ნეტგაზეთი • RU

აჭარის მთავრობა ერთი თვის ხელფასებს სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავს

 

დღეს, 17 ივნისს, ბათუმიდან თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 შეკვრა სურსათი გაიგზავნა. მათგან 200 ყუთი ბათუმში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების მიერ არის შეგროვებული, ხოლო 100 ყუთი – მოსახლეობის, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ორგანიზებით შეგროვდა.

 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განმარტა, თითო შეკვრაში არის იმდენი პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები, რომ თითო დაზარალებულ ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში ეყოფა.

 

არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან დღესვე იმის შესახებაც თქვა, რომ აჭარის საჯარო მოხელეების შემოწირულობებით თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად უკვე შეგროვდა 60 ათასი ლარი.

 

 

აჭარაში მოქმედი არაერთი ორგანიზაცია და მოქალაქე მუშაობს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

 

შენიშვნა: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა აჭარის მთავრობის პრეს სამსახურის წარმომადგენელი და დამატებით განმარტა, რომ ერთი თვის ხელფასების გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია შეიცავს უზუსტობას, მაგრამ ეს უზუსტობა არ არის დაკავშირებული რედაქციასთან. აქვე აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განმარტება  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები