ბათუმში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს,  5 ნოემბერს, დილის 10 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ახალშობილი იპოვეს, რომელიც გარდაცვლილი იყო. ახალშობილის ცხედარი ერთ-ერთმა მოქალაქემ შეამჩნია და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები. მომხდარზე შსს განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ოჯახში მოძალადე 148 ქალი და 269 მსხვერპლი მამაკაცი [დანაშაულების სტატისტიკა]

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში დაზარალებულად ცნობილი იქნა 9335 პიროვნება [5474 მამაკაცი და 3861 ქალი]. დაზარალებულთაგან 8887 საქართველოს მოქალაქეა, 431 – უცხოელი, 11 – ორმაგი მოქალაქეობის მქონე, 5 – მოქალაქეობის არმქონე, ხოლო ერთი დაზარალებული არაიდენტიფიცირებულია.   

ქორწილში ნათესავმა ნათესავი დაჭრა

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 3 ნოემბერს ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, მამაკაცმა მამაკაცი დაჭრა. ბრალდებული და დაზარალებული ნათესავები არიან და ისინი ტაბიძის ქუჩაზე ქორწილში იმყოფებოდნენ. ჩვენივე ინფორმაციით, ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შელაპარაკების ნიადაგზე კი ბრალდებულმა დაზარალებულს – თავისივე ბიძაშვილის ქმარს – ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შს სამინისტროში არ ამბობენ, გამოკითხეს თუ არა პირი, რომელიც პოლიციაში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

 

გუშინ 20 წლის რევაზ ტაკიძემ აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქობულეთის სამმართველოს პოლიციელებმა ის ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს.  რევაზ ტაკიძე ასახელებს კონკრეტული პოლიციელების სახელებსა და გვარებს, ვინც მასზე იძალადა. 

 

ბენზეს დასახლებაში ოჯახი გაძარცვეს

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, 3 ნოემბერს, გამთენიისას, ბათუმში, ბენზეს დასახლებაში ოჯახი გაძარცვეს. ნიღბიანები ორსართულიან სახლში შევიდნენ და ფული და ოქროულობა მოითხოვეს. 

აუდიტის მასალები პროკურატურის თაროებზე

 

აჭარაში მოქმედ სამთავრობო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში აუდიტის სამსახურმა წელს 28 შემოწმება ჩაატარა. ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების გამო კი, ასევე 28 საქმე აჭარის პროკურატურაშია გადაგზავნილი. „ბათუმელები“ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებში დაფიქსირებული დარღვევებითა და უშუალოდ ამ მასალებზე სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირებით დაინტერესდა.

სასამართლოს თავმჯდომარე: მოსამართლე ვარ და ვემორჩილები პოლიციელების ბრძანებას

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, 26 წლის ბრალდებულს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა. ბრალდებული საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გირაოს ნახევარს – ორი ათას ლარს შეიტანს. დაკავებულს ბრალი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. ბრალდებული სასამართლო დარბაზში პოლიციელებმა სისხლიანი მაისურით მიიყვანეს, ბრალდებულს ასევე შეხვეული ჰქონდა ყური, ბინტს სისხლის ლაქები აჩნდა. 

ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში 26 და 27 ოქტომბერს მომხდარ ყაჩაღობებში ბრალდებულები პოლიციამ 29 ოქტომბერს დააკავა. დაკავებულია ქობულეთში მცხოვრები 1983-85 წლებში დაბადებული სამი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ორი მათგანი თბილისში, ხოლო ერთი ქობულეთში დააკავა. ჩვენივე ინფორმაციით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ნიღბები და გატაცებული თანხის ნაწილი. 

 

მოსამართლე 4 თევზის დამჭერზე: ”ვფიქრობ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა”

 

 

ოთხი თევზის უკანონოდ დაჭერაზე ბრალდებულისთვის გირაოს გაუქმებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლე თეიმურაზ ქათამაძემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ საქმის მოსმენა ისე დაიწყო, არ იცოდა რა ბრალი ჰქონდა დაკავებულს წარდგენილი. მოსამართლემ ბრალდებულს სწორი კვალიფიკაცია პროკურორის კარნახის შემდეგ განუმარტა.

ქობულეთის რკინიგზის სადგურში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 27 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, ქობულეთში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააყაჩაღეს. ჩვენივე ინფორმაციით, თავმდამსხმელებმა დაახლოებით 15 ათასი ლარი გაიტაცეს და მიიმალნენ. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ეს ქობულეთში უკვე ზედიზედ მეორე ყაჩაღობის ფაქტია ბოლო ორი დღის განმავლობაში. 26 ოქტომბერს საღამოს, ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს და 300 ლარამდე თანხა გაიტაცეს.

