სიახლეები

ულტიმატუმი აჭარის მთავრობას – „გადავკეტავთ მაგისტრალებს, მოვახდენთ მთავრობის სახლის ბლოკირებას“

09.06.2015 • 1497
ულტიმატუმი აჭარის მთავრობას – „გადავკეტავთ მაგისტრალებს, მოვახდენთ მთავრობის სახლის ბლოკირებას“
გონიოს მოსახლეობა

გიონიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებამდე ხელისუფლების გულგრილობამ მიიყვანა:

„ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა ამოვწურეთ. შეხვედრა ვთხოვეთ არჩილ ხაბაძეს, არ შეგვხვდა, მშვიდიანი აქციები გავმართეთ, რეაგირება არ მოახდინეს, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი კონსტიტუციური უფლების დაცვას, ჩვენი საკუთრების დაბრუნებას“-ამბობს, გონიოს  ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ენვერ ირემაძე.

გონიოს  მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდა რადიკალური ნაბიჯებისა, ისინი აპირებენ ხმა მიაწვდინონ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და საელჩოებს: „ჩვენ ევროკავშირის დროშებით და კონსტიტუციით დავიცავთ ჩვენს უფლებას. ხელისუფლებას შევახსენებთ რომ ასოცირების შეთანხმება ადამიანის უფლებების დაცვასაც გულისხმობს“-ამბობენ, გონიოელები.

„ხაბაძემ ერთი წლის წინ მოგვცა პირობა რომ ჩვენი ჩამორთმეული მიწების საკითხის განხილვას დაიწყებდნენ, ამის შემდეგ თვეები გადის და მდგომარეობა არ იცვლება.  კომისია უნდა შეიქმნას და იმსჯელოსო, გვითხრეს. შეიქმნა კომისია და დაიდო კიდეც დასკვნები, რომელიც გადაეგზავნა ბათუმის საკრებულოში საკუთრების აღირების კომისიას, დაიწყო საქმის წარმოება, მაგრამ შედეგი ისევ არ არის. კომისიას შვიდი თვის გასვლის შემდეგაც არცერთი საქმის განხილვა არ დაუწყია“- ამბობს, ენვერ ირემაძე.

„პრემიერ-მინისტრი რომ იყო ჩამოსული გვინდოდა მისთვის ხმის მიგვეწვდინა, მაგრამ პოლიციამ გზა გადაგვიკეტა და მიახლოების უფლება კი არა, გადაადგილების უფლებაც კი შეგვიზღუდა. ბლოკირება გაგვიკეთეს, რამდენიმე საათი დაგვაყენეს სიცხეში და წყალიც კი არ მოგვაწოდეს. ეს კანონდაღვევაა“- ამბობს, ჯემალ აბაშიძე.

გონიოს მაცხოვრებლების თქმით, მიწების უკან დაბრუნების წინააღმდეგი არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა:

„მათ განაცხადეს რომ არ აქვთ პრეტენზია ამ ტერიტორიაზე მიწების გაცემის, მთავარია არ დაიღვეს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. ეს კანონი არ იღვევა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან (გონიოს ციხე) დადგენილი მანძილის პარამეტრები დაცულია“-ამბობენ, გონიოს მაცხოვრებლები.

ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სადაო მიწების მთლიანი მოცულობა გონიოში 150 ჰექტარია.

„აქედან, 110 ჰა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. სულ 305 ოჯახია, ვისაც საკუთრებაში აღირებული მიწები ერთ დღეში ჩამოართვეს“.

ენვერ ირემაძე, ჯემალ აბაშიძე, თენგიზ ბაკურიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: