არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ [CCIIR] საქართველოში, საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 1 888 ლარია, რაც ეროვნული საშუალო ხელფასის მხოლოდ 55-60%-ია.
რა ხდებოდარეფორმამდე,ანუ 2005 წლამდე
კვლევის მიხედვით, სერტიფიცირების რეფორმამდე მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში უკიდურესად დაბალი იყო და შეადგენდა დაახლოებით 80-150 ლარს თვეში სრული დატვირთვის მასწავლებლისთვის.
„ხელფასები გაიცემოდა სკოლების კონსოლიდირებული ბიუჯეტებიდან, გამჭვირვალობისა და სტანდარტიზაციის ნორმები გათვალისწინების გარეშე. 2005 წლის განათლების კანონმა კი შექმნა საფუძველი სულადობრივი დაფინანსებისა და ახალი სახელფასო ჩარჩოსთვის.
2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით, საბაზო ხელფასი განისაზღვრა 165 ლარით. 2008 წელს ეს მაჩვენებელი რამდენიმეჯერ შესწორდა და გაუტოლდა 195 ლარს, ხოლო წლის ბოლოსთვის 220 ლარამდე გაიზარდა.
მასწავლებლის პირველი სასერთიფიკაციო გამოცდები 2010 წლის 13 ივლისს გაიმართა. ამ დროს შემოიღეს სერტიფიცირების დანამატი – 75 ლარი, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.
მასწავლებელს, რომელსაც ასევე ჰქონდა ჩაბარებული ინგლისური ენისა და საბაზო კომპიუტერული უნარების გამოცდა, დანამატის ჯამური ოდენობა 200 ლარამდე ეზრდებოდა (75+125 ლარი).
ამასთან, სერტიფიცირებული მასწავლებლების საუკეთესო 25%-ის ხელფასი, რომელთაც ასევე ჰქონდათ ინგლისურისა და კომპიუტერული უნარების სერტიფიკატი, მთლიანობაში 1000 ლარამდე ივსებოდა“ – ნათქვამია კვლევაში.
სქრინი CCIIR-ის კვლევიდან.
2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი დაახლოებით 330 ლარს შეადგენდა. ამ პერიოდისთვის მოქმედებდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც სამ კატეგორიად იყო განსაზღვრული: სერტიფიცირებული, პირველი, უმაღლესი.
ეს სიტემა 2015 წლამდე შენარჩუნდა, 2015 წელს კი შეიქმნა სახელფასო დანამატების ახალი სისტემა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ამოქმედებულ სქემას ეფუძნებოდა.
სქემის საფეხურების შესაბამისად, „უფროსი მასწავლებლის” სტატუსის დანამატი განისაზღვრა 160 ლარით, „წამყვანი მასწავლებლისა” – 250 ლარით, ხოლო „მენტორის” სტატუსის დანამატი კი – 300 ლარით.
2015-2023 წლებში მთავარი აქცენტი კეთდებოდა არა მასწავლებლის საბაზისო ხელფასის ზრდაზე, არამედ მასწავლებელთა პროფესიული სტატუსის შესაბამისი დანამატის გაზრდაზე. 2023 წლისთვის მასწავლებლის ყველა სტატუსის დანამატები თითქმის ხუთჯერ გაიზარდა 2015 წელთან შედარებით.
2024 წლის რეფორმის შედეგები კი სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებული აღმოჩნდა.
„ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს უფროსმა მასწავლებლებმა, სრული ან მაღალი დატვირთვის მქონე მასწავლებლებმა, დიდი სკოლების პედაგოგებმა, იმ მასწავლებლებმა, რომლებიც კვირაში 18-25 საათს ასწავლიან.
იმ პერიოდში, უფროსი მასწავლებლები წარმოადგენდნენ სისტემის ყველაზე დიდ ნაწილს – დაახლოებით 41 700 პედაგოგს. ამიტომ რიცხობრივად სწორედ ისინი გახდნენ რეფორმის მთავარი ბენეფიციარები“- ნათქვამია კვლევაში.
ამავე წყაროს მიხედვით, 2024 წლის ცვლილებებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგი კატერორიის მასწავლებლები: წამყვანი, მენტორი, ნაწილობრივი დატვირთვის მქონე პედაგოგები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები, სოფლისა და მცირე სკოლების მასწავლებლები, მაღალმთიანი და არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები.
ამ ცვლილებას მასწავლებლების პროტესტიც მოჰყვა. მათი ნაწილი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და ხელფასების მატების ნაცვლად დააკლდათ.
2023 წლისთვის სტატუსის დანამატები შეადგენდა: უფროსი მასწავლებელი – 795 ლარი; წამყვანი მასწავლებელი – 1 175 ლარი; მენტორი მასწავლებელი – 1 475 ლარი.
2024 წლის რეფორმის შემდეგ უფროსის სტატუსის დანამატი გაუქმდა; წამყვანის დანამატი 150 ლარამდე შემცირდა; მენტორის დანამატი 300 ლარამდე შემცირდა.
„ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი პროფესიული სტატუსების დანამატები დაახლოებით 80-85%-ით შემცირდა. შესაბამისად, კარიერული წინსვლის ფინანსური სტიმული მნიშვნელოვნად შესუსტდა“ – წერია კვლევაში.
პედაგოგების ნაწილმა სქემაში შეტანილი ბოლო ცვლილება მასწავლებლების დაცინვად შეაფასა.
კვლევის მიხედვით, ბოლო ცვლილებები ნეგატიურად აისახა მაღალმთიანის დანამატის წილზე საბაზო ხელფასთან მიმართებით.
„მაღალმთიანის დანამატი ამჟამად შეადგენს 150 ლარს.
2016 წელს იგი საბაზო ხელფასის დაახლოებით 35%-ს და საშუალო ხელფასის 11%-ს შეადგენდა, ხოლო დღეს საშუალო ხელფასის მხოლოდ დაახლოებით 8%-ს წარმოადგენს“ – ნათქვამია კვლევაში.
CCIIR-ი წერს, რომ საქართველოში მოქმედი მოდელი უფრო მეტად წაახალისებს ჩატარებული გაკვეთილის საათობრივ რაოდენობას, ვიდრე მასწავლებელთა პროფესიულ კომპეტენციას თუ ჩატარებული გაკვეთილების ხარისხს.
საქართველოს სახელფასო ფორმულა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგალითად, OECD-ის ქვეყნებში [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები] არსებული სისტემისგან, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება სტაბილურ საბაზო ხელფასზე და პროფესიული გამოცდილება და კარიერული წინსვლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასწავლებლის ხელფასის ფორმირებაში.
„საქართველოში მოქმედი მოდელი კი ახალისებს საათობრივ დატვირთვაზე ორიენტირებულ პრაქტიკას და ფოკუსირდება უშუალოდ ჩატარებულ გაკვეთილზე, ხოლო უგულებელყოფს სასკოლო პოლიტიკასა და იმ აქტივობებს, რომლებიც სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის არის აუცილებელი“ – ნათქვამია კვლევაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც მთელი წელი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო იქნებოდა, ახლა დანაპირებს ცვლის.
„ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაფარავს სახელმწიფო, თუმცა იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, „ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი“ – ამბობს ზვიად გაბისონია.
„ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან უზრუნველყოფს კრედიტების 80%-ზე მეტის დაგროვებას, სახელმწიფო გააგრძელებს მისი სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას.
ეს გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში და გახლავთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება“- ამბობს გაბისონია.
მისი თქმით, აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე.
„საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ თუ სტუდენტი, 50%-იანი დაფინანსების მიღების შემდეგ, აღადგენს 100%-იან საკრედიტო შედეგს, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მისი სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას“, – ამბობს ზვიად გაბისონია.
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ, რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან და მსახიობ გიორგი შანიძესთან ერთად ე.წ. „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით, საინიციატივო ჯგუფი დააფუძნა.
ამის შესახებ ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 30 ივლისს განაცხადეს. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა, თუმცა, „ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს“.
ამავე დროს, ბრიფინგზე მათ გამოიყენეს „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „გარედან მიღებული დავალება“, „მართული ჯგუფები“ და ასე შემდეგ.
საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა და „სიწმინდეების“ შეურაცხყოფა კანონის დონეზე აიკრძალოს.
„ბათუმელებს“ ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორისთვის, კოტე მჟავიასთვის უნდოდა ეკითხა, რატომ ჩათვალა მან, რომ ამ ქვეყანაში ვინმე ებრძვის სიწმინდეებს – ეკლესიას, ისტორიულ გმირებს ან ეროვნულ ფასეულობებს და რაში გამოიხატება ეს; ან რა ფორმით წარმოუდგენია ამ ყველაფრის დაცვა?
კოტე მჟავიასთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, როგორ წარმოუდგენია თეატრის მუშაობა შეზღუდვების პირობებში, როცა შეიძლება ცენზურა ხელოვნებას შეეხოს და რა ფუნქცია დარჩება თეატრს, კინოს, მწერლობას, თუ დაცენზურდება და აიკრძალება იუმორი, სარკაზმი და სატირა?
„ბათუმელების“ ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა, რადგან ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა [პასუხის მიღების შემთხვევაში მის პოზიციას აქვე შემოგთავაზებთ].
ამავე დროს, ახალი ჯგუფის ინიციატივის დაანონსებას სოციალურ ქსელებში მოჰყვა კოტე მჟავიას მოკლე ვიდეოს გავრცელება, სადაც სანქცირებული „იმედის“ იუმორისტულ გადაცემაში ის ასეთ რამეს ამბობს:
„ზესტაფონში მყავს უამრავი სამეგობრო, ერთ ჩვენს მეგობარს ღვინის ქარხანა ჰქონდა და დაგვპატიჟა. …აწია სადღეგრძელო და მეო, თქვენს ღვინის ქარხანას, დავარქვი ქრისტეს მარანიო, უთხრა.
გაუხარდა ამ კაცს, ჭარმაგი კაცი იყო… 4 თვის თავზე ერთ-ერთ სუფრაზე ჰკითხა, ბიძია, საიდან მოგივიდა, რომ ქრისტეს მარანი დაგერქმია ჩემი მარნისთვისო. საიდან მომივიდა და ერთი ქრისტემ გადააქცია წყალი ღვინოდ, მეორეო თქვენო…“
კოტე მჟავიასთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, რა მოხდებოდა მისი აზრით, თუ მსგავსი ხუმრობის ავტორი იქნებოდა ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ? ეს შეფასდებოდა, როგორც „სიწმინდის შეურაცხყოფა“ თუ იუმორზე ცენზურა მხოლოდ „ოცნების“ პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს ეხება?
კოტე მჟავია ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს.
მის სახელთან ამ თეატრში დაკავშირებულია გახმაურებული ამბავი – მან პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლ DARK WEB-ის რეჟისორ გეგა გაგნიძეს პრემიერა გაუუქმა და დასმა ამის შესახებ თეატრის ფეისბუქის პოსტიდან შეიტყო.
მაშინ კოტე მჟავია ამბობდა, რომ პრემიერის გაუქმების მიზეზი სპექტაკლის რეჟისორის მიერ დაგეგმილი „პოლიტიკური აქტი“ იყო. ეს შემთხვევა საზოგადოებამ და თეატრის კრიტიკოსებმა ხელოვნების ცენზურად შეაფასეს.
The family of Thai traveler Lun Solo, who was found dead in Tbilisi, rules out suicide.
Lun Solo, 27 (officially named Bowornthat Pengsuk), was a Thai traveler and popular social media personality. He was known to have come from a disadvantaged background, having spent years doing physically demanding, low-paid jobs before pursuing his dream of traveling and becoming a globally recognized travel vlogger. His YouTube channel has more than one million subscribers.
He was found dead in a hotel in Tbilisi.
According to his family, they last communicated with Lun Solo on July 13. After that, they were unable to reach him and launched a social media campaign to help locate him.
Georgia’s Ministry of Internal Affairs told Netgazeti that the traveler’s body was discovered on July 14. However, his family was not informed of his death until two weeks later. On July 29, Lun Solo’s brother announced that the family had officially received confirmation of his death.
The Interior Ministry launched an investigation under Article 115 of Georgia’s Criminal Code, which concerns incitement to suicide.
However, this is a standard legal provision used in Georgia whenever the cause of death is initially unclear and requires a criminal investigation or forensic examination. It does not indicate that investigators have concluded the death was a suicide.
The family is demanding a thorough investigation into the circumstances surrounding Lun Solo’s death. They also question why Georgian police were unable to identify and notify his relatives, given that his passport details would have been recorded when he checked into the hotel.
To clarify why informing the family took so long, Netgazeti has contacted Georgia’s Ministry of Foreign Affairs and is awaiting a response.
Speaking to Thai journalists, Lun Solo’s grandmother said that until the very last moment she had hoped her grandson was alive and would return home safely.
She described him as cheerful, sociable, and loved by everyone, saying he had no enemies and had never been involved in conflicts.
According to her, Lun had been saving money to renovate her home. She said his behavior and future plans gave the family no reason to believe he had taken his own life.
What does the Thai side say?
Thailand’s Deputy Prime Minister and Minister of Foreign Affairs, Sihasak Phuangketkeow, told reporters on July 30 that Thailand would wait for the Georgian authorities to complete their investigation before beginning procedures to repatriate Lun Solo’s body.
He said it was too early to draw conclusions about the cause of the traveler’s death and urged the public to wait for the official findings of the Georgian investigation rather than rely on speculation surrounding the case.
“At this stage, we cannot reach any conclusions. It is better to wait for the official investigation,” he said, adding that Thailand expects the Georgian authorities to expedite the process.
Thailand does not have an embassy in Tbilisi. Georgia falls under the jurisdiction of the Royal Thai Embassy in Ankara, Turkey.
According to Thai media, the Ministry of Foreign Affairs has dispatched representatives from the embassy in Ankara to Tbilisi to coordinate with the Georgian authorities and monitor the progress of the investigation.
The reports say embassy officials have already met with Georgian law enforcement authorities, while a meeting with Georgia’s Ministry of Foreign Affairs was scheduled for July 30.
As for the repatriation of Lun Solo’s body, Thailand’s foreign minister said the process will begin only after the Georgian investigation has been completed. He added that the timing will also depend on the wishes of the family, as officials will first consult with the relatives before taking further steps.
დღეს, 31 ივლისს, გლდანის ციხე დატოვა სინდისის პატიმარმა, ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელსაც 9-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საპროტესტო აქციის დროს გადაკეტილ გზაზე განმეორებით დგომისთვის, რაც, „ოცნების“ რეპრესიული რეგულაციებით, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი აქციაზე გზის „ხელოვნურად“ გადაკეტვის საბაბით პირველად 24 ოქტომბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 25 ოქტომბერს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ფოთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე დაბრუნებული მოქალაქე 31 ოქტომბერს, ღამით უკვე მეორედ დააკავეს, მის მიმართ ამჯერად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს და ჯერ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, 29 მაისს კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ზურაბ მენთეშაშვილის პატიმრობაში ყოფნისას გარდაიცვალა მისი და.
დღეს, 31 ივლისს, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. „რუსთაველზე მე ვისაც ჩავეხუტე, აი, ეს არის ჩემი ნამდვილი საქართველო“ – თქვამენთეშაშვილმა დღეს, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების მაგალითია.
„როცა რეგიონში ასობით ოჯახს ელემენტარული სოციალური მხარდაჭერა სჭირდება, ხალხი სიღარიბეს ებრძვის, ჩინოვნიკების ფუფუნებაში ცხოვრება არის საზოგადოების აბუჩად აგდება,“ – მიიჩნევს აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ ტენდერზე:
2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა.
აზა გაბუნიას აზრით, აჭარის უმაღლესი საბჭო არ ზრუნავს არცერთი რეალური პრობლემის მოგვარებაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.
„აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო. მოქალაქეების რეალურ გამოწვევებს ესენი არ პასუხობენ. მხოლოდ ფარატინა კანონებს წერენ, რაც ადამიანების პრობლემების მოგვარების ინტერესს არ ემსახურება. ისინი ზრუნავენ მხოლოდ ფუფუნების და კომფორტის შექმნაზე.
ამიტომაც, ეს ხარჯი პირდაპირ არამიზნობრივია. ეს რომ იყოს მერია, რომელიმე ინფრასტრუქტურული სამსახური, შეიძლებოდა ხარჯის რაღაცნაირად გამართლება, მაგრამ ესენი სადმე სოფლებში მოსახლეობას თუ ხვდებიან, შემდეგ რას ცვლიან?!
იმ მაღალმთიან სოფლებშია ზუსტად საჭირო ტრაქტორი და შესაბამისი ტექნიკა, რომ გზები გაიწმინოს, თოვის დროს სოფლები არ ჩაიკეტოს. იმ სოფლებში საბავშვო ბაღები პრობლემაა, სკოლა პრობლემაა, ადამიანებს უუქმებენ სოციალურ შემწეობას… ამ დროს თითო ავტომანქანაში უნდა თურმე უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 92 ათასი ლარი.
ამ დროს იანვარში იგივე უმაღლესმა საბჭომ ამ წლის იანვარში კიდევ იყიდა ოთხი ახალი ძვირადღირებული ავტომანქანა 218 ათას ლარად.
ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ სხვა უწყებებიც, მაგალითად, კულტურის სამინისტრო… ეს არის მხოლოდ ძალაუფლების ატრიბუტი, სიმდიდრის და ფუფუნების გამოსხივება.
ტენდერში ასევე არის პუნქტი, სადაც არის საუბარი, რომ 2026 წელს გამოშვებული მანქანები უნდა შეისყიდონ. კონკრეტულ მომწოდებელზე ხომ არ არის ეს ყველაფერი გათვლილი?!
ამავდროულად, თუ არ ვცდები, 210 დღე არის ვადა მოწოდების. თუ ასეთი ოპერატიული და გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა მაღალი გამავლობის მანქანის შეძენისა, რატომ არის მაშინ 210 დღე ვადა განსაზღვრული?
ეს ტენდერი უნდა გაუქმდეს და თანხები მიემართოს ადამიანების საჭიროებებს, მოსახლეობას, რომელიც ებრძვის უამრავ პრობლემას, სიღარიბეს, გაძვირებულ ცხოვრებას…,“ – გვითხრა აზა გაბუნიამ.
აგვისტოდან „საგანძურის მარათონი“ ახალ ეტაპზე გადადის. ახალი თვე ნიშნავს ახალ ციკლს, განახლებულ საპრიზო ფონდს და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მათთვის, ვისაც მონეტების დაგროვება, ლიდერბორდზე დაწინაურება და ფულადი პრიზების მოპოვება სურს.
თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო მოთამაშეები უკვე ძალიან წინ არიან, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახალი ციკლი სწორედ იმისთვის იწყება, რომ ყველას ახალი შანსი მიეცეს.
მონეტების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა კი, შესაძლოა, იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე წარმოგიდგენია.
საქართველოში თიბისის მობაილბანკს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ კოლეგებს, დიდი ალბათობით, მობაილბანკი უკვე აქვთ, თუმცა შესაძლოა „საგანძურის მარათონში“ ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩართულები.
თუ მათ თამაშში მოიწვევ, 350 მონეტას მიიღებ. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა მონეტების დასაგროვებლად, მისიების შესასრულებლად და ლიდერბორდზე უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად.
თუმცა, „საგანძურის მარათონში“ მხოლოდ პირადი შედეგი არ წყვეტს ყველაფერს.
თამაშის მთავარი საიდუმლო გუნდურობაშია. თითოეული მონეტა, რომელსაც აგროვებ, არა მხოლოდ შენს, არამედ შენი საგვარეულოს საერთო შედეგსაც ემატება. სწორედ ამიტომ, ძლიერი გუნდი ნიშნავს უფრო დიდ შანსს, რომ ფინალში გახვიდე და 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლო.
მონეტების დაგროვების კიდევ ერთი შესაძლებლობა შაბათ-კვირის ბონუს აქტივობებია. სახალისო და ინტელექტუალური ქვიზები დამატებითი მონეტების მიღების საშუალებას გაძლევს და ამავე დროს, კვირის ლიდერის ტიტულისა და 2 000-ლარიანი პრიზის მოპოვების შანსსაც ზრდის.
აქვე, არ დაგავიწყდეს მარტივი, თუმცა ოქროს წესი – შედი თამაშში ყოველდღე. ყოველდღიური აქტივობა უწყვეტი სერიისთვის დამატებით მონეტებს გაძლევს და მიზანთან კიდევ უფრო გაახლოებს.
აგვისტო ახალი თავგადასავლის დასაწყისია. ახლა საუკეთესო დროა მოიწვიო მეგობრები, შეასრულო მისიები და დაგროვილი მონეტებით არა მხოლოდ პირადი ლიდერბორდი, არამედ საკუთარი საგვარეულოც გამარჯვებამდე მიიყვანო.
გახსენი თიბისის მობაილბანკი და შეუერთდი „საგანძურის მარათონის“ ახალ ეტაპს – ყველაზე საინტერესო ბრძოლა ახლა იწყება.
31 ივლისის ღამეს დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე Wildberries-ის სადისტრიბუციო ცენტრსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი აცხადებს, რომ დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის სამხრეთით მდებარე საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსის სამრეწველო ობიექტში, ასევე, ძერჟინსკის რაიონის საწყობებში.
რუსული კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა დაადასტურა ლოჯისტიკურ ცენტრზე თავდასხმა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ასევე გუშინ, 30 ივლისს, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ Wildberries-ის დახარისხების ცენტრს რუსეთში, პენზაში – თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ბოლო კვირებია უკრაინული დრონების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ „ვაილდბერისის“ საწყობებია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან პირველი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
„იმ დღეს საავადმყოფოში მორიგე ვიყავი, როცა დაჭრილი მოიყვანეს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა ჭრილობით, ძლიერი სისხლდენა,“ – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ლევან კონცელიძემ, რომელმაც 30 ივლისს სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა.
მკვლელობის მცდელობის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით პროკურატურა ტარიელ მ.-ს ედავება. საუბარია 2026 წლის 11 იანვარს, დაბა შუახევში მომხდარ შემთხვევაზე: დაზარალებულად მიჩნეული კაცი მობილური ტელეფონით, მესინჯერით ბათუმში მყოფ შვილს ესაუბრებოდა. ამ დროს მას, პროკურატურის ვერსიით, თავში ნაჯახი ჩაარტყეს.
„გვითხრა, რომ პირდაპირ მესინჯერით საუბრის დროს დაინახა, როგორ იყო მამა დალეწილი – ეს მის მიერ ნახსენები ტერმინია,“ – ეს მოსამართლეს ფსიქოლოგმა, თამარ ქამადაძემ უთხრა, მან შუახევში დაჭრილი კაცის შვილის [21 წლამდე პირი] ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მოამზადა ფსიქოლოგიური დასკვნა.
ფსიქოლოგის თქმით, დაზარალებულად მიჩნეულ გურამ დ.-ს, რომელმაც მამა „დალეწილი“ ნახა, არ დაუნახავს უშუალოდ დარტყმის მომენტი და ის, თუ ვინ ჩაარტყა მამას.
„ეს ტერმინი „დალეწილი“ შეფასდა, როგორც მატრამვირებელი გამოცდილება…,“ – განაგრძო ფსიქოლოგმა,“ – „ის არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მან განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა…
გვითხრა, რომ ტარიელ მ. [ბრალდებული] ჩემი ოჯახის ახლობელია და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას ჩაიდენდაო, მამა იმეორებდა, რომ თუ რამე დამემართება, იცოდე, ამ კაცის [ბრალდებულის] ბრალი იქნებაო.
გურამი [დაჭრილი კაცის შვილი] ამბობდა, რომ მამა გულისხმობდა ფინანსურ პრობლემას… მერე დავინახე, მამას სახე დალეწილი ჰქონდა, მამას ხელიდან ტელეფონი დაუვარდაო,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღნიშნა ფსიქოლოგმა ის, რაც დაჭრილი კაცის შვილისგან მოისმინა.
„გულწრფელი იყო, როცა ის ამას გიყვებოდათ?“ – ჩაეკითხა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატი, თეონა ნიკოლაიშვილი.
„ეს თანხვედრაში არ იყო ოქმში მონაყოლთან… რადგან არასრუწლოვანი იყო, თავი შევიკავე დამატებითი კითხვებისგან“, – ადვოკატს უპასუხა ფსიქოლოგმა.
საინტერესო აქ ეს დეტალია – როგორც პროკურომა ოლღა მერებაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, დაჭრილი კაცის შვილმა თავდაპირველად პოლიციაში გამოკითხვის დროს გამომძიებელს უთხრა, რომ მესინჯერის ვიდეოზარით საუბრის დროს მან დაინახა, როგორ ჩაარტყეს მამას თავში ნაჯახი.
ადვოკატები კი, მიუთითებენ იმასაც, რომ დაჭრილი კაცი სასამართლოში უკვე გამოცხადდა და განაცხადა: შვილს კი ვესაუბრებოდი მესინჯერით, მაგრამ ჩამეძინა, როცა თავში ჩამარტყეს და არ ვიცი, ვინ რა ჩამარტყაო.
პროკურატურის ვერსიით, ნაჯახის თავში ჩარტყმამდე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო. დღეს ამ დეტალებზე საუბარი დაცვის მხარეს არ სურს, რადგან „ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს“.
„ბრალდებულს ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, ეს დადასტურებულია ექსპერტიზით. მას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა ძირითადად სახის და თავის არეში, ყურის, თვალ-ბუდის არეში. ეს იყო მძიმე, ბლაგვი საგნით მიყენებული დატყმის შედეგი.
ისინი ნაცნობი იყვნენ ერთმანეთისთვის… დაზარალებული იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ჩვენი ინფორმაციით, გაუგებარია, ის რას ითხოვდა,“ – გვითხრა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
„5 საათი და რამდენიმე წუთი დასჭირდა ოპერაციას… ჩვენთან შუახევიდან გადმოიყვანეს,“ – როცა ეს ახსენა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ლევან კონცელიძემ, პროკურორმა დასძინა, პრაქტიკულად ექიმებმა გადაარჩინეს დაზარალებულიო.
„ეს იყო ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა,“ – აღნიშნა ექიმმა თავში დაჭრილი კაცის შესახებ, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარა.
„შეიძლება ეს საგანი ყოფილიყო ნაჯახი?“ – იკითხა პროკურომა, თუმცა ეს შეკითხვა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ გააპროტესტა: ვარაუდს ხომ არ უნდა ეყრდნობოდეს მოწმის ჩვენებაო. მოსამართლემ განრიდება დააკმაყოფილა. პროკურორმა სხვა ფორმულირებით დასვა იგივე შეკითხვა:
„მაშინ ჩამოგვითვალეთ, რომელი საგნებით შეიძლება ყოფილიყო ეს ჭრილობა მიყენებული?“ – მიუბრუნდა მოწმეს პროკურორი.
„ცული ალბათ, დაახლოებით… მე შემიძლია გითხრათ ჭრილობის მასშტაბი,“ – თქვა ექიმმა და სახის დაზიანების დეტალურად აღწერის შემდეგ დაამატა, კაცს მარჯვენა ხელის იდაყვზეც ჰქონდა კანი დაზიანებულიო.
„მინიმუმ რამდენჯერ შეიძლებოდა ყოფილიყო ბასრი საგნით ზემოქმედება დაზარალებულზე?“ – მოწმეს ჰკითხა ისევ პროკურმა ოლღა მერაბიშვილმა.
„ორი მინიმუმ, ერთი – გამორიცხულია,“ – მოკლედ თქვა მოწმემ.
დღესვე მოსამართლემ ამ საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის ერთ-ერთი ავტორის ჩვენება მოისმინა, რომლის დასკვნითაც ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მოწმის, აკაკი ტყემალაძის თქმით, მასთან საუბარში ტარიელ მ.-ს ბრალდება არ უარყვია.
