საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა”, თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახების დასახმარებლად 110 ათას ლარს გადარიცხავს.
„აღნიშნული თანხა განკუთვნილია კონკრეტულად დაღუპული პირების ოჯახების დასახმარებლად. რაც შეეხება რეაბილიტაციას, ამ მიმართულებითაც ვაპირებთ თანხების გაღებას, დღეს გვექნება კიდევ გაფართოებული შეხვედრა და ამ საკითხებსაც გადავწყვეტთ“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში, ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ქვრივიშვილი.