 

სასაზღვრო პოლიციამ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისa და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „MUHAMMET GUMUSTAS-4“ დააკავეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

 

24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე – ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ. ბექა წიქარიშვილის სარჩელი, რომელიც მარიხუანას გამო საპატიმრო სასჯელის, დაბალი ნაკროტიკული შემცველობის მარიხუანას მექანიკური შეწონვის და 7-14 წლამდე სასჯელის არაკონსტიტუციორობას ეხებოდა. 


ბრალდებული ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ რ.ჯ-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა ექიმების რეკომენდაციით იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა. ყოფილი პატიმარი 6 თვის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იქნება მოთავსებული.

მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

 

37 წლის მამაკაცი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობს. ბრალდებულის უფლებებს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე იცავს, რომელმაც წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ მას არ განუხილავს კოდექსით გათვალისწინებული ის უფლება, რომლითაც ბრალდებულს უფლება აქვს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი ისარგებლოს. 

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ბათუმის მერიას უჩივის

 

“იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში” ქალაქ ბათუმის მერიას საქალაქო სასამართლოში უჩივის, დავის საგანია ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩის #38-ში მდებარე მშენებარე კორპუსი. რელიგიური ორგანიზაცია ქალაქის მთავრობას მშენებარე კორპუსის პროექტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და უკანონო ღიობების დემონტაჟს სთხოვს. იეჰოვას მოწმეებმა მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ასევე გამოძიების დაწყების თხოვნით სამართალდამცავებს მიმართეს.

ინციდენტი ნაციონალების ოფისთან ბათუმში და დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

 

დღეს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და უზარმაზარი ლურსმნები დააჭედეს შენობის კარებს, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია კარიც. ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის წარმომადგენლების თქმით, იქვე იყო პოლიცია, მაგრამ მათ ძეგლის დაზიანებისთვის ხელი არ შეუშლიათ.  

ვის იწყალებს პრეზიდენტი

 

როცა მოსამართლე საქართველოს სახელით განაჩენს აცხადებს, პატიმარს ეუბნება, რომ მას უფლება აქვს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს. გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას ხელი მოაწერა შეწყალების აქტს – პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 14 ქალი და 8 არასრულწლოვანი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მათგან 103-მა მსჯავრდებულმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა (7 ქალი და 2 არასრულწლოვანი), 49 მსჯავრდებულს კი შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიის ბოლო სხდომაზე სულ 910 ადამიანის საქმე განიხილეს. ვის წყალობს პრეზიდენტი და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ვისაც შეწყალება სურს? „ბათუმელების“ კითხვებს ზვიად ქორიძემ უპასუხა.

ბათუმის “დინამოს” ფინანსური მენეჯერი ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

 

საფეხბურთო კლუბ “ბათუმის დინამოს” ფინანსურ მენეჯერს უფლებამოსილება შეუჩერდა. ის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო დააკავეს. ბრალდებულის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ნოუთბუქის ქურდობაში ბრალდებული

 

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კერძო სახლიდან ნოუთბუქი მოიპარეს. ბრალდებული დაზარალებულის მიერ ამოცნობის შემდეგ დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებამდე დაზარალებულისა და ბრალდებულის დაკითხვა მოწმის სტატუსით ერთ ოთახში მიმდინარეობდა. ნოუთბუქის ღირებულება დაახლოებით 1500 ლარია, ბრალდებული თავს უდანაშუალოდ მიიჩნევს.

 

სუს-ი: გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის სახით 20 000 ლარს ითხოვდა (ვიდეო)

 

გუშინ, 7 ოქტომბერს, სოფელ მუხაესტატეში ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს. გია გოგიტიძეს  ქრთამის აღება და ქრთამის მოთხოვნა ედება ბრალად. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან თურქეთის მოქალაქეს 4 ათასი ლარი გამოსძალა, ხოლო 16 ათას ლარს დამატებით სთხოვდა.

სუს-მა ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრის ცნობით, ამის შესახებ განცხადებას ხვალ გაავრცელებენ. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავებულია ორი ადამიანი

 

7 ოქტომბერს ბათუმში, ფიროსმანისა და კაჩინსკების ქუჩების კვეთაში, შუქნიშანთან, სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას არ მუშაობდა შუქნიშანი.

