სიახლეები

1 ივლისს საბავშვო ბაღებში ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება

09.06.2015
1 ივლისს საბავშვო ბაღებში ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება

ა) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს;

ბ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახები;

გ) მარტოხელა დედები (უნდა წარმოადგინონ ცნობა იუსტიციის სახლიდან);

დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები და ომში დაღუპულთა ოჯახები;

ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;

პრიორიტეტებში აღნიშნული სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ბავშვის დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ ბაღების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ სარეგისტრაციო უბნებს, რომლებიც განლაგდება ბათუმის საბავშვო ბაღების შემდეგ მისამართებზე: №24 (სამრეწველო უბანი ფ.ხალვაშის გამზირი №46), №3 (ვ. გორგასალის ქუჩა №51), №22 (თამარ მეფის გამზირი I შეს. №4) . სარეგისტრაციო უბნები მოქალაქეებს მოემსახურებიან 1 ივლისიდან 10 ივლისამდე, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. 

რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყება 2015 წლის 10 ივლისს 09.00 სთ-დან და იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში. II ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან ზემოაღნიშნული სტატუსის არმქონე მოქალაქეები, რომელთაგან რეგისტრაციის დროს უპირატესობა მიენიჭება მხოლოდ ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველ მომდევნო აღსაზრდელს (დედმამიშვილები);

იმ, შემთხვევაში თუ აღსაზრდელი ადგილის არარსებობის გამო ვერ ჩაირიცხა ტერიტორიულად განკუთვნილ სასურველ საბავშვო ბაღში, სარეგისტარციო ონლაინ-პროგრამა მას განათავსებს სარეზერვო სიაში და ვაკანსიის შემთხვევაში პროგრამა მათ ავტომატურად, რიგითობის მიხედვით ჩარიცხავს.
საბავშვო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც სამი წელი შეუსრულდება 2015 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო ის ბავშვები, რომელთაც სამი წელი უსრულდება 1 სექტემბრის შემდეგ, სისტემაში დარეგისტრირდებიან სამი წლის შესრულებისთანავე და პროგრამა მათ საბავშვო ბაღში ჩარიცხავს თავისუფალი ადგილის (ვაკანსიის) გაჩენისთანავე.

ასევე პროგრამაში რეგისტრირდება ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში გადასვლის მსურველი, რომლებსაც ასევე პროგრამა ჩარიცხავს თავისუფალი ადგილის (ვაკანსიის) გაჩენისთანავე.

საბავშვო ბაღებში დარეგისტრირების აუცილებელი პირობაა ის , რომ აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც მაცხოვრებელი ქ.ბათუმში.

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პრეტენდენტი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე. სასურველ საბავშვო ბაღში დარეგისტრირების შემდეგ მშობელმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია: 

1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);

იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: