სიახლეები

შსს განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტი გამოძიებულია

28.04.2015
შსს განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტი გამოძიებულია

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები 19 აპრილს, ღამით, ქობულეთის რაიონის დაბა ოჩხამურში, ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს მშენებლობის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კოტეჯში თავს დაესხნენ და ცივი იარაღის მუქარით 1600 ჩინური იენი, 200 ამერიკული დოლარი, 200 ლარი, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი გასტაცეს“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ქობულეთში დააკავეს. ნაყაჩაღარი ფულის ნაწილი – 1600 იენი, დაზარალებულების პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი, დანაშაულის იარაღი და ნიღბები ნივთმტკიცებად სახით ამოიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სამივე დაკავებული ამავე მშენებლობაზე მძღოლად მუშაობდა.

 

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

 

ავტობანი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: