სიახლეები

თოჯინების თეატრი ისევ რემონტშია

21.01.2014
თოჯინების თეატრი  ისევ  რემონტშია

 

 

 

თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია 2012 წელს ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ „თექ-ევ ინშაათ დექორასიონ თააჰჰუთ იჩ ვე დიშ თიჯარეთ ლიმითედ შირქეთმა“ დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, მემედ აბაშიძის #49-ში მდებარე თოჯინების კუთვნილ ერთსართულიანი შენობოაზე სსხვადასხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებდა.

 

შენობას რეაბილიტაციის პროცესში დაემატა მანსარდა. თუმცა თურქულ კომპანიას, როგორც თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი მედეა ჩარკვიანი ამბობს, „ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, სამუშაოები კი ვერ დაასრულა. ხელშეკრულების მიხედვით, მას ეს სამუშაოები 2013 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა. მივმართეთ სამართალწარმოებას სასამართლოში, პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში“.

 

დეკემბრის თვეში სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და თურქულ კომპანიას („თექ-ევ ინშაათ დექორასიონ თააჰჰუთ იჩ ვე დიშ თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი“) თოჯინების თეატრის სასარგებლოდ 283 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხიდან 104 ათას ლარზე მეტი შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა, 10 ათასი – დაჯარიმებით გამოწვეული ზიანი, ხოლო 17 ათას ლარამდე პირგასამტეხლო შეადგენს.

 

„დასამონტაჟებელია შეძენილი კონდიციონერები, შესაცვლელია პროექტით გათვალისწინებული გახმოვანებისა და განათების აპარატურა, სცენის რბილი ჩაცმულობა, მთავარი ფარდა, არლეკინი, კულისები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებაში შევა ცვლილებები, მოხდება ბიუჯეტის კორექტირება. რეაბილიტაციის დასრულებისთვის პროექტს დაემატება ის თანხა, რა თანხაც სჭირდება, რომელსაც აჭარის განათელბისა და კულტურის სამინისტრო დააფინანსებს“, – აღნიშნა მედეა ჩარკვიანმა.

 

თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად აპირებს ტენდერის გამოცხადებას. მისი ვარაუდით, თეატრი თავისი დასით მაისში დაბრუნდება საკუთარ შენობაში, მანამდე კი თოჯინების თეატრის ადმინისტრაცია და 20 მსახიობი რეპეტიციებს მემედ აბაშიძის 18/20 ში მდებარე შენობობაში – ყოფილ „თითების თეატრში“ ატარებს. წარმოდგენებს კი სხვადასხვა კულტურულ ცენტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: