen Giorgi Chikvaidze and Irakli Papiashvili, who had close ties with Georgian Dream.

According to the report, they were “punished because of a conflict with the Prosecutor’s Office and because they allegedly refused to assist a sanctioned Russian oligarch, at the request of Georgian Dream, in hiding his yacht in Georgia’s territorial waters.”

According to Transparency International – Georgia, another potential candidate for inclusion on the list is politician Aleksandre Elisashvili, who was recently sentenced to 13 years in prison.

“At this stage, Elisashvili has not been included on this list because he has been convicted of an attempted arson committed with a terrorist motive. The defence categorically rejects that his actions were motivated by any terrorist intent. However, at this moment it is impossible to assess whether the court sufficiently substantiated its conclusion that Elisashvili acted with a ‘terrorist motive’, as the reasoned judgment has not yet been published. If it is established that the court unjustifiably reclassified the act and attributed a terrorist motive to Elisashvili — despite the absence of such intent — in order to impose a harsher sentence, there would be grounds for including him on this list as well,” Transparency International – Georgia said in its explanation.

Former President Mikheil Saakashvili is also not included on the political prisoners’ list.

“We compiled the list based on the case materials available to us. With the exception of two cases, the materials mainly concern individuals who were detained, charged and convicted in connection with protests. At present, court proceedings are actively ongoing against eight political leaders, and in the near future, we will likely see convictions issued against these eight political leaders as well. Saakashvili is among them, and if such convictions are handed down, we will add those eight individuals to the list. As for the older cases, we have not studied the materials related to his previous cases,” Aleksandre Baramidze told Netgazeti.

Asked why Saakashvili’s case had not been studied, given that Chikvaidze and Papiashvili — whose cases were also unrelated to protests — had been included on the list, Baramidze responded:

“There are two cases that are also unrelated to protests, but in those cases the interest and political motivation of the Prosecutor’s Office are so obvious and visible that we included these two individuals on the list as well. Regarding Saakashvili’s case, as I have already mentioned, we have not studied the materials of his previous cases, while we had studied the case materials of those two individuals, and we have an absolutely solid basis to state that they are also political prisoners. Someone may not be included [on the list], but that does not mean they cannot be a political prisoner. We simply base our work only on the materials we have examined ourselves. These materials concerned the protests and the problems that have emerged over the past two years, including the protests.”

The full list of political prisoners and the criteria can be found in the attached file. 

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” – ბათუმში აქციაზე დღეს ფილმს აჩვენებენ

დღეს, 21 ივლისს, საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო წინააღმდეგობის 601-ე დღეს, ბათუმში, 21:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტ საპროტესტო აქციაზე აჩვენებენ ასკოლდ კუროვის 2024 წლის ფილმს – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.

ანონსის თანახმად, ფილმი ასახავს პირადი და პოლიტიკური დილემის წინაშე მყოფ რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და აქტივისტებს, რომლებსაც სასტიკი სასჯელი ემუქრებათ.

„უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის პირველი ვერსია რუსეთში 2012 წელს მიიღეს. „აგენტების კანონმა“ ქვეყანაში მედია და კრიტიკული სამოქალაქო სექტორი გააქრო.

ფილმი რუსულენოვანია, ახლავს ქართული სუბტიტრები.

საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში 600 დღეზე მეტია უწყვეტად, ყოველ დღე მიმდინარეობს.

პროტესტი დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებდა ევროინტეგრაციის პროცესს.

 

საქართველოში ასამდე პოლიტიკური პატიმარია – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, დღეის მდგომარეობით საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს.

დღეს, 21 ივნისს, „გამჭვრივალობამ“ გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომელიც შედგენილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.

დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად საქართველოში 90 პირი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის ერთ ან რამდენიმე საერთაშორისო კრიტერიუმს. თითოეული საქმე შეფასებულია ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების საფუძველზე.

„სია ეყრდნობა არა პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ ევროპის საბჭოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ ტესტს, რომლის მიხედვითაც პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია:

ა) ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან;

ბ) პოლიტიკური მოტივებით დაკავებასთან, როდესაც ჩადენილ ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არა აქვს;

გ) აშკარად არაპროპორციულ სასჯელთან;

დ) დისკრიმინაციულ მოპყრობასთან; ან

ე) ისეთი სამართალწარმოების შედეგთან, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან.

დოკუმენტში თითოეული პირის მიმართ მითითებულია, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმ(ებ)ი მიიჩნევა დაკმაყოფილებულად“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმრების ესოდენ დიდი რაოდენობა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებაზე.

 

ოდესასთან სამოქალაქო გემის ეკიპაჟის წევრების დაღუპვას ინდოეთის საგარეო გამოეხმაურა

ინდოეთის საგარეო სამინისტრო გამოეხმაურა უკრაინაში, ოდესის პორტთან რუსეთის სარაკეტო თავდასხმას სამოქალაქო გემ Golden Leo-ზე. ამ თავდასხმის შედეგად გემზე მყოფი 4 ინდოელი მეზღვაური დაიღუპა.

„კომერციულ გემებზე თავდასხმები და უდანაშაულო სამოქალაქო ეკიპაჟის წევრების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, ასევე ნავიგაციისა და ვაჭრობის თავისუფლების სხვა დაბრკოლებები დასაგმობია და თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – ნათქვამია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელიც მარცვლეულს გადაჰქონდა, ოდესის პორტიდან გასვლისას დაესხნენ თავს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 10 წევრი – ინდოეთის, სირიისა და უკრაინის მოქალაქეები.

ოდესის პორტებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. რუსული მხარე აცხადებს, რომ მათი სამიზნეა უკრაინის პორტები და გემები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებს ემსახურებიან.

6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც დაზარალებულებს სახლების აშენებას დაჰპირდა და თანხა მიითვისა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქმე მშენებლობას შეეხება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ სახლებს ააშენებდა.

„ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 75 000 ლარი ჩაარიცხინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს“ – წერს პროკურატურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) მიმდინარეობდა.

შედეგად, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რუსეთში, ლიპეცკში, თბოელექტროსადგურთან ხანძარი გაჩნდა აფეთქების შემდეგ

რუსეთში, ლიპეცკში, 21 ივლისის ღამეს, სარაკეტო განგაშის შემდეგ თბოელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერენ ტელეგრამზე არხები – ASTRA და Exilenova+ და ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებენ.

ხანძარი, რომელსაც წინ განგაში და აფეთქების ხმა უძღოდა, ადგილობრივი თბოელექტროსადგურისა და ლიპეცკის ფოლადის ქარხნის მახლობლად გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სამიზნე.

ხანძრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ოლქის გუბერნატორიც, იგორ არტამონოვი. მისი თქმით, ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ობიექტებში და დაახლოებით 2500 კვ.მეტრზე გავრცელდა.

გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქში, ვსევოლოჟსკში, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, არ უკავშირდება უკრაინის თავდასხმას. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი გაჩნდა პოლიმერული მასალების საწარმოში და ხანძარმა 6 ათასამდე კვ.მეტი მოიცვა.

_____________

ფოტო: Exilenova+/telegram

 

21 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 431 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 161 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 978 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 46 435 ერთეული [+92]
  • MLRS – 1 955 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 513 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 438 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 420 290 ერთეული [+1 865]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 970 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 123 347 ერთეული [+453]
  • სპეცტექნიკა – 4 441 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 933 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში, ლიპეცკში, თბოელექტროსადგურთან ხანძარი გაჩნდა აფეთქების შემდეგ

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქს შეუტიეს. ორი სამოქალაქო ობიექტი და ნავთობის საწყობი დაბომბეს პოდოლსკისა და დომოდედოვოს მახლობლად. სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.

მერიის განცხადებით, საღამოს 8:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვთან 85 დრონი ჩამოაგდეს. მერის თქმით, მოსკოვის ოლქის მიმართულებით 400-ზე მეტი უკრაინული დრონი დაფრინავდა:

რუსეთში საწვავის დეფიციტი აისახა აფხაზეთზეც – გაძვირდა ბენზინი და მგზავრობა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ისტორია მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არ იწერება” – შინდისის გმირის შვილის, მარიამ წილოსანის სათქმელი

„ქვეყნის უახლეს ისტორია მხოლოდ წიგნების ფურცლებზე არ იწერება – ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი” – გვიპასუხა მარიამმა, როცა ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა წელს ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე მისვლა მაისურით, რომელსაც ეწერა: “მამაჩემი გმირია”.

მარიამ წილოსანი აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილია. 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა 29 წლის ემზარ წილოსანი 20 თანამებრძოლთან ერთად, სოფელ შინდისთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ასეულს ებრძოდა, მარიამის 1 თვისაც არ იყო, მისი უფროსი ძმა, შაკო კი – 1 წლის. შვილებს მამა, ცხადია, არ ახსოვთ. მასზე ოჯახის წევრები და ნათესავები უყვებიან.