„მაგრამ მან ეს დაუკავშირა თავდაცვით მდგომარეობას,“ – აღნიშნა ექსპერტმა.
შემდეგ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება დაჭრილის კაცის შვილმა უნდა მისცეს. ბრალდებულს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 446 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 231 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 056 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 47 045 ერთეული [+42]
MLRS – 1 976 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 525 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 435 665 ერთეული [+1 525]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 081 ერთეული [+10]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 128 034 ერთეული [+413]
სპეცტექნიკა – 4 483 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 005 ერთეული [+55]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„შენობებში დარჩით და ფანჯრების გაღებისგან თავი შეიკავეთ“ – მოწოდება რუსეთის ქალაქ რიაზანში მცხოვრებთ, სადაც უკრაინული დრონები Wildberries-ის ცენტრს უტევენ:
„6 წელია მოსამართლის თანაშემწე ასე მპასუხობს: იქნება, მალე იქნება თქვენი პროცესიო, მაგრამ პროცესი არ ტარდება…
გვაწვალებენ. სხვა რა ჰქვია ამას? ალბათ იმედი აქვთ, რომ დავიღლებით, დავნებდებით და შევეშვებით. ვიღაცამ თვალი დაადგა ამ მიწას და ამიტომ გვჩაგრავენ,“ – უყვება „ბათუმელებს“ გონიოში მცხოვრები 62 წლის მალხაზ ბარამიძე. ეს მოსარჩელე არაა გამონაკლისი, ვინც წლებია ელის „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე გაცემული მთავარი დაპირების შესრულებას – იმას, რომ სამართალმა პური ჭამოს.
მალხაზ ბარამიძის სარჩელი ბათუმის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ წარმოებაში 2021 წელს მიიღო, თუმცა ამ საქმეზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს ჯერ ერთი სხდომაც არ ჩაუტარებია. სასამართლოებში ათეულობით ასეთი საქმეა – სარჩელი წლების წინ შევიდა, მაგრამ მოსამართლეს თაროდან საქმე ჯერ არ ჩამოუღია.
ეს საქმეები არაერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება: ქონებას, შრომით დავას, ბიზნესს, ადამიანები ვეღარ პოულობენ პრობლემიდან გამოსავალს, რჩებიან ყოველგვარი შემოსავლის გარეშე…
წლებია სასამართლო ხელისუფლება საქმეების განხილვის გაჭიანურების პრობლემას არ აგვარებს.
მოქალაქე: „რამდენჯერმე მივედი სასამართლოში, რა იქნა პროცესი ამდენი წელი?“
მოქალაქე მალხაზ ბარამიძე გონიოში ცხოვრობს. მას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აქვს დავა. მალხაზ ბარამიძეს 2021 წელს ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურმა სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ დაუმოწმა და დაუდასტურა, მალევე თავისივე მიღებული ბრძანება გააუქმა.
„უთხრეს, რომ ახლა აღმოვაჩინეთ, ეს მიწის ნაკვეთი სარეფორმო არ ყოფილა, ანუ არ შეიძლებოდა მისი საკუთრებაში გადაცემა, რადგან სანაპირო ზოლიაო, მაგრამ მიმდებარედ არაერთი მიწის ნაკვეთია… ეს ეხება 21 პირს. ყველა შემთხვევაში ანალოგიური მოიქცა მერია,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, რომელიც გონიოელებს ინტერესებს იცავს სასამართლოში.
მალხაზ ბარამიძე ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების დადასტურებას 1994 წელს გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ითხოვს. მოსარჩელის მოთხოვნაა სასამართლოში, მერიის დავალდებულება მალხაზ ბარამიძის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2021 წელს გაუქმებული ბრძანებების აღდგენა.
ვინაიდან მიწის ნაკვეთები ზღვასთან ახლოსაა, მალხაზ ბარამიძე თვლის, რომ მიწას „თვალი დაადგეს“, ხოლო სახელმწიფო „ბიზნესმენის მხარს იჭერს.“ მალხაზ ბარამიძის თქმით, იგი რამდენჯერმე თავად მივიდა სასამართლოში და სცადა გარკვევა: რატომ არ ინიშნება სხდომა, როცა ამდენი წელი გავიდა?
„მოსამართლის თანაშემწეს დამაკავშირეს სასამართლოს პირველი სართულიდან, მოვა თქვენი დროც, დაინიშნებაო, თავაზიანად მიპასუხა. მას მერე ასე მპასუხობენ ერთსა და იმავეს. მერე თანაშემწემ თავისი ტელეფონის ნომერი მომცა და სასამართლოში აღარ მიწევს მისვლა, პირდაპირ ვურეკავ.
ალბათ იმედი აქვთ, რომ დავიღლებით და დავანებებ თავს. ეტყობა, ამ მიწას თვალი დაადგეს და ინტერესია. ამიტომაც, არ იმართება პროცესი,“ – გვითხრა მალხაზ ბარამიძემ.
„თქვენ ფიქრობთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის“? – შეკითხვას მოქალაქე ისე პასუხობს, რომ მაინც ჩანს: როგორ ხედავს მოქალაქე პოლიტიკურ გავლენას სასამართლო ხელისუფლებაზე.
„არ ვიცი, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაა, თუ რა არის, მაგრამ სახელმწიფო ბიზნესმენის მხარეს იჭერს, ჩვენსას – არა,“ – გვითხრა მალხაზ ბარამიძემ.
გონიოს სანაპირო ზოლი
მიწის ნაკვეთი, რაზეც მალხაზ ბარამიძე დავობს ზღვიდან დაახლოებით 70 მეტრშია და თავის დროზე იმისთვის მიუზომეს, რომ კანონით გათვალისწინებული „საკარმიდამო“ ნაკვეთი – 2500 კვადრატული შეევსოთ ოჯახისთვის:
„მამაჩემი მაშინ ცოცხალი იყო და აპროტესტებდა, მაგ მიწაზე სულ ჭაობია, მაინც არაფერი არ ხარობსო. ახლა ისეთი ფასი დაიდო მიწამ, რას ამბობთ?
მიწას ჩვენ ვიყენებთ ისევ, სიმინდს ვთესავ, მაგრამ სხვა არაფერი. ეს ნაკვეთი ჩემი სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებითაა, მაგრამ გონიოს ციხიდან 700 მეტრის რადიუსში. იქ დიდი მშენებლობა არა, მაგრამ დროებით კოტეჯების მოწყობა შეიძლება, რამე ტურისტული, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევენ,“ – გვითხრა მალხაზ ბარამიძემ.
ბათუმის სასამართლოში თითო მოსამართლეს საშუალოდ 1813 სამოქალაქო საქმე აქვს განსახილველი
სასამართლოებში საქმეების გაჭიანურება წლებია სახელდება ქართული მართლმსაჯულების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. მოსამართლეების დეფიციტის შევსებას ხელისუფლება აშკარად არ ცდილობს.
რამდენია საქმეა დღეისთვის, მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში და თითოეულ მოსამართლეს რამდენი საქმე აწერია? – „ბათუმელებს“ ამ საკითხზე საჯარო ინფორმაცია ნაწილობრივ მიაწოდეს. ირკვევა, რომ 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9069 სამოქალაქო საქმეა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში. სამოქალაქო საქმეებს სულ 5 მოსამართლე განიხილავს. გამოდის, რომ საშუალოდ, თითოეულ მოსამართლეს 1813 საქმე აქვს განსახილველი.
სამოქალაქო საქმე მოსამართლემ 2 თვეში უნდა განიხილოს, თუმცა კანონი უშვებს საქმის სირთულიდან გამომდინარე, ვადის 5 თვემდე გახანგრძლივებას. ადვოკატებს ასე მოკლე დროში დასრულებული საქმე პრაქტიკულად არ ახსენდებათ.
გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საქმეების განმხილველი მოსამართლეები მორიგეობის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებსაც განიხილავენ.
რაც შეეხება უშუალოდ ადმინისტრაციულ დავებს, როგორიც, მაგალითად, მოქალაქე მალხაზ ბარამიძის საქმეა – ასეთ საქმეებს ბათუმში 3 მოსამართლე განიხილავს. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2912 ადმინისტრაციული საქმეა წარმოებაში – საშუალოდ თითოეულ მოსამართლეს 970 საქმე აქვს.
სისხლის სამართლის 2245 საქმეს კი, 5 მოსამართლე განიხილავს. გამოდის, რომ საშუალოდ თითოეული მოსამართლე სისხლის სამართლის კოლეგიიდან 449 საქმეს განიხილავს, ან უფრო მეტს – ამ ხუთი მოსამართლიდან ერთ-ერთი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე კულულაშვილია. იგი სხვა მოსამართლეებთან შედარებით, ბევრად ნაკლებ საქმეს განიხილავს.
სასამართლომ არ მოგვაწოდა დაზუსტებული მონაცემი: კონკრეტულ მოსამართლეს რამდენი საქმე აწერია.
2026 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 ივნისის მდგომარეობით დასრულდა:
398 ადმინისტრაციული საქმე [3 მოსამართლე]
2337 სამოქალაქო საქმე [5 მოსამართლე]
1026 სისხლის სამართლის საქმე [5 მოსამართლე]
ბათუმის საქალაქო სასამართლო
რას ამბობს სახალხო დამცველი მოსამართლეების დეფიციტზე?
სასამართლო საქმეების გაჭიანურების პრობლემა სახალხო დამცველი ბოლო, 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც შეეხო. აი, რას წერს სახალხო დამცველი პრობლემაზე, რაზეც წლებია საუბრობს სხვადასხვა მხარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, მოსამართლეების არსებულ ვაკანსიებსაც კი არ ავსებს.
„სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისთვის აუცილებელი გარემოებაა მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობა. 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში სულ 366 მოსამართლეა.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განმავლობაში სისტემას 8 ახალი მოსამართლე შეემატა, ამავე პერიოდში თანამდებობიდან 6 მოსამართლის განთავისუფლების გამო, მოსამართლეთა კორპუსის საერთო მატებამ მხოლოდ 2 ერთეული შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების [3,914,000 მოსახლე] და არსებულ მოსამართლეთა რაოდენობის ურთიერთმიმართება აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 9.35 მოსამართლე მოდის. ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რომელიც 23.92-ს შეადგენს. ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული 74 ვაკანტური ადგილის მიუხედავად, 2025 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება და სწავლება არ განხორციელებულა, ასევე, 2025 წლის განმავლობაში, არც მოსამართლეობის მსურველთათვის ჩატარებულა საკვალიფიკაციო გამოცდა,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი? – ინტერვიუ ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილთან შეგილიათ ნახოთ აქ.
რას ამბობს მოქმედი მოსამართლერეალობაზე, როცა ზოგიერთ მოსამართლეს, მაგალითად, დღეში 12 საქმის განიხილავს?
ადვოკატები აღარ მალავენ, რომ განსაკუთრებით ბიზნესდავების განხილვა იმდენად გაჭიანურებულია, რომ მხარეს ურჩევნია მიმართოს ალტერნატიულ და „უკანონო მეთოდებს“. ეს ჩანს კიდეც თავად პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში: როდესაც „ქურდული სამყაროს“ ბრალდებით აკავებენ ათეულობით მოქალაქეს, ხშირად არის შემთხვევა, როცა ბიზნესმენი დავის გადაწყვეტას ცდილობს არა სასამართლოში, არამედ მიმართავს „ქურდულ სამყაროს.
ერთ-ერთმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა გაგვაცნო საქმე, სადაც რამდენიმე ბიზნესკომპანია დავობს კახეთში მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში 2021 წელს დარეგისტრირებულ ამ სარჩელზე მოსამზადებელი ეტაპიც არ დასრულებულა. სასამართლოსთვის წლების განმავლობაში რამდენჯერმე მიუმართავს, როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხე მხარეს:
„საქმეზე ამ 5 წლის მანძილზე მოსამზადებელი ეტაპი არ არის დასრულებული. შპს-ები ვერ სარგებლობენ თავიანთი საკუთრებაში არსებულ და სადაო მიწის ნაკვეთებით, ვერ თესავენ მარცვლოვან კულტურას, ვერ იღებენ მოსავალს, ვერ ახდენენ მის რეალიზებას, რის გამოც გაკოტრების პირას არიან პრაქტიკულად 2022 წლიდან. საქმეზე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა არაერთგზის ვითხოვდით წერილობით, თუ ზეპირი ფორმით,“ – წერდა მოსამართლეს მოსარჩელეების ადვოკატი.
„წლების განმავლობაში ჭიანურდება მოპასუხე გიორგი ხ.-ს მიმართ წარმოდგენილი სარჩელის განხილვა,“ – მიუწერია მოსამართლისთვის მოპასუხის ინტერესების დამცველ ადვოკატს, არჩილ ჩოფიკაშვილს.
ადვოკატი ანა ბერძენიშვილი: „სასამართლოს სცალია ზებრაზე დაჯარიმების საქმის განსახილველად…“
„როცა სასამართლო ამბობს, რომ არ აქვს დრო, არ ყოფნის რესურსი, ეს განსაკუთრებით პირველ ინსტანციას ეხება, რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ სასამართლო ყოველთვის უსწრაფესად ნიშნავს საქმეებს, როცა ეს ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, როგორიც არის, მაგალითად, ზებრაზე გადასვლა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ანა ბერძენიშვილი.
„ზებრაზე გადასვლის საქმეზე“ ერთ-ერთი საქმეა პროევროპული წინააღმდეგობიდან საქართველოში – 2025 წლის 31 იანვარს, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „არასაკმარის რაოდენობაზე“ მითითებით აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩაში ავტომანქანის მოძრაობა უნდა აღდგენილიყო, დემონსტრანტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს. ზებრა გადასასვლელზე გამოხატული პროტესტის გამო ბათუმში 29 ადამიანი დააჯარიმეს. ეს საქმეები განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემაც, სადაც ადვოკატი ანა ბერძენიშვილი იყო. ადვოკატი ამბობს, რომ მაშინ ამ საქმის განხილვას მოსამართლემ 8 საათი დაუთმო.