თარგამაძის განცხადება “ლავასოღლისგან” პოლიციელების ზეწოლაზე და შს სამინისტროს პასუხი

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი თარგამაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლებზე კანონიერი ქურდი – მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ ზეწოლას ახდენს. გივი თარგამაძის თქმით, გამომძიებელ ირაკლი ანანიძეს “ლავასოღლიმ” სკაიპით დაურეკა. “ანანიძესთან სატელეფონო ზარი გაისმა და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს მინდია გორაძე იყო, რომელმაც „ბავშვებისთვის“ ახალი მანქანა მოითხოვა“ – თქვა გივი თარგამაძემ. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო ზარი ავტოავარიას მოყვა, რომელიც ერთ-ერთ პოლიციელს გასულ კვირას შეემთხვა ბათუმში. დეპუტატის საპასუხოდ შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

 

ბათუმის მერია საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ აიპი „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორი ლაშა ბერძენიშვილი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნია. 

ბათუმის სასაფლაოს ყოფილი დირექტორი სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლებულად ცნო

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აიპი „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორი ლაშა ბერძენიშვილი თანამდებობაზე უნდა აღდგეს და აუნაზღაურდეს ნაცდური თვეების ხელფასი – ამის შესახებ დღეს ბათუმის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ განაცხადა.  

4 გამამართლებელი განაჩენი 8 თვეში – სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკა ბათუმში

 

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 847 საქმე შევიდა განსახილველად. ამ პერიოდში კი დასრულდა 848 საქმის განხილვა. მათ შორის საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 511 საქმე, არსებითი განხილვით – 328 საქმე. გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი 4 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი – 5 საქმეზე. შეწყდა 7 საქმის ძიება, დაბრუნდა წინასწარ გამოძიებაში – 2 საქმე; გადაცემულია ქვემდებარეობით – 2 საქმე;

ვის ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

 

მხოლოდ გიგი უგულავას შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გასული კვირის გადაწყვეტილება, თუ სხვა პატიმრებსაც? არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება – 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარ პატიმრობაში პირის დატოვების უკანონოდ ცნობაზე, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ადამიანთა დიდ წრეს ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ უგულავას მსგავსად საპატიმრო სხვა ბრალდებულებმაც უნდა დატოვონ. არასამთავრობო სექტორის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რითაც ადამიანებს თავისუფლების მეტი გარანტია მისცა. 

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა ჩვილ ბავშვთან ერთად

 

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1983 წელს დაბადებული აიქუთ ო. და 1956 წელს დაბადებული ნაზიმე შ, საქართველოს ორი მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული მალხაზ შ. და 1980 წელს დაბადებული ნათია ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ზვიად თხილაიშვილი აჭარაში ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

 

სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობაზე ზვიად თხილაიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” უწყების პრესცენტრში დაუდასტურეს.

საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს აცხადებს

 

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული აღკვეთი ღონსიძიების გამოყენების ფორმა პატიმრობაში მყოფი პირისთვის – ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით თბილისის ყოფილმა მერმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვის წინ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 17:00 საათზე გამოაცხადებს დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის ყოფილი მერის საკონსტიტუციო სარჩელს.

 

დაკავებულია კანონიერი ქურდის ოთხი ახლობელი

 

გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში სამი მამაკაცი დააკავეს. ისინი კანონიერი ქურდის – მინდია გორაძის (მეტსახელად „ლავას-ოღლი“) ახლობლები არიან. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ბათუმის საქალაქო  სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს.

იარაღის ტარების უფლება სამსახურის უფროსის მრჩეველს

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზვერვის სამსახურის სისტემაში იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ერთით გაიზარდა. მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ამიერიდან დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარ მრჩეველსაც ექნება. დაზვერვის სამსახური სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია.

სასჯელი ავტომანქანის დაზიანებისთვის

 

სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია –  ამ ქმედებაში სახელმწიფო ლევან ბაჯელიძეს ადანაშაულებს. ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს მძღოლია. ლევან ბაჯელიძემ  სხვისი ავტომანქანა საჯარიმოზე  გადატანის დროს დააზიანა.   

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე

 

4 სექტემბერს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ქალის მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულს, 31 წლის მამაკაცს. მის უფლებებს სასამართლოში სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი იცავდა, რომელმაც ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმში ორი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. 

ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს

 

ბათუმში 9 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, თამარის დასახლებაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც დანით ზურგის არეში არის დაჭრილი, საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს, “ბათუმელების” ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება. ჩვენივე ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.   ერთი ახალგაზრდა დანით, მეორე კი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში იქვე მყოფმა მოქალაქეებმა გადაიყვანეს. მეორე დაჭრილს, რომელსაც გულის არეში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა, რომლებიც სხვა გამოძახებაზე მიდიოდნენ, პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 


“ბათუმელები” შსს-ს კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

Exit mobile version