მარიამს ყველაზე მეტად უყვარს ისტორია იმის შესახებ, როგორ გაუხარდა მამას მისი დაბადება.

“მეუბნებიან, რომ დაიბადე, ძალიან გაუხარდაო. ძალიან უნდოდა გოგო შვილი და ჭკუაზე არ იყო, სანათესაოში დარბოდა და გახარებული ამბობდა, მარიამი შემეძინაო” – გვიყვება ის.

მარიამი ლანჩხუთში, მამის სახელობის სკოლაში სწავლობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაასრულა. ახლა ეროვნული გამოცდების შედეგებს ელოდება. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სწავლას სად და რა მიმართულებით გააგრძელებს, თუმცა, გაგვიმხილა, რომ განიხილავს სპორტის უნივერსიტეტსაც.

“გამოცდები მშვენივრად დავწერე, მაგრამ ჯერ კიდევ ძიებაში ვარ, რაზე ჩავაბარო.

ისეთი პროგრამის არჩევა მინდა, რომ მომავალში განვითარების შესაძლებლობა მომცეს. უმეტესობას დიპლომები სახლში ტყუილად უწყვია – აბარებენ და შემდეგ იმ პროფესიით ვერ მუშაობენ… ასე არ მინდა, რომ ვიყო, ამიტომ, ჯერ კიდევ ძიებაში ვარ. მიწერია ტურიზმიც, სპორტის მასწავლებლობაც, მწვრთნელობა და ა.შ.

ფიტნესით ვარ დაკავებული ბავშვობიდან. 10 წლიდან აქტიურად ვმუშაობ ჩემ თავზე, ბევრი რამე მაქვს გამოცდილი, კურსებიც მაქვს გავლილი და ვფიქრობ, რომ მაგ მიმართულებითაც გავაგრძელო სწავლა”, – გვიყვება მარიამი.

მან გაგვიმხილა ისიც, რომ ცოტათი აშფოთებს თბილისში ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელების პერსპექტივა, თუმცა მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. მით უფრო, რომ რაც თავი ახსოვს, ერთი მთავარი გამოწვევის წინაშეა – გაამართლოს მოლოდინები, რაც გარშემომყოფებს მისგან, როგორც გმირის შვილისგან აქვთ.

„პასუხისმგებლობაა, რომ ამხელა სტატუსს ვატარებ, რომ გმირი მამა მყავდა და მის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი.

ვცხოვრობ რაიონში, სადაც თვითონ გაიზარდა და მას ყველა იცნობდა. ამ სკოლაში სიარული და ამ ხალხთან კონტაქტი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. რთულია, როცა გარშემომყოფები შენგან ბევრ ელოდებიან და შენ გინდა, რომ ყველაფერი ისე გააკეთო, რომ იამაყონ შენით. რთულია, ეს მოლოდინები ბოლომდე გაამართლო”, – გვეუბნება მარიამი.

„როგორ ფიქრობ, რა იქნებოდა მამის მოლოდინი შენს შესახებ?“ – ვკითხეთ მარიამს.

„არ მიფიქრია ვინ ენდომებოდა, რომ მე ვყოფილიყავი. ალბათ, ვინც მე მსურს” – გვითხრა ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ, მერე კი დასძინა – “დედაჩემიც სულ მაგას მეუბნება – რაც შენ გინდა, რაშიც შენ თავს კარგად გრძნობ, იმას მიჰყევი, მე მაქსიმალურად შენს გვერდით ვიქნებიო”.

“მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა” – ეწერა მარიამის პლაკატზე, რომელიც მას ხელში თბილისში, მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციაზე, 2024 წლის დეკემბერში ეჭირა, რამდენიმე დღეში ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ განაცხადა.

მარიამს მამაზე საუბარი უჭირს, მაგრამ თამამად საუბრობს ემზარ წილოსანზე, როგორც გმირზე.

ამბობს, რომ მასზე და აგვისტოს ომის სხვა გმირებზე უფრო მეტი უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ფიქრობს, რომ საქართველოს უახლესი ისტორია სკოლებშიც უფრო უკეთ უნდა ისწავლებოდეს. გაბრაზდა, როცა მამის თანამებრძოლსა და საქართველოს ეროვნული გმირს, გიორგი ანწუხელიძეს თეა წულუკიანმა “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ განწირული” უწოდა, თუმცა, როგორც კი ვთხოვთ მამის შესახებ მისი პირადი დამოკიდებულება, ემოცია და ფიქრები გაგვიზიაროს, ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.

„მამაჩემი გმირია. ჩვენი გმირების ღირსების და თავგანწირვის ისტორიას მათი შვილები და მათი ოჯახები აგრძელებენ”, – გვეუბნება და საუბარი სხვა თემაზე გადააქვს.

მარიამი მოგვიყვა, რომ აბიტურიენტობამდე, სანამ მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა, ხშირად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად დაიწყო. რაც აბიტურიენტი გახდა, აქციებში ფიზიკურად მონაწილეობისთვის დრო აღარ ჰქონდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სულ ცდილობს სოციალურ ქსელში მაინც დააფიქსიროს მისი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობიანი მოქალაქის პირველი ნიშანი საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირების უნარია.

“როცა ფიზიკურად არ ვარ იქ [აქციაზე], გულით ვარ. წინა წელს დავდიოდი კიდევაც თბილისში, საპროტესტო აქციებზე. მაქსიმალურად ვცდილობდი, როგორც შემეძლო ისე გამომეხატა ჩემი აზრი და შეხედულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. ახლა, რაც აბიტურიენტი გავხდი, სიმართლე რომ ვთქვა, ვეღარ ვარ იმდენად ჩართული, თუმცა, სოციალური ქსელებით მაინც გამოვხატავ ჩემს აზრს”, – გვეუბნება მარიამი.

მას ვთხოვეთ გაეხსენებინა რომელიმე აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და გაეზიარებინა მოტივაცია, რის გამოც ქუჩაში გავიდა.

„უცებ რაც მახსენდება – წულუკიანი რომ გამოვიდა და გმირებზე თქვა, უაზროდ განწირულები არიან ვიღაცის პიარისთვისო, ამის გამო გავედი აქციაზე. ეს არის უახლოესი ისტორიის ფეხქვეშ გათელვა. არ აფასებენ [უახლესი ისტორიის გმირებს]. მე, როგორც აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შვილმა, ასე აღვიქვი. ეს იყო ძალიან უაზროდ, დაუფიქრებლად ნათქვამი”, – ამბობს მარიამი.

ის იხსენებს შემთხვევებს, როცა გარშემომყოფი მოუწოდებდნენ, “წიგნი აიღოს ხელში” და “მის საქმეს მიხედოს”, ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა თემაზე გამოთქვას კრიტიკული აზრი, ან, მით უმეტეს, საპროტესტო აქციაში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, მარიამი თვლის, რომ როცა საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, მისი პასუხისმგებლობაა, არ გაჩუმდეს. უხარია, რომ ოჯახის წევრები მხარს უჭერენ.

„ვფიქრობ, რომ მე ვარ მომავალი თაობა და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რაც ჩემ მომავალს შეეხება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი.

ჩვენ თუ არ ამოვიღეთ ხმა, აბა სხვა ვინ უნდა ამოიღოს და ვინ უნდა გამოთქვას აზრი?! სხვამ რაც არ უნდა მითხრას, მე მაინც ჩემ აზრს დავაფიქსირებ ყველაფერზე. ვიცი რა არის სწორი და რა არასწორი. მაგის განსაზღვრა შემიძლია. ჩემი ოჯახის წევრები, მაგალითად, დედა და ბებია მეუბნებიან, რომ მამაშენი იამაყებდა შენითო. თვითონაც ამაყობენ ჩემით”, – ამბობს მარიამი.

მან გვიამბო ორი წლის წინ, პროევროპული აქციების დასაწყისში მომხდარ ინციდენტზე, როცა მასწავლებელს აზრი ჰკითხა, მისგან კი, როგორც ამბობს, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მიიღო.

„აქციები რომ დაიწყო, სკოლაში ჩემი აზრი დავაფიქსირე და მასწავლებელს ვკითხე, თქვენ რას ფიქრობთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით-მეთქი. მისი აზრი მაინტერესებდა. „ეს ახალგაზრდები სამარცხვინო საქციელს სჩადიან, ვინც აქციებზე დადის სამარცხვინოები არიან, ცუდად იქცევიანო“ – ასეთი პასუხი მივიღე. მე შევეწინააღმდეგე – არ სჩადიან სამარცხვინო საქციელს, თბილისში რომ ვიყო, მეც აქციაზე ვიდგებოდი-მეთქი და მაგაზე მიპასუხა, შენც სამარცხვინო საქციელს ჩადიხარ, შენგან ამას არ ველოდიო და ა.შ., შეურაცხყოფა მომაყენა პირადად მე და მამაჩემის სახელსაც შეეხო. ბოლოს ისე მოხდა, რომ ავტირდი, ვეღარ გავუძელი ამდენ შეურაცხყოფას. ზუსტად არ მახსოვს თვითონ თქვა გადიო თუ მე გამოვედი პირდაპირ, მაგრამ კლასი დავტოვე. მერე კლასელებიც გამოვიდნენ, მომიკითხეს სად ვიყავი და როგორ ვიყავი”, – გვიყვება მარიამი.