ანა ბერძენიშვილი გვიყვება, რომ ეს ამბავი სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე, ერთ-ერთ სხდომაზე უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს, რომელიც ამბობდა, სასამართლოს რესურსი არ ჰყოფნისო:
„მოსამართლემ თქვა: განვარისხეთ გურული ქალბატონი, თქვენი კრიტიკა სასამართლოს მიმართ არასწორიაო,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, ადვოკატი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ყოფილი იურისტი.
ანა ბერძენიშვილი
რატომ აწყობს სისტემას მოსამართლეების დეფიციტი და გაჭიანურებული საქმეები? – მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი გვიზიარებს თავის დაკვირვებას: ამ გზით სახელმწიფო მოქალაქეს აგრძნობინებს, რომ მის ხელშია და ჩუმად უნდა იყოსო.
„დააკვირდით იმ მოსარჩელეებს, რომელთა საქმეები წლებია არ განუხილავთ სასამართლოში, მათ არ სურთ საჯაროდ ისაუბრონ ამ პრობლემაზე. როცა ვეუბნები, რომ წერილობითი განცხადებით მივმართავ მოსამართლეს, დროულად ჩაინიშნოს სხდომა-მეთქი, მეუბნებიან, რომ ამით შესაძლოა მოსამართლე გაბრაზდეს.
არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა ბათუმის სამოქალაქო სასამართლოში: საქმე მოვიგეთ და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე 110 განცხადება დავწერე. პირადად ყოველდღე მიმქონდა კანცელარიაში განცხადება, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება მიეღო. ბოლოს ვიღაც შეწუხდა: კანცელარიაში მეუბნებოდნენ, დილით ხომ მოიტანეთ განცხადებაო. ვპასუხობდი, რომ სასამართლოს რეაგირება არ აქვს. დილით, შუადღისას და საღამოს შემქონდა ერთი და იგივე შინაარსის განცხადება.
პრობლემას ქმნის ის, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია. არ შეიძლება 2500 საქმე ეწეროს ერთ მოსამართლეს. მოსამართლესაც აქვს დასვენების უფლება, მოსამართლეც უნდა განიტვირთოს…
მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ხარისხს განაპირობებს არა მხოლოდ სამართლიანი მართლმსაჯულება და მართლმსაჯულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფია მართლმსაჯულება. სასამართლო სხდომების არჩანიშვნა თუ ვერჩანიშვნა პირდაპირპროპორციულად აისახება სასამართლო სისტემის სანდოობაზე, მის ხარისხზე და, ზოგადად, ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე – ადამიანების დამოკიდებულებაზე სახელმწიფოს მიმართ.
საზოგადოებას აქვს შეკითხვები: რად მინდა ისეთი სასამართლო, თუ შედეგს ვერ მოვესწარი, კომპენსაცია ვერ ავიღე, ალიმენტი ვერ გამოვიყენე? რაღა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას? მქონია შემთხვევა, როცა მხარე გარდაიცვალა. ხუთი შემთხვევა მქონდა ასეთი,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.
იურისტი მიიჩნევს, რომ საქმის გაჭიანურების გამო ოზურგეთის მოსამართლეს მოუწოდა: დატოვეთ მაშინ მოსამართლეობა, თუ 7 წელი საქმეზე ერთ სხდომასაც ვერ ატარებთო.
ოზურგეთის სასამართლოში დღეისთვის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებსაც მხოლოდ ერთი მოსამართლე განიხილავს. ანა ბერძენიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ რთული სიტუაციის მიუხედავად, ოზურგეთის სასამართლოშიც ნახულობენ დროს, მაგალითად, ფეისბუქკომენტარის საქმეებისთვის.
ადვოკატი ხაზს უსვამს ასევე იმას, რომ ვერც მედიაციის ინსტიტუტი გაძლიერდა, რომელიც ოჯახურ, სამეზობლო, შრომით დავებს უნდა განიხილავდეს. აქაც მიზეზი სასამართლოში საქმის გაჭიანურებაა: მედიაციის გზით მიღწეულ შეთანხმებას სასამართლო ამტკიცებს. ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მედიაციაში წარმატებით დასრულებული ერთ-ერთი საქმე ბათუმში თითქმის ერთი წელია არ დაამტკიცა სასამართლომ.
„თუკი სასამართლო დავა მედიაციის გარეშე გაგრძელდება მაინც იმდენი ხანი, რამდენი ხანიც უნდა ყოფილიყო სასამართლო დავა, მაშინ რაღა აზრი აქვს მედიაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?“ – კითხულობს ადვოკატი ანა ბერძენიშვილი.
მთავარი ფოტო: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები. ეს 5 მოსამართლე 9069 სამოქალაქო საქმეს განიხილავს.
ქობულეთის მერიამ, პირველ ოქტომბრამდე ვადით, ორი მიწის ნაკვეთი გაასხვისა თამარ მეფის სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს. ერთ ნაკვეთზე უკანონოდ აშენებული კაფეა, მეორეზე უკანონოდ დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობა.
ერთ შემთხვევაში აუქციონი მოიგო იმან, ვინც უკანონოდ დაიწყო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშენებლობა 2023 წელს, მეორე შემთხვევაში კი იმან, ვისაც სანაპიროზე უკანონოდ აშენებული კაფე აქვს უკვე მეოთხე წელია.
კაფე თამარ მეფის #52- ის გასწვრივ 2026 წლის 22 ივლისს ქობულეთის მერიამ აუქციონზე გაიტანა ორი მცირე ზომის მიწის ნაკვეთი თამარ მეფის სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს. აუქციონის პირობა ორივე შემთხვევაში კაფეს მოწყობა იყო. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ერთ შემთხვევაში აუქციონზე გაიტანეს 210 კვ.მეტრი ფართობი თამარ მეფის სანაპიროზე, #52-ის მოპირდაპირედ – საწყისი ფასით 8400 ლარი. ქონება ერთი ბიჯით 8 820 ლარად გასხვისდა.
ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მერიამ აუქციონით იგივე პირობით 7140 ლარად გაასხვისა ასევე 170 კვ.მეტრი ფართობი.
ორივე აუქციონი თავიდანვე დიდი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო რამდენიმე მიზეზით.
მაგალითად, არცერთ შემთხვევაში მერიას არ მიუთითებია, რომ გასასხვისებელ მიწის ნაკვეთებზე შენობებიც დგას, ერთი უკანონოდ არის აშენებული და აქ კაფე-ბარი 2022 წლიდან წარმატებით მუშაობს, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე არ უჩივის მომხმარებელს: ზოგჯერ შეიძლება აქ ადგილიც ვერ იპოვოთ ყავის დასალევად.
თამარ მეფის სანაპიროს ქუჩა #52
ამ უკანონო კაფესთან დაკავშირებით „ბათუმელები“ 2023 წელსაც წერდა, მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ უკანონო კაფე ქობულეთის სანაპიროზე ალბერტ ხინიკაძეს ეკუთვნოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფის #52 – ადგილი, სადაც კაფე ფუნქციონირებს, ქობულეთის მერიიდან 10 წუთის სავალზეა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ვერ აღკვეთა. გარდა ამისა, კაფესთვის რკინა- ბეტონის კონსტრუქცია პლაჟზე მოაწყვეს, რაც კანონით დაუშვებელია.
2023 წელს ქობულეთის მერიაში უკანონო შენობასთან დაკავშირებით, სადაც კაფე „პაპალო ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, განგვიმარტეს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება დემონტაჟის თაობაზე. თუმცა მშენებელმა ზედამხედველობის დადგენილება მერთან ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა: „მერს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიაო.“
როგორც ჩანს, მაშინდელმა მერმა, ლევან ზოიძემ არ იჩქარა, შემდეგ კი მერიამ რამდენიმე დადგენილება გამოსცა და საერთოდ დაივიწყა ეს ამბავი.
შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მოადგილე, ირაკლი ცეცხლაძე. [ ახლა უკვე მოქმედი მერი] მაგრამ, არც მან იჩქარა, კაფე ზაფხულის სეზონზე აქტიურად მუშაობდა 2024 და 2025 წლებშიც.
2026 წლის ივლისში კი, ეს ადგილი მერიამ გამოიტანა აუქციონზე, სწორედ კაფეს მოწყობის მიზნით, მაშინ, როდესაც აქ კაფე უკვე ფუნქციონირებდა. იჯარის ხელშეკრულება აუქციონში გამარჯვებულს, ამ კაფეს მფლობელ ალბერტ ხინიკაძეს გაუფორმეს, მან აუქციონი ერთი ბიჯით კონკურენციის გარეშე მოიგო.
რაც შეეხება დაწყებულ და დაუსრულებენ მშენებლობას თამარ მეფის სანაპიროს 54-ის გასწვრივ, აქ ბეტონის შენობას აშენებენ, რაც პლაჟისთვის შეუსაბამოა. აუქციონის პირობების მიხედვით, მერია მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებას ითხოვს. თუმცა აქ გაცილებით მყარი ნაგებობის საძირკველია მომზადებული.
თამარ მეფის სანაპიროს ქუჩა #54-ის გასწვრივთამარ მეფის სანაპიროს ქუჩა #54-ის გასწვრივ, მის უკან მოჩანს ასევე უკანონოდ აშენებული კაფე #52-ის გასწვრივ
ამ უკანონო შენობის მშენებლობა ილია მეგრელიძეს ჰქონდა დაწყებული, ახლა კი ის იმავე ადგილის მოიჯარე გახდა, აუქციონი მანაც ერთი ბიჯით მოიგო.
ორივე შემთხვევაში ქობულეთის მერიიდან მოგვწერეს:
„აღნიშნულ მიწის ნაკვეთის, რომლის მესაკუთრეა ქობულეთის მუნიციპალიტეტი, განკარგვის მიზნით გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, კაფე-ბარის ფუნქციონირების მიზნით. აუქციონის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად გამოცხადდა ალბერტ ხინიკაძე.“
მეორე შემთხვევაში კი გამარჯვებული ილია მეგრელიძეა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, აუქციონის პირობებში მერიას არსად დაუწერია მოიჯარემ მსუბუქი კონსტრუქციის ესკიზი შემათანხმოსო, სამაგიეროდ დაწერა:
„მოიჯარეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები, ქობულეთის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით“.
„კონფლიქტი ირანს და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით ფართოვდება,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, კონფლიქტი შავ ზღვასაც შეეხოს.
„ირანს აქვს იმის იმედი, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში.
რეალურად ირანს რა ოდენობით აქვს გამდიდრებული ურანი და სად ინახავს, არავინ იცის. მთათა სისტემაშია ჩამალული – სიღრმეებში. მე ირანში ვსწავლობდი და ბევრჯერ მაქვს ნანახი ეს უცნაური მთათა სისტემა, უცნაური ბუნება. ამ ინფორმაციას ძნელად თუ გაიგებს ვინმე, თუ „გუშაგთა კორპუსში“ სერიოზული აგენტურა არ ჰყავთ ამერიკელებს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვასილ ღლონტი.
„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ირანისტია, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი.
ბატონო ვასილ, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის თქმით, მათი ახალი სამიზნე წუხელ გახდა „გუშაგთა კორპუსის“ ათობით ობიექტი. მანამდე ირანი თავს დაესხა იორდანიაში ამერიკულ ბაზას, ასევე სამ ტანკერს ჰორმუზის სრუტეში. კიდევ უფრო ფართოვდება კონფლიქტი ირანს და აშშ-ს შორის?
ეს კონფლიქტი არ არის ხანმოკლე და დიდ ხანს გაგრძელდება. როგორც ცნობილია, 24 ივლისს ტრამპმა შეაჩერა დაბომბვები და ამით ირანელებს მისცა შანსი, რაღაც კომპრომისზე წასულიყვნენ. ამით აშშ-მ დააფიქსირა კეთილი ნება, რომ არ სურს ომის გაგრძელება, თუმცა საპასუხოდ ირანმა იორდანიაში დაბომბა ამერიკული ბაზები, რაც იშვიათი შემთხვევაა: მანამდე ირანელები უფრო საპასუხო დარტყმების მიყენების პროცესში იყვნენ. ახლა უკვე შეტევაზე გადადიან.
სხვათა შორის, წინა კვირას ირანელი სამხედროების ზედა ფენამ განაცხადა: თუ ამერიკა არ მოვა ჭკუაზე და ცოტა რეალურ პოლიტიკას ჩვენთან მიმართებით არ გაატარებს, აქედან დავიწყებთ მაგათ დაბომბვებსო. როგორც ჩანს, მათ მართლა გადაწყვიტეს ასეთი პოლიტიკის გატარება, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ამერიკული ბაზები უკვე საპასუხოდ კი არა, თავისივე ინიციატივით დაებომბათ.
ირანს იოლად შეუძლია თავისი სარაკეტო დეფიციტის აღმოფხვრა – იქვე არიან, თავიანთ ქვეყანაში, ამერიკელები კი, იძულებულები არიან, რაკეტები სხვა ბაზებიდან გადაიტანონ. ამაზე დრო მიდის, ხარჯები მეტია.
როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ, ამერიკელმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ირანმა ასეთი რთული აქცია განახორციელა, უკვე დაიწყეს საპირისპიროდ ირანის დაბომბვა.
რა მასშტაბს იძენს ეს კონფლიქტი? ეგვიპტის მთავრობა აცხადებს, რომ მის ორ ტანკერს დაარტყეს ხმელთაშუა ზღვაში სავარაუდოდ ირანული დრონებით. ისევ არსებობს საფრთხე, რომ ჰორმუზის სრუტის გარდა წითელ ზღვაზეც მოიპოვოს კონტროლი ირანმა?
„ანსარულაჰი“ და „ჰუსიტები“ როცა გააქტიურდნენ, ვამბობდი, რომ არსებობს გეგმა – წითელი ზღვის მიმართულებითაც გადაკეტოს ირანმა ტერიტორიები. ეს არის შანტაჟი და რეკეტი ირანის მხრიდან. ირანი ისევ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს და წითელი ზღვაც ამოიღო სამიზნეში.
