გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი დატოვა

გრიგოლ ბესელიამ დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე შსს-ში არ გვითხრეს. შსს-ს ცნობით, ცვლილების საფუძველი როტაციაა. გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს. …

ავარია ქედაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოავარია მოხდა ქედაში დღეს, 31 მარტს. სოფელ წონიარისთან ავტომანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა. მანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ორი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – მოტოციკლი ქალს დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაშავებულია შუახნის ქალი. შსს-ის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე  მუხლით. რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა. შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა – ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

რა კავშირშია „ქურდული სამყარო“ ქუთაისის ბაზართან – დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უწყების ცნობით, საქმე ეხება იმერეთში აგრარული ბაზრების თემას, რომელშიც, შსს-ს ცნობით, ე.წ. ქურდული სამყარო იყო ჩარეული. შსს-ს გამოძიების ვერსია ასეთია: „კანონიერი ქურდის“ ვ.კ.-ს (მეტსახელად “ვატია”) დავალებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა ა.კ.-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გახსნა შპს „ტაბახმელა 2023“-ის …

შსს-ს დისკები და მეხსიერების ბარათები აღარ ჰყოფნის – ადმინისტრაციული საქმეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მტკიცებულებების წარდგენის მიზნით“ 300 ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათის შესყიდვას 3 210 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე გეგმავს. სამინისტროს ცალკე ტენდერიც აქვს გამოცხადებული ფლეშ მეხსიერების ბარათების, DVD-R, CD-R დისკების და მეხსიერების ბართების შესყიდვის მიზნით. ამ ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა სახის  ჯამში 16 670 ცალ დისკს და მეხსიერების ბარათს სამინისტროს კომპანია „სითიტექი“ …

საპატრულო პოლიცია 849 ათასი ლარის სამკერდე კამერებს ყიდულობს – ზრდის პირად შემადგენლობას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პატრულ-ინსპექტორის 350 ცალ სამკერდე კამერას და 200 ცალისთვის პროგრამულ ლიცენზიას ტენდერის გარეშე იყიდის. შესყიდვის საერთო ღირებულება 849 ათას 500 ლარია. დეპარტამენტის განაცხადით, ასევე ირკვევა, რომ უწყებაში ბოლო პერიოდში გაიზარდა პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობაც. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის …

„ოცნება“ არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება. თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი, რომელიც 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევს, პოლიციამ დღეს, 9 მარტს, 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტების დასაჯარიმებლად პოლიცია უნივერსიტეტში 9 მარტს მეორედ მივიდა. პირველად …

ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „გაჩერებული იყო პარკინგზე. მანქანაში არავინ იჯდა. უცებ აფეთქების ხმა გაისმა და ცეცხლი გაუჩნდა. მანქანა თხევად გაზზე მუშაობდა. ცეცხლი მალე ჩააქრეს“ – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა. ადგილზე იმყოფება სახანძრო ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.  

„გონიოსკენ მიმავალ გზაზე 4 საათია საცობში ვართ“ – მოქალაქე

ბათუმიდან სარფის მიმართულებით, ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საცობია. მოქალაქეები ამბობენ, რომ რამდენიმე საათი საცობში არიან გაჩერებული. „გონიოსკენ მიმავალ გზაზე, აეროპორტის გადასახვევიდან დაახლოებით 4 საათია საცობში ვართ. თქვეს, რომ ტრაილერებმა დაიწყეს გამოსვლა სარფის მიმართულებით და ამან შექმნა საცობი“, – ამბობს ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი „ბათუმელებთან“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. …

ნარკოდანაშაულისთვის 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია.“ სამინისტროს განცხადებით დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები: „პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, …

ბათუმში დაკრძალეს „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ორი ბავშვი

დღეს, 17 თებერვალს, დაკრძალეს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭები, რომლებიც  წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები 15 თებერვალს დაიღუპნენ. თხრილიდან ამოყვანის შემდეგ ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, …

ავარია ბათუმში, დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

ბათუმში, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთასთან წუხელ, გვიან ღამით, ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი. შსს-ს ცნობით დაკავებულია მეორე ავტომობილის მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე. „ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვი 15 თებერვალს წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. პირველადი ინფორმაციით, ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი …

„ნიღბიანმა სპეცრაზმელმა წამართვა ტელეფონი და გაიქცა“ – ძარცვა საპროტესტო აქციებზე

„ნიღბიანმა სპეცრაზმელმა წამართვა ტელეფონი და გაიქცა,“ – თითქმის ერთნაირად აღწერენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, როგორ გაძარცვეს ისინი სამართალდამცველებმა: წაართვეს მობილური ტელეფონები, საფულე, პირადი ნივთები… საპროტესტო აქციაზე ნაცემი ადამიანები ჰყვებიან, რომ რამდენიმე მათგანმა მიაგნო საკუთარ „აიფონს“ „ხარებას“, ანუ შსს-ს განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის ოფისში, თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური არც ამ შემთხვევებზე ასრულებს გამოძიებას. მოძალადე სპეცრაზმელები არც აქციის მონაწილეებისთვის …

თბილისში, ოზურგეთსა და ურეკში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულნი არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად „ედო“. ასევე, შსს აცხადებს, რომ …

ბათუმში პოლიციის განყოფილების წინ კაცი დაჭრეს – შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი

9 თებერვალს, ღამით, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში. შს სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის, 19 – 108-ე და 236-ე მუხლებით – განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო …

2 თებერვლის აქციის დროს პოლიციელებისთვის შსს-მ 56 925 ლარის საკვები იყიდა

თბილისში 2 თებერვალს გამართული პროევროპული საპროტესტო აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უტენდეროდ, გამარტივებული წესით, 56 925 ლარის საკვები შეისყიდა – „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შსს-ს მოსამსახურეებისთვის“. 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, პოლიციამ თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავა. მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგინებენ და სცემენ პოლიციელები, განსაკუთრებულ დავალებათა …

„პოლიციელებს უთხრა არ ვენდობი სისტემასო და დააკავეს“ – რას ედავებიან ქუთაისელ აქტივისტს?

„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“- დაუწერია ქუთაისელ აქტივისტს, მირიან ბერულავას ფეისბუქში, ვიდრე მას 1-ელ თებერვალს ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ. აქტივისტის, მირიან ბერულავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს გაიმართება. პირველ თებერვალს, როცა პოლიციამ თბილისში აქტივისტების სახლების ჩხრეკა და გამოკითხვისთვის პოლიციაში გადაყვანა დაიწყო, კრიტიკული ფეისბუქპოსტების ავტორი და ქუთაისელი …

13 დღეა ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ბათუმში დაკარგული მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს. მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვრის ღამეს, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. მოზარდის პირადი ნივთები, ჩანთა და ტელეფონი, ოჯახის წევრებმა ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს. დაკარგულის ძებნა ზღვაში მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოზარდის ძებნა ისევ გრძელდება. დაკარგული მოზარდის მშობლის ინფორმაციით, გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი …

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში პოლიციის ახალი შენობისთვის შსს 3 მილიონს დახარჯავს

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს, რისთვისაც 3 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გამოყოფილი. პოლიციის განყოფილება დღეს ხუცუბანში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. „ხუცუბანში 1-ელი ქუჩის N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის სადემონტაჟო, პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი სამინისტრომ 3 014 265 ლარით …

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში ერთ პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე …

ზუგდიდში აქციებზე 150 პოლიციელია მიმაგრებული და მათ კვებაში შსს დღეში 2 250 ლარს ხარჯავს

ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურად 150 პოლიციელი ჰყავს მობილიზებული, რომელთა ერთჯერად კვებაში დღეში 2 250 ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან [ერთი ულუფის ფასი 15 ლარია]. შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდში საპროტესტო აქციების გამო მობილიზებული პოლიციელების კვებაში, 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 16 იანვრამდე პერიოდში, ტენდერის …

112 ქურთუკი და 65 კეპი პოლიციელებისთვის – შსს წერს, რომ უფორმობა იმიჯზე უარყოფითად აისახება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 112 ცალი ქურთუკისა და 65 ცალი კეპის გამარტივებული წესით შეძენაზე შესყიდვების სააგენტოდან თანხმობა მიიღო. შსს-მ სააგენტოს 17 იანვარს მიმართა განაცხადით, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მოსამსახურეებს ქურთუკები და კეპები „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდათ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს“. „უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს, შს სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების …

ბათუმში დაკარგულ მოზარდს მერვე დღეა ეძებენ – „გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს“

ბათუმში მერვე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები ზღვაში და სანაპირო პერიმეტრზე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართული არიან მყვინთავებიც. „ბათუმელები“ დაკარგული მოზარდის დედას ესაუბრა და ჰკითხა, ხომ …

ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს – შსს-ს განცხადება

წუხელ, 20 იანვარს, ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „უწყების ცნობით, 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ …

დაუყოვნებლივ გათავისუფლეთ მზია ამაღლობელი – ჟურნალისტების განცხადება და აქცია თბილისში

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 12 იანვარს, განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შს სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. განცხადებაში ვკითხულობთ: „12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია …

ბათუმში აქციის მონაწილე დააკავეს

დღეს, 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უთხრეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურში აზუსტებს მუხლის შესახებ. აქციის …

ბათუმში ქალი დაიღუპა კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში, ქალი დაიღუპა კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად. შემთხვევა საღამოს, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს შუახნის ქალი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ავარია ქობულეთის ავტობანზე – არიან დაშავებულები

დღეს, 5 იანვარს, საღამოს ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა 3 ავტომანქანა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. ავარიის გამო ავტობანზე საცობია.

ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის სტადიონთან, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს, რისთვისაც ტენდერი 3,8 მილიონი ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ახალ შენობაში ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება გადმოვა, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული. საპროექტო ტერიტორია გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კუთხეში მდებარეობს და მისი ფართობი 925 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შსს-ზე სარგებლობის უფლებითაა …

ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე „ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის“ 1000 -1000 ლარით დააჯარიმეს. „ჯარიმა 1000 ლარი, შესამცირებელი ქულა 10“. განმარტება: ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით“- ვკითხულობთ საჯარიმო ქვითარზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილეს ჩააბარა. …

წინააღმდეგობის მოძრაობა იმ შეუქცევად პროცესამდე მიგვიყვანს, როდესაც „ოცნება“ დასრულდება – კობა ხაბაზი

„თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არის ყველაზე დიდი სისულელე. თავისუფლება გაცილებით მეტი ღირებულებაა, ვიდრე ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ“, – გვიხსნის კობა ხაბაზი. მის წინააღმდეგ სწორედ ეს „დიდი სისულელე“ გამოიყენეს „ახალის“ ოფისთან, როცა 50-მდე ნიღბიანი ოფისის ასასვლელთან თავს დაესხა და სცემა. ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა. ფიზიკური ანგარიშსწორება, გონების დაკარგვამდე …

შსს: გუდაურში, რესტორნის შენობაში 12 ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში იპოვეს, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. გარდაცვლილი 12 …

სპეცრაზმისთვის საკვები 20 დეკემბრამდე იყიდეს – შსს-მ ფორმიანების კვებაზე 1 მლნ-ზე მეტი დახარჯა 

საპროტესტო აქციებზე მყოფი სპეცრაზმელების კვებისთვის მარტო თბილისსა და ბათუმში შსს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. კვების ხარჯი შსს-ს 20 დეკემბრამდე აქვს გათვლილი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, 12 დეკემბრამდე თბილისში აქციების გამო შსს-მ 684 300 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში. ამ თანხით სამინისტრომ ჯამში 81 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები …

რით კვებავენ ბათუმში აქციაზე გამოყვანილ ფორმიანებს – 5 დღეში ბიუჯეტიდან 45 ათასი დაიხარჯა

„1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით [დიდი] – 4,00 ლარი, 1 ცალი იმერული ხაჭაპური – 3,00 ლარი, 1 ცალი ღვეზელი კარტოფილით ნახევრად ფენოვანი ცომით – 1,20 ლარი, 1 ცალი ჰოთ დოგი – 2,80 ლარი, 1 ცალი ლობიანი – 1,80 ლარი, 1 ცალი შოკოლადი „სნიკერსი“ 0.80 გრ – 2,36 ლარი, 2 ბოთლი წყალი „მთის” 0.5 ლ …

Exit mobile version