ეროვნული გამოცდების პასუხების მოლოდინში მყოფს განათლების რეფორმაზე ვკითხეთ. გვითხრა, რომ მოულოდნელმა ცვლილებებმა და გაურკვევლობამ აბიტურიენტობა გაურთულა.

„განათლების რეფორმა და ეს ცვლილებები ჩემთვის კომფორტული ნამდვილად არ იყო. ისეთი პერიოდი დაგვემთხვა ახლანდელ აბიტურიენტებს, რომ ძალიან ბევრი გაურკვევლობა იყო. თითქოს, ბოლომდე არ იყო არაფერი დაგეგმილი და ინფორმაციას გზადაგზა, ბოლო წუთებში გვაწვდიდნენ, მაგრამ მაგასაც – ბოლომდე ვერ.

უნივერსიტეტებში ფაკულტეტების ცვლილებები გამო კონკურენცია ყველგან გაიზარდა. აბიტურიენტების უმეტესობას სასურველი პროგრამების გადაწყობა და ხელახლა დალაგება მოუხდა. მეც მომიწია ჩემს გეგმებში ცვლილებები შემეტანა. სწავლის და მეცადინეობის პარალელურად ამაზე გვიწევდა ფიქრი და ეს ძალიან რთული იყო”, – გვიყვება მარიამი.

ის განიხილავს, რომ გარკვეული პერიოდით შეიძლება ევროპაშიც წავიდეს განათლების მისაღებად. თუმცა უკან აუცილებლად დაბრუნდება. ამბობს, რომ საქართველოში ახალგაზრდებისთვის მთავარი გამოწვევა განათლების მიღება, კარიერის აწყობა და განვითარების შესაძლებლობებია.

„ახალგაზრდები საკუთარი მომავლის შესაქმნელად და განვითარების მიზნით საზღვარგარეთ გარბიან. ევროპაც, ჩემთვის, პირველ რიგში, უკეთესი განათლებასთან ასოცირდება და შემდეგ, სხვა ყველაფერ უკეთესთან”, – ამბობს მარიამი.

მარიამს ვკითხეთ, როგორ საქართველოში ცხოვრებას ისურვებდა თავად და როგორი საქართველოსთვის იბრძოლა მისი აზრით მამამ, ემზარ წილოსანი.

“მე, მაგალითად, ისეთ საქართველოში ვიცხოვრებდი, სადაც კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, ადამიანებს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ და ამისთვის არავინ დასჯის მათ, სადაც განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს არ ჩაგრავენ. ასევე, სადაც ხარისხიანი განათლების მიღების და ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობა ყველასთვისაა”, – ამბობს მარიამი.

8 წლის ბავშვი ქობულეთში სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში ცხოვრობს

„სახლში ხომ საშიშია და გასაბერი აუზი მიყიდეთ დედა, ეზოში, აუზში ვიქნები“ – რვა წლის დეამ დედას გასაბერი აუზის ყიდვა სთხოვა, რადგან სახლში ყოფნა საშიშია, ეზოში ვიქნებიო – შესთავაზა.

დეა მთელ დღეებს სოფელ ქობულეთში, მშობლებთან ერთად ატარებს. ბავშვის დედა გვიყვება, რომ ახლომახლო დეას თანატოლები არ ცხოვრობენ და ბავშვი დროს ძირითადად ლეკვებთან თამაშობს – „უყვარს ისინი.“

დეას ფეხები „მწვანე წამლით“ აქვს დაფარული, მწერებს დაუკბენიათ და ასე უშუშებენ ნაკბენ ადგილებს.

დეა და მისი მეგობარი

დეა ბევრს არ ლაპარაკობს, უცნობებს არ გვეკონტაქტება, კითხვებს არ პასუხობს, თუმცა გადასაღებ კამერას ინტერესით აკვირდება.

ჩვენი იქ ყოფნის დროს ერთი წამითაც არ გაჩერებულა, გაუჩერებლად მოძრაობს. რეზინის ჩუსტები აცვია, როგორც ჩანს, ოდნავ დიდი აქვს, ამიტომაც ხმაურით დადის.

დედის მითითებებს, რომ სახლში ყველგან მოძრაობა არ შეუძლია, რადგან სახლის ადგილას ზოგ უფრო საშიშია გავლა, სრულად არ ემორჩილება. ავიწყდება, სად უფრო მეტი ან ნაკლებია ჩამონგრევის ალბათობა.

დეა მშობლებთან ერთად სოფელ ქობულეთში, ავარიულ სახლში ცხოვრობს. მათი სახლი ფაქტობრივად დანგრევის პირასაა, ნაწილობრივ, ჩამონგრეულია კიდეც.

ვერულიძეებს სახლის მშენებლობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაუწყიათ და ვერ დაუსრულებიათ

სახლის ერთი მხარე ჩამონგრეულია, მეორე – დაწეული

დეას მამა, იოსებ ვერულიძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობს, ხანდახან მეზობლებს ეხმარება მსუბუქ საქმეებში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. არ მუშაობს არც დეას დედა, ნატო ბერიძე.

„ბავშვი პატარა იყო, სამუშაო ვერ დავიწყე“ – გვიყვება ნატო.

მისი ოცნებაა ოჯახი სადმე, „ნორმალურ, საცხოვრებელ გარემოში“ ქირით გადავიდეს: „მეშინია, ბავშვს ყოველ წამს საფრთხე ემუქრება“ – წუხს ნატო.

დეას ხატვა ჰყვარებია, თუმცა ოჯახს არ აქვს საშუალება, ბავშვი დამატებით წრეებზე ატაროს, მხოლოდ სკოლაში დაჰყავთ:

„სკოლაც შორს არის, ტრანსპორტი არ არის, უჭირს ბავშვს ამხელა მანძილის გავლა“ – გვეუბნება ნატო.

სახლის პირველი სართული, სადაც ფაქტობრივად 2 ოთახში ცხოვრობენ, მეტწილად ჩაბნელებული და ნესტიანია

ვერულიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახში გვიყვებიან, რომ არ ჰქონდათ საშუალება ძველი და საცხოვრებლად უვარგისი სახლი დაეშალათ და ახალი აეშენებინათ.

მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. შემოდგომაზე მანდარინს ვყიდით, მაგრამ დიდი არაფერი გამოგვდის, არაფერს გვყოფნისო – გვეუბნება ნატო.

სახლის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა, ამიტომაც ოჯახმა დახმარების თხოვნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, მერიამ კი, თავის მხრივ – გეოლოგიურ სამსახურს.

დოკუმენტში, რომელიც ვერულიძეებმა გვაჩვენეს, ექსპერტი წერს, რომ სახლი აღდგენას არ ექვემდებარება, საცხოვრებლად უვარგისია და ერთადერთი გამოსავალი დემონტაჟია.

დასკვნაში, რომელიც 2025 წელს არის მომზადებული, ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს ასევე, რომ საჭიროა ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

ნატო ბერიძე გვიყვება, რომ დასკვნის მომზადების შემდეგ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, დასკვნა მიუტანეს და უთხრეს აქ ცხოვრება სახიფათოა:

„სახლი უნდა დაშალოთო. ვუთხარი, სად წავიდეთ-მეთქი. აქ როგორ ხართო. აბა, რა ვქნა-მეთქი. გამაფრთხილეს, რამდენიმე ადგილზე მიმითითეს, ამ მხარეს ბავშვმა არ იაროს, სახიფათოაო“.

იოსებ ვერულიძე

„მუნიციპალიტეტმა 20 000 ლარი შემოგვთავაზა დემონტაჟისთვის, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ მეყოფოდა და არ დავთანხმდი“- ამბობს დეას მამა, იოსებ ვერულიძე.

8 წლის ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში ცხოვრობს

 

ნატოს ქობულეთის მერთან შეხვედრაც უცდია:

„მივედი, მერთან შეხვედრა მინდა მეთქი, ველოდე. შემდეგ მითხრეს, მერს პირდაპირ კი ვერ შეხვდები, ასე არ ხდებაო. ბაქლავა მომართვეს, ვუთხარი – მე ბაქლავა არ მინდა, მერთან შეხვედრა მინდა-მეთქი. ტყუილად ვუცადე, არ შემხვდა“.