ახლა ირანი, ფაქტობრივად, ორ უმნიშვნელოვანეს მსოფლიოს სატრანსპორტო მაგისტრალს ატერორებს. პირველი ეს არის ჰორმუზის გასასვლელი, რითაც ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას და მეორე ეს არის ბაბელმანდების გასასვლელი, ანუ სუეცის არხის მიმართულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევაა მსოფლიო გლობალური ბიზნესისათვის.
ვასილ ღლონტი
ჰორმუზის გასასვლელი გახდა ბერმუდის სამკუთხედი – ირანელებმა ნებისმიერი გემი შეიძლება ჩაძირონ. მერე მიდი და ელაპარაკე: ვინ ჩაძირა, როგორ ჩაძირა. ირანს წითელი ზღვის მიმართულებითაც იმავეს გაკეთება უნდა. ამისთვის „ანსარულაჰი“ კარგად ჰყავს შეიარაღებული.
„ჰუსიტებმა“ ერთი პერიოდი შეუტიეს საუდის არაბეთის ნავთობპუნქტებს და ამ დღეებში გაჟღერდა, რომ საუდის არაბეთმა ამერიკელებთან ერთად საპასუხო დარტყმა მიაყენა „ჰუსიტებს“. საუდის არაბეთის მიმართულებითაც გაფართოვდა ეს ომი.
დღეს ასევე გაჟღერდა, რომ ქუვეითის ტერიტორიაზე მოქმედი ჩინური კომპანიის ფილიალი დაბომბა ირანმა. არ ვიცი, შემთხვევით მოხდა ეს თუ მიზანმიმართულად, მაგრამ ჩინეთის საკითხიც ამოტივტივდა.
თავისუფლად შეიძლება ეგვიპტეც ამ პროცესში ჩაერთოს: ჯერ ერთი, ეგვიპტეს ამერიკასთან ძალიან კარგი ურთიერთობები აკავშირებს და თუ დადასტურდა 100%-ით, რომ ეს ირანული დრონები იყო და ირანმა დაბომბა, რა თქმა უნდა, ეს მკვეთრად გააუარესებს ეგვიპტე-ირანის ურთიერთობებს – სავარაუდოდ ეგვიპტეც შეუერთდება საუდის არაბეთს ირანის წინააღმდეგ.
ევროპის ქვეყნების ამ ომში აქტიურად ჩართვის მოლოდინიც არსებობს, როცა უსაფრთხოების გარდა, საუბარია გლობალური სავაჭრო გზების ბლოკირებაზე?
ევროპა რატომღაც ამ კონფლიქტში აქტიური ჩაბმისგან თავს იკავებს. ფაქტია, რომ ამერიკა იბრძვის ძირითადად და ისრაელი. გერმანიამ ორი სამხედრო გემი გააგზავნა, მაგრამ დაძაბულობის გამო უკან გაიყვანა. ტრამპმა აშკარად გამოხატა უკმაყოფილება ევროკავშირის ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ახლო აღმისავლეთში მიმდინარე პროცესებში დახმარება არ გაუწიეს.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის მოწოდებით და ზეწოლით ევროკავშირის ქვეყნები გააქტიურდნენ, თუ ირანის შანტაჟმა იმოქმედა ევროკავშირის ქვეყნებზე. ირანისთვის ძალიან რთული იქნება, ამჯერად ევროპაც გადაიკიდოს. ირანი ისეთი გამწარებულია ბოლო დროს, ხშირად არალოგიკურ ნაბიჯებს დგამს.
ირანის ამოცანა რა არის ამ ეტაპზე და რის მიღწევას ცდილობს აშშ საჰაერო თავდასხმის გააქტიურებით? ბირთვული პროგრამის რეალურად დახურვა ამ გზით შეიძლება იყოს მიღწევადი?
ირანის ხელისუფლებას, პირველ რიგში, უნდა ქვეყნის შიგნით შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც სერიოზულადაა შერყეული. იმდენი მასშტაბური გამოსვლა იყო, ლამის სამოქალაქო ომამდე მივიდა საქმე. მხოლოდ მკაცრი რეპრესიების შედეგად ჩააქრეს ეს მუხტი.
ბოლო ხანებში ბევრი ოპოზიციონერი ჩამოახრჩვეს, აქციების მონაწილეები სიკვდილით დასაჯეს, ბევრი ციხეში ჰყავთ და ისე ხოცავენ… როგორც მე მაქვს ინფორმაცია და როგორც ირანული წყაროები წერენ, ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი, რეპრესიული აპარატი ამუშავდა.
საერთოდ, ყველა რეჟიმის პირველი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, აქედან გამომდინარე, ირანის პირველი მიზანიც ეგ არის. ქვეყნის გარეთ კი ირანის დღევანდელი რეჟიმი ცდილობს, რომ როგორღაც დრო გააჭიანუროს და ამ ომში არ დამარცხდეს. აქ გამარჯვებაზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ ირანს უნდა როგორღაც თავისი შეიარაღებული ძალები, რეპრესიული აპარატი და თავი გადაირჩინოს.
ირანელები ყველაფერს შეჰპირდნენ ამერიკელებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნაკლებად მგონია, რომ ირანი რეალურ დათმობებზე წავიდეს.
მაგრამ შესაძლოა მიიღოს ირანმა უფრო ძლიერი დარტყმა აშშ-გან, ეს აწყობთ?
ირანს აქვს იმედი, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში. ირანში ფიქრობენ: ამერიკამ რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, ისე გაიჭედება, როგორც ვიეტნამში. მართლაც გასათვალისწინებელია, რომ ირანი დიდი ქვეყანაა ძალიან დიდი სამხედრო პოტენციალით. ფაქტია, რომ ეს არ იქნება ამერიკის შესვლა ერაყში, რომელიც პატარა ქვეყანაა.
თუ ირანმა ბირთვული პროგრამა გააგრძელა და ატომური იარაღი შექმნა, რა თქმა უნდა, ეს ირანის რეგიონულ წონას ძალიან გაზრდის.
ბოლო დღეებში ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისთვის ემზადება ამერიკა. მზად გვყავს „ზღვის ლომები“ – სპეციალური დანიშნულების რაზმი, რეინჯერები და სერიოზული სამხედრო სპეცნაწილები, რომლებიც ირანში ჩაატარებენ სპეცოპერაციას და გამდიდრებული ურანის მარაგს ირანიდან გამოიტანენო. მე მაქვს სპეცსამსახურში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არ ვარ სამხედრო. რა ინფორმაციაც მაქვს, ვიცი, რომ ეს იქნება ტექნიკურად ძალიან რთულად განსახორციელებელი.
რეალურად ირანს რა ოდენობით აქვს გამდიდრებული ურანი და სად ინახავს, არავინ იცის. მთათა სისტემაშია ჩამალული – სიღრმეებში. მე ირანში ვსწავლობდი და ბევრჯერ მაქვს ნანახი ეს უცნაური მთათა სისტემა, უცნაური ბუნება. ამ ინფორმაციას ძნელად თუ გაიგებს ვინმე, თუ „გუშაგთა კორპუსში“ სერიოზული აგენტურა არ ჰყავთ ამერიკელებს.
ეს თუ შეძლეს ამერიკელებმა, ამას მოჰყვება რეჟიმის ცვლილება ირანში?
ვერ ვიტყოდი მაგას. დავუშვათ, გააკეთა ამერიკამ ასეთი სპეცოპერაცია და ურანი გაიტანა, ეს ურთულესი საქმეა. ტრამპი ამბობს, პრობლემა არ მაქვს აიათოლებთან და „გუშაგთა კორპუსთან“, მთავარია, ბირთვული პროგრამა არ იყოს და სარაკეტო წარმოება შეჩერდესო. თუ ტრამპმა შეძლო ურანის გატანა, იტყვის, რომ ირანი, ფაქტობრივად, კასტრირებულია, განადგურებული.
ჰორმუზის გასასვლელში რომ იბომბება ირანული სამხედრო ბაზები და სამხედრო ნაწილები, გამოვიდა ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა და ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ამან ეფექტურობა დაკარგა. ახალი რამ უნდა მოვიფიქროთ, ან ორკვირიანი განუწყვეტელი შეტევა უნდა გვქონდეს, რომ ერთიანად გავუნადგუროთ ყველაფერიო.
ამიტომაც, ამ ეტაპზე მე, მაგალითად, საომარი მოქმედებების საბოლოო შეჩერებას არ ველი. ვფიქრობ, ეს ომი გაგრძელდება. შესაძლოა, რამდენიმე დღე შესვენება იყოს, მაგრამ ვიდრე ამ ორი, დაპირისპირებული მხარის პოზიციები არ დაახლოვდება და „შეხების წერტილები“ არ გამოჩნდება, ეს კონფლიქტი გაგრძელდება.
საუდის არაბეთმა ამ დღეებში ამერიკელებთან ერთად დაბომბა ერაყში პროირანული დაჯგუფებების პოზიციები და ბაზები, რაც იშვიათია, რადგან არ ერეოდა აქამდე საუდის არაბეთი.
ამითაც ჩანს, რომ კონფლიქტი ყველა მიმართულებით ფართოვდება.
ამ რეალობაში რამდენად გაგრძელდება აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ?
როგორც იცით, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ირანის ხომალდი, რომელსაც გადაჰქონდა დაუდგენელი წარმოშობის, ანუ დაუდგენელი ტვირთი ირან-რუსეთს შორის. ამ დროს დაიღუპა ერთი ირანელი მეზღვაური. ამ ფაქტმა გამოიწვია ირანში დიდი ვნებათაღელვა: უკრაინამ ასეთი ნაბიჯი გადადგაო და ამ დროს იმას არ უყურებენ, პირველი თვითონ რომ ჩაება ირანი რუსეთის მხარეს თავის დროზე.
ირანის პარლამენტის ყოფილმა წევრმა, აქტიურმა პოლიტიკოსმა, ნეზამედდინ მუსავიმ განაცხადა, შავ ზღვაზე გავცემთ პასუხს უკრაინასო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანის პარლამენტი „გუშაგთა კორპუსის“ გავლენის ქვეშ იმყოფება: სპიკერიც გენერალია. ბოლო წლებია სპიკერები, მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები ან არიან „გუშაგთა კორპუსის“ გენერლები და პოლკოვნიკები, ან მაგათთან დაკავშირებული პირები. აი, შეიძლება ადამიანი არ იყოს „გუშაგთა კორპუსის“ წევრი ოფიციალურად, მაგრამ სინამდვილეში იყოს მაგათი კაცი.
ეგ ნიშნავს იმას, რომ „გუშაგთა კორპუსში“ მომწიფდა აზრი უკრაინაზე.
აშშ-მ როცა ეს სამხედრო მოქმედებები დაიწყო ირანში, თქვენ პირველ ინტერვიუში ვამბობდი, რომ ეს ორი ომი – აშშ-ირანის და რუსეთ-უკრაინის – დაკავშირებულია ერთმანეთთან: ფაქტობრივად, ერთი და იგივე ომის ორი შტოა. არავინ არ ამბობს, მაგრამ ეს ახალი მსოფლიო ომია.
შავი ზღვის თემაც თუ გააქტიურდა, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს არც პოლიტიკურად წაადგება, არც ეკონომიკურად და არც უსაფრთხოების კუთხით.
ამერიკა, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოს ნომერ პირველი ძალა. ნომერ პირველი ეკონომიკა, ნომერ პირველი სამხედრო პოტენციალი და ასე შემდეგ, მაგრამ არის მომენტები, როცა პროცესები ისე ვითარდება, რომ ბოლომდე ამერიკასაც კი უჭირს კონკრეტული პრობლემების მოგვარება. მით უმეტეს, ამერიკის მოსახლეობა გამოხატავს უკმაყოფილებას იგივე საწვავის გაძვირების გამო.
ასე რომ, ტრამპიც გაჭედილია. არ ვიცი, აშშ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან რთულია ეს განსაზღვრო.
ხელვაჩაურში, სოფელ მახოში მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში მათი წინაპრები ამუშავებდნენ, სახელმწიფომ დაისაკუთრა.
„წაგვართვეს ჰექტრობით ხეხილის ბაღები“, – გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. მიწის საკუთრების აღიარების პრობლემა ამ სოფელში სულ ცოტა 17 ოჯახს მაინც აქვს. ჩვენ დღეს, 30 ივლისს, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
მაგალითად, გენო მსხალაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ მის საკუთრებაში დაარეგისტრირა ის მიწაც კი, სადაც სახლი უდგას და ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
„მთელი მიწა, რასაც აქამდე ვსარგებლობდით მეც და ჩემი ოჯახი, ყველაფერი წაიღო სახელმწიფომ. წაიღეს რამდენიმე ათასი კვადრატი, რომლითაც მამაჩემი სარგებლობდა – ტყის ზოლშია და ტყეს ეკუთვნისო, გვითხრეს. მანამდე, ამ მიწას ამუშავებდა ბაბუაჩემი, მამაჩემი და მეც ამ მიწაზე გავაკეთე სახლი 2008 წელს. დღესაც აქ ვცხოვრობ.
ათობით ჰექტარი წაიღო სახელმწიფომ, მაგრამ ახლა, სახლის და გზის დაკანონებას ვთხოვ. თუ სახელმწიფო მიწა იყო, სახლს რომ ვაშენებდი, მაშინ ხომ უნდა გავეფრთხილებინე? მაგრამ არავის არაფერი უთქვამს.
დავწერე განცხადება სატყეოში და იმედი მაქვს, რომ დამიბრუნებენ იმ მიწას მაინც, სადაც სახლი მიდგას. ამაზეც თანახმა ვარ, რომ ვიცხოვრო და ვიარსებო“, – ამბობს გენო მსხალაძე.
მას ვკითხეთ, როგორ იარსებებს ოჯახი მიწის გარეშე სოფელში? – გენო მსხალაძე ამბობს, რომ მისთვის ახლა ისიც მთავარია, თუ სახლს და გზას შეუნარჩუნებენ.
როგორც გენო მსხალაძე გვეუბნება, ის წლების განმავლობაში ჯარში მსახურობდა და თავის დროზე ვერ მოახერხა მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, ახლა კი ყველაფერი სახელმწიფომ მიისაკუთრა.
