Batumelebi | პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს – Batumelebi
RU | GE  

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს


შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეა დაკავებული.  ბრალდებული შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.  თურქეთის მოქალაქე 1990 წელს დაბადებული სავაშ ე. ბათუმში დააკავეს.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმრო „დენიზი“-ს და აღნიშნული სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე რესტორნის ფართობებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა.

 

„ასევე დადგინდა, რომ სავაშ ე-ს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ქალბატონები პროსტიტუციისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა. სამართალდამცავებმა სასტუმროსა და რესტორანში მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს“- ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

 

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

 

 

 

 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"