ნატო ბერიძე

ქობულეთის მერიაში დაგვიდასტურეს, რომ ვერულიძეების სახლი მხოლოდ დემონტაჟს ექვემდებარება:

„აღნიშნულმა ოჯახმა მერიას გეოლოგების მოწვევის და საცხოვრებელი სახლის შესწავლის მიზნით გასულ წელს მომართა.

გეოლოგიური სამსახურის შესწავლის შედეგად სახლი დაექვემდებარა დემონტაჟს, რისთვისაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი თანხა. ოჯახმა უარი განაცხადა აღნიშნული თანხის მიღებაზე.

რაც შეეხება მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვას, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების მიღება არ დაწყებულა. როცა დაიწყება განაცხადების მიღება, ოჯახს შეუძლია შემოიტანოს დოკუმენტაცია, კომისია შეისწავლის და მიიღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიიდან.

მერიაში ასევე გვითხრეს, რომ დემონტაჟის დასრულებამდე ოჯახს ქირით გაყვანას სთავაზობენ, თუმცა ვერულიძეების თქმით მხოლოდ დემონტაჟისთვის 20 000 ლარი შესთავაზეს.

გაასაიდუმლოეს გონიოში 258,8 ჰექტარი მიწის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც

სახელმწიფომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც გაასაიდუმლოვა. ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 258,8 ჰექტარი, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიმდინარე წლის ივლისში უზუფრუქტით გადასცეს.

„იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67 პროცენტის მესაკუთრე არაბული „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედია“, ხოლო წილის 33,33 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის, რომლის მმართველი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.

„იგლ ჰილს საქართველომ“ გონიოში მდებარე ოთხ მიწის ნაკვეთზე [მათ შორის ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე] უზუფრუქტის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს 2026 წლის 6 ივლისს მიმართა. რეესტრის 2026 წლის 10 ივლისის ამონაწერებით კი, ოთხივე ნაკვეთი „იგლ ჰილს საქართველოზე“ ორწლიანი უზუფრუქტით არის გადაცემული.

ერთ ნაკვეთთან [ყოფილი პოლიგონის ტერიტორიასთან] დაკავშირებული უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლი საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ. ამ ტერიტორიის, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, ფართობი 2 264 823 კვადრატული მეტრია [226,4 ჰექტარი], თუმცა საჯარო რეესტრმა უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლი იმ მიზეზით არ მოგვაწოდა, რომ ის თურმე „მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად“.

„შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მომართვაზე თანდართული დოკუმენტაცია, მათ შორის, სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული ხელშეკრულება, მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად… მოთხოვნილი დოკუმენტაციის განმცხადებელზე გაცემა შესაძლებელი იქნება შესაბამისი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში“, – მოგვწერეს საჯარო რეესტრიდან 2026 წლის 16 ივლისს.

რაც შეეხება „შესაბამის თანხმობას“, რეესტრი გვწერს, რომ ხელშეკრულების ასლს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვაწვდის, თუ წარვადგენთ „შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას“. აქ შესაბამისი პირი არის კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო – თავად საჯარო რეესტრი.

ანუ, უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლის მისაღებად კომპანიის დირექტორმა [ან სხვა უფლებამოსილმა პირმა] უნდა მოგვცეს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რასაც წარვადგენთ რეესტრში, ან მეორე ვარიანტი – კომპანიის უფლებამოსილი პირი თავად უნდა გამოგვყვეს საჯარო რეესტრში და ჩვენთვის ხელშეკრულების ასლის მიღებაზე თანხმობას იქვე მოაწეროს ხელი.

შესაბამისი თანხმობის წარდგენამდე კი, საჯარო რეესტრმა ჩვენი განცხადების განხილვის ვადა 30 დღით შეაჩერა. თუ ამ ვადაში თანხმობას არ წარვადგენთ ჩვენს განცხადებას [უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლის მოთხოვნაზე] რეესტრი აღარ განიხილავს.

„დამატებითი დოკუმენტაციის ან/და სხვა ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩეს განუხილველი; განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში მომსახურებისათვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“, – გვწერს საჯარო რეესტრი.

საჯარო რეესტრის პასუხიდან არ ირკვევა მთლიან ხელშეკრულებას ადევს გრიფი „საიდუმლო“, თუ მისი გარკვეული პუნქტებია გასაიდუმლოებული. არც ისაა ცხადი, თუ რის საფუძველზე და ვის მიერ იქნა მიჩნეული უზუფრუქტის ხელშეკრულება [ან მისი ნაწილი] კომერციულ საიდუმლოებად.

საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან საჯარო მხოლოდ ის არის, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონი და მიმდებარე ტერიტორიები „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტით 2 წლით არის გადაცემული. ის, თუ რა პირობებით გაიცა ზღვის პირას, ჭოროხის დელტაში მდებარე და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 250 ჰექტარზე მეტი ტერიტორია – არ ვიცით.

ბათუმი [გონიო] – „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტით გადაცემული ტერიტორიები: 1 – 261 677 კვ.მ, 2 – 2 264 823 კვ.მ, 3 – 60 964 კვ.მ და 4 – 1 424 კვ.მ
ზოგადად, როცა საქმე სახელმწიფო ქონებას ეხება და ამ ქონებასთან დაკავშირებული რაიმე ხელშეკრულება შეიცავს გარკვეულ კომერციულ საიდუმლოებას [მაგ. სპეციფიკურ ფინანსურ მოდელებს ან ტექნოლოგიურ ნოუ-ჰაუს და სხვ.], რეესტრს უნდა წაეშალა მხოლოდ საიდუმლო ნაწილი. შესაბამისად, უნდა გაეცა ხელშეკრულების ძირითადი ტექსტი – თუნდაც რა პირობით და რა ვალდებულებების სანაცვლოდ გადაეცა სახელმწიფო ქონება კომპანიას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან სახელმწიფო ერთდროულად არის ქონების გადამცემი [ეკონომიკის სამინისტრო] და ამავე დროს, ამ ქონების მიმღები კომპანიის 33.33 პროცენტი წილის მესაკუთრეც, გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთარ თავს [და პარტნიორ არაბულ ჰოლდინგს] უფორმებს ხელშეკრულებას და შემდეგ თავადვე მალავს მას „კომერციული საიდუმლოების“ მოტივით.

რადგან კომპანიაში „იგლ ჰილს საქართველო“ სახელმწიფო წილს ფლობს და გარიგება სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხება, ამიტომ ამ უზუფრუქტის ხელშეკრულების პირობების გამჭვირვალობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

„ბათუმელებმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა ოფიციალური წერილით და აღნიშნული უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლი გამოითხოვა. სამინისტროს პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

აღსანიშნავია ისიც, რომ რედაქციამ ამავე სამინისტროს ოფიციალური წერილით 2025 წლის ოქტომბერშიც მიმართა [ID: CA00412515672841 რეგ N: 14846/11] და მაშინ არაბულ „იგლ ჰილსთან“ დადებული საინვესტიციო შეთანხმებისა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულების ასლები გამოითხოვა, თუმცა, სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

თბილისსა [კრწანისის პარკი] და ბათუმში [გონიოს ყოფილი პოლიგონი] „ოცნების“ მთავრობას არაბული „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტების განხორციელება აქვს დაანონსებული.

როგორც ცნობილია, Eagle Hills-თან გაფორმებული კონტრაქტიც საიდუმლოა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, „თბილისსა და ბათუმში „იგლ-ჰილსის“ პროექტი ხორციელდება არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, მასში არ მონაწილეობს საზოგადოება, ხოლო პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და დოკუმენტაცია კომერციულ საიდუმლოებად არის გამოცხადებული, რაც კანონს და საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება“.

ვრცლად: „იგლ-ჰილსის“ ხელშეკრულებების გასაიდუმლოება კანონსა და საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება – SJC

ამავე თემაზე

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

What We Know About the Clash Between Georgian Wedding Guests and Visitors from Russia

A confrontation between guests attending a wedding and visitors from Russia at Agarani Estate hotel in Telavi, eastern Georgia, on July 18 has resulted in the arrest of Georgian citizen Giorgi Chigladze.

He has been charged under Article 120 of Georgia’s Criminal Code, which criminalises the intentional infliction of minor bodily harm. The prosecution has requested bail as the only pretrial preventive measure, rather than remand in custody.

The offence is punishable by a fine, community service, house arrest, or imprisonment up to 3 years. Authorities have not publicly specified which paragraph of the article the charge relates to or provided further details of the allegation.

On July 19, Polina Kurta posted a video on social media showing the alleged assault, claiming that men in Georgia had broken into their hotel room and beaten women for speaking in Russian language.

Chigladze is the brother of the groom. According to his lawyer, family members and friends, the confrontation was initiated by the visitors from Russia, who allegedly poured liquid from a balcony, damaging the wedding’s audio equipment, and then verbally assaulted the wedding guests.