სოფელ მახოში მცხოვრები ოჯახები მიწების საკუთრებაში აღიარებას ითხოვენ.
„ბათუმელები“ ესაუბრა მახოში მცხოვრებ კიდევ ერთ მცხოვრებს, ზურაბ თებიძეს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფომ მის სარგებლობაში არსებული 3 000 კვადრატი მიწა წაიღო.
„40 წელია ჩვენ ვსარგებლობდით ამ მიწით, ხეხილი გვაქვს გაშენებული. შარშან დავწერე განცხადება და მოვითხოვე ამ მიწის საკუთრებაში აღიარება, უარი მომივიდა. შემდეგ ისევ მივმართე და ისევ უარი მომწერეს. ბოლოს მივაკითხე სატყეოს და მითხრეს, რომ მოხდება კორექტირებაო და ვნახოთ, ველოდები. მინდა დავიბრუნო ჩემი წინაპრების ადგილი.
ჩემს გვერდით მეზობელს გაუფორმეს და მე უარი მითხრეს. არ ვიცი, რატომ. შეიძლება რაიმე გადაიხადა, ან „პატრონი“ ჰყავს, არ ვიცი“, – გვეუბნება ის.
ვესაუბრეთ დავით დავითაშვილსაც, რომელიც ასევე მახოში ცხოვრობს და მასაც აქვს მიწის საკუთრებაშია აღიარების პრობლემა. მისი თქმით, არ არის სამართლიანი მათი მიწების სახელმწიფოს მხრიდან მითვისება.
„მამაჩემი ორჯერ გადასახლებაში იყო, 1953 წელს დაბრუნდა და მესაქონლეობას და მეფრინველეობას მისდევდა. ყანები ჰქონდა, თესავდა. ბოლო წლებში თხილი დარგეს და ახლა არ გვირეგისტრირებენ. 4 წელია მიმართეთ ხელვაჩაურის საკრებულოს, მაგრამ ჯერ არც კი განუხილავთ ჩვენი საკითხი“, – გვეუბნება დავით დავითაშვილი.
სოფელი მახო
ვესაუბრეთ სულხან მსხალაძესაც. მან გვითხრა, რომ სახელმწიფომ 2000 კვადრატული მეტრი კაკლის ბაღი წაართვა.
„კომუნისტების დროს ბაბუებს 120 ჰექტარი მიწა წაართვეს და ვინც არ მისცა დახვრიტეს. დღეს კი, დემოკრატიის პირობებში, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. უნდა შეგვითანხმდნენ ფერმერებს და საკითხი ადგილზე შეისწავლონ. სატყეო ფონდი გაზარდეს ხელოვნურად და ალბათ რაღაც სარგებელიც აქვთ.
2000 კვადრატული მეტრი მიწა წაიღეს, სადაც კაკლის ხეები მაქვს გაშენებული 1991 წლიდან. ეს იცოდა სოფლის გამგებელმაც და მეტყევემაც“, – ამბობს სულხან მსხალაძე.
შეეგუებით კაკლის ბაღის დაკარგვას? – ვკითხეთ მას. სულხან მსხალაძის თქმით, „თავს ზემოთ ძალა არ არის, თუმცა ხელისუფლება დაკარგავს იმ ნდობას ხალხში, რაც გააჩნია – ხომ იცით, ნაპერწკლიდან ალი ჩნდებაო. თუ უნდათ, ნაპერწკლიდან ალი გაჩნდეს, ცეცხლი გაჩნდეს და ყველა დავიწვათ… სჯობს ეს ნაპერწკალი დროზე ჩავაქროთ და საქმე გავაკეთოთ კეთილსინდისიერად“, – ამბობს სულხან მსხალაძე.
მახოს კიდევ ერთი მცხოვრები აბდულ ქოქოლაძე გვეუბნება, რომ სახელმწიფოს მიერ წაღებულ მიწას დღესაც ამუშავებს და მოჰყავს ხეხილი. „რაც დავიბადე ეს ხეხილის ბაღი გვაქვს. მინდა, რომ საკუთრებაში დავირეგისტრირო, მაგრამ ვერ ვიკანონებ. სატყეომ წაგვართვა მიწები. დაწერილი მაქვს განცხადება, აზომილიც მაქვს მიწები და ვიდავებ სასამართლოში.
ხალხი ისედაც გარბის სოფლიდან და მიწის გარეშე სოფელში კიდევ უფრო რთული იქნება ცხოვრება. მიწის გარეშე, როგორ უნდა იცხოვრო სოფელში“, – ამბობს აბდულ ქოქოლძე.
დღეს, სოფელ მახოს მაცხოვრებლებს პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებიც შეხვდნენ. მათი განცხადებით, როცა „ქართული ოცნება“ 2012 წელს თითო სოფელს 5 მილიონს ჰპირდებოდა, ახლა არათუ ამ მილიონებს, წლობით, სარგებლობაში არსებულ მიწებსაც კი ართმევს.
„დღეს უკვე ადამიანები გვესაუბრებიან იმაზე, რომ ჰექტრონით მამაპაპისეული ტერიტორია სატყეომ წაართვა. მიუხედავად იმისა, რომ 17 ოჯახზეა საუბარი, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, ამ ადამიანებმა განცხადებებითაც მიმართეს მერიას, საკრებულოს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.
ამ ამბავში არაფერია რაციონალური, მოხდა ამ მიწების შემოსაზღვრა და ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მხრივ, რომ მოსახლეობას დაეხმაროს სახელმწიფო. სოფელი რომ პრიორიტეტი იყოს მათთვის, ასე არ მოიქცეოდა სახელმწიფო“-ამბობს „ლელოს“ წარმომადგენელი ვაჟა დარჩია.
აჭარის ხელოვნების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელი ლელა ცხოიძე იქნება. ახალი მმართველი დღეს, 30 ივლისს წარუდგინეს მუზეუმის თანამშრომლებს.
აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლელა ცხოიძე 2025 წლიდან მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში.
„აქვს კულტურული პროექტების განხორციელებისა და ღონისძიებების ორგანიზების, ასევე სახელოვნებო განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საჯარო და კერძო სექტორში“, – ნათქვამია აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერად გოგა ანთიძე დანიშნეს.
გოგა ანთიძე ფოტო: აჭარის კულტურის სამინისტრო
„გოგა ანთიძე 2025 წლიდან მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროში, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებაში, მანამდე კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. აქვს გამოცდილება კულტურული ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვისა და ორგანიზების, საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებებით. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროექტსა და ფესტივალში,“ – ნათქვამია აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში.
სამინისტროს ინფორმაციით საკადრო ცვლილებები სამინისტროს უწყებაში შემავალი ორგანიზაციების განახლებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას უკავშირდება.
Members of an audience in Northern Ireland have written 84 postcards of support to imprisoned Georgian journalist Mzia Amaglobeli in a powerful show of international solidarity.
The postcards were written during Irish PEN’s annual Freedom to Write event at the John Hewitt International Summer School in Armagh, Northern Ireland on July 29, where an empty chair was left on stage to represent Mzia, who has been imprisoned in Georgia since January 2025.
Empty chair and postcards for Mzia Amaglobeli; Irish PEN’s annual Freedom to Write event at the John Hewitt International Summer School in Armagh, Northern Ireland; Photo: Simon Robinson
Audience members were invited to write personal messages which will now be sent to Mzia in prison, demonstrating that her case is being watched far beyond Georgia’s borders.
Caoilfhionn Gallagher KC, international counsel for Mzia Amaglobeli, said: “My brave client, Mzia Amaglobeli, has been unjustly imprisoned since January 2025. She has the dubious honour of being the first female journalist imprisoned in Georgia for politically motivated reasons since the country’s independence in 1991.
“It was extremely moving to see so many people thousands of miles away, in Armagh, take action to support her. It is long past time to Free Mzia.”
The audience heard Ms Gallagher highlight the growing threat to journalists around the world, including Mzia.
Lia Mills of Irish PEN/ PEN , said: “People everywhere are profoundly moved and inspired by the story of Mzia’s steadfast courage and resistance to State bullying.”
Irish PEN – an organisation which supports writers worldwide and promotes Irish literature – always dedicate an empty chair at their events to a writer who is absent.
The event formed part of the 39th John Hewitt International Summer School and highlighted growing international concern over media freedom in Georgia, where Mzia’s imprisonment has become a symbol of the country’s crackdown on independent journalism.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.
სამინისტროს ინფორმაციით, მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს – საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს.
„საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით.
ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.
საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
ესმოიცავსშემდეგმიმართულებებს:
განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება;
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
რეგიონული განვითარების ხელშეწყობა;
უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, თითოეული უნივერსიტეტის მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს“ – წერს სამინისტრო.
სამინისტროს განცხადებით, დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.
_______________
ფოტოზე: ბსუ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
29 ივლისს, საღამოს, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ არმაში, Irish PEN-ზე გამართულ ღონისძიებაზე, „წერის თავისუფლება“ – მონაწილეებმა ღია ბარათები მისწერეს პატიმრობაში მყოფ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს.
Irish PEN-ის მაყურებლებმა სულ 84 ბარათი მისწერეს მზია ამაღლობელს, ციხეში გასაგზავნად, საერთაშორისო სოლიდარობის ნიშნად.
ქალაქ არმაში, ჯონ ჰიუიტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გამართულ Irish PEN-ის ღონისძიებაზე, სცენაზე ცარიელი სკამი დატოვეს იმის სიმბოლოდ, რომ მზია, რომელიც 2025 წლის იანვრიდან პატიმრობაშია, ღონისძიებას ვერ ესწრებოდა.
„მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვრიდან უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში. მას წილად „ხვდა პატივი“, იყოს პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს…
„ძალიან ამაღელვებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ დაუჭირა მხარი მას ათასობით მილის დაშორებით, არმაში შეკრებლიმა ამდენმა ადამიანმა. დიდი ხანია დადგა მზიას გათავისუფლების დრო“, – განაცხადა მზია ამაღლობელის საერთაშორისო ადვოკატმა, კილან გალაგერმა.
მან ხაზი გაუსვა მთელ მსოფლიოში, მათ შორის მზიას მიმართ, ჟურნალისტებისთვის მზარდ საფრთხეებს.
„ადამიანები ყველგან აღფრთოვანებულნი და შთაგონებულნი არიან მზიას უტეხი სიმამაცითა და სახელმწიფო ბულინგისადმი წინააღმდეგობის გაწევის ისტორიით“, – აღნიშნა ლია მილსმა, Irish PEN-ის წარმომადგენელმა.
Irish PEN არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს მწერლებს მთელ მსოფლიოში და უწევს პოპულარიზაციას ირლანდიურ ლიტერატურას. ორგანიზაცია თავის ღონისძიებებზე ცარიელ სკამს ყოველთვის უთმობს იმ მწერალს ან პერსონას, რომელიც შეხვედრას ვერ ესწრება.
ღონისძიება ჯონ ჰიუიტის 39-ე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სადაც მზიას პატიმრობა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე ზეწოლის სიმბოლოდ იქცა.
„31 ივლისის ღამის 12 საათიდან 1 აგვისტოს 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, აეროპორტისა და სამრეწველოს ადმინისტრაციული ერთეულების, ასევე ადლიის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს“.
კომპანიის ინფორმაციით „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში, წყალმომარაგების მიმართულებით, ინჯალოს რეზერვუარზე ცენტრალური მილსადენის დაერთების სამუშაოები იგეგმება“.
„სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, დროებით დაფიქსირდეს ქსელში წყლის სიმღვრივის მომატება“. – აცხადებს „ბათუმის წყალი“.
According to the latest data from Georgia’s National Statistics Office (Geostat), the trend in international visitors to the country reversed in the second quarter of 2026, with both visitor numbers and tourism revenues declining compared to the same period last year. However, visitor satisfaction and the average length of stay increased.
The report shows that Georgia welcomed 1.3 million international visitors in the second quarter of 2026, a 5.2% decrease year-on-year.
Of all visitors, 81.5% were tourists (people who stayed at least one night in Georgia), 14.8% were same-day visitors (excursionists), and 3.8% fell into both categories.
The largest number of visits were made by the citizens of Russian Federation (380.1 thousand), Turkey (287.0 thousand) and Armenia (199.6 thousand).
Distribution of the Number of Visits Made by Inbound Visitors by Country of Citizenship in the Second Quarters of 2025–2026
People aged 31 to 50 made up the largest share of visitors (45.6%). Men accounted for 57.1% of all visitors, while women represented 42.9%.
Nearly half of all visits (49.6%) were for holiday, leisure and recreation. Another 25.6% of visitors travelled to Georgia to visit friends and relatives, while 12% were in transit.
The most popular destinations remained Tbilisi and the Autonomous Republic of Adjara. The capital accounted for 36.9% of all visits, while Adjara attracted 26.2%.
Distribution of the Number of Visits Made by Inbound Visitors by Visited Region in the Second Quarter of 2026
The decline in tourist numbers was reflected in economic indicators. In the second quarter of 2026, total spending by international visitors reached 3.0 billion GEL, down 13.3% compared to the same period in 2025. Average spending per visit also fell by 9.2%, to 1,922.1 GEL.
Visitors spent the largest share of their money on food and beverages (27.3%), shopping (25.2%), and accommodation (24.3%).
Despite the decline in visitor numbers and tourism revenue, Geostat says the overwhelming majority of foreign visitors were satisfied with their experience in Georgia. Among those surveyed, 54.4% described themselves as “very satisfied”, while 38.7% said they were “satisfied”—a combined satisfaction rate of 93.1%.
The average length of stay also increased, from 5.30 to 5.48 nights. Meanwhile, 81.8% of visits were repeat visits, indicating that the majority of international visitors had been to Georgia before and chose to return.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივნისში იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც თვიურად ხელფასს იღებდნენ, 1 024 954 შეადგინა.
ეს მონაცემი 2026 წლის მაისთან შედარებით 1.2%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით – 2.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 10.8%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 37.4%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 4.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია,“- ვკითხულობთ კვლევაში.