They reject claims that the incident was triggered by the Russian language and have published video footage showing wedding guests speaking to the women on the balcony, including in Russian.

“Giorgi Chigladze was the victim of a provocation organised by Russians and is himself a victim,” – claims his lawyer, Lasha Kapanadze.

Chigladze’s lawyer says his client went upstairs only after the dispute continued and the hotel failed to stop the confrontation. According to the defence, Chigladze knocked on the door and an argument followed. The lawyer claims the woman scratched his neck and struck him in the chest, after which Chigladze raised his arm to fend off the attack, hitting her in the face with his elbow, causing her to fall.

The woman involved in the incident, Alyona Nesteryuk, who travelled from Russia, denies that the assault was preceded by any provocation by the tourists.

However, she acknowledges that there may have been a “misunderstanding and argument” between the visitors from Russia and the Georgian wedding guests.

Her interview was published on the social media page of Mamuka Pipia, a businessman holding both Russian and Georgian citizenship and the leader of the pro-Kremlin political party Solidarity for Peace.

Giorgi Chigladze’s letter was published on the evening of July 20.

“I am currently being held at the Gurjaani pretrial detention facility. My lawyers, Mariam Durglishvili and Lasha Kapanadze, are providing me with all the necessary information.

Thank you for your support. I will continue to fight and defend our dignity until the end.

I am sorry that the woman was injured, but I did not intend for this to happen.

Even an unintentional action committed during a conflict can have serious consequences for anyone. Therefore, I ask everyone: try not to fall for provocations and do not act in a moment of anger caused by an insult.”

Confrontation Between Tourists from Russia and Georgian Wedding Guests in Kakheti

Hotel says it tried to de-escalate the situation

Agarani Estate has also released a detailed statement describing the events leading up to the incident.

According to the hotel, the wedding occupied part of the property, accounting for “approximately one-third of the hotel’s accommodation capacity.”

“The hotel was almost fully booked that day, and other guests had been informed in advance that a wedding event would be taking place on the premises,” the statement says.

The hotel states that a verbal confrontation between wedding guests and other hotel guests began at approximately 20:16. It confirms that the dispute was preceded by liquid being poured onto the wedding’s audio equipment.

“Video footage in the hotel’s possession shows wedding guests looking towards the upper floors of the hotel and pointing to a particular situation. The confrontation was preceded by liquid being poured onto the music equipment.

“As soon as the incident was identified, hotel staff and security personnel intervened and attempted to de-escalate the situation. At 20:20, approximately four minutes after the verbal confrontation began, hotel employees went to the guests’ room.”

According to the statement, hotel staff remained with the guests for six minutes in an effort to calm the situation. At 20:28, security personnel informed the wedding party that the hotel planned to move the guests to another room to prevent any further visual or other contact between the two groups.

“Between 20:30 and 20:37, the reception desk searched for an alternative room. During the same period, the hotel contacted the guests’ tour guide, informed them about the conflict, and asked them to come to the hotel. The possibility of transferring the guests to another hotel was also discussed.”

The hotel says police were called at 20:39, before the physical confrontation occurred.

“At 20:40, security staff noticed one of the wedding guests going to the upper floor by lift. A hotel employee immediately followed him. However, before the lift returned and the employee reached the third floor, the physical confrontation had already taken place by 20:42.”

According to the hotel, an ambulance was then called and arrived at 21:09. The guests’ tour guide and a patrol police unit arrived at the hotel at 20:55.

“We emphasise that the hotel administration used all available means to prevent the incident and de-escalate the situation. Several security staff members became involved immediately and attempted to prevent contact between the parties and avoid a physical confrontation. The hotel is cooperating with the investigation. All available video recordings and other relevant information have been handed over to law enforcement authorities.

At the same time, we recognise that despite our efforts, the incident could not ultimately be prevented, and we accept our share of responsibility.”

Investigation

Georgia’s Ministry of Internal Affairs has opened a criminal investigation under Article 120 of the Criminal Code, which concerns the intentional infliction of minor bodily harm. Chigladze has been arrested in connection with the incident.

The Prosecutor’s Office has requested bail of 5,000 GEL as the pretrial preventive measure.

According to the Interior Ministry, witness statements indicate that foreign nationals staying at the hotel insulted wedding guests from the balcony of their room and poured water onto the wedding’s audio equipment.

The ministry alleges that Chigladze subsequently inflicted bodily injuries on a female foreign national.

Chigladze’s lawyer, Lasha Kapanadze, says the woman also injured his client by scratching his neck. He argues that Chigladze “was the victim of a provocation organised by Russians and is himself a victim.”

Chigladze’s brother alleges that the hotel guests deliberately poured water onto the audio equipment because they were disturbed by the noise from the wedding, spat at the guests, and verbally abused them.

Nesteryuk denies that the assault was preceded by any provocation by the visitors from Russia. However, she acknowledges that there may have been a “misunderstanding and argument” between the visitors from Russia and the Georgian wedding guests.


UPDATE: 

On July 21, Giorgi Chigladze was released from the courtroom after the court set bail at 5,000 GEL.

Speaking to journalists outside the courthouse, Chigladze said:

“I regret it. However, it was never my intention for this to end the way it did.”

According to Chigladze’s lawyer, the hotel where the incident took place offered to pay the 5,000 GEL bail.

როცა გამცილებელი პატრულს იძახებს სინდისის პატიმრების პლაკატების დანახვისას – ინტერვიუ

რასთან გვაქვს საქმე, როცა მატარებლის გამცილებელი სინდისის პატიმრების მშობლების დანახვაზე პატრულს იძახებს? როცა პატრული მატარებლის გასვლას აყოვნებს 20 წუთით? 

სწორედ ასეთი ინცინდენტი მოხდა 19 ივლისს, გუშინ – სინდისის პატიმრების მშობლები თბილისიდან ბათუმში მოდიოდნენ მატარებლით, მშობლებს თან ჰქონდათ თავიანთი პატიმარი შვილების ფოტოები და პლაკატები, რის გამოც რკინიგზის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მატარებელი 20 წუთის დაგვიანებით გავიდა თბილისის რკინიგზის სადგურიდან.

ნახეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეო

„შეეშინდათ იმის, რომ მატარებლით ჩვენი მგზავრობა რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ, რამეს ხომ არ აშავებდნენ? რამე ხომ არ ეშლებოდათ? ხელმძღვანელისგან მერე შენიშვნას ხომ არ მიიღებდნენ?

ამ ყველაფრის პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც უძლებს ამ წნეხს, სოლიდარულია და ზუსტად იცის ტყუილ-მართლის გარჩევა,“ – ამბობს დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებელში გუშინ, 19 ივლისს ამ ინციდენტს შეესწრო.

„ბათუმელებმა“ თეონა ჭალიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უფლებადამცველია, დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

  • ქალბატონო თეონა, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, როცა მატარებლის გამცილებელი იმის გამო, რომ სინდისის პატიმრის მშობელი ატარებს ბანერს და შვილის ნახატი აქვს მაისურზე გამოსახული, იძახებს პოლიციას? 

ჩემი აზრით, ეს არის რიგით ადამიანებზე ერთგვარი რეპრესიების გამოვლინება. რეპრესიაში ვგულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა სტრუქტურის თუ კერძო სამსახურის თანამშრომელი, რიგითი თანამშრომელი იმდენად არის დასტრესილი და დაშინებული, იმდენად აქვს სიფრთხილის განცდა გაათმაგებული, რომ ამგვარად მოქმედებს.

  • თქვენი აზრით, ეს უფრო თვითცენზურა იყო?

როგორ ჩანს, მათთვის, ჯერ ერთი, მოულოდნელი იყო ჩვენი იქ გამოჩენა. ცოტა დაბნეულებიც კი იყვნენ, ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.

ჩვენ მათ ბილეთები წარვუდგინეთ და პირველი კომუნიკაცია, რაც შედგა გამცილებელსა და მატარებლის ე.წ. გამყოლს შორის, რომელსაც თითქოს უფრო მაღალი თანამდებობრივი სტატუსი ჰქონდა, იყო ის, რომ გვითხრეს: გთხოვთ, ეს ბანერები მოიხსნათო. მე ეგრევე შევეპასუხე, უკაცრავად, რას გვთხოვთ-მეთქი. მიპასუხეს, რომ ეს არის თხოვნა. მე ვუთხარი, რომ თხოვნა გასაგებია, მაგრამ ამ თხოვნას გავითვალისწინებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენ წარმოგიდგინეთ ბილეთები, ვართ რიგითი მგზავრები, მივემართებით ბათუმში და როგორ გამოვიყურებით, რა გვაცვია და გულზე რა გვეკიდება, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი თავიდან ბოლომდე-მეთქი.

თეონა ჭალიძე

მეგონა, რომ ამით ამოიწურა ყველანაირი, ასე ვთქვათ, გაუგებრობა და ჩვენი გადაადგილება აღარანაირად არ შეფერხდებოდა. ვიფიქრე, რომ ადამიანურად რაღაც ვიღაცას შეეშალა, რაღაც გვითხრა და გავატარეთ.

ოცამდე მგზავრი ვიყავით ჯამში ერთობლივად. როცა უკვე მატარებელში ვინაწილებდით ადგილებს, მატარებელში ამოვიდნენ პოლიციელები. გავიხედეთ ფანჯარაში და ვხედავთ, რომ საპატრულოს ორი ეკიპაჟია მოსული.

ვიდრე ამ პოლიციელებს დავინახავდით, არ მინდა გამომრჩეს: ვაგონში ამოვიდა გამყოლი და ვაფიქსირებ, რომ ტელეფონით გვიღებს. შეჩვეულები ვართ, რომ მალულად სულ ვიღაც გვიღებს: ხან სუს-ის თანამშრომელი, ხან – ვინ. ის ხანდაზმული მამაკაცი ამ ტელეფონს ისე დილეტანტურად იჭერდა, რომ შეუმჩნეველი ვერც დაგვრჩებოდა და მივუთითეთ: ბატონო სანდრო [სახელი ეწერა გულსაკიდზე], რატომ გვიღებთ? „არა, არა, არ გიღებთო,“ –  ძალიან უხერხულად შეიშმუშნა და ტელეფონი ჩაწია ეგრევე, თუმცა, რა თქმა უნდა, კადრი ჩართული ჰქონდა.

სინდისის პატიმრების მშობლები და მხარდამჭერები

შემდეგ გამოჩნდა სრულიად შავებში ჩაცმული კაცი. ის ტელეფონით გადასცემდა რაღაც ინფორმაციას და თან კადრებს იღებდა. ეს უკვე სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელი იყო. ამ დროს გამცილებლები და გამყოლები ზევით-ქვევით შეშფოთებული დარბოდნენ.

პოლიცია როცა უკვე ამოვიდა ვაგონში, ეს კადრები ყველამ ნახა: გაოგნებული იყურებიან, რა ბანერზეა საუბარიო და ვაჩვენე ბანერი, რომელიც სინდისის პატიმარს აქვს მაისურზე გამოსახული, ვაჩვენე, რომ ყველა მშობელს თავისი შვილის ფოტო აქვს ჩამოკიდებული და ესაა ბანერები. ვკითხე პოლიციელებს: ამის გამო გამოგიძახეს და მოგაცდინეს კრიმინალთან ბრძოლას-მეთქი… ნახეთ, რომ მოწყვეტით ვაგონიდან გავარდნენ და კარგა ხანს მერე მანქანასთან ასე მოძრაობდნენ, რაღაცებს წერდნენ ფურცელზე იქვე.

ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით 35 წუთი და აქედან 20 წუთი უკვე იყო გასვლის დროზე გადაცილება. 20 წუთი მთელი მატარებელი ჰყავდათ გაჩერებული – 400 მგზავრი, როგორც თვითონ ამბობდნენ. ზოგიერთი გამცილებელი იძახდა: გაგვიშვან, კაცო, ასეთი რამ ჩვენ არ გვახსოვს, ერთი წუთის დაგვიანებითაც კი არ გადის ხოლმე მატარებელიო.

  • სავარაუდოდ რა ხდებოდა ეს 20 წუთი? რას არკვევდნენ? 

ეს თანამშრომლები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და მუდმივად ტელეფონზე არიან ჩამოკიდებული, მუდმივად რაღაცას ათანხმებენ ხელმძღვანელობას, ის ხელმძღვანელი კიდევ თავის ხელმძღვანელს უთანხმებს და ამ პროცესში დაიკარგა ეს დრო.

შეიძლება, მატარებელი გააჩერონ, მაგრამ სინდისის პატიმრების მშობლების და მათი ოჯახის წევრების ბრძოლას ვერ გააჩერებენ. გუშინდელი დღეც ამის დასტურია, რომ ჩვენ ისევ ბანერებით გახლდით მატარებელში, გადავადგილდებოდით და მშვენივრად ვიმგზავრეთ, ჩამოვედით აჭარაში და დღეს უკვე ხოფის ბაზრობაზეც დავარიგეთ ის გაზეთები, რაც იყო დაგეგმილი. ხვალ ვგეგმავთ ქობულეთს, ურეკს და გომის მთას.

რკინიგზის მხრიდანაც, ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთგვარი პრევენციული ქცევა რკინიგზის ადმინისტრაციისგან, ჩვენი იქ ყოფნა თუ პრობლემა გახდებოდა, ამით დაიზღვიეს თავი.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ რეპრესიები აისახა, მათ შორის, გამცილებლის ქცევაზე, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. რის შეეშინდა მას პრაქტიკულად? 

შეეშინდათ იმის, რომ მატარებლით ჩვენი მგზავრობა რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ, რამეს ხომ არ აშავებდნენ? რამე ხომ არ ეშლებოდათ? ხელმძღვანელისგან მერე შენიშვნას ხომ არ მიიღებდნენ? ეს იყო მათი შიშის გამოვლინება, თორემ საერთოდ უხმაუროდ ჩაივლიდა ეს მგზავრობა.

სინამდვილეში, ეს ფოტოები ხომ იმიტომ გვეკიდა გულზე, რომ ტრადიციული ფოტოები გადაგვეღო.

  • რომც გქონოდათ ყველას ბანერი მგზავრობის დროს, ეს ხომ გამოხატვის თავისუფლებაა და ამის უფლება გქონდათ.

რა თქმა უნდა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მატარებელში ბანერებით ყოფნას არავინ აპირებდა. რისთვის ატეხეს ეს ამბავი?

  • თუ ესაუბრეთ გამცილებელს მას შემდეგ, რაც უკვე დაიძრა მატარებელი? 

არ გვისაუბრია. ის იყო კეთილგანწყობილი მთელი მგზავრობის განმავლობაში. გვეკითხებოდა, რამე ხომ არ გვჭირდებოდა.

  • შეიძლება ეს უკავშირდებოდეს „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მოწყობილ რეპრესიების ახალ ნაკადს? მაგალითად, გამცილებელმა ჩათვალა, რომ თუ წყევლის გამო ადამიანებს აჯარიმებენ, ხოლო ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ, ვაგონში პოლიტიკური გზავნილებიც იქნებ დასჯადია და პრობლემა არ ვნახო? 

დიახ. რიგით თანამშრომლებსაც შიშები აქვთ ზუსტად იმ რეპრესიების გამო, რაც ზოგადად არის ქვეყანაში. ყველა თანამშრომელზე და ყველა ადამიანზე აისახება ეს, გინდა არ გინდა, პირდაპირ თუ ირიბად.

არსებობს შიში, რამე შეცდომა არ დაუშვა, რამე საყვედური არ მივიღო, სისტემასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდე რა და რამე ისეთი არ გააკეთო, რაც შეიძლება აღმოჩნდეს მომავალში შენივე ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება.

  • ეს რამდენად ართულებს წინააღმდეგობას, ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად? 

როცა პროპაგანდის მსხვერპლია ადამიანი და შეშინებული, მეტი ადამიანი ექცევა ზეგავლენის ქვეშ.

სიმართლის მაძიებლისთვის და მორალური უპირატესობის მქონე ადამიანისთვის სამართლიანობისთვის ბრძოლის გზაზე ასე მეტი ბარიერი ჩნდება, მაგრამ საბედნიეროდ და ამ ყველაფრის პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც უძლებს ამ წნეხს, სოლიდარულია და ზუსტად იცის ტყუილ-მართლის გარჩევა.

„ჩემი სახლის წინ პარკინგია, მაგრამ მანქანას ვერასდროს ვაჩერებ“ – მოქალაქე ბათუმში

ბათუმში, კობალაძის 8 ნომერში მცხოვრები მოქალაქე ნონა პაპიტაშვილი ქაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარკინგის საფასურს იხდის, თუმცა ავტომანქანას საკუთარი სახლის წინაც კი ვერასდროს აჩერებს. მისი თქმით, გასაჩერებელი ადგილების არარსებობის გამო, უწევს მანქანის არასწორ ადგილზე გაჩერება, რის გამოც მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს.

ნონა პროფესიით ექიმია და ამბობს, რომ საქართველოში სიხარულით დაბრუნდა, თუმცა ქალაქში არსებული სამანქანე ქაოსი უკვე სერიოზულ დისკომფორტს უქნის.

„პარკინგი მთელი დღე დაკავებულია. დგას როგორც „სპარის“ მანქანები, ასევე მუდმივად დგას საბურავდაშვებული მანქანაც, საიდანაც ვაჭრობენ. მარტო პარკინგი კი არ აქვთ დაკავებული, ტროტუარებიც, რადგან ბაზარია გამოტანილი და ორმაგად ირღვევა ჩემი უფლება. ვერც ავტომანქანას ვაჩერებ და ფეხითაც ვერ გადავადგილდები უსაფრთხოდ ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, არ შემიძლია ჩემი სახლის წინ მაინც გავიარო თავისუფლად ტროტუარზე? ბიზნესს ეკუთვნის საპარკინგე ადგილი და მე არა? ჩემი სახლის წინაა პარკინგი, მაგრამ მე ვერასდროს ვსარგებლობ.

პატრული გამოვიძახე, რომელიც ამბობს, „მართალი ხართ, მაგრამ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მერიას ვწერ და პასუხს არ მცემენ. სრული განუკითხაობაა“, – ამბობს ნონა პაპიტაშვილი ქაია.

მოქალაქის თქმით, საპარკინგე სივრცეში მაშინაც კი ვერ აყენებს ავტომანქანას, როცა ადგილი თავისუფალია, რადგან სავაჭრო ობიექტს ყვითელი ნიშნულებით აქვს დაკავებული ადგილი.

„20 წელი ემიგრაციაში ვიყავი, ახლახან დავბრუნდი სამშობლოში და ვხედავ, რომ ამ ქალაქში არა მარტო მანქანის გაჩერება, ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელია. იყო ინციდენტიც და ხომ არ დავჭამთ ერთმანეთს ადამიანები. ხომ შეიძლება კანონი, რაიმე რეგულაცია არსებობდეს. არც ბიზნესს აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქე და დაიპყროს მთელი საფეხმავლო ბილიკი.

კარგია, რომ ბევრს ჰყავთ ავტომანქანა ამ ქალაქში, მიხარია, მაგრამ რეგულაცია ხომ უნდა არსებობდეს?

ამდენი წელია ვიცხოვრე კვიპროსზე და ერთხელ არ დამირღვევია კანონი. კვიპროსზე თუ რაიმე დარღვევა დაფიქსირდება შეგიძლია გამოიძახო შესაბამის სამსახური და ყველაფერი გვარდება მყისიერად, კანონის შესაბამისად, 24 საათში. თუ სასამართლო დაგჭირდა, ესეც უმოკლეს ვადებში იმართება და თუ ვინმეს რაიმე უკანონოდ აქვს გარეთ განთავსებული, მაშინვე ალაგებს. არც პარკირების პრობლემა მქონია როდისმე.

ერთი წელია დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში და რას ვხედავ, – არც კანონი კანონობს და არც ქალაქია ადამიანებზე მორგებული.

მე არ მაქვს სურვილი დავარღვიო კანონი, მაგრამ სივრცე ხომ უნდა დამიტოვონ, რომ გადავადგილდე და სახლის წინ მაინც გავაჩერო მანქანა? მეც ხომ ვიხდი პარკინგის საფასურს, მაშინ რისთვის ვიხდი?

ასე მგონია, სრული კორუფციაა, რადგან ვიღაცას ყველაფრის უფლება აქვს და ვიღაცას – არა. რიგითი მოქალაქე ყოველთვის მსხვერპლია ამ განუკითხაობის. შეწუხებული ვარ ძალიან საპარკინგე სივრცეების არარსებობის გამო.

არ მინდა ვინმესთან კონფლიქტი მქონდეს, მაგრამ ასე მგონია, ემპათიის გრძნობა დაკარგული აქვთ ადამიანებს. მეც მაქვს შეიძლება რაღაც ბიზნესი, მაგრამ ხომ არ შეიძლება სხვა ადამიანს შევუზღუდო თავისუფლება. ისიც კი არ ვიცი, ვის მივმართო და რა გავაკეთო“, – ამბობს ნონა პაპიტაშვილი ქაია.

„ბათუმელები“ დაუკავშირა ბათუმის მერიას და ჰკითხა, რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, თუ პარკინგის საფასური გადახდილი აქვს, მაგრამ ავტომანქანას ვერ აჩერებს პარკინგზე თავის საცხოვრებელ სახლთანაც კი?

აქვთ თუ არა სავაჭრო ობიექტებს პარკირების ადგილების მუდმივად დაკავების, ან საპარკინგე ადგილის სავაჭრო სივრცედ გამოყენების უფლება?

ბათუმის მერიიდან მშრალად და სტანდარტულად გვიპასუხეს. „მუნიციპალური ინსპექციის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი არასწორ პარკირებაზე, ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე. თუ არასწორად უყენია სადისტრიბუციო მანქანებს ან პარკირება არ აქვთ შეძენილი დაჯარიმდებიან“, – მოგვწერეს მერიიდან.

თუმცა, მერია დუმს მთავარ პრობლემაზე – სად და როგორ გააჩეროს ავტომანქანა მოქალაქემ საცხოვრებელ არეალში კანონიერად?

ბათუმის პარკირების ინვენტარიზაციისა და მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად ქალაქის მერია ბაზრის კვლევას აპირებს. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულება და შემდეგ შეირჩეს კონსულტანტი.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „კონსულტანტმა უნდა მოამზადოს ქალაქ ბათუმის პარკირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება ინვენტარიზაციის შედეგებს, პარკირების არსებული პრაქტიკისა და მონაცემების ანალიზს, ასევე პირველადი ზონირების წინადადებას.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალაქში ამჟამად არ მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა.

პარკირების მართვა ეფუძნება განსაზღვრული ვადით მოქმედ აბონიმენტურ სისტემას, მათ შორის 1-დღიან, 7-დღიან, 30-დღიან, 6-თვიან და 12-თვიან საშვებს. არსებული მოდელი საჭიროებს შეფასებას როგორც ადმინისტრირების, ისე ტარიფების, აღსრულების, საპარკინგე ადგილების გამოყენებისა და პარკირების ადგილების ბრუნვის კუთხით“- წერია დოკუმენტში.

ფაქტია, რომ ბათუმის მერია პარკირების პრობლემას წლებია ვერ აგვარებს, თუმცა მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მაინც გრძელდება ისეთი სამშენებლო პროექტების დამტკიცება, რომელიც მშენებელს საპარკინგე ადგილების სათანადო რაოდენობით მოწყობას არ ავალდებულებს.

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

დღეს, 20 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბათუმში მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. დღევანდელ სხდომაზე ორი სამართალდამცველი დაკითხეს.

საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა შურისძიების მიზნით დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს.

2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე პირი, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა და გამოძიებამ დაზარალებულად მიიჩნია, არავის უნახავს. არც მისი ცხედარი უპოვია გამოძიებას. პროკურატურის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე ს.ს. ბრალდებულმა მამა-შვილმა მოკლა.

„ის პირი, ვინც ინფორმაცია მოგაწოდათ, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, ვინ არის, მაგრამ როცა გითხრათ, დავინახე, როგორ გადააგდეს კაცი მდინარეშიო, არ ჰკითხეთ, რატომ არ მიმართა მაშინვე პოლიციას, ეს ხომ დანაშაულის შეუტყობინებლობაა?“ – მიმართა ოპერატიულ მუშაკს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„შეიძლება დაინახა შორიდან, ადგილზე მივიდა და ნახა, რომ არაფერი არ იყო…,“ – ადვოკატს მიუბრუნდა მოწმე, რომლის მტკიცებითაც 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე წყარო პოლიციას 21 დეკემბერს მოუყვა.

პროკურატურის ვერსიით, წყარომ 2025 წლის 20 დეკემბერს დაასახელა კონკრეტული მარშრუტი, თუ სად გადაადგილდებოდა ბრალდებული მამა-შვილის ავტომანქანა, როგორ მიაკითხეს დაზარალებულს და მიადგნენ მდინარე ჭოროხს. თუმცა გამოძიების ვერსიით, იგივე წყარომ პოლიციას 21 დეკემბერს უთხრა: თავად დავინახე, სავარაუდოდ, როგორ გადააგდეს კაცი მდინარეშიო.

„კი, მაგრამ ამ ადამიანმა 21-ში რომ გითხრათ, მე თვითონ დავინახე, როგორ გადააგდესო, გუშინ რომ მარშრუტზე გიყვებოდათ, მაშინ რატომ არ გითხრათ ამის შესახებ. ეს შეკითხვა არ გაგიჩნდათ? სანდოა ასეთი წყარო?“ – მოწმე ოპერმუშაკს ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ მიმართა.

სამართალდამცველმა შეკითხვის პასუხად ჯერ მხრები აიჩეჩა, პაუზის შემდეგ კი, ადვოკატებს გამოხედა: „ჩემთვის სანდოა… არ ჩავძიებივარ, რადგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ მიდის ყველაფრის გადამოწმება,“ – თქვა მოწმემ.

„ეს ზუსტი მარშრუტი საიდან იცოდა ამ პირმა, რა მიზეზით ხდებოდა უკან მიდევნება?“ – დაეჭვდა ისევ ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.

„არ გინდათ ახლა ეს ირონია,“ – შეკითხვა გააპროტესტა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. მოწმე სამართალდამცველმა თქვა, რომ მან წყაროსგან ინფორმაცია მიიღო, ხოლო შემდეგ ეს ინფორმაცია ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაამოწმეს.

ოპერმუშაკმა სხდომაზე ზეპირად ჩამოთვალა სხვადასხვა ქუჩაზე განლაგებული სათვალთვალო კამერების ნომრები.

„საიდან იცით, ქუჩაში რომელი კამერა რა ნომერია?“ – მოწმეს ჩაეკითხა ამჯერად ადვოკატი მიხეილ მიქანაძე.

„ვიცი. მაგალითად, სასამართლოსთან, წრიულთან რომ კამერაა, მაგის ნომერია 84-2“ – ჩაიღიმასავით მოწმემ და ხელით მიანიშნა მოწმემ ადვოკატს სასამართლოს შენობასთან არსებულ კამერაზე.

„ამ ოპერატიულმა მუშაკმა სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება,“ – ეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. – „თუ პირმა დაინახა, როგორ გადააგდეს კაცი მდინარეში, 20-ში ხომ უნდა ეთქვა ამის შესახებ, როცა ეს პირი პოლიციელებს ავტომანქანით გადაადგილების მარშრუტზე უყვებოდა?

რეალურად არალეგალურად უყურებენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და მერე ვითომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს.

სინამდვილეში მოხდა სულ სხვა რამ, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით ამის შესახებ,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ბრალდებული მამა-შვილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

როგორ დაადგინა გამოძიებამ, რომ მამა-შვილმა კაცs სცემა და გადააგდეს მდინარე ჭოროხში? – პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს, რადგან მტკიცებულებები გამოკვლევა არ დასრულებულა. პროკურორმა აღნიშნა, რომ მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდებულები დაზარალებულთან მიდიან ავტომანქანით, შემდეგ კი, ჭოროხზე – გაუქმებულ ხიდთან.

„ამ ჩანაწერებში მკაფიოდ არ აღიქმება, ვინ ჩანს კადრში, ასევე ავტომანქანის ნომერი ზოგიერთ მონაკვეთში ჩანს მხოლოდ მკაფიოდ,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ირკვევა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულთან დაზარალებული წარსულში მეგობრობდა. ბრალდებულების რამდენიმე ახლობელი დღევანდელს სასამართლო სხდომას ესწრებოდა, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.

დღესვე სასამართლოს მოწმის სახით დაბარებულმა ექსპერტმა, მინდია სურმანიძემ უთხრა, რომ ავტომანქანის, ასევე ბრალდებულების ბინის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა:

„ავტომანქანის საბარგულიდან ამოვიღეთ ლითონის მილი, დაახლოებით 60 სანტიმეტრი იქნებოდა,“ – აღნიშნა მოწმემ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა სწორედ ამ მილით სცემეს დაზარალებულს და შემდეგ გადაგდეს მდინარეში.

„სისხლი რომ ყოფილიყო ამ მილზე, ხომ დააფიქსირებდით?“ – ჰკითხა ექსპერტს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„დიახ“ – თქვა მაშინვე მოწმემ.

„რატომ ამოიღეთ მილი და არა, მაგალითად, სხვა ნივთი?“ – იკითხა ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

„გამომძიებელმა გადაწყვიტა ასე,“ – ადვოკატს უპასუხა ექსპერტმა. მისივე თქმით, ბრალდებულების სახლიდან ჩხრეკის დროს ქურთუკი, ასევე რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი ამოიღეს. ამ ჩხრეკას ბრალდებულები, ან ოჯახის რომელიმე წევრი არ დასწრებია. ექსპერტმა თქვა ისიც, რომ ბინის კარი შიგნიდან არავის გაუღია და ჩხრეკაზე მისულმა პირებმა გააღეს.

„ზოგადად, ეძებთ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ხომ? რატომ ამოიღეთ ეს ქურთუკი, ან ფეხსაცმელი?“ – მიუბრუნდა ისევ მოწმეს ადვოკატი მიხეილ მიქანაძე.

„არ ვიცი, ჩემთან არაფერი განუმარტავს გამომძიებელს,“ – აღნიშნა მოწმემ.

მკვლელობის მოტივზე მხარეები ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ. პროკურატურა მხოლოდ შურისძიებაზე მიანიშნებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მკვლელობის მცდლეობის მოტივი შესაძლოა უკავშირდებოდეს ნარკოდანაშაულს – კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მიწოდების პრობლემას.

საქმეში არსებობს სატელეფონო ჩანაწერი, სადაც დაზარალებულად მიჩნეული პირი სხვა პირს უყვება ბრალდებულებთან კავშირის შესახებ. ეს ჩანაწერი სასამართლო სხდომაზე ჯერ არ გამოუკვლევიათ.

ლეგენდარული კინოპავილიონის ახალი სიცოცხლე: NEXT-ი თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობას აცოცხლებს

ქართულმა საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXTმა საზოგადოებას ახალი მიმართულება – Heritage Series (კულტურული მემკვიდრეობის სერია) წარუდგინა. კომპანიის სტრატეგიაში ეს ხაზი ახალ ეტაპს ნიშნავს, რომლის მიზანიც ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე ცხოვრების სტილთან მისადაგებაა.

ამ სერიის პირველი პროექტი, Cinema City by NEXT, თბილისის ერთერთ ყველაზე ძვირფას კულტურულ ძეგლსკინოსტუდიაქართული ფილმის“ 1930-იანი წლების ლეგენდარული პავილიონის გაცოცხლებას გულისხმობს. ისტორიული მონუმენტის გვერდით კი ახალი, გამორჩეული  რეზიდენცია აშენდება, რითაც წლების განმავლობაში მივიწყებული სივრცე კვლავ იქცევა ქალაქის აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.

ევროპული არქიტექტურული გავლენითა და ისტორიული ნაგებობებით დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა თბილისის ერთერთ უმთავრეს კულტურულ ცენტრად.

1920-იანი წლების მიწურულს, როდესაც მსოფლიო კინემატოგრაფში ხმოვანი ფილმების ეპოქა იწყებოდა, გამოჩენილმა არქიტექტორმა მიხეილ ბუზოღლიმ დააპროექტა საქართველოს პირველი პროფესიონალური კინოპავილიონი. შეიძლება ითქვას, ამ ნაგებობამ, რომელიც ქართული კონსტრუქტივიზმისა და ეროვნული არქიტექტურის ელემენტების თამამი სინთეზით შეიქმნა, საფუძველი ჩაუყარა ქართულ კინემატოგრაფიას.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ამ კედლებში ლეგენდარული რეჟისორები და მსახიობები ქმნიდნენ შედევრებს, რომლებმაც მოგვიანებით საერთაშორისო აღიარება და პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვა. თუმცა, დროთა განმავლობაში კამერები გაჩერდა და კულტურული მემკვიდრეობის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქალაქის რიტმს გამოეთიშა.

დღეს NEXT-ი ამ სივრცის კონსერვაციას და მისთვის ახალი ავთენტური დატვირთვის მინიჭებას იწყებს.

Cinema City-ის არქიტექტურული კონცეფცია წარსულსა და დღევანდელობას შორის გამართული საინტერესო დიალოგია. პავილიონი ზედმიწევნით აღდგება და თანამედროვე, მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნება. მასში განთავსდება კინემატოგრაფიის მუზეუმი, საერთო საზოგადოებრივი სივრცეები, ადგილი კინოჩვენებებისთვის და გასტრონომიული გალერია, რომელიც სარეკრეაციო ზონებთან ერთად გამორჩეულ  ინფრასტრუქტურას შექმნის.

შენობის ქვედა ნაწილის ფაქტურა და ტონალობა ზუსტად იმეორებს ძველი პავილიონის ხასიათს, ხოლო ზედა ნაწილი უფრო თანამედროვე დიზაინით გამოირჩევაპანორამული ფანჯრებით, 360-გრადუსიანი არქიტექტურული ხედვითა და საერთო სტილის შესაბამისი დახურული აივნებით. ფასადი მთლიანად ბრინჯაოსფერ ალუმინშია გადაწყვეტ. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსფერი ფასადი ამ შემთხვევაში ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური არჩევანი. საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბრინჯაო აქ თანამედროვე არქიტექტურულ ენად, NEXT-ის დახვეწილ და გამორჩეულ ხელწერად იქცევა.

ცენტრალური მდებარეობა, კულტურული იდენტობა და უნიკალური არქიტექტურული კონცეფცია Cinema City-ის მყარ საინვესტიციო მიმზიდველობას სძენს.

პროექტის წარდგენის აღსანიშნავად NEXT-მა ექსკლუზიური წინასწარ გაყიდვები გამოაცხადა.

ეს არის იშვიათი შესაძლებლობა ადრეული მყიდველებისთვის, მიიღონ საუკეთესო პირობები და წვდომა ექსკლუზიურ ფასებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: next-property.com

Exit mobile version