ამავე კვლევის თანახმად, 2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.3%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2026 წლის ივნისში დასაქმების საიტ jobs.ge-ზე 7,801 ვაკანსია გამოქვეყნდა. თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა (+13.7%), ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია ერთადერთია, სადაც კლება იყო (-1.3%).
წლიურ ჭრილშიც, ყველაზე დიდი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა (+4.9%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-21.8%).
სასარგებლო წიაღისეულის [ბალასტის] გადამამუშავებელი საწარმოს, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოებს მოემსახურება, ექსპლუატაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] არ დაექვემდებარა. გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 29 ივლისს მიიღო.
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კუთვნილი ბალასტის საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე კი ამავე კომპანიის კუთვნილი ბეტონის საწარმოც ფუნქციონირებს.
ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორია და ბალასტის საწარმოს [მონიშნულია წითელი წერტილით] ადგილი ბათუმშისასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებასთან დაკავშირებით „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკრინინგის განცხადება ჰქონდა წარდგენილი.
სკრინინგის განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ საწარმოს მუშაობისთვის ინერტულ მასალებსა თუ ქვებს ჭოროხის, ხალასა და კვირიკეს კარიერებიდან შემოიტანენ:
„საწარმოს ოპერირებისათვის საჭირო ინერტული მასალის შემოტანა გარე წყაროებიდან მიმდინარეობს, ძირითადად მდინარე ჭოროხის ლიცენზირებული კარიერებიდან“…
„ქვები დატვირთული იქნება ხალასა და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს:
კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს, თითქმის ყველა შემთხვევაში – ულიცენზიოდ.
ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებაში, რომლითაც ბალასტის გადამუშავება გზშ-ს არ დაექვემდებარა, აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ „წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საწარმოების ექსპლუატაციის ეტაპზე ადგილი ექნება არაორგანული მტვრის [ინერტული მასალის SiO2<20 % და ცემენტის 70-20% SiO2 ფრაქციები] წარმოქმნას და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევას“.
თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ „ამბასადორის“ მიერ წარდგენილია ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება და „მიღებული შედეგებით საწარმოების ექსპლუატაციის ეტაპზე ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული არაორგანული მტვრის კონცენტრაცია, როგორც უახლოეს მოსახლესთან, ისე 500-მეტრიან ნორმირებულ საზღვარზე, კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს არ აჭარბებს“.
სააგენტოს უფროსის ბრძანება იმეორებს „ამბასადორის“ მიერ სკრინინგის განცხადებით წარდგენილ სხვა მონაცემებსაც. მაგალითად:
„წარმოდგენილია საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი ხმაურის გავრცელების გაანგარიშება და პროგრამული მოდელირება, რომლებიც ყველაზე უარესი სცენარით არის შესრულებული. მიღებული შედეგებით, უახლოეს საცხოვრებელ შენობა-ნაგებობასთან [160 მეტრი] კანონმდებლობით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ხმაურის ნორმების გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის“.
„სკრინინგის განცხადების მიხედვით, საწარმოში სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ადგილი ექნება არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნას, რომელთა მართვა, ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება“.
სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებით დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, სათამაშო ბიზნესის ნებართვის მიმღებ 10 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1,496,500 ლარი შესწირეს.
ორგანიზაციის ცნობით, პარტიის შემწირველებს შორის 29 პირი სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მქონე კომპანიების მოქმედი/ყოფილი მეწილეები და დირექტორები არიან.
„გამჭვირვალობა“ წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასარგებლოდ ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღეს „ევროპაბეთის“ (ყოფილი „ჩემპიონები 111-ის“) მოქმედმა და ყოფილმა მფლობელებმა და დირექტორებმა. ჯამში, მათ 740,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას.
„ამ თანხიდან ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღო ლაშა კვაჭაძემ – “ევროპაბეთის” 2,5%-ის ყოფილმა მფლობელმა 240,000 ლარი გაიღო. იგი მონაწილეობს თბილისში “ტრამპთაუერის” მშენებლობის საქმეში“ – წერს ორგანიზაცია და დასძენს, რომ სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამხილა იგი თაღლითური ონლაინ-კაზინოების თემაზე.
„შპს „ორბიტალის“ ირგვლივ გაერთიანებულმა პირებმა, საერთო ჯამში, 445,000 ლარი გაიღეს. აღსანიშნავია, რომ „ორბიტალის“ შემწირველთა შორის არიან ალექსი მოდებაძე და ალექსანდრე წულუკიძე, რომლებიც წარსულში „ევროპაბეთთანაც“ (ყოფილი „ჩემპიონები 111“) იყვნენ დაკავშირებული, რაც ორ კომპანიას შორის საერთო ბიზნეს-წრის არსებობაზე მიუთითებს.
„ორბიტალის” 20% წილს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომამდე ფლობდა სულიკო ვარსემაშვილი, რომელიც ასევე არის “ბეთლაივისა” და “ქუთაისი-2010”-ს ყოფილი მეწილე. სულიკო ვარსემაშვილი ფლობს კომპანია „მეამას“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ამავე დროს, ოგანიზაციის ცნობით, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ისკო დასენის, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე შვილების – ტიტალ და კნიაზ დასენების კომპანიები: შპს „ლიდერ-ბონუსი“ და შპს „კრისტალ პლიუს“, ჯამში, სათამაშო ბიზნესის 10 ლიცენზიას ფლობენ, რის საფუძველზეც თბილისსა და რუსთავში მოწყობილი აქვთ სათამაშო აპარატების სალონები, ტოტალიზატორები და წამახალისებელი თამაშების ობიექტები – ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას”, ჯამში, 136,000 ლარი შესწირეს.
„შპს „ბეთლაივის“ 3%-იან წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა თამაზ ხარაიძე. ამ კომპანიას სათამაშო ბიზნესის 4 მოქმედი ლიცენზია აქვს, რის საფუძველზეც თბილისსა და მარნეულში მოწყობილი აქვს სათამაშო აპარატების სალონები, ტოტალიზატორები, სამორინეები და სხვა სათამაშო ბიზნესი.
თამაზ ხარაიძემ 2019 წლის 28 მარტს „ქართულ ოცნებას“ 20,000 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის მეწილეა ზურაბ ვარსემაშვილი, რომელიც “მეამას” ერთ-ერთი მფლობელის, სულიკო ვარსემაშვილის ნათესავიც და ბიზნეს-პარტნიორიც არის“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაციის ცნობით, სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მქონე კომპანიის, შპს „ჯეოგრატორის“ 50%-იან წილს ფლობდა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი და ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის დირექტორი, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის, სოფიკო გუჯაბიძის მეუღლე გიორგი ლომთათიძე.
მან 2021 წლის 11 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა ოჯახმა ტენდერებიდან 5 მილიონ ლარამდე მიიღო. ამ კომპანიას, ლიცენზიის საფუძველზე, თბილისში, ლვოვის ქუჩაზე მოწყობილი აქვს აზარტული და მომგებიანი სათამაშო ობიექტი.
„გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ მხოლოდ „ევროპაბეთსა“ და „ორბიტალთან“ დაკავშირებული პირების შემოწირულობები 825,000 ლარს აღწევს, მათ შემდეგ მოდიან შპს „ქუთაისი 2010“ (180,000 ლარი) და შპს „კრისტალ პლიუსი“ (136,000 ლარი), რაც აჩვენებს, რომ მმართველი პარტიის დაფინანსებაში სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საერთო ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და 4 მლნ 24 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
ინფორმაციას ამის შესახებ ნავსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ტვირთბრუნვის ზრდა ადასტურებს პორტის მომსახურებაზე სტაბილურ მოთხოვნასა და ტვირთნაკადების მოსაზიდად გაწეული სამუშაოების ეფექტიანობას.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ნავსადგურმა შემოსავლების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები განახორციელა.
2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა ახალი ტარიფები საპორტო მოსაკრებლებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2026 წლის ბოლომდე უზრუნველყოფს დამატებით შემოსავალს, დაახლოებით, 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
ამასთანავე, 2026 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა კარბამიდის ტერმინალის მომსახურების ტარიფი, რაც წლის ბოლომდე დამატებით, დაახლოებით, 200 ათასი აშშ დოლარის შემოსავლის მიღების საშუალებას მოგვცემს,“ – ნათქვამია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 391 ნებართვა, ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლებია.
გაცემული ნებართვები ითვალისწინებს 5 275 7 00 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია.
ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.6 პროცენტი – აჭარის, 7.3 პროცენტი კი – კახეთის რეგიონზე.
საქსტატის მონაცმებით 2026 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 546 200 კვ.მ ფართობის 1 459 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით ნაკლებია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.9 პროცენტი – თბილისზე, 15.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 10.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
ამავე სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 444 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 230 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 25 049 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 47 003 ერთეული [+41]
MLRS – 1 976 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 522 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 434 140 ერთეული [+1 362]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 071 ერთეული [+8]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 127 621 ერთეული [+440]
სპეცტექნიკა – 4 480 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 950 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„შენობებში დარჩით და ფანჯრების გაღებისგან თავი შეიკავეთ“ – მოწოდება რუსეთის ქალაქ რიაზანში მცხოვრებთ, სადაც უკრაინული დრონები Wildberries-ის ცენტრს უტევენ:
საქართველოში 22.5 ათასი ექიმი და 21.3 ათასი საექთნო პერსონალია – ასეთია საქსტატის უახლესი მონაცემები, რომელიც 2025 წელს მოიცავს.
სტატისტიკური ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში კვლავ საექთნო პერსონალის დეფიციტია.
ეს პრობლემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში წლებია შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში – ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი არა.
კიდევ ერთი პრობლემა ექთნების ასაკია. სახელმწიფო აუდიტის მიერ 2024 წელს მომზადებული დოკუმენტის თანახმად, აქტიური ექთნების ასაკობრივ ჭრილში ანალიზის მიხედვით, სისტემაში არსებული ექთნების 37.5 პროცენტი 51-50 წელს გადაცილებულია, რაც ნიშნავს, რომ ექთნების მნიშვნელოვანი საპენსიო ასაკს უახლოვდება და მოხდება მათი სამუშაო ბაზრიდან გადინება.
ჯანდაცვის, ზრუნვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის – „სოლიდარობის ქსელის“თანახმად, საქართველოში ექთნების დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა.
30 ივლისის ღამეს, დრონები თავს დაესხნენ Wildberries-ის დახარისხების ცენტრს რუსეთის ქალაქ პენზაში. ტელეგრამზე გამოქვეყნებული ფოტო/ვიდეო მასალის თანახმად, ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ეს ადგილი Wildberries-ის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, რომელიც ვოლგის ფედერალურ ოლქს ემსახურება.
პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ ფაქტი დაადასტურა. მან განაცხდა, რომ ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.
ტელეგრამ არხის, ASTRA-ს ცნობით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში საჰაერო სირენები ჩაირთო.
Advertisements for the Russian online marketplace Wildberries, which has been sanctioned by the United States, Poland and Ukraine, have appeared on Batumi’s municipal buses. The buses are operated by Batumi Autotransport, a company owned by Batumi City Hall.
Batumelebi contacted Batumi Autotransport to ask why advertisements for a Russian sanctioned company had been placed on municipal buses and how long they would remain there.
The company said that advertising space on municipal buses has been leased to the advertising company Alma, which effectively holds a monopoly over Batumi’s outdoor advertising market.
“The content of advertisements is not coordinated with us,” Batumi Autotransport told Batumelebi.
The company could not provide information on how many buses display Wildberries advertisements or how long the campaign will last.
Municipal bus in Batumi, with advertisement of Wildberries
On 27 July, Batumelebi photographed several municipal buses carrying Wildberries advertisements in Batumi.
We also contacted Alma, asking:
when Wildberries approached the company to purchase advertising;
how long the advertisements will remain on Batumi buses;
how much revenue from the sanctioned company is paid into Batumi’s municipal budget; and
whether working with Wildberries could create legal or reputational risks, given that the company has been sanctioned for assisting the Kremlin’s war effort in Ukraine by facilitating supplies of military-related goods.
Initially, Alma said it would comment on the matter, but later stopped responding to Batumelebi‘s calls.
Batumi City Hall provided the following written response:
“The content of advertising materials is not coordinated with the municipality. At the same time, the company is obliged to comply with the requirements established by Georgia’s Law on Advertising.
If there are grounds to believe that legal provisions have been violated, the Municipal Inspection reacts within the scope of its authority.
The municipality has no other legal mechanism or competence under the current legislation.”
We asked City Hall to clarify what constitutes “grounds for a legal violation” under the law and whether existing legislation restricts cooperation with companies that are under international sanctions.
We also asked whether, if the municipality does not interfere with advertising content, it would allow Alma to place banners on municipal buses reading, for example, “Freedom for the regime’s prisoners” or “Freedom for prisoners of conscience.”
City Hall did not answer these questions, instead replying: “Please address these questions to Alma.”
Wildberries and International Sanctions
Wildberries is Russia’s largest online marketplace. Over the past several days, Ukrainian forces have reportedly struck the company’s facilities in Russia, with offices hit in Moscow, St Petersburg and other cities.
Following Russia’s full-scale invasion of Ukraine, Wildberries was sanctioned by the United States, Poland and Ukraine for assisting Russia’s war effort.
Despite these sanctions, the platform has continued to be used as a channel for selling goods that are officially prohibited from entering Russia but nevertheless reach Wildberries warehouses through third countries.
The marketplace openly sells drones, thermal imaging devices, body armour, tactical clothing and communications equipment.
Over the past year, Wildberries has aggressively expanded into Georgia, opening numerous offices, particularly in Tbilisi and Batumi.
Wildberries office on Lermontovi Street, Batumi, Georgia
The company was founded by Tatyana Kim, one of Russia’s wealthiest women. However, in the summer of 2024, Wildberries merged with Russia’s largest outdoor advertising operator, Russ Group, creating a new company called RVB (РВБ).
Kim owns 65% of the new company, while the remaining 35% belongs to Stuns, a company linked to the Mirzoyan brothers. According to Western media outlets, including Forbes and The Bell, Russian President Vladimir Putin personally supported the merger as part of a broader effort to create Russian alternatives to Amazon and the Western SWIFT financial system that could help Moscow circumvent sanctions.
Wildberries office on Parnavaz Mepe Street, Batumi, Georgia
Investigations have shown that Wildberries has become one of the main platforms through which Russian soldiers, volunteers and private donors supply the front lines with equipment, including drones.
The platform continues to offer drones, thermal imaging devices, body armour, tactical gear and communications equipment for sale.
Even under sanctions, Wildberries has reportedly remained a channel through which goods that should no longer enter Russia officially still reach the country via third countries.
Rapid Expansion Across Georgia
Over the past year, the sanctioned company has rapidly expanded its operations across Georgia.
Using Google Maps, Batumelebi verified the locations of Wildberries offices.
At present, around 20 offices belonging to the company can be found in Batumi, although the actual number may be higher. Across Georgia, Batumelebi identified at least 100 locations listed on Google Maps.
Wildberries office in Georgia. Google Map
One of the Batumi offices operates from a property owned by Teimuraz Komakhidze, the son-in-law of Aslan Abashidze, the former head of the Adjara government who fled to Russia.
The offices do not appear particularly busy. Batumelebi visited several locations, many of which contain minimal furniture. Some resemble massage parlours rather than logistics centres, and there was little visible customer activity.
For this reason, it is not possible to determine precisely what operations the company’s Batumi offices are conducting.
According to Google Maps, Wildberries has more than 50 branches in Tbilisi, as well as offices in smaller cities including Kvareli, Rustavi, Marneuli, Senaki, Poti and Kutaisi. Most branches are located in central urban areas.
Wildberries Trademark Holder in Georgia
According to Georgia’s Public Registry, the Wildberries trademark in Georgia is used by LLC Transcom Group, whose sole owner is 30-year-old Sergi Tvalchrelidze.
One of Transcom Group’s registered land plots in Rustavi: a 23,417 sq m site near the 17th kilometre of the Tbilisi–Red Bridge road.
In 2026, the company registered three land plots:
23,417 square metres in Rustavi, registered on 13 January;
23,180 square metres in the village of Gamardjveba, Gardabani Municipality;
27,743 square metres in the village of Krtsanisi.
Public records also show that in 2025, Sergi Tvalchrelidze donated 30,000 GEL to the ruling Georgian Dream party.
ბეშუმში ტურისტული სეზონის პიკია. როგორც კურორტზე „ბათუმელებს“ უთხრეს, დამსვენებლებს კოტეჯების დაქირავება აქ დღეში საშუალოდ 100-200 ლარად შეუძლიათ. ფასი, ძირითადად, დამსვენებლების რაოდენობასა და პირობებზეა დამოკიდებული.
„ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ ბეშუმში და ჰკითხა, როგორია წელს სეზონი, არის თუ არა მთაში დამსვენებელი და რომელი ტურისტი უფრო სჭარბობს, – ადგილობრივი თუ უცხოელი?
აჩიკო ქედელიძე ამბობს, რომ წელს მის კოტეჯებში დასვენება 200 ლარიდან იწყება. აქვს 250 ლარიანი კოტეჯებიც.
„ჩვენი სახლები 2 ან 3 ოჯახს იტევს, ამიტომ დღეში 200-250 ლარის გადახდა რამდენიმე ოჯახს არ გაუჭირდება, ძვირი არ არის.
პატარა კოტეჯი 150 ლარადაც არის. გააჩნია პერიოდსაც, ყველაფერი რაოდენობაზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული“- ამბობს აჩიკო ქედელიძე.
ბათუმი-ახალციხის გზა წლებია დაზიანებულია და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში მილიონობით ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, გზის სრული რეაბილიტაცია მაინც არ მომხდარა.
როგორც კოტეჯების გამქირავებლები გვეუბნებიან, გზებზე ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა 4-5 კილომეტრიან მონაკვეთზე ისევ მიმდინარეობს სამუშაოები.
„ნებისმიერ ავტომობილს შეუძლია ამოსვლა ბეშუმამდე, გარკვეული მონაკვეთია, სადაც ისევ მიმდინარეობს სამუშაოები, სხვა მხრივ, მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
წყლის და შუქის პრობლემა ჩვენთან არ არის. ბავშვებისთვისაც არის გასართობი, შიდა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. პროდუქტების შეძენაც შეუძლიათ დამსვენებლებს აქ, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.
რაიმე ახალი თუ გაკეთდება, კარგი იქნება, თუმცა ნორმალური სიტუაციაა დასვენებისთვის“- გვითხრა აჩიკო ქედელიძემ.
მისი თქმით, ბეშუმში უფრო ადგილობრივი ტურისტები ისვენებენ და უცხოელები აქ იშვიათად ადიან.
ია თავართქილაძეც ბეშუმში აქირავებს კოტეჯებს. როგორც მან გვითხრა, მასთან კოტეჯის ერთი დღით ქირაობის ფასი 100-150 ლარია. „ფასი განისაზღვრება კომფორტის მიხედვით“ – გვეუბნება ია.
მისი თქმით, დამსვენებლები აგვისტოში უფრო მეტია, ვიდრე სხვა თვეებში, „ახლაც 3-4 აგვისტოზე არის მოთხოვნა, რადგან შუამთობის დღესასწაულისთვის უნდა ბევრს ამოსვლა“ – ამბობს ია თავართქილაძე.
მისი თქმით, კურორტის ინფრასტრუქტურა დამაკმაყოფილებელია. „შუქი რომ ჩაგირთონ, 190 ლარია გადასახდელი და ამ თანხას ვიხდით, სხვა მხრივ, სიტუაცია არის ნორმალური“ – გვითხრა მან.
ვესაუბრეთ გენადი დეკანაძესაც. კურორტის ინფრასტრუქტურას არც ის უჩივის. ამბობს, რომ წელს წყლის და შუქის პრობლემა მოგვარებულია.
„ჩემთან არის, ყოველ შემთხვევაში“ – გვითხრა მან.
გენადი დეკანაძის კოტეჯებში დასვენების ფასი 150-200 ლარია დღეში. „ადამიანების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ფასი“- გვითხრა მან.
მისი თქმითაც ბეშუმში უცხოელი დამსვენებელი იშვიათია და უფრო მეტად ქალაქში მცხოვრები ადამიანები ისვენებენ.
კურორტზე არაერთმა პირმა გვითხრა, რომ კოტეჯები 25 აგვისტომდე უკვე გაქირავებული აქვთ.
ბეშუმი მაღალმთიან აჭარაში, ტრადიციულად, ყველაზე პოპულარული კურორტია, განსაკუთრებით ბავშვების დასვენებისთვის.
2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა, სადაც ტექნიკური მოთხოვნები უფრო მკაცრი, ღირებულება კი – მეტია.
შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში 366 ათას 788 ლარია, ანუ 1 ავტომანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 91 ათას 697 ლარი.
სატენდერო დოკუმენტებიდან
ამ ტექნიკური მახასიათებლების გარდა, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „შემოთავაზებული ავტომობილი არის ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 500 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
პრეტენდენტი წინადადების ფასში [შემდგომში ხელშეკრულება] ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის [შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით] ხარჯს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 7 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.
უმაღლესმა საბჭომ მეორე კლასის მაღალი გამავლობის 4 ავტომანქანა მიმდინარე წლის იანვარშიც იყიდა ჯამში 218 ათას ლარად.
კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით „შპს „სენა ავტო“-ს მიერ 2026 წლის 9 იანვარს [უმაღლესი საბჭოსთვის] მოწოდებული იქნა 4 ერთეული II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი [CHERY TIGGO 7, მწარმოებელი კომპანია: Chery Automobile Co. Ltd., გამოშვების წელი: 2025] ღირებულებით 218 000 ლარი [ერთეულის ღირებულება: 54 500 ლარი]“.
„სენა ავტოს“ მიერ უმაღლესი საბჭოსთვის შეთავაზებული ავტომანქანის ფოტო / წყარო: ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაცია
ამ ავტომობილების შესყიდვაზე უმაღლეს საბჭოს ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში ჰქონდა გამოცხადებული, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 289 760 ლარი იყო.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ფოთში ორ რესტორანს, „თევზის სახლსა“ და „ჯარგვალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტო წერს, რომ ფოთში რესტორანი „თევზის სახლი“ გურიის ქ. N11-ში არაგეგმურად შეამოწმეს და ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები -ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.
„ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“ – წერს სააგენტო.
გურიის ქუჩაზე სააგენტომ კიდევ ერთი რესტორანი, „ჯარგვალი 2026“ შეამოწმა.
„ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა…
გამოვლენილი დარღვევების გამო,ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა“ – წერს სააგენტო.
ბათუმის ძველ უბანში, რევაზ კომახიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, გამორჩეული ისტორიის მქონე შენობა დგას. 1888 წლით დათარიღებული ეს ნაგებობა ათწლეულების განმავლობაში ნელ-ნელა კარგავდა პირვანდელ იერსახეს – ფასადი ძველდებოდა, ავთენტური დეტალები ქრებოდა და შენობის საბოლოოდ ჩამოშლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა.
დღეს ორიგინალური ფასადი ზუსტად ისეთია, როგორიც საუკუნე ნახევრის წინ იყო. ეს ცვლილება კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორია შედეგი, როდესაც დეველოპერი რეალურ განვითარებაზე ზრუნავს და მისთვის პრიორიტეტი არა კვადრატული მეტრების რაოდენობა, არამედ ქალაქის კულტურული იერსახის შენარჩუნებაა.
ისტორიული მემკვიდრეობა საფრთხის პირას
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ის შენობას თვითნებური ჩარევისგან იცავს და მფლობელს ავთენტურობის შენარჩუნებას ავალდებულებს, მეორე მხრივ კი – ინვესტორისთვის „რთულ აქტივად“ აქცევს. მსგავს პროექტებზე მუშაობა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ნელა მიმდინარეობს და რთულ ბიუროკრატიულ პროცესებს გულისხმობს. ამიტომ, ბევრი ნაგებობა წლების განმავლობაში უყურადღებოდ რჩება: დოკუმენტების მიხედვით დაცულია, სინამდვილეში კი – სრულად მიტოვებული.
ძველ ბათუმში მდებარე ეს შენობაც მსგავს გამოწვევას წარმოადგენდა. თუმცა, ამის მიუხედავად, საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა გადაწყვიტა, ემუშავა ისტორიულ ობიექტზე, რაც თავისთავად, წარსულის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შედეგად კი, NEXT Downtown-ი ოფიციალურად გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თვალისთვის უხილავია. რეაბილიტაციის დაწყებამდე სიღრმისეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ჩატარდა. შენობის თავდაპირველი სახე ზუსტად ამ კვლევის საფუძველზე აღდგა და არა სუბიექტური დეკორატიული წარმოსახვით.
ეს დეტალი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიულ ნაგებობებთან მუშაობისას ყველაზე მარტივი გზა ე.წ. „ფასადიზმია“ – როდესაც ძველი ფასადი მხოლოდ იმიტაციისთვის ნარჩუნდება, ხოლო შენობის შინაარსობრივი ავთენტურობა უგულებელყოფილია.
NEXT-ის მიდგომა კი საწინააღმდეგო ლოგიკას ეფუძნებოდა: ჯერ ზედმიწევნით დადგინდა თავდაპირველი იერსახე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო აღდგენაზე მუშაობა.
ისტორიულიშენობადათანამედროვესაცხოვრებელი
ისტორიული ფასადი სრულად განახლდა. შენარჩუნდა ყველა გამორჩეული არქიტექტურული ელემენტი – დეკორატიული პროფილები, აივნები და სხვა ავთენტური დეტალები, რომლებიც ერთად XIX საუკუნის ბათუმის ვიზუალურ ესთეტიკას ეხმიანება.
ახალი ნაგებობის აშენება და მასში მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ადვილია, მაგრამ ხასიათსა და ისეთ თვითმყოფად დეტალებს, როგორიცაა ძველი ორნამენტები, ხელოვნურად ვერ შექმნი – ამ ყოველივეს მხოლოდ დრო ქმნის. სწორედ ამიტომ, შენობის წარსული კომპანიისთვის ტვირთად კი არა, მთავარ უპირატესობად და ღირებულებად იქცა.
ავთენტურობის დაცვა კომფორტის ხარჯზე არ მომხდარა. ისტორიულ გარსს მიღმა შენობა სრულფასოვან თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა, რომელიც უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ხარისხის თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
პროექტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს მდებარეობაც: ბათუმის ისტორიული ცენტრი, ცნობილი პიაცას მოედნის სიახლოვე და რამდენიმეწუთიანი სავალი მანძილი ზღვამდე ამ ადგილს ერთდროულად კომფორტულ საცხოვრებელ და პერსპექტიულ საინვესტიციო სივრცედ აქცევს.
აქ იბადება დღევანდელი მსოფლიო ბაზრის საზომით უიშვიათესი კომბინაცია: ისტორიული მისამართი და ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე სტანდარტები. სწორედ ამ ორი კომპონენტის ერთიანობა ქმნის ნამდვილ ღირებულებას.
მემკვიდრეობადაქალაქისმდგრადიგანვითარება
სწორი ხედვის მქონე დეველოპერისთვის ქალაქი მიწის ნაკვეთების ჯამი კი არა, ისტორიის მქონე ცოცხალი ორგანიზმია, რომლის მეხსიერებაც სწორედ მსგავს შენობებშია კონცენტრირებული. თითოეული დაკარგული ისტორიული ნაგებობა ქალაქს იდენტობის ნაწილს აკლებს, ხოლო გადარჩენილი მემკვიდრეობა სახეს უნარჩუნებს.
NEXT Downtown-ი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ურბანული განვითარება წარსულის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ისტორიული შენობის გადარჩენა და თანამედროვე, მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა ცხადყოფს, რომ ბიზნესსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შორის სწორი ბალანსი ქალაქის მდგრადი მომავლის მთავარი საფუძველია.